განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2018
საქმის ნომერი
150100118002502198
ინსტანცია
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-----------------

№1ბ/1177-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა----------------------------–----- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა---–---–---------------------–------–--ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით;

 

გ----------–-----------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------------------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა---–---–---------------------–------–--ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით;

 

გ-------–-----------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----- ოქტომბერს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა---–---–----------------------–------–---; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენით:

 

ა---------------–--ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5200 (ხუთიათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ ა---------------–--ნს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

გ----------------ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 700 (სამიათას შვიდასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ გ----------------ნს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

გ-------------ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3700 (სამიათას შვიდასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ გ-------------ნს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 09-10 მაისს, ღამის საათებში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კ---–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კ---–--ის ტბაზე, ა---------------–--ნმა, გ-------------ნმა და გ----------------ნმა აკრძალული იარაღის - სახლართი ბადის გამოყენებით, აკრძალულ დროს უკანონოდ მოიპოვეს 659 (ექვსასორმოცდაცხრამეტი) კილოგრამი მდინარის კიბო. ა---------------–--ნის, გ-------------ნისა და გ----------------ნის დანაშაულებრივი ქმედებებით გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 46130 (ორმოცდაექვსიათას ასოცდაათი) ლარი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულების - გ----------------ნის, გ-------------ნისა და ა---------------–--ნის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარის მითითებით, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენი სასჯელის დანიშვნის ნაწილში არის ზედმეტად მსუბუქი და არასამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდბეულების პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. მსჯავრდებული ა---------------–--ნი ნასამართლევია ანალოგიური ქმედების ჩადენისათვის და ჯარიმის სახით განსაზღვრულმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო მისი რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, მის მიერ მოხდა გ------ნ და გ-------------ნების წაქეზება და მათთვის შეთავაზება, ჩაედინათ აღნიშნული დანაშაული. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულები კარგად იყვნენ შეიარაღებულები, მათ ჰქონდათ რამოდენიმე ნავი, ტბაში რამოდენიმე ადგილას ჰქონდათ ჩაგებული ბადეები, ჰყავდათ ცხენი და ურემი, რომლის გამოყენებითაც გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული მდინარის კიბო, აღნიშნული გარემოებები კი მიუთითებენ მათ ორგანიზებულობაზე და დასაბუთებულად მიანიშნებენ, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი უკანონოდ თევზაობდნენ. ბრალდების მხარე ასევე, მიუთითებს გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაზეც და ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ მსჯავრდებულების მიმართ სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, განიხილა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც მხარეებს გაუხდიათ სადაოდ. მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა, გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციად მიჩნეული, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: გ-----------------------------–----–---–----------------------------------------------------------------------–---–-ს ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების და კიბოს დათვალიერების შესახებ ოქმებით; ამოღებული ნივთმტკიცებებით; დაცული ტერიტორიის სააგენტოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მასალებით; დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის N---- წერილით და გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 მაისის N-------- წერილით.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების - ა---------------–--ნის, გ----------------ნის და გ-------------ნის მიერ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც მიმართულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ, ნადმვილად წარმოადგენს მკაცრად დასაგმობ ქმედებას, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს. მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა 46 130 (ორმოცდაექვსიათას ასოცდაათი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, ადექვატური სასჯელი არის კარგი საშუალება, რათა დამნაშავემ შეიგნოს მართლწესრიგის დაცვის აუცილებლობა და განიმსჭვალოს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპირციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებული სასჯელის მსუბუქ ხასიათთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ა---------------–--ნს, გ----------------ნს და გ-------------ნს დადგენილი სანქციის ფარგლებში განესაზღვრათ სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. სააპელაციო პალატის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის თითოეული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახისა და ზომის ფარგლებში არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, თავისთავად არ მიუთითებს მის ლოიალურობასა და უსამართლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულებმა ა---------------–--ნმა, გ------ნ ბანგოანმა და გ-------------ნმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი ქმედება, უდავოდ მიიჩნიეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ასევე, სასამართლოს მიერ გათვალისწიენბული იქნა დამნაშავეთა პიროვნებები, ა---------------–--ნის წარსული ნასამართლობა, მათი ოჯახური და სოციალური მდგომარეობა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე განესაზღვრა მათ ადეკვატური, მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელი, რისი დამძიმების საფუძველიც არ არსებობს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ ა---------------–--ნის მიერ მოხდა გ------ნ და გ-------------ნებისთვის დანაშაულის ჩადენის შეთავაზება, ასევე მათ მიერ ჩადენილი ქმედების ხერხი მიუთითებენ მათ ორგანიზებულობაზე და მიანიშნებს, რომ ეს არ იყო უკანონოდ თევზაობის პირველი შემთხვევა, პალატა განმარტავს, რომ პირველი ისნტანციის სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია სასჯელის ნაწილში და სასამართლო მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის გამოყენებისას აფასებს იმ კონკრეტულ ქმედებას, რომლის ჩადენისთვისაც მათ მსჯავრი დაედოთ.

 

ამდენად, მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვლისწინებით, ინდივიდუალურობის პრიცნიპიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელები სრულ შესაბამისობაშია მათ პიროვნებებთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ა---------------–--ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5200 (ხუთიათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ ა---------------–--ნს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

ა---------------–--ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი ტანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

გ----------------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3700 (სამიათას შვიდასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ გ----------------ნს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

გ----------------ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი ტანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

გ-------------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3700 (სამიათას შვიდასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ გ-------------ნს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

გ-------------ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ოთხი ცალი რეზინის გასაბერი ნავი (ლუქის ნომერი 4----) და შვიდი ცალი ნიჩაბი (პაკეტის ნომერი F---------), რომელიც ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაექვემდებაროს კონფისკაციას;

 

ერთი ცალი სამაშველო ჟილეტი (პაკეტის ნომერი F---------), სახლართი ბადე და ორი ცალი კაუჭი (პაკეტის ნომერი F---------), რომელიც ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს დადგენილი წესით;

 

ერთი ცალი ურემი, რომელიც შესანახად ჩაბარდა ვ---------------ნს და დალუქულია ლუქით 4----, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრე გ-------------ნს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. კაპანაძე