განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 100100118002572290
№1/82-2018 წელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აგვისტო 2018 წელი ჭიათურა
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი
პროკურორი - ფ---------------ე
ბრალდებული - ლ-–------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №0----------2
ბრალდებული: ლ-–------------;
მამის სახელი: მ-----ი
დაბადების თარიღი: 0--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ს-------
პირადი ნომერი: 3---------4;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: ს-–----–--;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ს-------, სოფელი ჭ--–ა;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილი - უკანონო თევზჭერა, ესეიგი ელექტროშოკის აპარატით თევზჭერა აკრძალულ დროს;
1. ლ-–-----------ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა მასში, რომ 2018 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 21 საათზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ--–აში მდინარე შუშაზე, აკრძალულ დროს აკრძალული იარაღით (ელექტროშოკის აპარატი) ახორციელებდა უკანონო თევზჭერას, რა დროსაც უკანონოდ მოიპოვა 0.2 კგ ღორჯოს ჯიშის თევზი, რითაც გარემოზე მიყენებული იქნა 2 ლარის და 88 თეთრის ზიანი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით;
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
უკანონო თევზჭერა, ესეი გი ელექტროშოკის აპარატით თევზჭერა აკრძალულ დროს;
2. ბრალდებულმა ლ-–------------მ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–-----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
გარემოსდაცვის დეპარტამენტიდან შემოსული მასალებით; ამოღებული ნივთმტკიცებით, 2018 წლის 24 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით; 2018 წლის 19 ივნისის ზიანის გაანგარიშებით; 2018 წლის 19 ივნისის აქტით; დაზარალებულის წარმომადგენლის: გ-------------------ს გამოკითხვებით, მოწმეების: მ-----ი ნ-----ის, ა-–-----------–-–--–---–ის, დ----------------ის გამოკითხვებით, თავად ლ-–-----------ის გამოკითხვით და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით;
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში ( სსკ-ს 300 მუხლის მესამე ნაწილი) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–------------მ ჩაიდინა უკანონო თევზჭერა, ესეიგი ელექტროშოკის აპარატით თევზჭერა აკრძალულ დროს; კერძოდ, 2018 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 21 საათზე, ლ-–------------ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ--–აში მდინარე შუშაზე, აკრძალულ დროს აკრძალული იარაღით (ელექტროშოკის აპარატი) ახორციელებდა უკანონო თევზჭერას, რა დროსაც უკანონოდ მოიპოვა 0.2 კგ ღორჯოს ჯიშის თევზი, რითაც გარემოზე მიყენებული იქნა 2 ლარის და 88 თეთრის ზიანი.
სამართლებრივი შეფასება:
6. ლ-–------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
7. ლ-–-----------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ნასამართლევი არაა, უმუშევარია;
8. ლ-–------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაოები ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე.
9. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის, ზიანის ოდენობის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ-–------------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, შემამსუბუქებელი გარემოებების, სოციალურ მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სანქციის ქვედა ზღვარის ზომით (ჯარიმა 500 ლარი), რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასჯელის პროპორციულობის შემოწმება ჩადენილი დანაშაულისა და ბრალდებულის პიროვნების მიმართებაში შეუძლებელი იქნება თუ არ განისაზღვრა თავად დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი, მისი სიმძიმე და ქმედებით გამოწვევადი საფრთხე, ასევე ბრალდებულის პიროვნება და წარსული;
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ-–-----------ის მიმართ სასჯელი (ჯარიმა 500 ლარის ოდენობით), პროპორციულია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისა და მისი პიროვნებისა; ამდენად განაჩენი ამ სახისა და ზომით იქნება სამართლიანი; დამატებითი სასჯელის განსაზღვრა ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის ხასიათის (დანაშაულის ობიექტია 2.88 ლარად ღირებული თევზი) გათვალისწინებით იქნებოდა აშკარად არასამართლიანი და მკაცრი;
საგულისხმოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;
ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა; რაც სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა;
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
10. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებები - უკანონოდ მოპოვებული 0.2 კგ ღორჯოს თევზი, ელექტროშოკური მოწყობილობა, ე.წ. ჩოგანბადე და ავტომანქანის აკუმულატორი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს სათანადო წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ლ-–------------ (პ/ნ 3---------4;) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
2. მსჯავრდებულ ლ-–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; (გირაოს თანხა გადახდილი არაა)
3. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ ლ-–-----------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ნივთმტკიცებები - უკანონოდ მოპოვებული 0.2 კგ ღორჯოს თევზი, ელექტროშოკური მოწყობილობა, ე.წ. ჩოგანბადე და ავტომანქანის აკუმულატორი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს სათანადო წესით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით კეკენაძე