განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/137-17წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2018 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ლევან ლეჟავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვლ------რ ურ----–---–ი.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----– ლ---–----ე.
მამის სახელი: ა--------.
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
მცხოვრები: ქ--------------------–---–----------–--–----------------------------------ში.
ადვოკატი - ვა---–ი გი-------ე.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა (მ-----– ლ---–----ე):
- ელქტროშოკის აპარატით თევზჭერა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 03 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათიდან 0-:30 საათამდე დროის პერიოდში, სამტრედიის რაიონის სოფელ ბა––ი, მდინარე რიონზე, მ-----– ლ---–----ემ აკრძალულ დროს, ელექტრო შოკის აპარატის გამოყენებით უკანონოდ დაიჭირა 11.6 კგ. კოლხური ხრამულის და 2.2 კგ. წვერას ჯიშის თევზი, რითაც გარემოს მიაყენა ზიანი 3574.60 ლარის ოდენობით.
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ-----– ლ---–----ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.2. 2017 წლის 3 ივნისს, მ-----– ლ---–----ემ მდინარე რიონზე მოიპოვა 11,6 კილოგრამი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხრამულის ჯიშის თევზი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის წამომადგენელმა გი-----ი გა-----ამ განაცხადა, რომ მუშაობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალურ სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე . 2017 წლის 3 ივნისს, გე-----ნ გო----–---–თან ერთად აწარმოებდა შემოვლას. დაახლოებით 00;30 საათზე ჩავიდნენ მდინარე რიონის სანაპიროზე ე. წ. მეოთხე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. მდინარის ძველ კალაპოტში შენიშნეს მანათობელი წერტილი. მიახლოებისას დაინახეს, რომ პირი იჯდა ნავში და თევზაობდა ელექტროშოკური აპარატით. ბინოკლის მეშვეობით დავინახეთ, რომ პირი ჩოგანბადეს დებდა წყალში გამოიცემოდა ელექტროაპარატით თევზაობისათვის დამახასიათებელი ხმა. გამოვიძახე დამხმარე ეკიპაჟი და დავიწყეთ ხელსაყრელი მომენტის ლოდინი, რომ არ გაგვქცეოდა დამრღვევი. ნაპირზე მოძრაობით გავედით თავთხელზე და ველოდებოდით. წყალში ვიდექით. ამ დროს ვანის მხრიდან შემოვიდა უცნობი მანქანა, რომელიც მთელ კალაპოტს ანათებდა. სავარაუდოდ დამრღვევმა შეგვამჩნია და მოიშორა ჩოგანბადე და ელექტროხელსაწყო. ნაპირზე მივიდა და დაიწყო დამალვა თუმცა მიუსწრეს. აღმოჩნდა მ. ლ---–----ე. იპოვეს თევზი 14 კილოგრამამდე. იქვე 7 მეტროში იყო აკუმულატორი. ნავზე გამობმული იყო 15 მეტრი სირგძის ლითონის ტროსი, ნასოსი. ლ---–----ემ განუცხადა, რომ თევზაობდა ანკესით, თუმცა იქ ანკესი არ უნახავთ. ჩოგანბადე და ელექტრომოწყობილობა ლ---–----ემ გადაყარა ღრმა წყალში და ისინი აღრ მოუძებნიათ. სხვა ვინმე იმ ადგილას არ ყოფილა. ადრეც შეხვედრია მ. ლ---–----ეს. მას აღმოუჩინეს თევზი და სხვა ბევრი ნივთმტკიცება, თუმცა თავად თევზაობის ფაქტი არ უნახავთ და ამის გამო ვერ დააკავეს.
(იხილეთ სასამართლო სხდომ ის ოქმი)
2.2. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გე-----ნ გო----–---–მა.
(იხილეთ სასამართლო სხდომ ის ოქმი)
2.3. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გე-–- ნა–--–-–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ მუშაობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალურ სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2017 წლის 3 ივნისს, მეწყვილესთან და---- ძო–-----სთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას მდინარე რიონის გასწვრივ სოფელ ვარციხის ტერიტორიაზე. დაახლოებით პირველ საათზე დაურეკა გ. გა-----ამ და უთხრა, რომ სოფელ ბაშის ტერიტორიაზე მდინარე რიონზე ადგილი ჰქონდა უკანონო თევზჭერას, ახორციელებდნენ თვალთვალს და ჭირდებოდათ დახმარება. ამის საფუძველზე იგი მივიდა მითითებულ ადგილზე და შეუერთდა გ. გა-----ასა და გე-----ნ გო----–---–ს, რომლებთან ერთადაც მონაწილეობდა უკანონო თევზჭერის გამოვლენაში.
2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა მ-----– ლ---–----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის თვეში ზუსტად თარიღი არ ახსოვს, საღამოს, შებინდებისას მდინარე რიონთან მივიდა ტაქსით, რომლითაც იქ მიიტანა გასაბერი ნავი და სამი ანკესი. თან ჰქონდა ასევე ხელის ფარანი. ნა---- შევიდა მდინარეში და იმ ადგილიდან დაახლოებით 700-800 მეტრის მოშორებით თევზაობდა ამ ანკესებით. წყალი მოდიდდა და ანკესები წაიღო. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო იმ ადგილას, სადაც ჩავიდა მდინარეში, ვინაიდან სხვა ადგილას მანქანა ვერ მიდი. რიონის და სულორის შესართავთან იგი დააკავეს გარემოს დაცვის თნამშრომლებმა და უპოვეს თევზი, რომელიც მას ნავში ჰქონდა. გარემოს დამცველებმა ამოიღეს ეს ნავი, საწვიმარი, ტროსი, რომელსაც ნავის ნაპირზე მისაბმე-–-დ იყენებს და ნასოსი. აკუმულატორი მას არ ეკუთვნოდა და მის ნავზე არ ყოფილა. ის გარემოს დამცველებმა იპოვეს რიონის ნაპირზე და არ იცის ვის ეკუთვნის. იქ ბევრი ხალხი თევზაობდა და შეიძლება ვინმე სხვისი ყოფილიყო. ვარგისი იყო აკუმულატორი თუ არა ისიც კი არ იცის.
2.5. 2017 წლის 03 ივნისის მ-----– ლ---–----ის ახსნა განმარტებით დადგენილია, რომ 2017 წლის 0- ივნის შუადღის 2 საათზე დააგო ანკესები, ხოლო საღამოს დაახლოებით 8 საათზე ჩავიდა ნა---- რათა შეემოწმებია. იმყოფებოდა მდინარე სულორზე ვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მარტო თევზაოდა ნა---- რეზინის ვალინკებით და პლაშით, რომელიც იყო ორი ცალი, ორი ცალი ნიჩაბი, ნასოსი. თევზაობის დროს დაახლოებით 2 საათზე დააკავა გარემოს დაცვის თანამშრომლებმა რის შემდეგაც მიიყვანეს გარემოს ზედამხედველობის სამსახურში, ნავზე ქონდა 14 კგ. შერეული ჯიშის თევზი, რომელიც მოიპოვა ანკესებით. ანკესების ჩვენება არშეუძლია წყლის მომატების გამო, ასევე ნავის ცხვირზე გამობმული დაახლოეით 15 მეტრი ტროსი ჭირდებოდა ნავის მისაბმე-–-დ იმისთვის რომ ნავი არ წაეღო დინებას.
ს.ფ.6.
2.6. საქმეში არსებული 2017 წლის 03 ივნისის დალუქვის აქტიებით დადგენილია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა გი-----ი გა-----ამ და გე-----ნ გო----–---–მა შეადგინეს აღნიშნული აქტები მასზე, რომ 2017 წლის 0- ივნისს სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის ფაქტზე მოქალაქე მ-----– ლ---–----ე პ/ნ. 6---------- ჩამორთმეული აკუმულატორი (დენის წყარო) დალუქეს N3660594 ლუქით, 14 კგ. სხვადასხვა ჯიშის ტევზი დალუქეს, N3660592 ლუქით, ორი ცალი ზედა საწვიმარი (პლაში) დალუქეს N3660593 ლუქით და ნავი უკანა ნაწილში გამობმული დაახლოებით 15 მეტრი ლითონის ტროსით, ორი ცალი ნიჩაბი, ერთი ცალი ნასოსი დალუქეს N3660595 ლუქით.
ს.ფ.7-10.
2.7. საქმეში არსებული 2017 წლის 05 ივნისის აქტით დადგენილია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართევლოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი გრ-----– კა-–-----ძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს ფოთის განყოფილების მთავარი ინსპექტორები შო--- მა---–---იამ და ლ----------------–იამ შეადგინეს აღნიშნული აქტი შემდეგზე 2017 წლის 05 ივნისს 13:00 საათზე თევზის სახეობის დადგენის მიზნით გახსნილი იქნა ერთი ცალი პოლიეთილენის პარკი ლუქის ნომრით N3660592. დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული პოლიეთილენის პარკში განთავსებული თევზი მიეკუთვნება ხრამულისა და წვერას სახეობას რომლიდანაც ხრამული არის წითელ ნუსხაში შეტანილი, ხოლო წვერა არ არის შეტანილი წითელ ნუსხაში აწონვის შედეგად ხრამულის სახეობამ შეადგინა 11კგ. 600 გრამ წვერას სახეობამ შეადგინა 2კგ. 200 გრამი მათ მიერ ადგილზევე 13:30 საათზე დალუქული იქნა ერთი ცალი პოლიეთილენის პარკი ლუქის N3504376.
ს.ფ. 14.
2.8. საქმეში არსებული გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) დოკუმენტით დადგენილია, რომ 11,6 კილოგრამი კოლხური ხრამულის უკანონოდ მოპოვებით გარემოსის მიყენებული ზიანი განსაზღვრულია 3 480 ლარით, ხოლო 2,2 კილოგრამი წვერას უკანონოდ მოპოვებით - 94,6 ლარი
ს.ფ. 13.
2.9. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული სხვა არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანაშაულია ელექტროშოკის აპარატით თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას.
3.2. სასამართლო განმარტავს, პირის ქმედების ხსენებული მუხლით კვალიფიკაციისა და მსჯავრდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის იარაღს, ამ შემთხვევაში ელექტროშოკის აპარატს, რაც ამ ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა და მის არსებობაზე ან არ არსებობაზეა დამოკიდებული, პირმა ჩაიდინა თუ არა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“
3.4. ზემოთ მითითებულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის დანაშაულის იარაღი, ელექტროშოკური აპარატი, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მ. ლ---–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. თუმცა აქვე აღნისნავს, რომ თუ ბრალდებით განსაზღვრულ გარემოებებსა და სასამართლოში დადგენილ ფაქტებს შორის არ არის თანხვედრა, ეს აპრიორი არ გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება - საქმე №438აპ-16)
3.5. როგორც წინასწარი გამოძიებისას, ისე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებული მ. ლ---–----ე არ უარყოფს მის მიერ თევზის მოპოვების ფაქტს და განმარტავს, რომ თევზი მოიპოვა ანკესებით თევზაობით. დაცვის მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი მ. ლ---–----ისაგან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მის მიერ მოპოვებული თევზი.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დანაშაულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.7. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N190 დამტკიცებული წითელი ნუსხის 90-ე გრაფაში მითითებულია კოლხური ხრამული.
3.8. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის აღიარების, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სახით სახეზეა აშკა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს ობიქტურ პირს, რომ მ-----– ლ---–----ემ ჩაიდიანა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის კოლხური ხრამულის მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ-----– ლ---–----ის მიმართ პასუხისმგებლობის შემასუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.5. სასამართლო მიიჩნევს რომ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავეების რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ-----– ლ---–----ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთიერი მტკიცებულებები
6.1. სასამართლომ იმსჯე-–- რა ნივთიერი მტკიცებულებების თაობაზე, მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს მათი საპროცესო კონფისკაცია და ისინი მიქცეულ უნდა იქნენ სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანე-–- საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებულ მ-----– ლ---–----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მეორე ნაწილზე.
ბრალდებული მ-----– ლ---–----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ-----– ლ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ერთი რეზინის გასაბერი ნავი 2 ცალი ნიჩბით, 15 მეტრი სიგრძის ლითონის ტროსი, 1 ცალი ნასოსი, 2 ცალი საწვიმარი, 1 აკუმულატორი, 11,6 კგ. კოლხური ხრამულისა 2.2 კგ. წვერას ჯიშის თევზი, რაც ინახება სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მიექცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი