განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100117002355916
საქმე №1/ბ-229-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ვ-–-------- უ------–---–ის
ადვოკატის - ვ----–----------ის
მსჯავრდებულის - მ-----– ლ---–----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----– ა-------ის ძე ლ---–----ის მიმართ, დაბადებული 0---------წ. პირადი №------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: ქუთაისი, ჯ-----–---–----------–--–---------------------------------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდების არსი:
ბრალდების დადგენილების მიხედვით მ-----– ლ---–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ელექტროშოკის აპატარით თევზჭერა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 03 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათიდან 02:30 საათამდე დროის პერიოდში, სამტრედიის რაიონის სოფელ ბ-–ში, მდინარე რიონზე, მ-----– ლ---–----ემ აკრძალულ დროს, ელექტრო შოკის აპარატის გამოყენებით უკანონოდ დაიჭირა 11.6 კგ. კოლხური ხრამულის და 2.2 კგ. წვერას ჯიშის თევზი, რითაც გარემოს მიაყენა ზიანი 3574.60 ლარის ოდენობით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა შემდეგი: 2017 წლის 3 ივნისს, მ-----– ლ---–----ემ მდინარე რიონზე მოიპოვა 11,6 კილოგრამი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხრამულის ჯიშის თევზი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენით მ-----– ლ---–----ის ქმედება სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა მე-300 მუხლის მე-2 ნაწილზე; მ-----– ლ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ-–-------- უ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენი მ-----– ლ---–----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, მ-----– ლ---–----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი. აპალენტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამათლოში წარდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა მ-----– ლ---–----ის ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, თუმცა მოსამართლის მიერ მსჯავრდებულის ქმედება სსკ-ის მე-300 მუხლით იქნა დაკვალიფიცირებული. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის არგუმენტი, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი დანაშაულის იარაღი - ელეტროშოკური აპატარი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტაცია არის დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოს სრულად არ უმსჯელია და შეუფასებია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი სხვა მტკიცებულებები (ნავი ლითონის ტროსით, აკუმულატორი, თევზაობის დროის მონაკვეთი, დაჭერილი თევზის ოდენობა, მოწმეთა ჩვენებები), აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა საფუძველს მ-----– ლ---–----ის საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის.
დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - პროკურორს ვ-–-------- უ------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ მ-----– ლ---–----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ვ----–----------ეს, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს, მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულის წამომადგენელ გ------- გ-------ს განმარტებით ირკვევა, რომ მუშაობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალურ სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2017 წლის 3 ივნისს, გ------- გ------–---–თან ერთად აწარმოებდა შემოვლას. დაახლოებით 00;30 საათზე ჩავიდნენ მდინარე რიონის სანაპიროზე ე. წ. მეოთხე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. მდინარის ძველ კალაპოტში შენიშნეს მანათობელი წერტილი. მიახლოებისას დაინახეს, რომ პირი იჯდა ნავში და თევზაობდა ელექტროშოკური აპარატით. ბინოკლის მეშვეობით დაინახეს, რომ პირი ჩოგანბადეს დებდა წყალში გამოიცემოდა ელექტროაპარატით თევზაობისათვის დამახასიათებელი ხმა. გამოიძახეს დამხმარე ეკიპაჟი და დაიწყეს ხელსაყრელი მომენტის ლოდინი, რომ არ გაქცეოდათ დამრღვევი. ნაპირზე მოძრაობით გავიდა თავთხელზე და ელოდებოდა. წყალში იდგა. ამ დროს ვანის მხრიდან შემოვიდა უცნობი მანქანა, რომელიც მთელ კალაპოტს ანათებდა. სავარაუდოდ დამრღვევმა შეამჩნია და მოიშორა ჩოგანბადე და ელექტროხელსაწყო. ნაპირზე მივიდა და დაიწყო დამალვა, თუმცა მიუსწრეს. პიროვნება აღმოჩნდა მ. ლ---–----ე. იპოვეს თევზი 14 კილოგრამამდე. იქვე 7 მეტრში იყო აკუმულატორი. ნავზე გამობმული იყო 15 მეტრი სირგძის ლითონის ტროსი, ნასოსი. მ. ლ---–----ემ განუცხადა, რომ თევზაობდა ანკესით, თუმცა იქ ანკესი არ უნახავთ. ჩოგანბადე და ელექტრომოწყობილობა მ. ლ---–----ემ გადაყარა ღრმა წყალში და ისინი აღარ მოუძებნიათ. სხვა ვინმე იმ ადგილას არ ყოფილა. ადრეც შეხვედრია მ. ლ---–----ეს, მაშინაც აღმოუჩინეს თევზი და სხვა ბევრი ნივთმტკიცება, თუმცა თავად თევზაობის ფაქტი არ უნახავთ და ამის გამო ვერ დააკავეს.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დგინდება მოწმის სახით დაკითხულ გ------- გ------–---–ის ჩვენებით.
მოწმის სახით დაკითხულ გ--–- ნ-–--–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალურ სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2017 წლის 3 ივნისს, მეწყვილესთან დ----- ძ--–----ესთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას მდინარე რიონის გასწვრივ სოფელ ვარციხის ტერიტორიაზე. დაახლოებით პირველ საათზე დაურეკა გ. გ-------მ და უთხრა, რომ სოფელ ბ-–ის ტერიტორიაზე მდინარე რიონზე ადგილი ჰქონდა უკანონო თევზჭერას, ახორციელებდნენ თვალთვალს და სჭირდებოდათ დახმარება. აღნიშნულის საფუძველზე იგი მივიდა მითითებულ ადგილზე და შეუერთდა გ. გ-------სა და გ------- გ------–---–ს, რომლებთან ერთადაც მონაწილეობდა უკანონო თევზჭერის გამოვლენაში, მოძრაობდა ღამის ბუნებრივი განათების პირობებში და ხედავდა, რომ მდინარეში მცურავ გასაბერ ნავში იჯდა ერთი პიროვნება, რომელიც პერიოდულად მდინარეში ჰყოფდა და იღებდა ე.წ. ,,ჩოგანბადეს’’, რომლის წყალში ჩაყოფისას გამოიცემოდა თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოსათვის დამახასიათებელი ხმა, რომელიც მკაფიოდ ისმოდა. შემდეგ აღნიშნულ ადგილას გაჩერდა მისთვის უცნობი ავტომანქან, რომელმაც შორი განათების ფარები დაანათა მათ მხარეს, რა დროსაც ეს პიროვნება კარგად დაინახა, მან როგორც კი შეამჩნია ისინი, შეაჩერა ნავი და დაიწყო ნივთების გადაყრა, კერძოდ, გადაყარა ელექტროთევზსაჭერი მოწყობილობა და ჩოგანბადე, შემდეგ კი ნავით სწრაფად გადაადგილდა ნაპირისკენ. აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა მ-----– ლ---–----ე, რომელსაც თან აღმოაჩნდა შავი ფერის რეზინის გასაბერი ნავი, რომელზეც უკანა ნაწილზე გამობმული იყო ლითონის ე.წ. ტროსი, ორი ცალი ნიჩაბი, ერთი ცალი ნავის გასაბერი ჰაერის ტუმბო, უკანონოდ მოპოვებული დაახლოებით 14 კგ.თევზი, ხოლო იმავე ნაპირზე დაახლოებით 7 მეტრში მათ მიერ ნანახი იქნა 12 ვოლტიანი დენის წყარო ე.წ. ,,აკუმულატორი’’.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 3 ივნისს ღამის საათებში შემოვლის განხორციელებისას გარემოს დაცვის თანამშრომლებმა შენიშნეს სინათელის მოციმციმე შუქი მდინარე რიონის კალაპოტში. რეზინის გასაბერ ნავში იმყოფებოდა პიროვნება, რომელიც გადაადგილდებოდა დასავლეთის მიმართულებით და თან ხელსაწყოების გამოყენებით ეწეოდა უკანონო თევზჭერას, მათ მიერ შეჩერებულ იქნა აღნიშნული ნავი და მხილებულ იქნა მ-----– ლ---–----ე, რომელიც ელექტროთევზსაჭერი მოწყობილობით ეწეოდა უკანონო თევზჭერას. გარემოს დაცვის თანამშრომლების განმარტებით, მ-----– კ--–--–-----მ შეჩერებისას სწრაფად გადაყარა წყალში ელექტროთევზსაჭერი მოწყობილობა, ჩოგანბადე და მასზე დამონტაჟებული ფანარი, აღნიშნული ნივთების ამოღება ღამის პირობებში, წყლის მომატების გამო შეუძლებელი იყო.
მ-----– ლ---–----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის თვეში ზუსტად თარიღი არ ახსოვს, საღამოს, შებინდებისას მდინარე რიონთან მივიდა ტაქსით, რომლითაც იქ მიიტანა გასაბერი ნავი და სამი ანკესი. თან ჰქონდა ასევე ხელის ფარანი. ნავით შევიდა მდინარეში და იმ ადგილიდან დაახლოებით 700-800 მეტრის მოშორებით თევზაობდა ამ ანკესებით. წყალი მოდიდდა და ანკესები წაიღო. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო იმ ადგილას, სადაც ჩავიდა მდინარეში, ვინაიდან სხვა ადგილას მანქანა ვერ მიდის. რიონის და სულორის შესართავთან იგი დააკავეს გარემოს დაცვის თნამშრომლებმა და უპოვეს თევზი, რომელიც მას ნავში ჰქონდა. გარემოს დამცველებმა ამოიღეს ეს ნავი, საწვიმარი, ტროსი, რომელსაც ნავის ნაპირზე მისაბმელად იყენებს და ნასოსი. აკუმულატორი მას არ ეკუთვნოდა და მის ნავზე არ ყოფილა. ის გარემოს დამცველებმა იპოვეს რიონის ნაპირზე და არ იცის ვის ეკუთვნის. იქ ბევრი ხალხი თევზაობდა და შეიძლება ვინმე სხვისი ყოფილიყო. ვარგისი იყო აკუმულატორი თუ არა ისიც კი არ იცის.
2017 წლის 03 ივნისის მ-----– ლ---–----ის ახსნა განმარტებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 ივნის შუადღის 2 საათზე დააგო ანკესები, ხოლო საღამოს დაახლოებით 8 საათზე ჩავიდა ნავით რათა შეემოწმებია. იმყოფებოდა მდინარე სულორზე ვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მარტო თევზაოდა ნავით რეზინის ვალინკებით და პლაშით, რომელიც იყო ორი ცალი, ორი ცალი ნიჩაბი, ნასოსი. თევზაობის დროს დაახლოებით 2 საათზე დააკავა გარემოს დაცვის თანამშრომლებმა, რის შემდეგაც მიიყვანეს გარემოს ზედამხედველობის სამსახურში, ნავზე ქონდა 14 კგ. შერეული ჯიშის თევზი, რომელიც მოიპოვა ანკესებით. ანკესების ჩვენება არშეუძლია წყლის მომატების გამო, ასევე ნავის ცხვირზე გამობმული დაახლოეით 15 მეტრი ტროსი ჭირდებოდა ნავის მისაბმელად იმისთვის რომ ნავი არ წაეღო დინებას.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 03 ივნისის დალუქვის აქტებით დადგენილია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა გ------- გ-------მ და გ------- გ------–---–მა შეადგინეს აღნიშნული აქტები მასზე, რომ 2017 წლის 02 ივნისს სამტრედიის რაიონის სოფელ ბ-–ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის ფაქტზე მოქალაქე მ-----– ლ---–----ე პ/ნ. 6---------- ჩამორთმეული აკუმულატორი (დენის წყარო) დალუქეს N3660594 ლუქით, 14 კგ. სხვადასხვა ჯიშის თევზი დალუქეს, N3660592 ლუქით, ორი ცალი ზედა საწვიმარი (პლაში) დალუქეს N3660593 ლუქით და ნავი უკანა ნაწილში გამობმული დაახლოებით 15 მეტრი ლითონის ტროსით, ორი ცალი ნიჩაბი, ერთი ცალი ნასოსი დალუქეს N3660595 ლუქით.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 05 ივნისის აქტით დადგენილია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართევლოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი გ-------– კ--–------ე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს ფოთის განყოფილების მთავარმა ინსპექტორებმა შ----- მ----–----ამ და ლ---- ჭ---------–--მ შეადგინეს აღნიშნული აქტი შემდეგზე - 2017 წლის 05 ივნისს 13:00 საათზე თევზის სახეობის დადგენის მიზნით გახსნილი იქნა ერთი ცალი პოლიეთილენის პარკი ლუქის ნომრით N3660592. დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული პოლიეთილენის პარკში განთავსებული თევზი მიეკუთვნება ხრამულისა და წვერას სახეობას, რომლიდანაც ხრამული არის წითელ ნუსხაში შეტანილი, ხოლო წვერა არ არის შეტანილი წითელ ნუსხაში. აწონვის შედეგად ხრამულის სახეობამ შეადგინა 11კგ. და 600 გრ. წვერას სახეობამ კი შეადგინა 2კგ. 200 გრ. მათ მიერ ადგილზევე 13:30 საათზე დალუქული იქნა ერთი ცალი პოლიეთილენის პარკი ლუქის N3504376.
საქმეში წარმოდგენილი გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) დოკუმენტით დადგენილია, რომ 11,6 კილოგრამი კოლხური ხრამულის უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი განსაზღვრულია 3 480 ლარით, ხოლო 2,2 კილოგრამი წვერას უკანონოდ მოპოვებით - 94,6 ლარით.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას მ. ლ---–----ის საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებ-–ი დამნაშავედ ცნობის თაობაზე. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ელექტროშოკის აპარატით თევზჭერა; პალატა ერთხელ კიდევ ყურადღებას მიაპყრობს მოწმეების გ. გ-------ს, გ. გ------–---–ის და გ. ნ-–--–-–---–ის ჩვენებებს, რომლითაც დადგენილია, რომ ისინი მდინარის ნაპირიდან 20-25 მეტრის მოშორებით ადევნებდნენ თვალს და გარკვევით ხედავდნენ მდინარეში ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით მოთევზავე მ. ლ---–----ეს, რომელიც ე.წ. ჩოგანბადის გამოყენებით, რომელზეც ანთებული ფანარი ჰქონდა დამაგრებული, როგორ ახდენდა ამ ჩოგანბადის მდინარეში ჩადებას, რა დროსაც ელექტროაპარატი გარკვეულ დამახასიათებელ ხმას გამოსცემდა; მათი ჩვენებებიდან ასევე დადგენილია, რომ მათ მიერ ადგილზე ნანახი იქნა აკუმულატორი, რაც ნავთან და ნავში არსებულ თევზთან ერთად ამოიღეს. ასევე დადგენილია, რომ ნავზე დამაგრებული იყო 15 მეტრი სიგრძის ლითონის ტროსი, რაც მოწმეთა განმარტებით ელექტროშოკური აპარატის მასას წარმოადგენს და აკუმულატორიდან გამოყოფილი ელექტროენერგიით ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ხდება თევზის მოპოვება. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია, თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან და შესაბამისად მათ სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ლ---–----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ელექტროშოკის აპარატით თევზჭერას და ეთანხმება საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები - ნავი ლითონის ტროსით, აკუმულატორი, თევზაობის დროის მონაკვეთი, დაჭერილი თევზის ოდენობა, გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ჩვენებები, რომლებმაც დეტალებში აღწერეს მ. ლ---–----ის თევზაობის პროცესი და მისი მოქმედებები მათ დანახვამდე თუ მათი დანახვის შემდეგ - ეს ის მტკიცებულებებია, რომელთა სანდოობა დამარწმუნებელს ხდის მ. ლ---–----ის მხრიდან საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ამდენად, პალატას დადატურებულად მიაჩნია, რომ მ. ლ---–----ე 2017 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათიდან 02:30 საათამდე დროის მონაკვეთში, სამტრედიის რაიონის სოფელ ბ-–ში, მდინარე რიონზე, აკრძალულ დროს, ელექტროშოკის აპარტის გამოყენებით უკანონოდ დაიჭირა 11,6 კგ კოლხური ხრამულა და 2,2 კგ. წვერას ჯიშის თევზე, რითაც გარემოს მიაყენა ზიანი 3574,60 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებ-–ი გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ მ-----– ლ---–----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებ-–ი გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიიჩნევს, რომ მ. ლ---–----ეს საქართველოს სსკ-ის მე-330 მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში, უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-270-ე მუხლებით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ-–-------- უ------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მ-----– ლ---–----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მეორე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მესამე ნაწილზე.
მ-----– ლ---–----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ-----– ლ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები - ერთი რეზინის გასაბერი ნავი 2 ცალი ნიჩბით, 15 მეტრი სიგრძის ლითონის ტროსი, 1 ცალი ნასოსი, 2 ცალი საწვიმარი, 1 აკუმულატორი, 11,6 კგ. კოლხური ხრამულისა 2.2 კგ. წვერას ჯიშის თევზი, რაც ინახება სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, მიექცეს სახელმწიფოს საკუთრებ-–ი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე