განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100118002502198
1/57-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – აიდა ჩერნეცკაია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გურამ ჭყონიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული: ა-------- ო-----ის ძე მ-----–---ის (დაბადებული 19---–-–----------ს; საქართველოს მოქალაქე; პ/ნ 0----------, ნასამართლობის მქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი კ---–--ი);
ბრალდებული: გ------- ვ-–--------ის ძე ბ--------ის (დაბადებული 19---–-–---------------ს; საქართველოს მოქალაქე; პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი კ---–--ი);
ბრალდებული: გ---- ვ-–--------ის ძე ბ--------ის (დაბადებული 19---–-–------------------ს; საქართველოს მოქალაქე; პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი კ---–--ი);
ადვოკატი: ზაზა ზარიძე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 09-10 მაისს, ღამის საათებში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კ---–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კ---–--ის ტბაზე, ა-------- მ-----–---მა, გ---- ბ--------მა და გ------- ბ--------მა აკრძალული იარაღის - სახლართი ბადის გამოყენებით, აკრძალულ დროს უკანონოდ მოიპოვეს 659 (ექვსას ორმოცდაცხრამეტი) კილოგრამი მდინარის კიბო.
ა-------- მ-----–---ის, გ---- ბ--------ისა და გ------- ბ--------ის დანაშაულებრივი ქმედებებით გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 46130 (ორმოცდაექვსი ათას ას ოცდაათი) ლარი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. 2018 წლის 09-10 მაისს, ღამის საათებში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კ---–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კ---–--ის ტბაზე, ა-------- მ-----–---მა, გ---- ბ--------მა და გ------- ბ--------მა სახლართი ბადის გამოყენებით, მოიპოვეს 659 (ექვსას ორმოცდაცხრამეტი) კილოგრამი მდინარის კიბო.
მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და კიბოს დათვალიერების შესახებ ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცებები (სახლართი ბადე, კიბო და სხვა).
2.1.2. სოფელ კ---–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კ---–--ის ტბა (სადაც ბრალდებულებმა მოიპოვეს კიბო) შედის ჯავახეთის დაცული ტერიტორიებში;
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ჯავახეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ჯავახეთის დაცული ტერიტორიები იქმნება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში და იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) ჯავახეთის ეროვნული პარკი; ბ) კ---–--ის ჭაობის აღკვეთილი; გ) სულდის ჭაობის აღკვეთილი; დ) ხანჩალის ტბის აღკვეთილი; ე) ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი; ვ) მადათაფის ტბის აღკვეთილი; ზ) ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა). ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად კ---–--ის ტბა შედის ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაში.
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაცულ ტერიტორიებს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
მოცემულ შემთხევაში დაზარალებულად ცნობილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის სამეურნეო სამინისტრო, ამასთან დაზარალებულის წარმომადგენელი არის ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი თ------------------ი.
მტკიცებულებები: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მასალები (ს.ფ. 153-161, 175-185, 187-189), დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის N1170 წერილი (ს.ფ. 191), დაზარალებულის - ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის ჩვენება (ს.ფ. 100-102, 162-164);
2.1.3. ა-------- მ-----–---ის, გ---- ბ--------ისა და გ------- ბ--------ის დანაშაულებრივი ქმედებებით გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 46130 (ორმოცდაექვსი ათას ას ოცდაათი) ლარი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.
მტკიცებულებები: სპეციალისტის ჩვენება (ს.ფ. 62-64).
2.1.4. ა-------- მ-----–---ზე, გ---- ბ--------ზე და გ------- ბ--------ზე თევზჭერობის ლიცენზია გაცემული არ არის.
მტკიცებულებები: გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 მაისის N21/3008 წერილი (ს.ფ. 192).
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ა-------- მ-----–---მა, გ---- ბ--------მა და გ------- ბ--------მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ და მათ მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: მოწმეების გ-----------------ძის, ზ-----–----–---–---ის, ვ-----------------ისა და ზ-----------–---–ის (სპეციალისტი), დაზარალებულის წარმომადგენლის თ------------------ის ჩვენებები, ბრალდებულების ა-------- მ-----–---ის, გ---- ბ--------ის და გ------- ბ--------ის აღიარებითი ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთები, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა-------- მ-----–---ის, გ---- ბ--------ის და გ------- ბ--------ის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მოინანიეს.
შესაბამისად, დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-------- მ-----–---ის, გ---- ბ--------ის და გ------- ბ--------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს - ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე.
3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია აკრძალულ დროს აკრძალული საშუალებით თევზჭერა. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, დანაშაულის ჩადენის იარაღს/საშუალებას, რაც გულისხმობს თევზჭერას აკრძალული იარაღით და, მეორე მხრივ, პერიოდს, როდესაც ხორციელდება თევზჭერა.
3.2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიცია ბლანკეტური შინაარსისაა, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლო მოცემული მუხლის ფარგლებში პირის მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივი შეფასებისას ხელმძღვანელობს სხვა ნორმატიული აქტებითაც, რაც უკავშირდება თევზჭერის აკრძალული დროისა და აკრძალული საშუალების საკითხის განსაზღვრას.
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები.
ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, კ---–--ის ტბაზე (შიდა წყალსატევებში) 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით აკრძალულია თევზჭერა.
ტექნიკური რეგლამენტის – ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 იანვრია №23 დადგენილებით) 36-ე მუხლის თანახმად ჯავახეთის ეროვნული პარკის თითოეულ ზონაში, მათ შორის ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია მხოლოდ სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა, მათ შორის არამოტორიზებული ნავებით.
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით) მე-6 მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია თევზჭერა: სახლართი ბადის გამოყენებით - სამოყვარულო და სპორტული (არალიცენზირებადი) თევზჭერისას;
3.2.3. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში თევზჭერა ხორციელებდა სახლართი ბადის გამოყენებით, ლიცენზიის არმქონე პირების მიერ, ამა წლის 09-10 მაისს, შესაბამისად ბრალდებულები ახორციელებდნენ თევზჭერას უკანონოდ - აკრძალული იარაღით და აკრძალულ დროს.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით, ესე იგი, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედების დაკვალიფიცირება ზემოაღნიშნული მუხლით ვერ მოხდება. ამასთან, აღნიშნული დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და შედეგს მნიშვნელობა არ აქვს.
3.2.5. ამდენად დადგენილია, რომ 2018 წლის 09-10 მაისს, ღამის საათებში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კ---–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კ---–--ის ტბაზე, ა-------- მ-----–---მა, გ---- ბ--------მა და გ------- ბ--------მა აკრძალული იარაღის-სახლართი ბადის გამოყენებით, აკრძალულ დროს უკანონოდ მოიპოვეს 659 (ექვსას ორმოცდაცხრამეტი) კილოგრამი მდინარის კიბო. ა-------- მ-----–---ის, გ---- ბ--------ისა და გ------- ბ--------ის დანაშაულებრივი ქმედებებით გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 46130 (ორმოცდაექვსი ათას ას ოცდაათი) ლარი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ა-------- მ-----–---ის, გ---- ბ--------ის და გ------- ბ--------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულები აღიარებენ, ინანიებენ და ითანამშრომლეს სასამართლოსთან.
4.2. ბრალდებულები გ---- ბ--------ი და გ------- ბ--------ი არ არიან ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ხოლო ბრალდებული ა-------- მ-----–---ი ნასამართლევია, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
ამავე კოდექსის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი; თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოთ ჯარიმა მინიმუმის ოდენობით, ვინაიდან ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლეს სასამართლოსთან.
5.3.1. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. ბრალდებულები აღიარებენ, ინანიებენ და ითანამშრომლეს სასამართლოსთან. შესაბამისად თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი (ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა, ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად.
დადგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე (იხ. 4.1. და 4.2.) სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულებს შეეფარდოთ ჯარიმა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულებს გადახდილი აქვთ გირაო - ა-------- მ-----–---ს 8000 ლარი, ხოლო გ---- და გ------- ბ--------ებს 5000-5000 ლარი. გ---- და გ------- ბ--------ები არ არიან ნასამართლევი, არიან ერთ ოჯახის წევრები, ხოლო ა-------- მ-----–---ი ნასამართლევია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად გ---- და გ------- ბ--------ებს უნდა შეეფარდოთ ჯარიმა თითოეულს 3700 ლარი, ხოლო ა-------- მ-----–---ს 5200 ლარი.
5.3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.
ვინაიდან ბრალდებულები იმყოფებოდნენ პატიმრობაში (10.05.18წ.-11.05.18წ.), სასამართლოს მიაჩნია, რომ პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ბრალდებულების დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გ---- და გ------- ბ--------ებს უნდა შეეფარდოთ ჯარიმა თითოეულს 3500 ლარი, ხოლო ა-------- მ-----–---ს 5000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა-------- მ-----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ ა-------- მ-----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
ა-------- მ-----–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
2. გ------- ბ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3700 (სამი ათას შვიდასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ გ------- ბ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
გ------- ბ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
3. გ---- ბ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3700 (სამი ათას შვიდასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ გ---- ბ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
გ---- ბ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
- ოთხი ცალი რეზინის გასაბერი ნავი (ლუქის ნომერი 46/82) და შვიდი ცალი ნიჩაბი (პაკეტის ნომერი FCD 816834), რომელიც ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაექვემდებაროს კონფისკაციას,- ერთი ცალი სამაშველო ჟილეტი (პაკეტის ნომერი FCI 522347), სახლართი ბადე და ორი ცალი კაუჭი (პაკეტის ნომერი FCI 509781), რომელიც ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს დადგენილი წესით;
ერთი ცალი ურემი, რომელიც შესანახად ჩაბარდა ვ------- პ-----ანს და დალუქულია ლუქით 46/82, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრე გ---- ბ--------ს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან