განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002288125
საქმე №1ბ/1916-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული - არ----------–---ი (სქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------; დაბადებული: 1----–-–---------------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა---–---–---------------------–------–--ში);
მსჯავრდებული - ა-----------------–---ი (სქართველოს მოქალაქე, პ-------------; დაბადებული: 1----–-–--------------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა---–---–---------------------–-----–--ში);
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
არ----------–---მა და ა-----------------–---მა, საქართველოს მთავრობის 31.12.2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ დროს, კერძოდ 2018 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ჯავახეთის ეროვნულ პარკში შემავალ „კარწახის ტბაზე“, ბუნების მკაცრი დაცვის ზონის უბნის ტერიტორიაზე, თევზმახის გამოყენებით, რაც შესაბამისი ლიცენზიის არ არსებობისას წარმოადგენს თევზჭერისათვის აკრძალულ იარაღს, დაიჭირეს 108 კგ. მდინარის კიბო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:
არ----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7150 ლარის ოდენობით;
არ----------–---ს ბრალდებულის სახით დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (03.06.2018 - დან 05.06.2018 - მდე) შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი 150 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით;
ა-----------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6050 ლარის ოდენობით;
ა-----------------–---ს ბრალდებულის სახით დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (03.06.2018) შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი 50 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით;
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ ა-----------------–---ის ადვოკატმა ო-------------–--ემ, მსჯავრდებულმა არ----------–---მა და მისმა ადვოკატმა პ------------–-–---–მა, ასევე ბრალდების მხარემ - ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ.
3. მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ ა-----------------–---ის ადვოკატმა ო-------------–--ემ ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებულმა არ----------–---მა და მისმა ადვოკატმა პ------------–-–---–მა ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულების არ----------–---ს და ა-----------------–---ის მიმართ უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში აღნიშნა: მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხისთავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებულიისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).
ამდენად, სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და განმარტავს, რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
პირველ ყოვლისა, პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
მოწმე ი-----–-----------ის ჩვენებით დადგენილია რომ იგი მუშაობს შსს სასაზღვრო პოლიციის N2 (ახალციხე) სამმართველოს N6-ე სასაზღვრო სექტორის მეორე ჯგუფის მეკავშირის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 ივნისს, 21:33 საათზე, მათ სასაზღვრო ზოლში ფოტოხაფანგმა დააფიქსირა ორი პიროვნება, მათგან ერთ-ერთს ხელში ეკავა რაღაცა ნივთი და ეს პიროვნებები მოძრაობდნენ ტბის მიმართულებით, აღნიშნულის დაფიქსირების შემდეგ მათ დაიწყეს თვალთვალი იმის დასადგენად თუ რას აკეთებდნენ ისინი, რომლებიც ტბაში შევიდნენ. ი-----–-----------ე ამავე სექტორის უფროსთან ზ-----–----–---–---თან ერთად მივიდა ტბასთან და ჩაუსაფრდა, დაელოდნენ მათ გამოსვლას, რა დროსაც ზემოაღნიშნულმა ორმა პიროვნებამ გამოზიდეს ტომრები და გამოვიდნენ ტბიდან. ი----------ე და ზ-–----–---–---ი მივიდნენ მათთან და ნახეს რომ ეს პიროვნებები იყვნენ ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში მცხოვრებლები არ----------–---ი და ა-----------------–---ი. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა ოთხი ტომარა კიბორჩხალით სავსე. ი----------ის განმარტებით ტბაზე ფოტოხაფანგს სხვა არავინ დაუფიქსირებია. ტბაშიც და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც მხოლოდ არ----------–---ი და ა-----------------–---ი იმყოფებოდნენ.
მოწმე ვ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია რომ იგი 2008 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოში, დაახლოებით წელიწადნახევარია რაც ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახის ბაზაზე მუშაობს უფროსი მესაზღვრის თანამდებობაზე. 2018 წლის 3 ივნისს ჩვეულებისამებრ იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა N22-ე ბლოკ-პოსტზე. ღამე გამოცხადდა განგაში. მან ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება რომ თერმული კამერით ეკონტროლებინა კარწახის სასაზღვრო მონაკვეთი და იქვე არსებული ტბა და რადიო გადამცემით გადაეცა თუ რა ხდებოდა ტბაზე. დავალების მიღებისთანავე მან თერმული კამერით დაიწყო თვალთვალი, რა დროსაც ტბაში აღმოაჩინა მოძრავი ნავი, რომელზეც იმყოფებოდა ორი პიროვნება. ისინი ტბაში გადაადგილდებოდნენ, ხოლო ვ-------–---–ი კი მათი გადაადგილების კოორდინატებს აწვდიდა ხელმძღვანელობას. ზემოაღნიშნულმა ორმა პიროვნებამ ტბაში დაჰყო დაახლოებით ორსაათნახევარიდან სამ საათამდე. ამის შემდეგ როდესაც ნაპირზე გამოდიოდნენ ვ-------–---–მა კოორდინატები გადასცა ხელმძღვანელობასა და იქვე მყოფ განწესებს, როცა ტბიდან გამოვიდნენ ნაპირზე მათ მიერ ისინი შეჩერებულნი იქნენ. მათი შეჩერების შემდეგ ვ--------------–---–მა მალევე ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება რომ დაბრუნებულიყო საგუშაგოზე და იგი შემთხვევის ადგილზე აღარ მისულა. მხოლოდ ამის შემდეგ ზ-----–----–---–---ის, ი-----–-----------ია და ზ-------------–--ისაგან შეიტყო რომ ტბიდან გამოსული ორი პიროვნება ყოფილა ახალქალაქის რაიოინის სოფელ კარწახში მცხოვრები არ----------–---ი და ა-----------------–---ი, რომელიც მუშაობს კარწახის საბაჟო გამშვებ პუნქტში არსებულ ლიბერთი ბანკში, რომლებსაც თევზ მახის ტიპის ბადით დაეჭირათ ოთხი ტომარა კიბორჩხალა. ვ-------–---–ის განმარტებით იგი თვალთვალის დროს ზემოაღნიშნული პიროვნების სახეებს ვერ ხედავდა, ხედავდა მხოლოდ სილუეტებს, რადგანაც თვალთვალს აწარმოებდა დაახლოებით 300-400 მეტრიდან.
მოწმე ზ-----–----–---–---ის ჩვენებით დადგენილია რომ იგი მუშაობს შსს სასაზღვრო პოლიციის N2 (ახალციხე) სამმართველოს N6-ე სასაზღვრო სექტორის უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 ივნისს, 21:33 საათზე, მათ სასაზღვრო ზოლში ფოტოხაფანგმა დააფიქსირა ორი პიროვნება, მათგან ერთ-ერთს ხელში ეკავა ძაბრისებური ფორმის ბადე და ეს პიროვნებები მოძრაობდნენ ტბის მიმართულებით, აღნიშნულის დაფიქსირების შემდეგ მათ დაიწყეს თვალთვალი იმის დასადგენად თუ რას აკეთებდნენ ისინი, რომლებიც ტბაში შევიდნენ. ზ-----–----–---–---ი ამავე სექტორის მეორე ჯგუფის მეკავშირე ი-----–-----------ესთან ერთად მივიდა ტბასთან და ჩაუსაფრდა, დაელოდნენ მათ გამოსვლას, რა დროსაც ზემოაღნიშნულმა ორმა პიროვნებამ გამოზიდეს ტომრები და გამოვიდნენ ტბიდან. ზ-–----–---–---ი და ი----------ე მივიდნენ მათთან და ნახეს რომ ეს პიროვნებები იყვნენ ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში მცხოვრებლები არ----------–---ი და ა-----------------–---ი. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა ოთხი ტომარა კიბორჩხალით სავსე. ზ-----–----–---–---ის განმარტებით ტბაზე ფოტოხაფანგს სხვა არავინ დაუფიქსირებია. ტბაშიც და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც მხოლოდ არ----------–---ი და ა-----------------–---ი იმყოფებოდნენ.
მოწმე ზ--------------–--ის ჩვენებით დადგენილია რომ იგი მუშაობს შსს სასაზღვრო პოლიციის N2 (ახალციხე) სამმართველოს N6-ე სასაზღვრო სექტორის უფროსი მესაზღვრის თანამდებობაზე. 2018 წლის 3 ივნისს ჩვეულებისამებრ იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გამოცხადდა განგაში. უფროსის ბრძანების თანახმად გადაინაცვლა კერძოდ სოფელ კარწახის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტბასთან, სადაც თვალთვალი დაუწყეს ტბაში ნავით შესულ ორ პიროვნებას. ტბის მიმდებარედ განლაგდნენ ისე რომ თვალთვალი ეწარმოებინათ ტბაში ნავით შესული ორი პიროვნებისათვის. ნავი ნაპირიდან ტბაში შესული იყო დაახლოებით 40-50 მეტრით. ღამე ნათელი, მთვარიანი და უღრუბლო იყო და საკმაოდ კარგად ხედავდა თუ რას აკეთებდნენ ტბაში შესული პირები. კერძოდ ისინი დაცურავდნენ ნავით, იღებდნენ მოგრძო, ძაბრისებური ფორმის ბადეებს, იქიდან იღებდნენ რაღაცეებს და ყრიდნენ ნავში, სადაც იგი იყო ჩასაფრებული იქიდან კარგად არ ჩანდა თევზი იყო თუ მდინარის კიბო. რაც შეეხება ბადეს იგი არის თევზ მახის ტიპის ბადე, რომელსაც აქვს ძაბრისებური შესასვლელი, საიდანაც შედის თევზი ან მდინარის კიბო ან სხვა წყლის ცოცხალი ორგანიზმი და იქიდან უკან ვეღარ გამოდის. სწორედ ასეთი წაგრძელებული მრგვალი ფორმის ბადეებს იღებდა წყლიდან ეს ორი პიროვნება. გარდა იმისა, რომ ზ--------–--ე უშუალოდ თავადაც ხედავდა ტბაში შესულ ნავს, გადაადგილების შესახებ ინფორმაციას რადიო გადამცემით აწვდიდათ მათი თანამშრომელი ვ-----------–---–ი, რომელიც მათ უთვალთვალებდა თერმული კამერით. როდესაც ეს ორი პიროვნება ტბის ნაპირას გამოვიდნენ ზ--------–--ე მივიდა მათთან, დაინახა რომ ერთი იყო ა-----------------–---ი, რომელიც მუშაობს კარწახის საბაჟო გამშვებ პუნქტში არსებულ ლიბერთი ბანკში. ხოლო მეორე პიროვნებას არ იცნობდა, გაიგო რომ ის იყო არ----------–---ი. დაინახა რომ მათ ოთხი ტომარა სავსე ჰქონდათ კიბორჩხალით. როდესაც ჰკითხეს თუ საიდან ჰქონდათ მათ უპასუხეს რომ ტბაში ბადით დაიჭირეს. ამის შემდეგ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.
მოწმე პ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია რომ იგი მუშაობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს, გარემოს დაცვითი ინსპექტირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-ინსპექტორის თანამდებობაზე. შსს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 3 ივნისის წერილის თანახმად იგი არის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში. 2018 წლის 3 მაისს, შსს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის წერილის საფუძველზე, კერძოდ, უკანონოდ განხორციელებული თევზჭერის ფაქტთან დაკავშირებით, ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მოახდინა ნიმუშის სახით აღებული 8 ცალი კიბოს დათვალიერება, რომელიც დალუქული იყო FCI588152 პაკეტში. როგორც დათვალიერების შედეგად გაირკვა ამოღებული კიბო არის მდინარის კიბო. როგორც მისთვის გახდა ცნობილი აღნიშნული კიბო აღმოჩენილი იქნა ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახის ტერიტორიაზე არსებულ კარწახის ტბასთან, რომელიც უკანონოდ დაჭერილი იქნა ამავე კარწახის ტბაში. პ---------–---–ის განმარტებით, კარწახის ტბის ნაწილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს შედის ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებით დამტკიცებული თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის თანახმად კარწახის ტბაზე დაშვებულია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა. აღნიშნული თევზჭერა შესაძლოა განხორციელდეს ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სასროლი ბადით, ჩოგან ბადითა და ხოლიხა ბადით, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის საფუძველზე ზემოთაღნიშნული უკანონოდ მოპოვებული მდინარის კიბოს ღირებულება შეადგენს 70 ლარს ერთ კილოგრამზე. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებით დამტკიცებული თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის თანახმად ზემოთაღნიშნული მახე ბადე ითვლება თევზჭერის აკრძალულ იარაღად, რომლითაც არ ითვლება სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კარწახის ტბიდან მოპოვებული 4 ტომარა მდინარის კიბო საერთო წონით 108 კილოგრამი, მოპოვებულია უკანონოდ, ვინაიდან კარწახის ტბაზე არ არის გაცემული თევზჭერის ლიცენზია და შესაბამისად ვერ გამოიყენებდნენ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისათვის მახე ბადეს. უკანონოდ მოპოვებული კიბო წარმოადგენს მდინარის კიბოს ნაირსახეობას. საქართველოს კანონით ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნის და მართვის შესახებ მესამე მუხლის თანახმა, აღნიშნული ტერიტორია საიდანაც განხორციელდა მდინარის კიბოს ნაირსახეობის უკანონოდ დაჭერა, კერძოდ კარწახის ტბა არსებული საქართველოში, მთლიანად შედის ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის საფუძველზე ზემოთაღნიშნული უკანონოდ მოპოვებული მდინარის კიბოს ღირებულება შეადგენს 70 ლარს 1 კილოგრამზე, მოცემულ შემთხვევაში 108 კილოგრამ მდინარის კიბოს მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 7560 (შვიდი ათას ხუთას სამოცი) ლარს, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს, 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებით დამტკიცებული თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, კარწახის ტბაზე აკრძალულია თევზჭერა პირველი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით. კარწახის ტბიდან უკანონოდ 108 კილოგრამი კიბოს დაჭერით სახელმწიფოს მიადგა 7560 ლარის ზიანი და იგი ითხოვს აღნიშნული ზიანის ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ 108 კილოგრამი უკანონოდ დაჭერილი კიბო ჩაშვებული იქნა უკან ტბაში, ვინაიდან აღნიშნული კიბო გამოყვანილი იყო წყლიდან და დიდი ხანი დარჩა, ამის გამო შესაძლებელია ბევრი კიბო განადგურდეს ან დაკარგოს გამრავლების შესაძლებლობა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პ--------------–---–ი ითხოვს გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
არ----------–---ის განმარტებით ის 3 ივლისს ტბაზე მარტო წავიდა, ნავი ტბის ნაპირზე ჰქონდა, მარტო შევიდა, სამი ბადე ჰქონდა ჩაგდებული, სადაც გაფუჭებული ხორცი ჰქონდა ჩაყრილი. ის როცა ნაპირზე გამოვიდა ლელებთან ა---------------–---ი დახვდა, რომელიც ტბაში მისი ნავით უნდა შესულიყო. ამ დროს ორივე დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს მათვის არ უთხოვიათ რომ ბადეები ეჩვენებინათ. ა-------–---მა მათ შესთავაზა რომ ბადეებს ანახვებდა, მაგრამ უთხრეს არ გვინდაო. ა-------–---ის განმარტებით იგი 60-70 სმ. სიგრძის ბადით თევზაობდა. აღნიშნული ბადე შემთხვევამდე სამი თვის წინ თურქეთში შეიძინა, ძმამ ჩამოუტანა.
ა-----------------–---ის განმარტებით იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ 3 ივლისს ტბაში არ----------–---თან ერთად არ იმყოფებოდა. მისთვის ცნობილი იყო ა-------–---ს სადაც უნდა ეთევზავა და მისული იყო იმ ადგილას და ელოდებოდა დაახლოებით ორი საათი. ტბიდან გამოსვლის დროს მან დაინახა რომ არ----------–---ის ნავი ცარიელი იყო. სწორედ ამ დროს მივიდა მათთან სასაზღვრო პოლიცია და დააკავა ისინი. ა-----------------–---ს თან ჰქონდა 10 მეტრიანი ბადე, რომელი ლელებთან დატოვა, აღნიშნული ბადე პოლიციას არ ამოუღია. ა.კობალიანის განმარტებით მას არანაირი თევზი არ დაუჭერია და არც აკრძალული იარაღი ბადის სახით არ გამოუყენებია.
დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 9 იანვრის Nო-3 ბრძანებით ,,დაცული ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების ტარიფების დამტკიცების თაობაზე" სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 სექტემბრის N5/3931 ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის თანახმად ,,დაცული ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების ტარიფების დამტკიცების თაობაზე" სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 სექტემბრის N5/931 ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და დანართი N13 ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ტურისტული მომსახურების სახე - კრაწახის ტბაზე თევზაობა დღიური ლიმიტი განისაზღვრება 15 კგ-მდე. (შენიშვნა - იმ შემთხვევაში თუ დაჭერილი ერთი თევზის წონა აღემატება 15 კილოგრამს, დასაშვებია მხოლოდ ერთი ცალის დაჭერა). 1 ადამიანი/1 დღე. ფასი - 10 ლარი.
დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ-----------–---ის წერილზე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2019 წლის 1 აგვისტოს პასუხის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებით დამტკიცებული ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა, მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სასროლი ბადით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გარეშე“. ასევე ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია ,,ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე ან სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში - 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა - 20 მმ-ზე ნაკლები“.ამავე წესის მე-2 მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად, ,,ხოლიხი ბადე წარმოადგენს მცირე ზომის თევზმახეს, რომლის ჭერის პრინციპი ემყარება ,,ჩიხის“ პრინციპს“.
არ-----------–---ის წერილში ფოტოსურათით წარდგენილი ბადე-იარაღი დაშვებულია სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის, თუ მისი სიგრძე ან სიგანე არ აღემატება 1,2 მეტრს, ხოლო თვლის ზომა 20 მმ.-ზე ნაკლებია.
ა-------------–---ს წერილით ასევე ეცნობა, რომ წარდგენილ რეკომენდაციებში (რომლის შესახებ დეპარტამენტი ინფორმირებული არ არის) მითითებული აქტი - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის N07 ბრძანებით დამტკიცებული ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულება“ ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნოლოგიური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილების ამოქმედებისთანავე.
სააპელაციო პალატამ გულდასმით შეაფასა როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე აპელანტების საკვანძო არგუმენტები და განსაზღვრა თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში და რამდენად საკმარისია მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით პირის მსჯავრდებისათვის.
სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და მოწმეები მიკერძოებულები არიან, რადგან პირიქით მოწმეების: ი-----–-----------ის, ვ--------------–---–ის, ზ--------------–--ისა, ზ-----–----–---–---ის, პ--------------–---–ის ჩვენებებს შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი, ისინი ურთიერთთავსებადია, მოწმეები უთითებენ და ადასტურებენ ერთი და იგივე ფაქტებს, არ გამორიცხავენ და არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ჩვენებები არის დამაჯერებელი, ობიექტური და ნეიტრალური. ამდენად არ არსებობს აღნიშნულ მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად ადგენს ბრალდებულების არ----------–---ისა და ა-----------------–---ის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების არ----------–---ისა და ა-----------------–---ის ჩვენებებს მათ უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან დაცვის მხარის ასეთი პოზიცია არარეალურია, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და იგი მოგონილია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. ბრალდებულ არ----------–---ის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია იგი აკრძალულ დროს თევზაობდა, მაგრამ არ გამოუყენებია აკრძალული იარაღი და ამასთან ის მარტო თევზაობდა, არაფრით არ დასტურდება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, როდესაც დაცვის მხარის მიერ ხდება ასეთი არგუმენტის გაჟღებრება, სასამართლოს უჩნდება გონივრული მოლოდინი, რომ წარმოდგენილი იქნება ამ არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც არამც და არამც არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, „პირდაპირ“ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს მოწმეების ზ-----–----–---–---ისა, ი-----–-----------ისა და ზ--------------–--ის ჩვენებები, რომლითაც დადგენილია რომ 2018 წლის 02 ივნისს, 21:33 საათზე, მათ სასაზღვრო ზოლში ფოტოხაფანგმა დააფიქსირა ორი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთს ხელში ეკავა ძაბრისებური ფორმის ბადე და ეს პიროვნებები მოძრაობდნენ ტბის მიმართულებით, აღნიშნულის დაფიქსირების შემდეგ მათ დაიწყეს თვალთვალი იმის დასადგენად თუ რას აკეთებდნენ ისინი, ზემოაღნიშნულმა ორმა პიროვნებამ გამოზიდეს ტომრები და გამოვიდნენ ტბიდან. ზ-–----–---–---ი და ი----------ე მივიდნენ მათთან და ნახეს რომ ეს პიროვნებები იყვნენ ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში მცხოვრებლები არ----------–---ი და ა-----------------–---ი. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა ოთხი ტომარა კიბორჩხალით სავსე. ზ-----–----–---–---ის განმარტებით ტბაზე ფოტოხაფანგს სხვა არავინ დაუფიქსირებია. ტბაშიც და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც მხოლოდ არ----------–---ი და ა-----------------–---ი იმყოფებოდნენ. ასევე, მოწმე ვ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია რომ 2018 წლის 03 ივნისს ჩვეულებისამებრ იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა #22-ე ბლოკ-პოსტზე. ღამე გამოცხადდა განგაში. მან ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება რომ თერმული კამერით ეკონტროლებინა კარწახის სასაზღვრო მონაკვეთი და იქვე არსებული ტბა და რადიო გადამცემით გადაეცა თუ რა ხდებოდა ტბაზე. დავალების მიღებისთანავე მან თერმული კამერით დაიწყო თვალთვალი, რა დროსაც ტბაში აღმოაჩინა მოძრავი ნავი, რომელზეც იმყოფებოდა ორი პიროვნება. ისინი ტბაში გადაადგილდებოდნენ, ხოლო ვ-------–---–ი კი მათი გადაადგილების კოორდინატებს აწვდიდა ხელმძღვანელობას.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებებს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია აკრძალული საშუალებით, აკრძალულ დროს, აკრძალულ ადგილზე თევზჭერა. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილების მიხედვით კი, კარწახის ტბაზე 3 ივნისი, როდესაც არ----------–---ი და ა-----------------–---ი ახორციელებდნენ თევზჭერას, ცალსახად არის თევზჭერისათვის აკრძალული დრო. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც ცალსახად დადგენილია მსჯავრდებულების ქმედებაში კანონის დარღვევა - აკრძაკლულ დროს აკრძალულ ადგილზე თევზაობა, უაზრო და უშინაარსოა მთელი აქცენტების იმაზე გადატანა, რომ გამოძიების მიერ ვერ იქნა ამოღებული დანაშაულის იარაღი - თევჭერისათვის განკუთვნილი ბადე. თუმცა სააპელაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ დაცვის მხარის მტკიცება, თითქოს მსჯავრდებულთა მითითების მიუხედავად გამოძიებამ შეგნებულად არ ამოიღო დანაშაულის იარაღი, ყოველგვარ გონივრულ საფუძველს არის მოკლებული, ვინაიდან მსჯავრდებულები დაკავებული იყვნენ შემთხვევბის ადგილზე და ისინი დანაშაულს არ აღიარებდნენ, მათ შორის ა-----------------–---ი აცხადებდა, რომ იგი ტბაში საერთოდ არ შესულა. ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მსჯავრდებულები მონაწილეობდნენ ამ საგამოძიებო მოქმედებაში, თუმცა არავისთვის არაფერი მიუთითებიათ. ამასთან, დაცვის მხარე ან კეთილსინდისიერად ცდება, ან შეგნებულად ცდილობს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, როდესაც არასწორად განმარტავს ზემოაღნიშნულ N423 დადგენილებას, რომლის მე-4 მუხლით დადგენილია, თუ სად და როდის არის აკრძალული თევზჭერა და იგი არ ეხება თევზჭერისთვის განკუთვნილ იარაღს (რომელზეც საუბარია ამავე დადგენილების მე-2 მუხლში), ამდენად იმის მტკიცება, რომ ამ ნორმით ნებადართულია თევზმახის ტიპის ბადეებით თევზაობა, არსობრივად მცდარია. დადგენილების მე-2 მუხლის მე-17 პუნქტით განმარტებულია, თუ რას წარმოადგენს თევზმახე, რომელშიც მითითებულია, რომ თევზმახის ტიპის ბადეს წარმოადგენს ბადე, რომელსაც გააჩნია ძაბრისებური, კონუსისებური ან სხვა ტიპის შესასვლელი, რაც ემყარება თევზის მასში მოხვედრისა და დაგროვებისა და თევზის საიმიგრაციო გზების გადაკეტვის პრინციპს. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულები წყლიდან იღებდნენ სწორედ ასეთ ბადეებს ძაბრისებური ფორმით, რომელშიც გვერდიდან ყოფდნენ ხელს ცალკე კარის მეშვეობით და ნავში ყრიდნენ დაჭერილ მდინარის კიბოს. მოწმე პ--------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ძაბრისებური ან კონუსისებური ტიპის შესასვლელი ბადით თევზაობა არ წარმოადგენს სამოყვარულო ან სპორტულ თევჭერას, რადგან ასეთი ბადეში შესული თევზი ან სხვა ორგანიზმი მისგან გამოსვლას ვერ ახერხებს. ხოლიხი ბადე, რომელიც წარმოადგენს სამოყვარულო თევზჭერის იარაღს, მიეკუთვნება ჩიხის პრინციპის - მრგვალი ან სხვაგვარი ფორმის მეტალზე წამოცმულ ბადეს, რომელიც წააგავს პეპლის საჭერ ბადეს. 423 დადგენილებით ასევე დადგენილია მაქსიმალური სიგრძე და მინიმალური თვლის ზომა ხოლიხი ბადისა, რომლის პარამეტრების არ არსებობის შემთხვევაშიც ხოლიხი ბადეც წარმოადგენს აკრძალულ საშუალებას. ამდენად, გამოდის, რომ მსჯავრდებულები თევზჭერას, რომ აკრძალული იარაღით აწარმოებდნენ დასტურდება არამარტო მათ მიერ გამოყენებულ ბადის ძაბრისებური შესასვლელით, არამედ იმითაც, რომ ისინი სწორედ დაგროვების პრონციპით ახდენდნენ მდინარის კიბოს მოპოვებას, რასაც არც თავად მსჯავრდებული არ----------–---ი უარყოფდა. ხოლიხი ბადე და თევზმანის ტიპის აკრძალული ბადეები ერთმანეთისაგან იმით განსხვავდება, რომ ხოლიხი ტიპის ბადით თევზჭერა არ ეფუძნება თევზისათვის მიგრაციის გზების გადაკეტვისა და დაგროვების პრინციპებს, რადგან ასეთ ბადეში მოხვედრილი თევზი ან სხვა ცოცხალი ორგანიზმი წყალში მისი დაყოვნების შემთხვევაში ბადეს თავისუფლად ტოვებს, ხოლო ძაბრისებური ან კონუსისებური ტიპის ბადეებს წყალში ათავსებენ ფსკერზე სატყუარით, რათა მასში მოხვედრილი თევზი დაგროვდეს და გარეთ გამოსვლა ვერ მოახერხოს. შესაბამისად, ბადე რომელსაც აქვს ძაბრისებური ან კონუსისებური შესასვლელი და ემყარება დაგროვების პრინციპს ცალსახად არ წარმოადგენს სამოყვარულო თევზჭერის იარაღს და არის აკრძალული.
ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ არ----------–---მა და ა-----------------–---მა, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ დროს, ჯავახეთის ეროვნულ პარკში შემავალ „კარწახის ტბაზე“, თევზმახის გამოყენებით, რაც შესაბამისი ლიცენზიის არ არსებობისას წარმოადგენს თევზჭერისათვის აკრძალულ იარაღს, დაიჭირეს 108 კგ. მდინარის კიბო, რომლის კვალიფიკაციაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ სწორედარ----------–---ის და ა-----------------–---ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად დადასტურდა, რომ არ----------–---მა და ა-----------------–---მა, საქართველოს მთავრობის 31.12.2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ დროს, კერძოდ 2018 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ჯავახეთის ეროვნულ პარკში შემავალ „კარწახის ტბაზე“, ბუნების მკაცრი დაცვის ზონის უბნის ტერიტორიაზე, თევზმახის გამოყენებით, რაც შესაბამისი ლიცენზიის არ არსებობისას წარმოადგენს თევზჭერისათვის აკრძალულ იარაღს, დაიჭირეს 108 კგ. მდინარის კიბო, რისი გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალკდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც არ----------–---ი და ა-----------------–---ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ----------–---ის და ა-----------------–---ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი არ----------–---ის და ა-----------------–---ის მსჯავრდების ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც მსჯავრი დაედოთ არ----------–---ს და ა-----------------–---ს ისჯება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არ----------–---ის და ა-----------------–---ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული) ასევე მსჯავრდებულების წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი წარსულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), მათ პიროვნებას (არ----------–---ი არის უმუშევარი, დაოჯახებული, ხოლო ა-----------------–---ი დასაქმებულია სს „ლიბერთი ბანკის“ მოლარე ოპერატორად, არის დასაოჯახებელი,) და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, თითოეული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისი სასჯელის განსაზღვრის პრინციპიდან გამომდინარე, არმენ მიქაელიანს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 7150 ლარის ოდენობით, ხოლო და ა-----------------–---ს - ჯარიმა 6050 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულების პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავეთა რესოციალიზაციის მიზნებს.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5-ე ნაწილის საფუძველზე თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული არამ მიქაელიანი ბრალდებულის სახით დაკავებაში იმყოფებოდა 2018 წლის 3 ივნისიდან 2018 წლის 5 ივნისამდე, ხოლო ბრალდებული ა-----------------–---ი ბრალდებულის სახით დაკავებაში იმყოფებოდა 2018 წლის 3 ივნისს. შესაბამისად, მათი დაკავებაში ყოფნის ვადა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული და მათ მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი ჯარიმა უნდა შემცირდეს შემდეგი გაანგარიშებით: 1 დღე დაკავებაში ყოფნის ვადა - 50 ლარი, შესაბამისად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ამდენად, საქ. სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები: 1) შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი გასაბერი რეზინის ნავი, 2) ორი ცალი ნიჩაბი, 3) ნავის გასაბერი მოწყობილობა, 4) ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი, რომლებიც ინახება ახალქალაქის შს რაიონული სამმართველოს ნივთმტკიცებათა შესანახ ოთახში, უნდა დაექვემდებაროს უსასყიდლოდ ჩამორთმევას სახელმწიფოს სასარგებლოდ.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას არ----------–---ის მიმართ სასჯელის დამძიმებაზე იმ მოტივით, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას, გამოსაცდელი ვადის დინებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ----------–---ს მსჯავრი დაედო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2016 წლის 29 თებერვლის 1/66-15 განაჩენით, თუმცა პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 10 დეკემბრის 2800/18 გადაწყვეტილებით პირობით მსჯავრდებულ არ----------–---ის მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი -გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, როგორიც არის მაგალითად სასჯელის დანიშვნა, რა დროსაც გამორიცხულია არ----------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მისი მოხსნილი ნასამართლობის გათვალისწინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა-----------------–---ის ადვოკატ ო-------------–--ის, მსჯავრდებულ არ----------–---ის და მისი ადვოკატის პ------------–-–---–ის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
არ----------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7150 ლარის ოდენობით;
არ----------–---ს დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (03.06.2018 - დან 05.06.2018 - მდე) შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი 150 ლარით და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით;
არ----------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;
ა-----------------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6050 ლარის ოდენობით;
ა-----------------–---ს დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (03.06.2018) შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი 50 ლარით და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით;
ა-----------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები: 1) შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი გასაბერი რეზინის ნავი, 2) ორი ცალი ნიჩაბი, 3) ნავის გასაბერი მოწყობილობა, 4) ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი, რომლებიც ინახება ახალქალაქის შს რაიონული სამმართველოს ნივთმტკიცებათა შესანახ ოთახში, დაექვემდებაროს უსასყიდლოდ ჩამორთმევას სახელმწიფოს სასარგებლოდ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი