1. ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
2. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
3. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული.
საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2361 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.212
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2619 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.39
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(300)
- საქმე №2კ-641აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
…ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით, დამატებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა; საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის გამოყენებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მის სახელზე რეგისტრირებული, 1 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი – 12 კალიბრის…
- საქმე №2კ-417აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.10.2025
…განაჩენით ა. გ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ღირებულების ექვივალენტური შემდეგი…
- საქმე №2კ-482აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2025
…დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით; საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, თ. ჯ–ას, მასთან დაკავშირებულ პირსა და იურიდიულ პირებს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით…
- საქმე №2კ-97-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.07.2025
…პროცედურები: 1.1. 2021 წლის 2 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის სტამბული ანატოლიის მე-7 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №... განაჩენით, ს.ქ./ს. ქ./კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე, 53-ე, 62-ე და 63-ე მუხლებთან ერთობლივად 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული ნივთიერებებით ან ფსიქოტროპული ნივთიერებებით ვაჭრობა)…
- საქმე №ბს-488(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
…საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი ს. გ-ის მიმართ; ს. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და დაუბრუნდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმეული მასთან დაკავშირებული პირის - დ. კ-ის სახელზე…
- საქმე №2კ-872აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2024
- საქმე №2კ-232-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2024
- საქმე №2კ-99-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.11.2024
- საქმე №2კ-892აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2024
- საქმე №2კ-37-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2024
- საქმე №2კ-301აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
- საქმე №2კ-209აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.07.2024
- საქმე №1აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №2კ-1163აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2024
- საქმე №2კ-718აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2023
- საქმე №ას-1908-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2023
- საქმე №2კ-479აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №ბს-599(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №2კ-1216აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2023
- საქმე №2კ-32-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2023
- საქმე №ბს-731(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №2კ-37აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.05.2023
- საქმე №2კ-170აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2023
- საქმე №2კ-1292აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2023
- საქმე №2კ-21-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2023
- საქმე №2კ-940აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2023
- საქმე №2კ-5-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2023
- საქმე №2კ-1186აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №2კ-944აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.12.2022
- საქმე №2კ-586აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2022
- საქმე №2კ-731აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.08.2022
- საქმე №2კ-532აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №2კ-1029აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2022
- საქმე №2კ-4-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2022
- საქმე №2კ-555აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2021
- საქმე №2კ-726აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2021
- საქმე №2კ-230აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2021
- საქმე №2კ-287აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2021
- საქმე №2კ-241-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №23აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.03.2021
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 300-დან.