თავი VI — 1. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა
1. ამ თავით გათვალისწინებული მიზნებისთვის ჩამორთმევას ექვემდებარება დანაშაულის საგანი ან/და იარაღი, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი ან/და დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონება (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, იურიდიული დოკუმენტი, რომელიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი სახის შემოსავალი ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონება.
2. ჩამორთმევას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავით გათვალისწინებული ქონება იმავე თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3156
–
ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3156
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება