1. სასჯელის სახით ჯარიმასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გამოაქვს განჩინება პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანისას შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ოდენობის ლარებში კონვერტაციას გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდევინება შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3156
–
ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3156
წინა რედაქცია (09.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 52. სასჯელის სახით ჯარიმასთან ან ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა 1. სასჯელის სახით ჯარიმასთან ან ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გამოაქვს განჩინება პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების ან ქონების ჩამორთმევის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანისას შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ან ჩამოსართმევი ქონების ოდენობის ლარებში კონვერტაციას გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა ან ჩამოსართმევი ქონების ოდენობა გადაიხდევინება შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ჩამორთმეული ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. 5. ამ მუხლით დადგენილი წესით ჩამორთმეული ქონება, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა გადაეცეს შუამდგომლობის ინიციატორ უცხო სახელმწიფოს, თუ მას აქვს განსაკუთრებული ინტერესი ამ ქონებასთან დაკავშირებით. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების დროს დაცული უნდა იქნეს მესამე პირის უფლებები ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით.