1. ამ კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 10%-ს.
3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ეკონომიკურ აგენტს აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს. ამ პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა მისი ფიზიკური პირისთვის ან სხვა პირისთვის დაკისრების შემთხვევაში, რომელიც ამ კანონის მიზნებისთვის არ არის მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს.
4. ამ კანონის 111 მუხლის პირველი, მე-11 ან მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 5%-ს, ხოლო ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
5. ამ კანონის 113 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 1%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში − სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 3%-ს.
6. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ეკონომიკურ აგენტს აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.
61. ამ კანონის 25-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესაბამისი დარღვევის განმეორებისას − 20 000 ლარის ოდენობით.
62. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივ შემოსავალს, ხოლო თუ ეკონომიკური აგენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წელს, ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს ეკონომიკური აგენტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციიდან სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებულ ერთობლივ შემოსავალს.
7. ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი დარღვევით გამოწვეული ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე.
8. ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო საკითხს შეისწავლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, რისთვისაც იგი იყენებს ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ სათანადო უფლებამოსილებას.
9. პირი/მხარე ვალდებულია ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
10. ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსასრულებლად მიექცევა.
11. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, გამოიყენოს ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომა.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 29.11.2023 კანონი №3754
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. ჯარიმა 1. ამ კანონის მე-6 დან მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წიკნა ფინანსურ აი წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 10%-ს. 3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ეკონომიკური აგენტს აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 105%-ს. ამ პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა მისი ფიზიკური პირისთვის ან სხვა პირისთვის დაკისრების შემთხვევაში, რომელიც ამ კანონის მიზნებისთვის არ არის მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. 24. ამ კანონის 111 მუხლის პირველი, მე-6 დ11 ან მე-712 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 5%-ს, ხოლო ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. 5. ამ კანონის 113 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევებაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 1%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის 2 პგანმეორების შემთხვევაში − სააგენტოცს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის, ერთობლივი შემოსავლის 3%-ს. 6. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ეკონომიკურ აგენტს აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს. 61. ამ კავნონის 25-ე ფმუხლის 81 პუნქტით განთვალისურ წინებულს შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარიუს ოდენობით, ხოლო შესაბამისი დარღვევის განმეორებისას − 20 000 ლარის ოდენობით. 362. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმის ოდადგენობის განსაზღვრის მიზნებისთვის ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივ შემოსავალს, ხოლო თუ ეკონომიკური აგენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წელს, ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს ეკონომიკური აგენტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციიდან სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებულ ერთობლივ შემოსავალს. 7. ამ მუხლით განს შაზღვრული ჯარიმის ოდენობის დადგენისას გათვალისწინებული უნდ და იქნეს შესაბამისი დგარღვევით გამოწვეული ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე. 8. ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო საკითხს შეისწავლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, რისთვისაც იგი იყენებს ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ სათანადო უფლებამოსილებას. 9. პირი/მხარე ვალდებულია ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს საქართველოს სახელმწი VIIIფო ბიუჯეტში. 10. ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსკასრულებლად მიექცევა. 11. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, გამოიყენოს ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომა.