ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 27-ე მუხლი · სასკ 27
თავი III — ადმინისტრაციული სახდელი
მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მეასედზე ნაკლები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №1306 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.152
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.450
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-1398(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2022
ამასთანავე, სადავო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის N1778-1კ განკარგულების მიხედვით, „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მეორე პუნქტით და ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ი/მ ლ. მ-ის ვალუტის გამცვლელ პუნქტს ფულადი ჯარიმის სახით დაეკისრა 3 000 (სამი ათასი) და 10 000 (ათი ათასი) ლარი.
ა-შვილმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევა მოსარჩელის ბრალით მოხდა, რომელმაც უგულებელყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 27-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები. მოპასუხე შპს «რ-ამ» სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მას მოსარჩელისათვის რაიმე სახის ქმედებით ზიანი არ მიუყენებია და აღნიშნული ფაქტი არც სამეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, მუხლი 27. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28216/muxli-27/