მუხლი 25. ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 25-ე მუხლი · სასკ 25
თავი III — ადმინისტრაციული სახდელი
1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, გამასწორებელი სამუშაოები, უცხოელის საქართველოდან გაძევება, უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად ადმინისტრაციულ სახდელად, ისე დამატებით ადმინისტრაციულ სახდელად. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად ადმინისტრაციულ სახდელად. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დამატებით ადმინისტრაციულ სახდელად.
2. ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება დადებულ იქნეს ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი ან ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.66
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №875 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-419-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2025
…საგზაო მოძრაობის წესები. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მძღოლმა, თავისი ქმედებით საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მათ შორის, ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტები; 21-ე მუხლის მე-5, მე-8 და 22-ე პუნქტები; 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები; 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები. 34. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხსენებულ დასკვნაში ექსპერტმა მიუთითა როგორც…
საქმე №ბს-465(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ყველა სამართალდარღვევაზე ცალ-ცალკე დაედო მოსარჩელეს სახდელი (შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი და ასანაზღაურებლად აღიარებული თანხის 10%), რაც ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 36-ე მუხლის მოთხოვნებს. მოსარჩელის მითითებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს,…
შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 25-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად განმეორებით ჩადენაში იგულისხმება ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24.1,,ბ“ მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა, რაც ამ კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით.
…დადგინდეს თუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, კონკრეტულად რა ქმედება შეფასდა სამართალდარღვევად და რაში გამოიხატა იგი, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8, 25-ე, 36-ე მუხლებს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებს, რის გამოც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით ექვემდებარება ბათილად ცნობას.
მოპასუხის განმარტებით, ლიეტუვას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ჯარიმა არ შეიძლება იყოს 20 ევროზე ნაკლები და 6 ათას ევროზე მეტი.
…დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა,…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, მუხლი 25. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28216/muxli-25/