განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1014-16
საქმე № 330310014498432
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი
აპელანტი - შპს „ჯ---------------------------------ი“
წარმომადგენელი: ი------------–--–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგწეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენლები: ნ-----–-----–----–---
მესამე პირი - ა-----------–---–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. დადგენილია, რომ ქ. თ---–--–------------–-----–--------------------–----------- მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტი წარმოადგენს ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ის” საკუთრებას.
2.2. 2014 წლის 11 იანვარს, შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ უფლებამოსილმა პირებმა შეამოწმეს ზემოაღნიშნული ობიექტის წყალმომარაგება, რა დროსაც დაფიქსირდა სასმელი წყლის აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით მოხმარება. მითითებულ ფაქტზე შედგენილი იქნა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №0----- და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №0-----.
2.3. შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2014 წლის 16 იანვრის №5-- დადგენილებით ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ს” ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო გაფრთხილება, ხოლო აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით დაეკისრა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის და წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობის საფასურად 9237,89 ლარის გადახდა. კომპანიამ სამართალდარღვევად ცნობის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ს” კუთვნილ ობიექტში უნებართვოდ მიერთებული ჰქონდა 32 მმ დიამეტრის მილი კომპანიის ქსელზე და სასმელ წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით.
2.4. ა-----------–---–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომლითაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის და წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობის საფასურად 9237,89 ლარის დარიცხვის გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №7-- გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ის” მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2014 წლის 16 იანვრის №5-- დადგენილება ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ზე” ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების დადების შესახებ ძალაში დარჩა. ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ისათვის” შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2014 წლის 11 იანვარის №0----- აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის საფასურად 9237,89 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. შპს ,,ჯ---------------------------------ს” დაევალა დარიცხვის განეხორციელება კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც შეადგენდა 969,40 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.6. სასამართლომ განმარტა, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.
სასამართლომ მიუთითა, რომ წყლის უკანონო მოხმარების განმარტება მოცემულია ამავე წესის მე-8 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არა ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება. ამავე კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის 62-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 2283 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სასმელი წყლის უკანონო მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას, წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ აღნიშნული ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში აბონენტს მოეთხოვება, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების (არასაყოფაცხოვრებო ტარიფით) ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ქ. თ---–--–------------–-----–--------------------–----------- მდებარე ობიექტი სასმელ წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით, კერძოდ ობიექტი წყალს მოიხმარდა არა იმ ქსელიდან, სადაც დამონტაჟებული იყო აღრიცხვის კვანძი, არამედ სხვა ქსელიდან, რომელიც უნებართვოდ იყო მიერთებული კომპანიის წყალმომარაგების ქსელზე. აღნიშნულ ფაქტზე, შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2014 წლის 16 იანვრის N5-- დადგენილებით ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ს” დაედო ადმინისტრაციული სახდელი ,,გაფრთხილება“.
ამრიგად, ამ პირობებში უდავოა, რომ მომხმარებელს - ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ს” წარმოეშვა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების მიმწოდებლისათვის - შპს ,,ჯ-------------------------------------ისათვის’’ გადახდის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში სწორედ სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის საფასურად ა-----------–---–---–ისათვის დარიცხული თანხის ოდენობის - 969,40 ლარის კანონიერება.
სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა დარიცხვის პროცედურულ მხარეზე და მიუთითებს, რომ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა განისაზღვრება ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ჯ---------------------------------მა’’ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა განსაზღვრა უნებართვოდ მიერთებული ქსელის გამტარუნარიანობით, რომელიც შეადგენდა 32 მმ დიამეტრს, მაშინ როდესაც შიდა ქსელის გამტარუნარიანობას შეადგენს 15 მმ დიამტერს. ამასთან, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურებულია, რომ კომპანიის მიერ არ შეფასებულა მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმი. მითითებულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ მომხმარებლის მუშაობისა და სასმელი წყლის მოხმარების რეჟიმის გათვალისწინებით მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო შემდეგნაირად: 0,918მ3X8სთX30დღეX4,40ლარი =969,40 ლარს, საიდანაც 0,918მ3 არის 15 მმ დიამეტრის ლითონის მილის გამტარუნარიანობა ერთ საათში, 8 სთ - მომხმარებლის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდი; 30 დღე - სასმელი წყლის მოხმარების პერიოდი დღეების მიხედვით; 4,40 ლარი - წყალმომარაგების ტარიფი, 969,40 ლარი - უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დარღვევის პერიოდზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ზემოაღნიშნული წესით განსაზღვრის მეთოდი და მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №7-- გადაწყვეტილების სადავო ნაწილით სწორედ განხორციელდა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტთან შესაბამისობით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა და შპს ,,ჯ---------------------------------ისათვის’’ მისი შესაბამისი - 969,40 ლარის ოდენობით დარიცხვის განხორციელების დავალება.
2.7. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. შპს „ჯ---------------------------------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის აზრით, სასამართლოს მიერ არ იქნა გამოვკლეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღურიცხავი წყლის მოხმარების ოდენობის გამოთვლა მოხვდა სემეკის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ 2,916 მ3. 24 საათი. 30დღე. 4,40 ლარი = 9237,90 ლარი, სადაც 2,916 მ3 არის 32 მმ-იანი დიამეტრის პლასტმასის მილის გამტარუნარიანობა ერთ საათში, 24 საათი - მომხმარებლის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდი, რის საფუძველზედაც უნდა მომხდარიყო გამოთვლა (ცალსახაა და წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ობიექტი წარმოადგენს სასტუმრო კომპლექსს, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში 30 დღე).
აპელანტის, აზრით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ვერ მიუთითებს თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს დარიცხვა 8 საათზე და არა 24 საათზე ( მაშინ როდესაც ობიექტი მუშაობს 24 საათის განმავლობაში) და რატომ 0,918მ3 15 მმ-იან მილზე და არა 2,916 მ3 32 მმ-იან მილზე მაშინ, როდესაც ობიექტზე შემომავალი მილი არის 32მმ-იანი, ობიექტზე მდებარეობს ასევწე მრავლობითი შენობა-ნაგებობა, რომელთაგან ყველა მათგანი უზრუნველყოფილია წყლით და კანალიზაციით.
აპელანტის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი, ვინაიდან, გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად შეაფასა მტკიცებულებანი, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დადგენილად ჩათვალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, არასწორად განმარტა კანონი, ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ხოლო ზოგ შემთხვევაში დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. დადგენილია, რომ ქ. თ---–--–------------–-----–--------------------–----------- მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტი წარმოადგენს ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ის” საკუთრებას.
4.5. 2014 წლის 11 იანვარს, შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ უფლებამოსილმა პირებმა შეამოწმეს ზემოაღნიშნული ობიექტის წყალმომარაგება, რა დროსაც დაფიქსირდა სასმელი წყლის აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით მოხმარება. მითითებულ ფაქტზე შედგენილი იქნა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №0----- და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №0-----.
4.6. შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2014 წლის 16 იანვრის №5-- დადგენილებით ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ს” ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო გაფრთხილება, ხოლო აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით დაეკისრა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის და წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობის საფასურად 9237,89 ლარის გადახდა. კომპანიამ სამართალდარღვევად ცნობის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ს” კუთვნილ ობიექტში უნებართვოდ მიერთებული ჰქონდა 32 მმ დიამეტრის მილი კომპანიის ქსელზე და სასმელ წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით.
4.7. ა-----------–---–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომლითაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის და წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობის საფასურად 9237,89 ლარის დარიცხვის გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №7-- გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ის” მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2014 წლის 16 იანვრის №5-- დადგენილება ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ზე” ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების დადების შესახებ ძალაში დარჩა. ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ისათვის” შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2014 წლის 11 იანვარის №0----- აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის საფასურად 9237,89 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. შპს ,,ჯ---------------------------------ს” დაევალა დარიცხვის განეხორციელება კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც შეადგენდა 969,40 ლარს.
სამართლებრივი დასაბუთება
4.8. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №7-- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
4.10. ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
4.11. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არა ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.
4.12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.
პირველმა ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სასმელი წყლის უკანონო მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას, წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ აღნიშნული ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში აბონენტს მოეთხოვება, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების (არასაყოფაცხოვრებო ტარიფით) ანაზღაურება.
განხილულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ქ. თ---–--–------------–-----–--------------------–----------- მდებარე ობიექტი სასმელ წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით, კერძოდ ობიექტი წყალს მოიხმარდა არა იმ ქსელიდან, სადაც დამონტაჟებული იყო აღრიცხვის კვანძი, არამედ სხვა ქსელიდან, რომელიც უნებართვოდ იყო მიერთებული კომპანიის წყალმომარაგების ქსელზე. აღნიშნულ ფაქტზე, შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2014 წლის 16 იანვრის N5-- დადგენილებით ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ს” დაედო ადმინისტრაციული სახდელი ,,გაფრთხილება“.
ამრიგად, ამ პირობებში უდავოა, რომ მომხმარებელს - ინდ. მეწარმე ,,ა-----------–---–---–ს” წარმოეშვა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების მიმწოდებლისათვის - შპს ,,ჯ---------------------------------ისათვის’’ გადახდის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში სწორედ სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის საფასურად ა-----------–---–---–ისათვის დარიცხული თანხის ოდენობის - 969,40 ლარის კანონიერება.
4.13. ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ჯ---------------------------------მა’’ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა განსაზღვრა უნებართვოდ მიერთებული ქსელის გამტარუნარიანობით, რომლიც შეადგენდა 32 მმ დიამეტრს, მაშინ როდესაც შიდა ქსელის გამტარუნარიანობას შეადგენს 15 მმ დიამტერს. ამასთან, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურებულია, რომ კომპანიის მიერ არ შეფასებულა მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმი. მითითებულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ მომხმარებლის მუშაობისა და სასმელი წყლის მოხმარების რეჟიმის გათვალისწინებით მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო შემდეგნაირად: 0,918მ3X8სთX30დღეX4,40ლარი =969,40 ლარს, საიდანაც 0,918მ3 არის 15 მმ დიამეტრის ლითონის მილის გამტარუნარიანობა ერთ საათში, 8 სთ - მომხმარებლის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდი; 30 დღე - სასმელი წყლის მოხმარების პერიოდი დღეების მიხედვით; 4,40 ლარი - წყალმომარაგების ტარიფი, 969,40 ლარი - უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დარღვევის პერიოდზე.
4.14. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველმა ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ზემოაღნიშნული წესით განსაზღვრის მეთოდი. ამდენად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №7-- გადაწყვეტილების სადავო ნაწილით სწორედ განხორციელდა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტთან შესაბამისობით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა და შპს ,,ჯ---------------------------------ისათვის’’ მისი შესაბამისი - 969,40 ლარის ოდენობით დარიცხვის განხორციელების დავალება.
4.15. აპელანტი უთითებს, რომ არასწორად იქნა დათვლილი დასარიცხი თანხის ოდენობა კერძოდ 8 საათი დღეში 30 დღეზე, დაანგარიშებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო 24 საათი 30 დღეზე, აღნიშნულ მოსაზრებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’-ს მე-8 მუხლის (სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები) მე-4 პუნქტის დ ქვეპუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან სამელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის მომხმარებელს დაერიცხება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის ერთვიან პერიოდში 8 საათიანი მოხმარებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტი და 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი მოპასუხეს აძლევდა უფლებას დასარიცხი თანხის ოდენობა გამოეთვალა დღეში 8 საათიანი მოხმარებით 30 დღეზე გაანგარიშებით. ამდენად, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი - შპს „ჯ---------------------------------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, სამოქალაქო საპროცესი კოდექისის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ---------------------------------ის“ სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის ასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე
მარიამ ცისკაძე