1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით.
2. დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით.
3. დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებია:
ა) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;
ბ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს და კომისიის წევრის პასუხისმგებლობის განსაზღვრა სასამართლოს მეშვეობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) კომისიის წევრთა დანიშვნა მხოლოდ შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;
დ) შესაბამისი კანონით მინიჭებული საჯარო ფუნქციების (მათ შორის, ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქციის) სხვა ორგანოებისა და კერძო სამართლის პირებისათვის გადაცემის დაუშვებლობა.
ე) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სამართლებრივი გამიჯვნა და ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან;
ვ) შესაბამის რეგულირებულ სფეროში მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო ან კომერციული ინტერესისაგან, მათ შორის, სამთავრობო ან სხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ზეგავლენისაგან;
ზ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით თავისი ფუნქციების შესრულებისათვის ნებისმიერი პოლიტიკური ორგანოსაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი განცალკევებული წლიური ბიუჯეტის ქონისა და დამოუკიდებლად განკარგვის, საკუთარი ადეკვატური ადამიანური და ფინანსური რესურსების ქონის უფლება.
4. თუ ორგანო, შესაბამისი კანონის თანახმად, არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა პრინციპით ერთდროულად ან მოქმედებს განსხვავებული წესებითა თუ პროცედურებით, იგი არ ჩაითვლება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოდ.
5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას.
6. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
საქართველოს 2013 წლის
20
ნოემბრის კანონი №15
84
- ვებგვერდი,03
.1
2
.2013წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5649 – ვებგვერდი, 27.12.2019წ.
თავი II. უფლებამოსილებათა ძირითადი მახასიათებლე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5649
წინა რედაქცია (30.09.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. კანონის პრინციპები 1. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით. 2. დაუშვებელია დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი დან აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით. 3. დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებია: ა) დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით; ბ) დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს და კომისიონის წევრთაის პასუხისმგებლობის განსაზღვრა მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით, თუ საპქაროცთვესლოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი წესით; გ) კომისიონის წევრთა დანიშვნა მხოლოდ შესაბამისი კანონით დადგენილი წესით; დ) შესაბამისი კანონით მინიჭებული საჯარო ფუნქციების (მათ შორის, ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქციის) სხვა ორგანოებისა და კერძო სამართლის პირებისათვის გადაცემის დაუშვებლობა. ე) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სამართლებრივი გამიჯვნა და ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან; ვ) შესაბამის რეგულირებულ სფეროში მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო ან კომერციული ინტერესისაგან, მათ შორის, სამთავრობო ან სხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ზეგავლენისაგან; ზ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით თავისი ფუნქციების შესრულებისათვის ნებისმიერი პოლიტიკური ორგანოსაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი განცალკევებული წლიური ბიუჯეტის ქონისა და დამოუკიდებლად განკარგვის, საკუთარი ადეკვატური ადამიანური და ფინანსური რესურსების ქონის უფლება. 4. თუ ორგანო, შესაბამისი კანონის თანახმად, არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა პრინციპით ერთდროულად ან მოქმედებს განსხვავებული წესებითა თუ პროცედურებით, იგი არ ჩაითვლება დამეროვნუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოდ. 5. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას. 6. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. თავი II. უფლებამოსილებათა ძირითადი მახასიათებლები