1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო და კომისიის წევრი თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. მხოლოდ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მისთვის დელეგირებულია შესაბამისი კანონით.
2. ორმაგი, თანხვდენილი მარეგულირებელი უფლებამოსილება დაუშვებელია.
3. ნებისმიერი პირის ცდა, განახორციელოს იურისდიქცია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროზე, უკანონოა, ხოლო შედეგებს არა აქვს იურიდიული ძალა.
4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო შეიძლება გაწევრდეს, ითანამშრომლოს, კონსულტაციები მიიღოს ან სხვაგვარი ურთიერთობა ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ასოციაციებთან) და ფონდებთან და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომელთაც აქვთ იგივე ან მსგავსი უფლებამოსილების სფერო, როგორიც ამ მარეგულირებელ ორგანოს.
5. დაუშვებელია, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3970 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.337
საქართველოს 2013 წლის
20
ნოემბრის კანონი №15
84
- ვებგვერდი,03
.1
2
.2013
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (13.09.2002).
წინა რედაქცია (30.09.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. დამოუკიდებლობა 1. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო და კომისიონის წევრი თავისანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. მხოლოდ დამეროვნუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მაისზეთვის დელეგირებულია შესაბამისი კანონით. 2. ორმაგი, თანხვდენილი მარეგულირებელი უფლებამოსილება დაუშვებელია. 3. ნებისმიერი პირის მცდელობა, განახორციელოს იურისდიქცია დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროზე, უკანონოა, ხოლო შედეგებს არა აქვს იურიდიული ძალა. 4. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო შეიძლება გაწევრიანდეს, ითანამშრომლოს, კონსულტაციები მიიღოს ან სხვაგვარი ურთიერთობა იჰქონიოდეს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან (ასოციაციებთან) და ფონდებთან და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომელთაც აქვთ იგივე ან მსგავსი უფლებამოსილების სფერო, როგორიც ამ მარეგულირებელ ორგანოს. 5. დაუშვებელია, დამეროვნუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3970 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.337 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013