მუხლი 5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესი და უფლებამოსილება
თავი II — უფლებამოსილებათა ძირითადი მახასიათებლები
1. საქართველოს პარლამენტი ირჩევს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრებს, რომელთა კანდიდატურებსაც საქართველოს მთავრობის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
2. შესაბამისი კანონით განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები. ეს უფლებამოსილება თავისუფალია არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან.
3. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს და კომისიის წევრს მინიჭებული აქვთ სრული დამოუკიდებლობა შესაბამისი კანონის ფარგლებში მათი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღებისას და კანონიერი ქმედებების განხორციელებისას. კომისიის წევრის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას დაუშვებელია მის მიმართ არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა.
4. არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა ან ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის ცდა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, კომისიის წევრის ან აპარატის თანამშრომლის გეგმის, რწმენის, გადაწყვეტილების, მოქმედების ან უმოქმედობის მიმართ უკანონოა, ხოლო არასათანადო ზემოქმედებითა და არასამართლებრივი ჩარევით გადაწყვეტილების მიღება იწვევს ასეთი გადაწყვეტილების ბათილობას.
5. კომისიის წევრი უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის თავიდან აცილების ან/და აღკვეთის მიზნით.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15
84 - ვებგვერდი,03 .1 2 .2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20
სექტემბრის კანონი №3458
– ვებგვერდი, 09.10.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (30.09.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესი და უფლებამოსილება 1. შსაქართველოს პაბრლამენტი ირჩევს ეროვნული კმარეგულირებელი ორგანოს წევრებს, რომელთა კანდი გდატურებსაც საქართველოს მთავრობის წარდგინებით საქართველოს პრეზღიდენტი ასარჩევად წარუდგენს საქართველოს დპარლამოუენტს. 2. შესაბამისი კანონიდთ განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებაისთვის მიკუთვნებული საკითხებსი. ეს უფლებამოსილება თავისუფალია არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან. 23. დამეროვნუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს და კომისიონის წევრს მინიჭებული აქვთ სრული დამოუკიდებლობა შესაბამისი კანონის ფარგლებში მათი უფლებამოსილებაისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღებისას და კანონიერი ქმედებების განხორციელებისას. კომისიონის წევრის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას დაუშვებელია მის მიმართ არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა. 34. არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა ან ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის მცდა ელრობა დამოვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, კომისიონის წევრის ან აპარატის თანამშრომლის გეგმის, რწმენის, გადაწყვეტილების, მოქმედების ან უმოქმედობის მიმართ უკანონოა, ხოლო არასათანადო ზემოქმედებითა და არასამართლებრივი ჩარევით გადაწყვეტილების მიღება იწვევს ასეთი გადაწყვეტილების ბათილობას. 45. კომისიონის წევრი უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის თავიდან აცილების ან/და აღკვეთის მიზნით. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-413(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
…ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებს, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი…
…საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 53-ე, 96-ე მუხლებით,,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-5, მე-12, 29-ე მუხლებით,,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, 29-ე მუხლებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების…
…და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის,,ა“ და,,ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს -…
…საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ კომისია საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ…
…საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ კომისია საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ…