განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310016001409021 (3ბ/2392-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მ----- ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - სს ,,თ--–---“
წარმომადგენელი - ა-----------–-----–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ი-----–------------–--ე
მესამე პირი - შპს ,,ჭ---------------------------ა“
წარმომადგენელი - ა---------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,თ--–---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,ჭ---------------------------ამ“ 2015 წლის 02 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებით შპს ,,G--------------ისგან“ შეიძინა უძრავი ქონება: 1) ქ. თ---–---------–---------------ში მდებარე 5 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 0---------------; 2) ქ. თ---–---------–---------------ში მდებარე 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 0---------------; 3) ხაზობრივი ნაგებობა, ელექტროგადამცემი ხაზი 6-- მ. საკადასტრო კოდით: 0--------.
2.2. 2015 წლის 19 ოქტომბერს შპს ,,ჭ---------------------------ამ“ N3-------- წერილით მიმართა სს ,,თ--–--ს“ და აცნობა, რომ შეიძინა ქ. თ---–--–-------–---------------ში მდებარე ობიექტი, რომელიც ელ.ენერგიით მომარაგებას იღებდა სს ,,თ--–---სგან“. იმავე წერილით განმარტებულია, რომ ობიექტზე ფიქსირდება ელ.ენერგიის საფასურის დავალიანება, რის გამოც გათიშულია ელ.ენერგიის მიწოდება და კომპანიას სურვილი აქვს აბობენატად რეგისტრაცია და ელ.ენერგიის მიწოდების აღდგენა. სს ,,თ--–--ს“ ასევე ეცნობა, რომ არსებული დავალიანების დაფარვის ვალდებულებას შპს ,,ჭ---------------------------ა“ არ იღებს. შპს ,,ჭ---------------------------ას“ 2015 წლის 19 ოქტომბრის N3-------- წერილზე სს ,,თ--–--მა“ რეაგირება მოახდინა 2015 წლის 27 ნოემბრის N1----- შემოწმების აქტით, რომლითაც დადგინდა გარკვეული ხარვეზები. აღნიშნული აქტის შედგენის დროისათვის შპს ,,ჭ---------------------------ა“ აბონენტად რეგისტრირებული არ იყო. შემოწმების აქტში აბონენტად მითითებულია შპს ,,G-------------“.
2.3. შპს ,,ჭ---------------------------ამ“ 2015 წლის 07 დეკემბრის N4-------- წერილით მიმართა სს ,,თ--–--ს“, სადაც მიუთითა, რომ 2015 წლის 27 ნოემბერს სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენელების მიერ შემოწმებული იქნა ქ------- ელ.მომარაგება N1----- შემოწმების აქტით. ამავე წერილში განმარტებულია, რომ შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ნაკლოვანებები იქნა აღმოფხვრილი და ითხოვენ გადამოწმდეს ობიექტი და მიეწოდოს ელექტროენერგია. ხოლო, 2015 წლის 07 დეკემბრის N4-------- წერილით კი ეცნობა, რომ კომპანიამ დანიშნა ელექტრო მომარაგებაზე პასუხისმგებელი პირი - მთავარი ენერგეტიკოსი მ----- ც-------ა. 2015 წლის 17 დეკემბერს სს ,,თ--–--მა“ გადაამოწმა მომხმარებლის ობიექტი, რის თაობაზეც შედგა 2015 წლის 17 დეკემბრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის N1----- შემოწმების აქტი, რომელშიც კომპანიის წარმომდგენლებმა დაადასტურეს, რომ N1----- აქტში მითითებული ხარვეზები გამოსწორებული იქნა სრულად, თუმცა ახალი N1----- შემოწმების აქტით მომხმარებელს გამოუვლიდან ექვსი ახალი ხარვეზი. ამავე აქტში მომხმარებლის წარმომადგენლის მიერ შენიშვნის სახით მოთხოვნილი იქნა ობიექტის დათვალიერება და ყველა ხარვეზის სრულად მითითება.
2.4. 2015 წლის 18 დეკემბრის N4-------- წერილით შპს ,,ჭ---------------------------ამ“ სს ,,თ--–--ს“ აცნობა, რომ 2015 წლის 17 დეკემბერს სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენლების მიერ შემოწმებული იქნა ქ------- ელექტრომომარაგება N1----- შემოწმების აქტით, რა დროსაც აღმოჩენილი ნაკლოვანებები სრულად იქნა აღმოფხვრილი. მომხმარებელმა მოითხოვა ობიექტის გადამოწმება და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. წერილს ერთვოდა ბრძანება ობიექტის ელექტრომომარაგებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნაზე და შესაბამისი საკვალიფიკაციო მოწმობა უსაფრთხოების ჯგუფზე. 2015 წლის 24 დეკემბრის N4-------- და 2015 წლის 28 დეკემბრის N4-------- წერილით შპს ,,ჭ---------------------------ამ“ სს ,,თ--–--ს“ დამატებით აცნობა, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მათი მხრიდან არ მომხდარა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა და არც სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენლები გამოცხადებულან ობიექტზე დაფიქსირებულ ხარვეზის აღმოფხვრის შესამოწმებლად. 2015 წლის 29 დეკემბერს შპს ,,ჭ---------------------------ამ“ N4-------- წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას და მოითხოვა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
2.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 6 იანვრის N6----------- წერილით სს ,,თ--–--ს“ მოეთხოვა სათანადო წერილობითი განმარტებისა და საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა და ობიექტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მიმდინარე საფასურის გადახდის პირობით. სს ,,თ--–---ს“ 2016 წლის 12 იანვრის N1----- შემოწმების აქტის თანახმად, ბოლო აქტში მითითებული ხარვეზები გამოსწორებული იყო თითქმის მთლიანად, თუმცა 2016 წლის 12 იანვარს შედგენილი აქტით მომხმარებელს გამოუვლინდა ოთხი ახალი ხარვეზი. სს ,,თ--–---ს“ 2016 წლის 13 იანვრის N0------- წერილითა და დართული მასალებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას ეცნობა, რომ N5------ სააბონენტო ბარათზე ფიქსირდებოდა 160497.95 ლარის ოდენობის დავალიანება, რის გამოც 2015 წლის აპრილიდან აბონენტი გამორთული იყო ქსელიდან. 2015 წლის 8 სექტემბრიდან უძრავი ქონების მფლობელი გახდა შპს ,,ჭ---------------------------ა“, რომელმაც მიმართა სს ,,თ--–--ს“ ობიექტზე ძაბვის მიწოდების თხოვნით. წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ განხორციელდა მომხმარებლის ობიექტზე ელექტრომომარაგების სავალდებულო შემოწმებები ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისობაზე და გამოვლინდა სხვა ხარვეზები, ხოლო მათი სრულ აღმოფხვრამდე ობიექტის ქსელზე მიერთება არ შეიძლებოდა კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად. 2016 წლის 14 იანვრის N1------- წერილით შპს ,,ჭ----------------- ჯ--------მ“ სს ,,თ--–--ს“ აცნობა, რომ 2015 წლის 27 ნოემბერს, 17 დეკემბერს, 12 იანვარს სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენლების მიერ შემოწმებული იქნა ქ.------–--–-------–--------------ში მდებარე ქ------- ელექტრომომარაგება აბონენტი N5------. შესაბამისი შემოწმების აქტების შედეგად აღმოჩენილი ნაკლოვანებები სრულად იქნა აღმოფხვრილი, ყველა შენიშვნის გათვალისწინებით და მოთხოვნილი იქნა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. წერილზე დართული იყო ტექნიკური უსაფრთხოების საკვალიფიკაციო მოწმობები, მომსახურე პერსონალის დანიშვნათა ბრძანებები და ჯანმრთელობის ცნობები, ტექნიკური ანგარიში და დამცავი საშუალებების გაზომვის ოქმები.
2.6. 2016 წლის 20 იანვრის N0------- წერილით სს ,,თ--–--მა“ შპს ,,ჭ---------------------------ას“ აცნობა, რომ, ვინაიდან აღნიშნული საკითხი იხილებოდა კომისიაში, საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას მიზანშეწონილად მიიჩნდა, კომპანიაში შეჩერებულიყო საკითხის განხილვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2016 წლის 28 იანვრის N6------------- წერილით სს ,,თ--–--სა“ და შპს ,,ჭ---------------------------ას“ ეცნობა, რომ კომპანიის 2016 წლის 13 იანვრის წერილში მითითებული ტექნიკური შენიშვნების გამოსწორების შემდეგ კომპანია ვალდებული იყო აღედგინა ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლისათვის. 2016 წლის 28 იანვარს N2------- წერილით შპს ,,ჭ---------------------------ამ“ მიმართა კომისიას და ითხოვა სადავო საკითხის გადაწყვეტამდე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. 2016 წლის 02 თებერვლის N3------- წერილის თანახმად, შპს ,,ჭ---------------------------ამ“ სს ,,თ--–--ს“ აცნობა, რომ კომპანიის წარმომადგენლების მიერ 2016 წლის 27 იანვარს კიდევ ერთხელ შემოწმდა მომხმარებლის ობიექტი და გამოვლენილი იქნა ახალი ხარვეზები, რომლებიც ამავე წერილის თანახმად, მომხმარებელმა გამოასწორა სრულად. წერილზე დართული იქნა კომპანიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ამასთან, კომპანიას ეთხოვა ელექტროენერგიის მიწოდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2016 წლის 08 თებერვლის N6-------------- წერილით სს ,,თ--–--“ ეცნობა (ასლი გაეგზანა შპს ,,ჭ---------------------------ას“), რომ კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ 2015 წლის 27 ნოემბერს, 2015 წლის 17 დეკემბერს, 2016 წლის 12 იანვარს და 2016 წლის 27 იანვარს მომხმარებელის ობიექტის ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები გამოსწორებული იყო მომხმარებლის მიერ და კომპანია ვალდებული იყო მოეხდინა მომხმარებლის ობიექტის კოპლექსური საბოლოო შემოწმება. 2016 წლის 12 თებერვლის სს ,,თ--–---ს“ N1----- შემოწმების აქტის თანახმად, დადასტურდა, რომ კომპანიის წინა აქტებში მითითებული ყველა შენიშვნა აღმოფხვრილი იყო, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს გარკვეული შენიშვნა გამზომი ხელსაწყოს საპასპორტო მონაცემებსა და გაზომვის შედეგად დაფიქსირებულ პარამეტრების თაობაზე. დადგინდა, რომ 2016 წლის 19 თებერვალს კომპანიამ კვლავ შეამოწმა მომხმარებლის ობიექტი და შეადგინა ელექტროდანადგარების მოწყობის წესების, ტექნიკური ექსპლუატაციის და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის აქტი-მიწერლობა N5 და N6, რომლებითაც დამატებით მოთხოვნილი იქნა გარკვეული ტექნიკური სამუშაოების შესრულება. შპს ,,ჭ---------------------------ას“ 2016 წლის 23 მარტის N102/03-16 წერილით სს ,,თ--–--ს“ და კომისიას ეცნობა, რომ სს ,,თ--–---ს“ მიერ 2016 წლის 19 თებერვალს შედგენილი N5 და N6 აქტებით გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების შესახებ და წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
2.7. კომისიის აპარატმა 2016 წლის 28 მარტის N6/02-6/477-2484 წერილით კომპანიისგან მოითხოვა მომხმარებლის ობიექტის დაუყოვნებლივ შემოწმება და იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ აქტებში დაფიქსირებული შენიშვნები აღმოფხვრილი იყო, მოითხოვა მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. 2016 წლის 7 აპრილის N0407/398 წერილით სს ,,თ--–--მა“ კომისიას აცნობა, რომ 2016 წლის 1 აპრილს კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ განხორციელდა მომხმარებლის ობიექტის შემოწმება და შედგენილ იქნა N1----- ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი, რომელშიც მითითებული იქნა, რომ წარმოსადგენი იყო ,,ზეთისმიმღების“ ტექნიკური პარამეტრები, ხოლო N1 და N2 მეხამრიდები დამონტაჟებული არ იყო კომპანიაში არსებული პროექტში მითითებულ ადგილზე (მიუხედავად იმისა, რომ მეხამრიდები შემოწმებული იქნა 2015 წლის 17 დეკემბერს და ამავე დღეს შედგენილი იქნა N1----- ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტით დასტურდა მისი გამართულობა). შპს ,,ჭ---------------------------ამ“ 2016 წლის 25 აპრილის N164/04-16 წერილით კომისიას აცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებული ობიექტისათვის ელექტროოენერგიის მომარაგებისათვის და ახალ აბონენტად რეგისტრაციის მიზნით არაერთხელ მიმართა კომპანიას, 6 თვის განმავლობაში 10-ზე მეტჯერ იქნა მისი ობიექტი შემოწმებული და ყოველი შემოწმებისას კომპანია განსაზღვრავდა ახალი ტიპის ხარვეზებს, რათა არ აღედგინა ელექტროენერგიის მიწოდება. ვინაიდან შესრულებული იყო კომპანიის ყველა მოთხოვნა, მომხმარებელმა მოითხოვა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
2.8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატმა გადაწყვიტა 2016 წლის 5 მაისს კომისიის საჯარო სხდომაზე შემდგარიყო ზეპირი მოსმენა და შესაბამისი საფუძვლების დადასტურების შემთხვევაში, სს ,,თ--–---“ დაჯარიმებულიყო სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო და ასევე, კომპანიას დავალებოდა მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყება. შესაბამისად, 2016 წლის 5 მაისს განისაზღვრა სხდომის დღის წესრიგი. 2016 წლის 05 მაისის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N31 სხდომის ოქმის თანხმად, კომისიამ განიხილა საკითხი და დაადგინა, რომ სს ,,თ--–---ს“ მიერ დარღვეული იქნა ლიცენზიის პირობები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 5 მაისის N3--- გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–---ს“ ქმედება - შპს ,,ჭ---------------------------ასათვის“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადაგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ გაუთვალისწინებელი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა, აგრეთვე, მომხმარებლის აბონენტად რეგისტრაციისა და ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ვადების დარღვევა მიჩნეული იქნა ლიცენზირების პირობების დარღვევად, რის გამოც, სს ,,თ--–--ს“ დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–--ს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადაგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების: შპს ,,ჭ---------------------------ასათვის“ აბონენტად რეგისტრაციისა და მისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისათვის სს ,,თ--–--ს“ განესაზღვრა 2 სამუშაო დღე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, ხოლო შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარდგენისათვის არაუმეტეს 5 სამუშაო დღე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით დადგინდა, რომ შპს ,,ჭ---------------------------ას“ დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს ობიექტის გარე ელექტრომომარაგების ქსელის ტექნიკური პროექტის ობიექტზე განთავსება.
2.9. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2016 წლის 30 ივნისის N0-------- დასკვნის თანახმად, შპს ,,აღმოსავლეთის ელექტროტექნიკური კომპანიის“ მიერ დამუშავებული შპს ,,ჭ---------------------------ას“ კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგება ,,თ---------------ს“ 35 კვ- იანი ქვესადგურიდან“ პროექტის გრაფიკული შესრულება არის კარგი ხარისხის, მაგრამ არასრული კომპლექტაციის: პროექტი საჭიროებს ცალკეული საკითხების განმარტებას, რის გამოც მოითხოვს კორექტირებას. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის პროექტის შპს ,,ჭ---------------------------ას“ კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგება ,,თ---------------ს“ 35 კვ-იანი ქვესადგურიდან“ განმარტებით დგინდება, რომ მუშა პროექტი შესრულებულია შპს ,,ა---------–-------–-----------------------------ის“ მიერ, სს ,,თ--–---ს“ მიერ გაცემული 28.07.11 წ. N------------- ტექნიკური პირობების საცუძველზე. პროექტი დამუშავდა: ელექტროდანადგარების მოწყობის წესების (მეექვსე გადამუშავებული გამოცემა დამატებებით 1987წ) თანახმად, გამოყენებული იქნა ტიპიური პროექტები და დოკუმენტავია სტანდარტულ ტექნიკურ მოწყობილობებზე. ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა პროექტირების დროს, შეესაბამება ეკოლოგიურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ნორმების, იგი შეესაბამება ადამიანს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ექპლუატაციის პირობებს, საპროექტო გადაწყვეტილებების სწორად შესრულების პირობებში. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2017 წლის 16 მარტის N5001439817 წერილის თანახმად, შპს ,,ჭ---------------------------ას“ გარე ელექტრომომარაგების პროექტს ექსპერტიზა ვერ ჩაუტარდა, ვინაიდან ამ ეტაპზე არ ჰყავთ შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 5 მაისის N3--- გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს კანონის მიზნებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ხოლო, მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. იმავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ხოლო, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა. განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს. ამასთან, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, კომისიის დებულება და სხვა საკანონმდებლო აქტები. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია კომისიის ძირითადი ფუნქციები, კერძოდ ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. იმავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, მიწოდებისა და მოხმარების წესები. ამავე მუხლის მე- 2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
2.12. საქალაქო სასამართლომ მიუთითა (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესეზე”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში - წესები) არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; ე) მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად); ზ) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ: ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. ხოლო მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანხმად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები. წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაუყოვნებლივ წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან. ხოლო, მე-6 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწილების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართალებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს, ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში გაწერილია განაცხადის რეკვიზიტები და განაცხადზე დასართავი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ელექტროენერგიით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. მე-11 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც, განაცხადში ასახული მონაცემების გარდა, უნდა აღინიშნოს ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო. ხოლო, მე-13 პუნქტის თანახმად კი, აბონენტად რეგისტრაციის, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ელექტროენერგიის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალისწინებული. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით. ხოლო, ამავე წესის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად კი, დაუშვებელია განაწილების ლიცინზიატის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე. ხოლო, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ განაწილების ლიცენზიატის არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
2.13. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 02 სექტემბერს შპს ,,ჭ---------------------------ამ“ შპს ,,G--------------ისგან“ შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. თ---–--–-------–---------------ში და შეადგენს 5 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით: 0---------------, 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით: 0--------------- და ხაზობრივი ნაგებობა - ელექტრო გადამცემი ხაზი 6--მ. საკადასტრო კოდით: 0--------. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, ობიექტის მესაკუთრის შეცვლის გამო, ახალმა მესაკუთრემ შპს ,,ჭ---------------------------ამ“ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, 2015 წლის 19 ოქტომბრის N3-------- წერილით (განაცხადი) მიმართა შესაბამის განაწილების ლიცენზიატს - სს ,,თ--–--ს“, რომელსაც მოსთხოვა აბონენტად რეგისტრაცია და ელექტროენერგიის აღდგენა, ვინაიდან, ყოფილ მესაკუთრეს უფიქსირდებოდა დავალიანება და ობიექტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ამავე წერილით სს ,,თ--–--ს“ ასევე ეცნობა, რომ ახალი მესაკუთრე არ იღებს არსებული დავალიანების დაფარვის ვალდებულებას, რის უფლებას შპს ,,ჭ---------------------------ას“ ანიჭებდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტი. შპს ,,ჭ---------------------------ას“ 2015 წლის 19 ოქტომბრის N3-------- წერილის - აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ლიცენზიანტის ვალდებულებას (წესისმე-4 მუხლის მე-10 პუნქტი) წარმოადგენდა შპს ,,ჭ---------------------------ას“ აბონენტად დაერეგისტრირება და მისი ელექტროენერგიით მომარაგებით უზრუნველყოფა, ან შესაბამისი შემოწების განხორციელების მიზნით შემოწმების აქტის შედგენა და გონივრული ვადის მიცემა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით. მიუხედავად ამისა, სს ,,თ--–---ს“ მხრიდან პირველი რეაგირება თარიღდება 2015 წლის 27 ნოემბრის N1----- შემოწმების აქტით. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე სს ,,თ--–---“ ვალდებული იყო აბონენტად დარეგისტრირების მიზნით, განსაზღვრული პირობების დაცვით განეხორციელებინა ობიექტზე ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოებისა წესების მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმება, თუმცა, ლიცენზიანტის მხრიდან პირველი ქმედების ერთ თვეზე მეტი დროის შემდეგ განხორციელება (2015 წლის 27 ნოემბერი), რა დროსაც შედგა შემოწმების აქტი, უკვე წარმოადგენს ნორმატიული აქტით დადგენილი ვალდებულების დარღვევას. ამასთან, შპს ,,ჭ---------------------------ამ“ დაუყოვნებლივ გამოასწორა რა ხარვეზი, 2015 წლის 07 დეკემბრის N4-------- წერილით სს ,,თ--–--ს“ აცნობა, რომ 2015 წლის 27 ნოემბერს სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენელების მიერ შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ნაკლოვანებები უკვე აღმოფხვრილია, რის საფუძველზეც, კვლავ მითხოვა ობიექტის გადამოწმება და ობიექტზე ელექტროენერგიის მიწოდება. 2015 წლის 24 დეკემბრის N4-------- და 2015 წლის 28 დეკემბრის N4-------- წერილით შპს ,,ჭ---------------------------ამ“ სს ,,თ--–--ს“ დამატებით აცნობა, რომ მიუხედავად მათი არაერთი მიმართვისა, სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენლები არ ცხადდებოდნენ ობიექტზე დაფიქსირებულ ხარვეზის აღმოფხვრის შესამოწმებლად, რის გამოც, ასევე არ ხდებოდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. უკვე 2015 წლის 29 დეკემბერს, შპს ,,ჭ---------------------------ამ“ მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას და მოითხოვა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,ჭ---------------------------ამ“ ყველა ეტაპზე გამოხატა მზაობა აღმოეფხვრა ობიექტზე დაფიქსირებული ხარვეზი, თუმცა სს ,,თ--–---ს“ მიერ შემოწმება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და ხარვეზი მრავალჯერადი ხასიათის იყო, რამაც უდავოდ შეაფერხა მოსარჩელის აბონენტად დარეგისტრირება და მისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. აღნიშნული კი, მოსარჩელის განმარტებით, აისახა მის ბიზნეს ინტერესებზე. ამდენად, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა კომისიის მოსაზრება მასზედ, რომ სს ,,თ--–---ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ ნორმების დარღვევას, როდესაც შპს ,,ჭ---------------------------ას“ თხოვნის (კონკრეტულად, ერთიანად განესაზღვრათ ობიექტზე არსებული ყველა სახის ხარვეზი, რათა დროულად განხორციელებულიყო მათი აღმოფხვრა/გამოსწორება და, შემდგომ აბონენტად რეგისტრაცია და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა) მიუხედავად, ლიცენზიანტის ქმედებებით ადგილი ჰქონდა პროცესის გაჭიანურებას გაუფრთხილებლობით თუ განზრახვით, რაც მომხმარებლისათვის პრობლემების ხელოვნურად შექმნაში გამოიხატებოდა.
2.14. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია არის სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან და მოქმედებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. დებულების მე-3 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია სახელმწიფო დაწესებულებებისგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, აგრეთვე თანამდებობის პირებისგან მოითხოვოს ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა კომისიისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად; თავისი ფუნქციების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, მიიღოს გადაწყვეტილებები (გადაწყვეტილება, დადგენილება და ა.შ), რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ლიცენზიატების, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, ბაზრის ოპერატორისა და მომხმარებლებისათვის. იმავე ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. კომისიის აპარატის საქმიანობას, ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ჰყავს მოადგილე. მე-10 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიაში შემოსული განცხადებების (საჩივრების, წერილების) განხილვის პროცესში საკითხების დროულად გადაწყვეტის მიზნით, აგრეთვე კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ პირებს კომისიის სახელით უგზავნის სავალდებულოდ შესასრულებელ წერილობით მოთხოვნებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობის კონტროლის წესების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“), რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმებას, ასევე მეწარმის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენასა და კანონმდებლობით დადგენილი ზომების გამოყენებას. მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობის რეგულირების მიზნებისა და ძირითადი პრინციპების შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს. კომისიის მოთხოვნები, ასევე მის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას. ამავე წესების მე-5 მუხლის თანახმად კი, მეწარმეს მიერ ამ წესებით განსაზღვრული პირობების დარღვევა, იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. დამრღვევს კომისიის მიერ უნდა განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებით დამტკიცებული ,,ლიცენზირების წესების შესახებ” პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისია, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის რეგულირების მიზნებისა და ძირითადი პრინციპების შესრულების უზრუნველსაყოფად, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; კომისიის მოთხოვნები, ასევე მის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები ლიცენზიატისთვის სავალდებულოა შესასრულებლად – მათი შეუსრულებლობა განიხილება, როგორც სალიცენზიო პირობების დარღვევა. იმავე წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიატი ვალდებულია, სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე და ამ პირობების შესრულების მიზნით, საქმიანობა წარმართოს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად. მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის VI თავით გათვალისწინებული მოთხოვნები და პირობები, ასევე აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები, მათ შორის ლიცენზირების წესები და სალიცენზიო პირობები. მათი დარღვევა გამოიწვევს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ხოლო, მე-10 პუნქტის თანახმად კი, სალიცენზიო პირობებს წარმოადგენს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავით, ლიცენზირების წესებით, კომისიის ყველა გადაწყვეტილებითა და დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. იმავე წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ლიცენზიატის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა, მათ შორის კომისიის გადაწყვეტილებისა თუ დადგენილების, მისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა, იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. ლიცენზიატს კომისიის მიერ უნდა განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ვადებისა და პროცედურების დარღვევა, ასევე დადგენილი პროცედურების მიღმა წესებით გაუთვალისწინებელი დოკუმენტების წარდგენისა და ბუნდოვანი ვალდებულების შესრულების მომხმარებლისათვის დავალდებულება, წარმოადგენს ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების დებულებების უგულებელყოფას, რომელთა შეუსრულებლობაც იწვევს ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობის დადგომას, კერძოდ, ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 921-ე მუხლის შესაბამისად კი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის, აგრეთვე სასმელი წყლის მიმწოდებლის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
2.15. საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებელად მიიჩნია მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილი ნორმები, როდესაც ზეპირი მოსმენით, მხარის დასწრებით არ იქნა განხილული შპს ,,ჭ---------------------------ას“ აბონენტად რეგისტრაციის საკითხი, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი კომისიის 2016 წლის 5 მაისის ზეპირი განხილვის ოქმში დაფიქსირებულია სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენლის მოსაზრებები. ამასთან, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ შპს ,,ჭ---------------------------ას“ მიმართვიდან რამოდენიმე თვის განმავლობაში ცალ-ცალკე შემოწმების აქტებით ხარვეზის დადგენა, ამ პროცესის არაგონივრულად და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლად გაჭიანურება, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დაადგენილებისა და მომხმარებლის აბონენტად რეგისტრაციის ვადების დარღვევას წარმოადგენს, რის გამოც, მოსარჩელის მოსაზრება უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.
2.16. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას შპს ,,ჭ---------------------------ას“ მხრიდან შესაბამისი პროექტის წარმოუდგენლობის თაობაზე, საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად დგინდება, რომ ობიექტის თავდაპირველ მესაკუთრეს სს ,,თ--–--ში“ შეთანხმებული და წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი პროექტი. ხოლო, ვინაიდან ამ პროექტში მოხდა მხოლოდ მესაკუთრის ცვლილება და სხვა ცვლილება რეალურად არ განხორციელებულა, საჭიროებას არ წარმოადგენდა ახალი პროექტის წარდგენა. აღნიშნული გარემოებას ასევე ადასტურებს სს ,,თ--–---ს“ მიერ შემოწმების აქტებში დაფიქსირებული განმარტება - რომ შემოწმების შედეგად დადგენილი გარემოებები შეესაბამება პროექტს. ამასთან, მესამე პირის განმარტებით, სამომავლო პროექტი, რომელშიც შესაძლოა განხორციელდეს და აისახოს ცვლილებები, შპს ,,ჭ---------------------------ას“ მხრიდან მათი სს ,,თ--–-ათან“ შეთანხმება აუცილებლად განხორციელდება. ასევე საგულისხმოა, რომ კომისიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი შპს ,,ჭ---------------------------ას“ ავალდებულებს პროექტის განთავსებას და არა ახალი პროექტის შედგენას და ან შეთანხმებას. საქალაქო სასამართლომ აქვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ კომისიის 2016 წლის 05 მაისის სხდომის ოქმის თანახმად, ლიცენზიანტის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ იმ დროისათვის არსებული მდგომარეობით ობიექტისათვს ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლებელია, მისი ტექნიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით.
2.17. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სადავო გადაწყვეტილების აღსრულების წესის გაუქმებისა და მისთვის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო ჯარიმის სახით გადახდილი 5 000 ლარის დაუბრუნების შესახებ, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია სადავო აქტი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას დაჯარიმების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლოვ აღსრულებაზე მიქცევის თაობაზე, თუმცა იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილება სს ,,თ--–---ს’’ 5000 ლარით დაჯარიმების შესახებ კანონიერად არის მიჩნეული, არ არსებობს მოსარჩელის მიერ უკვე გადახდილი თანხის (ჯარიმის) დაბრუნების საფუძველი.
2.18. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა სს „თ--–---ს“ მხრიდან შპს „ჭ---------------------------ას“ შემოწმების თაობაზე შედგენილი აქტები, რის გამოც არასწორი დასკვნები გამოიტანა და უსაფუძვლოდ გაიზიარა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2016 წლის 5 მაისს მიღებული გადაწყვეტილების N3--- დასაბუთება, რომლითაც შპს „ჭ---------------------------ას“ აბონენტად რეგისტრაციისათვის და ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისათვის სს „თ--–---ს“ მხრიდან წარდგენილი მოთხოვნები მიჩენული იქნა ლიცენზიის პირობის დარღვევად და დაეკისრათ ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. აპელანტი მტკიცებულებად უთითებს სარჩელზე დართულ სს „თ--–---ს“ მიერ შედგენილ ელექტრო-აღრიცხვიანობის შემოწმების აქტების სწორ (ფაქტობრივ) შეფასებას, რომელიც, მისი აზრით, ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს, მარეგულირებელი კომისიის მიერ განხილული იქნა საკითხი შპს „ჭ---------------------------ას“ აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხემ მხარეს არ მისცა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები, მათ შორის მიეთითებინა იმ საფუძვლებისა და მიზეზების შესახებ, რისთვისაც დადგენილ ვადაში არ განხორციელდა განმცხადებლის (შპს „ჭ---------------------------ას“) აბონენტად რეგისტრაცია. აღნიშნულ გარემოებას სასამართლო ყურადღების მიღმა ტოვებს.
3.3. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში ასევე არ შეფასებულა საკითხი, თუ რამდენად აკმაყოფილებდა შპს „ჭ---------------------------ას“ ელექტრო-ქსელი თ--–---ს ქსელში ჩართვისათვის აუცილებელ ტექნიკურ პარამეტრებს. თუნდაც ის გარემოება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით შპს „ჭ---------------------------ას“ დაევალა ობიექტის გარე ელექტრომომარაგების ქსელის ტექნიკური პრექტის მომზადება და მისი ობიექტზე განთავსება მიუთითებს, რომ შპს „ჭ---------------------------ა“ ვერ აკმაყოფილებდა იმ მინიმალურ სტანდარტებს, რაც მისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ფორმალური საფუძველი გახდებოდა. საქმის რეალური ვითარება მდგომარეობდა იმაში, რომ შპს „ჭ---------------------------ას“ არ გააჩნდა პროექტი, რაც მისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. აპელანტს აღნიშნული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებულად არ მიაჩნია, რადგან ამ გარემოებების შეფასებას საქმის განმხილველი სასამართლო სრულყოფილი დასაბუთებით პასუხს ვერ სცემს.
3.4. აპელანტის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები. სწორედ N20-ე დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ ხდებოდა მომხმარებლის ელექტრო ქსელში ჩართვა. მომხმარებელი შპს „ჭ---------------------------ა“ ვერ აკმაყოფილებდა ელექტრო ქსელში ჩართვის სტანდარტებს. მე-2 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი აკმაყოფილებს ქსელში ჩართვის მინიმალურ სტანდარტს. სწორედ ამის დადგენას ემსახურებოდა შემოწმებები. სამწუხაროდ, საქალაქო სასამართლომ ყოველივე ამას სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა და უპირობოდ გაიზიარა სემეკის მიერ 2016 წლის 5 მაისის N3--- გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ,,ჭ---------------------------ამ“ 2015 წლის 02 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებით შპს ,,G--------------ისგან“ შეიძინა უძრავი ქონება: 1) ქ. თ---–---------–---------------ში მდებარე 5 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 0---------------; 2) ქ. თ---–---------–---------------ში მდებარე 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 0---------------; 3) ხაზობრივი ნაგებობა, ელექტროგადამცემი ხაზი 6-- მ. საკადასტრო კოდით: 0--------.
4.3. 2015 წლის 19 ოქტომბერს შპს ,,ჭ---------------------------ამ“ N3-------- წერილით მიმართა სს ,,თ--–--ს“ და აცნობა, რომ შეიძინა ქ. თ---–--–-------–---------------ში მდებარე ობიექტი, რომელიც ელ.ენერგიით მომარაგებას იღებდა სს ,,თ--–---სგან“. იმავე წერილით განმარტებულია, რომ ობიექტზე ფიქსირდება ელ.ენერგიის საფასურის დავალიანება, რის გამოც გათიშულია ელ.ენერგიის მიწოდება და კომპანიას სურვილი აქვს აბობენატად რეგისტრაცია და ელ.ენერგიის მიწოდების აღდგენა. სს ,,თ--–--ს“ ასევე ეცნობა, რომ არსებული დავალიანების დაფარვის ვალდებულებას შპს ,,ჭ---------------------------ა“ არ იღებს. შპს ,,ჭ---------------------------ას“ 2015 წლის 19 ოქტომბრის N3-------- წერილზე სს ,,თ--–--მა“ რეაგირება მოახდინა 2015 წლის 27 ნოემბრის N1----- შემოწმების აქტით, რომლითაც დადგინდა გარკვეული ხარვეზები. აღნიშნული აქტის შედგენის დროისათვის შპს ,,ჭ---------------------------ა“ აბონენტად რეგისტრირებული არ იყო. შემოწმების აქტში აბონენტად მითითებულია შპს ,,G-------------“.
4.4. შპს ,,ჭ---------------------------ამ“ 2015 წლის 07 დეკემბრის N4-------- წერილით მიმართა სს ,,თ--–--ს“, სადაც მიუთითა, რომ 2015 წლის 27 ნოემბერს სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენელების მიერ შემოწმებული იქნა ქ------- ელ.მომარაგება N1----- შემოწმების აქტით. ამავე წერილში განმარტებულია, რომ შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ნაკლოვანებები იქნა აღმოფხვრილი და ითხოვენ გადამოწმდეს ობიექტი და მიეწოდოს ელექტროენერგია. ხოლო, 2015 წლის 07 დეკემბრის N4-------- წერილით კი ეცნობა, რომ კომპანიამ დანიშნა ელექტრო მომარაგებაზე პასუხისმგებელი პირი - მთავარი ენერგეტიკოსი მ----- ც-------ა. 2015 წლის 17 დეკემბერს სს ,,თ--–--მა“ გადაამოწმა მომხმარებლის ობიექტი, რის თაობაზეც შედგა 2015 წლის 17 დეკემბრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის N1----- შემოწმების აქტი, რომელშიც კომპანიის წარმომდგენლებმა დაადასტურეს, რომ N1----- აქტში მითითებული ხარვეზები გამოსწორებული იქნა სრულად, თუმცა ახალი N1----- შემოწმების აქტით მომხმარებელს გამოუვლიდან ექვსი ახალი ხარვეზი. ამავე აქტში მომხმარებლის წარმომადგენლის მიერ შენიშვნის სახით მოთხოვნილი იქნა ობიექტის დათვალიერება და ყველა ხარვეზის სრულად მითითება.
4.5. 2015 წლის 18 დეკემბრის N4-------- წერილით შპს ,,ჭ---------------------------ამ“ სს ,,თ--–--ს“ აცნობა, რომ 2015 წლის 17 დეკემბერს სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენლების მიერ შემოწმებული იქნა ქ------- ელექტრომომარაგება N1----- შემოწმების აქტით, რა დროსაც აღმოჩენილი ნაკლოვანებები სრულად იქნა აღმოფხვრილი. მომხმარებელმა მოითხოვა ობიექტის გადამოწმება და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. წერილს ერთვოდა ბრძანება ობიექტის ელექტრომომარაგებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნაზე და შესაბამისი საკვალიფიკაციო მოწმობა უსაფრთხოების ჯგუფზე. 2015 წლის 24 დეკემბრის N4-------- და 2015 წლის 28 დეკემბრის N4-------- წერილით შპს ,,ჭ---------------------------ამ“ სს ,,თ--–--ს“ დამატებით აცნობა, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მათი მხრიდან არ მომხდარა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა და არც სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენლები გამოცხადებულან ობიექტზე დაფიქსირებულ ხარვეზის აღმოფხვრის შესამოწმებლად. 2015 წლის 29 დეკემბერს შპს ,,ჭ---------------------------ამ“ N4-------- წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას და მოითხოვა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
4.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 6 იანვრის N6----------- წერილით სს ,,თ--–--ს“ მოეთხოვა სათანადო წერილობითი განმარტებისა და საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა და ობიექტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მიმდინარე საფასურის გადახდის პირობით. სს ,,თ--–---ს“ 2016 წლის 12 იანვრის N1----- შემოწმების აქტის თანახმად, ბოლო აქტში მითითებული ხარვეზები გამოსწორებული იყო თითქმის მთლიანად, თუმცა 2016 წლის 12 იანვარს შედგენილი აქტით მომხმარებელს გამოუვლინდა ოთხი ახალი ხარვეზი. სს ,,თ--–---ს“ 2016 წლის 13 იანვრის N0------- წერილითა და დართული მასალებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას ეცნობა, რომ N5------ სააბონენტო ბარათზე ფიქსირდებოდა 160497.95 ლარის ოდენობის დავალიანება, რის გამოც 2015 წლის აპრილიდან აბონენტი გამორთული იყო ქსელიდან. 2015 წლის 8 სექტემბრიდან უძრავი ქონების მფლობელი გახდა შპს ,,ჭ---------------------------ა“, რომელმაც მიმართა სს ,,თ--–--ს“ ობიექტზე ძაბვის მიწოდების თხოვნით. წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ განხორციელდა მომხმარებლის ობიექტზე ელექტრომომარაგების სავალდებულო შემოწმებები ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისობაზე და გამოვლინდა სხვა ხარვეზები, ხოლო მათი სრულ აღმოფხვრამდე ობიექტის ქსელზე მიერთება არ შეიძლებოდა კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად. 2016 წლის 14 იანვრის N1------- წერილით შპს ,,ჭ----------------- ჯ--------მ“ სს ,,თ--–--ს“ აცნობა, რომ 2015 წლის 27 ნოემბერს, 17 დეკემბერს, 12 იანვარს სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენლების მიერ შემოწმებული იქნა ქ.------–--–-------–--------------ში მდებარე ქ------- ელექტრომომარაგება აბონენტი N5------. შესაბამისი შემოწმების აქტების შედეგად აღმოჩენილი ნაკლოვანებები სრულად იქნა აღმოფხვრილი, ყველა შენიშვნის გათვალისწინებით და მოთხოვნილი იქნა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. წერილზე დართული იყო ტექნიკური უსაფრთხოების საკვალიფიკაციო მოწმობები, მომსახურე პერსონალის დანიშვნათა ბრძანებები და ჯანმრთელობის ცნობები, ტექნიკური ანგარიში და დამცავი საშუალებების გაზომვის ოქმები.
4.7. 2016 წლის 20 იანვრის N0------- წერილით სს ,,თ--–--მა“ შპს ,,ჭ---------------------------ას“ აცნობა, რომ, ვინაიდან აღნიშნული საკითხი იხილებოდა კომისიაში, საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას მიზანშეწონილად მიიჩნდა, კომპანიაში შეჩერებულიყო საკითხის განხილვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2016 წლის 28 იანვრის N6------------- წერილით სს ,,თ--–--სა“ და შპს ,,ჭ---------------------------ას“ ეცნობა, რომ კომპანიის 2016 წლის 13 იანვრის წერილში მითითებული ტექნიკური შენიშვნების გამოსწორების შემდეგ კომპანია ვალდებული იყო აღედგინა ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლისათვის. 2016 წლის 28 იანვარს N2------- წერილით შპს ,,ჭ---------------------------ამ“ მიმართა კომისიას და ითხოვა სადავო საკითხის გადაწყვეტამდე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. 2016 წლის 02 თებერვლის N3------- წერილის თანახმად, შპს ,,ჭ---------------------------ამ“ სს ,,თ--–--ს“ აცნობა, რომ კომპანიის წარმომადგენლების მიერ 2016 წლის 27 იანვარს კიდევ ერთხელ შემოწმდა მომხმარებლის ობიექტი და გამოვლენილი იქნა ახალი ხარვეზები, რომლებიც ამავე წერილის თანახმად, მომხმარებელმა გამოასწორა სრულად. წერილზე დართული იქნა კომპანიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ამასთან, კომპანიას ეთხოვა ელექტროენერგიის მიწოდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2016 წლის 08 თებერვლის N6-------------- წერილით სს ,,თ--–--“ ეცნობა (ასლი გაეგზანა შპს ,,ჭ---------------------------ას“), რომ კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ 2015 წლის 27 ნოემბერს, 2015 წლის 17 დეკემბერს, 2016 წლის 12 იანვარს და 2016 წლის 27 იანვარს მომხმარებელის ობიექტის ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები გამოსწორებული იყო მომხმარებლის მიერ და კომპანია ვალდებული იყო მოეხდინა მომხმარებლის ობიექტის კოპლექსური საბოლოო შემოწმება. 2016 წლის 12 თებერვლის სს ,,თ--–---ს“ N1----- შემოწმების აქტის თანახმად, დადასტურდა, რომ კომპანიის წინა აქტებში მითითებული ყველა შენიშვნა აღმოფხვრილი იყო, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს გარკვეული შენიშვნა გამზომი ხელსაწყოს საპასპორტო მონაცემებსა და გაზომვის შედეგად დაფიქსირებულ პარამეტრების თაობაზე. დადგინდა, რომ 2016 წლის 19 თებერვალს კომპანიამ კვლავ შეამოწმა მომხმარებლის ობიექტი და შეადგინა ელექტროდანადგარების მოწყობის წესების, ტექნიკური ექსპლუატაციის და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის აქტი-მიწერლობა N5 და N6, რომლებითაც დამატებით მოთხოვნილი იქნა გარკვეული ტექნიკური სამუშაოების შესრულება. შპს ,,ჭ---------------------------ას“ 2016 წლის 23 მარტის N102/03-16 წერილით სს ,,თ--–--ს“ და კომისიას ეცნობა, რომ სს ,,თ--–---ს“ მიერ 2016 წლის 19 თებერვალს შედგენილი N5 და N6 აქტებით გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების შესახებ და წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
4.8. კომისიის აპარატმა 2016 წლის 28 მარტის N6/02-6/477-2484 წერილით კომპანიისგან მოითხოვა მომხმარებლის ობიექტის დაუყოვნებლივ შემოწმება და იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ აქტებში დაფიქსირებული შენიშვნები აღმოფხვრილი იყო, მოითხოვა მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. 2016 წლის 7 აპრილის N0407/398 წერილით სს ,,თ--–--მა“ კომისიას აცნობა, რომ 2016 წლის 1 აპრილს კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ განხორციელდა მომხმარებლის ობიექტის შემოწმება და შედგენილ იქნა N1----- ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი, რომელშიც მითითებული იქნა, რომ წარმოსადგენი იყო ,,ზეთისმიმღების“ ტექნიკური პარამეტრები, ხოლო N1 და N2 მეხამრიდები დამონტაჟებული არ იყო კომპანიაში არსებული პროექტში მითითებულ ადგილზე (მიუხედავად იმისა, რომ მეხამრიდები შემოწმებული იქნა 2015 წლის 17 დეკემბერს და ამავე დღეს შედგენილი იქნა N1----- ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტით დასტურდა მისი გამართულობა). შპს ,,ჭ---------------------------ამ“ 2016 წლის 25 აპრილის N164/04-16 წერილით კომისიას აცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებული ობიექტისათვის ელექტროოენერგიის მომარაგებისათვის და ახალ აბონენტად რეგისტრაციის მიზნით არაერთხელ მიმართა კომპანიას, 6 თვის განმავლობაში 10-ზე მეტჯერ იქნა მისი ობიექტი შემოწმებული და ყოველი შემოწმებისას კომპანია განსაზღვრავდა ახალი ტიპის ხარვეზებს, რათა არ აღედგინა ელექტროენერგიის მიწოდება. ვინაიდან შესრულებული იყო კომპანიის ყველა მოთხოვნა, მომხმარებელმა მოითხოვა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
4.9. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატმა გადაწყვიტა 2016 წლის 5 მაისს კომისიის საჯარო სხდომაზე შემდგარიყო ზეპირი მოსმენა და შესაბამისი საფუძვლების დადასტურების შემთხვევაში, სს ,,თ--–---“ დაჯარიმებულიყო სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო და ასევე, კომპანიას დავალებოდა მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყება. შესაბამისად, 2016 წლის 5 მაისს განისაზღვრა სხდომის დღის წესრიგი. 2016 წლის 05 მაისის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N31 სხდომის ოქმის თანხმად, კომისიამ განიხილა საკითხი და დაადგინა, რომ სს ,,თ--–---ს“ მიერ დარღვეული იქნა ლიცენზიის პირობები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 5 მაისის N3--- გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–---ს“ ქმედება - შპს ,,ჭ---------------------------ასათვის“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადაგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ გაუთვალისწინებელი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა, აგრეთვე, მომხმარებლის აბონენტად რეგისტრაციისა და ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ვადების დარღვევა მიჩნეული იქნა ლიცენზირების პირობების დარღვევად, რის გამოც, სს ,,თ--–--ს“ დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–--ს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადაგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების: შპს ,,ჭ---------------------------ასათვის“ აბონენტად რეგისტრაციისა და მისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისათვის სს ,,თ--–--ს“ განესაზღვრა 2 სამუშაო დღე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, ხოლო შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარდგენისათვის არაუმეტეს 5 სამუშაო დღე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით დადგინდა, რომ შპს ,,ჭ---------------------------ას“ დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს ობიექტის გარე ელექტრომომარაგების ქსელის ტექნიკური პროექტის ობიექტზე განთავსება.
4.10. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2016 წლის 30 ივნისის N0-------- დასკვნის თანახმად, შპს ,,აღმოსავლეთის ელექტროტექნიკური კომპანიის“ მიერ დამუშავებული შპს ,,ჭ---------------------------ას“ კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგება ,,თ---------------ს“ 35 კვ- იანი ქვესადგურიდან“ პროექტის გრაფიკული შესრულება არის კარგი ხარისხის, მაგრამ არასრული კომპლექტაციის: პროექტი საჭიროებს ცალკეული საკითხების განმარტებას, რის გამოც მოითხოვს კორექტირებას. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის პროექტის შპს ,,ჭ---------------------------ას“ კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგება ,,თ---------------ს“ 35 კვ-იანი ქვესადგურიდან“ განმარტებით დგინდება, რომ მუშა პროექტი შესრულებულია შპს ,,ა---------–-------–-----------------------------ის“ მიერ, სს ,,თ--–---ს“ მიერ გაცემული 28.07.11 წ. N------------- ტექნიკური პირობების საცუძველზე. პროექტი დამუშავდა: ელექტროდანადგარების მოწყობის წესების (მეექვსე გადამუშავებული გამოცემა დამატებებით 1987წ) თანახმად, გამოყენებული იქნა ტიპიური პროექტები და დოკუმენტავია სტანდარტულ ტექნიკურ მოწყობილობებზე. ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა პროექტირების დროს, შეესაბამება ეკოლოგიურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ნორმების, იგი შეესაბამება ადამიანს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ექპლუატაციის პირობებს, საპროექტო გადაწყვეტილებების სწორად შესრულების პირობებში. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2017 წლის 16 მარტის N5001439817 წერილის თანახმად, შპს ,,ჭ---------------------------ას“ გარე ელექტრომომარაგების პროექტს ექსპერტიზა ვერ ჩაუტარდა, ვინაიდან ამ ეტაპზე არ ჰყავთ შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
სამართლებრივი დასაბუთება
4.11. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.14. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს კანონის მიზნებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ხოლო მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. იმავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ხოლო, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა. განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს. ამასთან, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, კომისიის დებულება და სხვა საკანონმდებლო აქტები. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია კომისიის ძირითადი ფუნქციები, კერძოდ, ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. იმავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, მიწოდებისა და მოხმარების წესები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
4.15. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესეზე”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში - წესები) არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; ე) მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად); ზ) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ: ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. ხოლო მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანხმად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები. წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაუყოვნებლივ წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან. ხოლო, მე-6 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწილების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართალებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს, ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში გაწერილია განაცხადის რეკვიზიტები და განაცხადზე დასართავი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ელექტროენერგიით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. მე-11 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც, განაცხადში ასახული მონაცემების გარდა, უნდა აღინიშნოს ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო. ხოლო, მე-13 პუნქტის თანახმად კი, აბონენტად რეგისტრაციის, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ელექტროენერგიის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალისწინებული. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით. ხოლო, ამავე წესის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად კი, დაუშვებელია განაწილების ლიცინზიატის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე. ხოლო, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ განაწილების ლიცენზიატის არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
4.16. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 02 სექტემბერს შპს ,,ჭ---------------------------ამ“ შპს ,,G--------------ისგან“ შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. თ---–--–-------–---------------ში და შეადგენს 5 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით: 0---------------, 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით: 0--------------- და ხაზობრივი ნაგებობა - ელექტრო გადამცემი ხაზი 6--მ. საკადასტრო კოდით: 0--------. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, ობიექტის მესაკუთრის შეცვლის გამო, ახალმა მესაკუთრემ შპს ,,ჭ---------------------------ამ“ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, 2015 წლის 19 ოქტომბრის N3-------- წერილით (განაცხადი) მიმართა შესაბამის განაწილების ლიცენზიატს - სს ,,თ--–--ს“, რომელსაც მოსთხოვა აბონენტად რეგისტრაცია და ელექტროენერგიის აღდგენა, ვინაიდან, ყოფილ მესაკუთრეს უფიქსირდებოდა დავალიანება და ობიექტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ამავე წერილით სს ,,თ--–--ს“ ასევე ეცნობა, რომ ახალი მესაკუთრე არ იღებს არსებული დავალიანების დაფარვის ვალდებულებას, რის უფლებას შპს ,,ჭ---------------------------ას“ ანიჭებდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტი. შპს ,,ჭ---------------------------ას“ 2015 წლის 19 ოქტომბრის N3-------- წერილის - აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ლიცენზიანტის ვალდებულებას (წესისმე-4 მუხლის მე-10 პუნქტი) წარმოადგენდა შპს ,,ჭ---------------------------ას“ აბონენტად დაერეგისტრირება და მისი ელექტროენერგიით მომარაგებით უზრუნველყოფა, ან შესაბამისი შემოწების განხორციელების მიზნით შემოწმების აქტის შედგენა და გონივრული ვადის მიცემა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით. მიუხედავად ამისა, სს ,,თ--–---ს“ მხრიდან პირველი რეაგირება თარიღდება 2015 წლის 27 ნოემბრის N1----- შემოწმების აქტით. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მართალია, მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე სს ,,თ--–---“ ვალდებული იყო აბონენტად დარეგისტრირების მიზნით, განსაზღვრული პირობების დაცვით განეხორციელებინა ობიექტზე ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოებისა წესების მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმება, თუმცა, ლიცენზიანტის მხრიდან პირველი ქმედების ერთ თვეზე მეტი დროის შემდეგ განხორციელება (2015 წლის 27 ნოემბერი), რა დროსაც შედგა შემოწმების აქტი, უკვე წარმოადგენს ნორმატიული აქტით დადგენილი ვალდებულების დარღვევას. ამასთან, შპს ,,ჭ---------------------------ამ“ დაუყოვნებლივ გამოასწორა რა ხარვეზი, 2015 წლის 07 დეკემბრის N4-------- წერილით სს ,,თ--–--ს“ აცნობა, რომ 2015 წლის 27 ნოემბერს სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენელების მიერ შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ნაკლოვანებები უკვე აღმოფხვრილია, რის საფუძველზეც, კვლავ მოითხოვა ობიექტის გადამოწმება და ობიექტზე ელექტროენერგიის მიწოდება. 2015 წლის 24 დეკემბრის N4-------- და 2015 წლის 28 დეკემბრის N4-------- წერილით შპს ,,ჭ---------------------------ამ“ სს ,,თ--–--ს“ დამატებით აცნობა, რომ მიუხედავად მათი არაერთი მიმართვისა, სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენლები არ ცხადდებოდნენ ობიექტზე დაფიქსირებულ ხარვეზის აღმოფხვრის შესამოწმებლად, რის გამოც, ასევე არ ხდებოდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. უკვე 2015 წლის 29 დეკემბერს, შპს ,,ჭ---------------------------ამ“ მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას და მოითხოვა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მართებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,ჭ---------------------------ამ“ ყველა ეტაპზე გამოხატა მზაობა აღმოეფხვრა ობიექტზე დაფიქსირებული ხარვეზი, თუმცა სს ,,თ--–---ს“ მიერ შემოწმება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და ხარვეზი მრავალჯერადი ხასიათის იყო, რამაც უდავოდ შეაფერხა მოსარჩელის აბონენტად დარეგისტრირება და მისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. აღნიშნული კი, მოსარჩელის განმარტებით, აისახა მის ბიზნეს ინტერესებზე. ამდენად, სააპელაციო პალატაც იზიარებს კომისიის მოსაზრებას მასზედ, რომ სს ,,თ--–---ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ ნორმების დარღვევას, როდესაც შპს ,,ჭ---------------------------ას“ თხოვნის (კონკრეტულად, ერთიანად განესაზღვრათ ობიექტზე არსებული ყველა სახის ხარვეზი, რათა დროულად განხორციელებულიყო მათი აღმოფხვრა/გამოსწორება და, შემდგომ აბონენტად რეგისტრაცია და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა) მიუხედავად, ლიცენზიანტის ქმედებებით ადგილი ჰქონდა პროცესის გაჭიანურებას გაუფრთხილებლობით თუ განზრახვით, რაც მომხმარებლისათვის პრობლემების ხელოვნურად შექმნაში გამოიხატებოდა.
4.17. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია არის სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან და მოქმედებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. დებულების მე-3 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია სახელმწიფო დაწესებულებებისგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, აგრეთვე თანამდებობის პირებისგან მოითხოვოს ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა კომისიისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად; თავისი ფუნქციების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, მიიღოს გადაწყვეტილებები (გადაწყვეტილება, დადგენილება და ა.შ), რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ლიცენზიატების, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, ბაზრის ოპერატორისა და მომხმარებლებისათვის. იმავე ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. კომისიის აპარატის საქმიანობას, ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ჰყავს მოადგილე. მე-10 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიაში შესული განცხადებების (საჩივრების, წერილების) განხილვის პროცესში საკითხების დროულად გადაწყვეტის მიზნით, აგრეთვე კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ პირებს კომისიის სახელით უგზავნის სავალდებულოდ შესასრულებელ წერილობით მოთხოვნებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობის კონტროლის წესების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“), რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმებას, ასევე მეწარმის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენასა და კანონმდებლობით დადგენილი ზომების გამოყენებას. მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობის რეგულირების მიზნებისა და ძირითადი პრინციპების შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს. კომისიის მოთხოვნები, ასევე მის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას. ამავე წესების მე-5 მუხლის თანახმად კი, მეწარმეს მიერ ამ წესებით განსაზღვრული პირობების დარღვევა, იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. დამრღვევს კომისიის მიერ უნდა განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებით დამტკიცებული ,,ლიცენზირების წესების შესახებ” პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისია, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის რეგულირების მიზნებისა და ძირითადი პრინციპების შესრულების უზრუნველსაყოფად, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; კომისიის მოთხოვნები, ასევე მის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები ლიცენზიატისთვის სავალდებულოა შესასრულებლად – მათი შეუსრულებლობა განიხილება, როგორც სალიცენზიო პირობების დარღვევა. იმავე წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიატი ვალდებულია, სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე და ამ პირობების შესრულების მიზნით, საქმიანობა წარმართოს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად. მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის VI თავით გათვალისწინებული მოთხოვნები და პირობები, ასევე აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები, მათ შორის ლიცენზირების წესები და სალიცენზიო პირობები. მათი დარღვევა გამოიწვევს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ხოლო, მე-10 პუნქტის თანახმად კი, სალიცენზიო პირობებს წარმოადგენს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავით, ლიცენზირების წესებით, კომისიის ყველა გადაწყვეტილებითა და დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. იმავე წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ლიცენზიატის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა, მათ შორის კომისიის გადაწყვეტილებისა თუ დადგენილების, მისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა, იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. ლიცენზიატს კომისიის მიერ უნდა განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ვადებისა და პროცედურების დარღვევა, ასევე დადგენილი პროცედურების მიღმა წესებით გაუთვალისწინებელი დოკუმენტების წარდგენისა და ბუნდოვანი ვალდებულების შესრულების მომხმარებლისათვის დავალდებულება, წარმოადგენს ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების დებულებების უგულებელყოფას, რომელთა შეუსრულებლობაც იწვევს ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობის დადგომას, კერძოდ, ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 921-ე მუხლის შესაბამისად კი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის, აგრეთვე სასმელი წყლის მიმწოდებლის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
4.18. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია დაუსაბუთებელად მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილი ნორმები, როდესაც ზეპირი მოსმენით, მხარის დასწრებით არ იქნა განხილული შპს ,,ჭ---------------------------ას“ აბონენტად რეგისტრაციის საკითხი, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი კომისიის 2016 წლის 5 მაისის ზეპირი განხილვის ოქმში დაფიქსირებულია სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენლის მოსაზრებები. ამასთან, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ შპს ,,ჭ---------------------------ას“ მიმართვიდან რამოდენიმე თვის განმავლობაში ცალ-ცალკე შემოწმების აქტებით ხარვეზის დადგენა, ამ პროცესის არაგონივრულად და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლად გაჭიანურება, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დაადგენილებისა და მომხმარებლის აბონენტად რეგისტრაციის ვადების დარღვევას წარმოადგენს, რის გამოც, მოსარჩელის მოსაზრება უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.
4.19. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას შპს ,,ჭ---------------------------ას“ მხრიდან შესაბამისი პროექტის წარმოუდგენლობის თაობაზე, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად დგინდება, რომ ობიექტის თავდაპირველ მესაკუთრეს სს ,,თ--–--ში“ შეთანხმებული და წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი პროექტი. ხოლო, ვინაიდან ამ პროექტში მოხდა მხოლოდ მესაკუთრის ცვლილება და სხვა ცვლილება რეალურად არ განხორციელებულა, საჭიროებას არ წარმოადგენდა ახალი პროექტის წარდგენა. აღნიშნული გარემოებას ასევე ადასტურებს სს ,,თ--–---ს“ მიერ შემოწმების აქტებში დაფიქსირებული განმარტება - რომ შემოწმების შედეგად დადგენილი გარემოებები შეესაბამება პროექტს. ამასთან, მესამე პირის განმარტებით, სამომავლო პროექტი, რომელშიც შესაძლოა განხორციელდეს და აისახოს ცვლილებები, შპს ,,ჭ---------------------------ას“ მხრიდან მათი სს ,,თ--–-ათან“ შეთანხმება აუცილებლად განხორციელდება. ასევე საგულისხმოა, რომ კომისიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი შპს ,,ჭ---------------------------ას“ ავალდებულებს პროექტის განთავსებას და არა ახალი პროექტის შედგენას და ან შეთანხმებას. საქალაქო სასამართლომ ყურადღება ასევე მართებულად გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ კომისიის 2016 წლის 05 მაისის სხდომის ოქმის თანახმად, ლიცენზიანტის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ იმ დროისათვის არსებული მდგომარეობით ობიექტისათვს ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლებელია, მისი ტექნიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით.
4.20. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სადავო გადაწყვეტილების აღსრულების წესის გაუქმებისა და მისთვის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო ჯარიმის სახით გადახდილი 5 000 ლარის დაუბრუნების შესახებ, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ, მართალია სადავო აქტი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას დაჯარიმების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლოვ აღსრულებაზე მიქცევის თაობაზე, თუმცა იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილება სს ,,თ--–---ს’’ 5000 ლარით დაჯარიმების შესახებ კანონიერად არის მიჩნეული, არ არსებობს მოსარჩელის მიერ უკვე გადახდილი თანხის (ჯარიმის) დაბრუნების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,თ--–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მ----- ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე