1. კომისიის წევრი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება შესაბამისი კანონით დადგენილი წესით.
2. თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისიის წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:
ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ბ) ეთიკის ნორმების დარღვევა;
გ) შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობა. ამ ვადაში არ შედის ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში გამოყენებული დღეები;
გ1) ამ კანონითა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნათა დარღვევა;
გ2) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევა;
დ) სასამართლოს მიერ კომისიის წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ვ) გადადგომა;
ზ) გარდაცვალება.
3. კომისიის წევრს უფლება აქვს, გაასაჩივროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1584 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3377 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5649 – ვებგვერდი, 27.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2221 – ვებგვერდი, 15.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 30.11.2022 კანონი №2221
- 20.12.2019 კანონი №5649
- 20.03.2015 კანონი №3377
- 20.11.2013 კანონი №1584
წინა რედაქცია (30.09.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. კომისიონის წევრი 1. კომისიონის წევრი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება შესაბამისი კანონით დადგენილი წესით. 2. თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისიონის წევრი დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით: ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ბ) ეთიკის ნორმების დარღვევა; გ) შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობა. ამ ვადაში არ შედისა ორსულობამის, მშობი კანრონბით დს, ბადგენვშვილ ს მოვლის, ადხალშობი; დ) ლის შვილად აყვანის გამო საქართველოს კანონმიდერბლობით გადნსაწყზღვრულ ფარგლეტბში გამოყენებული დღეების; გ1) ამ კანონითა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნათა დარღვევა; გ2) „კორუფციის წიონააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქმართველოს კანონით დუუადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლოდ ცნბის მოთხოვნების დანრღვევა; დ) სასამართლოს მიერ კომისიის წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზეღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ვ) გადადგომა; ზ) გარდაცვალება. 3. კომისიონის წევრს უფლება აქვს, გაასაჩივროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.