„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5649-რს
სარეგისტრაციო კოდი
300010000.05.001.019732
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

 მუხლი 1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ. 125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“−„ზ“ ქვეპუნქტები:

„ე) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სამართლებრივი გამიჯვნა და ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან;

ვ) შესაბამის რეგულირებულ სფეროში მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო ან კომერციული ინტერესისაგან, მათ შორის, სამთავრობო ან სხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ზეგავლენისაგან;

ზ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით თავისი ფუნქციების შესრულებისათვის ნებისმიერი პოლიტიკური ორგანოსაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი განცალკევებული წლიური ბიუჯეტის ქონისა და დამოუკიდებლად განკარგვის, საკუთარი ადეკვატური ადამიანური და ფინანსური რესურსების ქონის უფლება.“.

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობა. ამ ვადაში არ შედის  ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში გამოყენებული დღეები;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) ამ კანონითა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნათა დარღვევა;

გ2) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნათა დარღვევა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5649-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2019.
როდის იქნა მიღებული „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5649-რს. სარეგისტრაციო კოდი — 300010000.05.001.019732.
რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5649-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300010000.05.001.019732 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747908/