„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ 02.06.2005
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ავტორიზებული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი). მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაშია შესაძლებელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდეს ავტორიზებული პირი მისთვის საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად;“.
2. მე-16 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის) სახელი და გვარი;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართვის შემთხვევაში ავტორიზაციის დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდების ასლი, ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართვის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულების ასლი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი, აგრეთვე წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თბილისი, 12 ივნისი 2020 წ. N6305-IIს |