1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია.

2. დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ინდივიდუალური მეწარმისთვის – დაბადების ადგილი და თარიღი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, სამუშაო ადგილის მისამართი;

ბ) იურიდიული პირისთვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი და გვარი;

ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის) სახელი და გვარი;

გ) საქმიანობის ან/და მომსახურების სახეები, რომლის ავტორიზაციასაც მოითხოვს ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი;

დ) ქსელის ან/და მომსახურების მოკლე აღწერილობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართვის შემთხვევაში ავტორიზაციის დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდების ასლი, ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართვის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულების ასლი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი, აგრეთვე წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართ
ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან
ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1968 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.257

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6305 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №893 – ვებგვერდი, 04.08.2021