თავი II — 1. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი
1. საზოგადოებრივ დამცველს უფლება აქვს:
ა) დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები;
ბ) შეაფასოს მომხმარებლებზე სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებათა გავლენის შედეგები;
გ) ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ;
დ) გაეცნოს ყველა დოკუმენტსა და მასალას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ გასაცნობად;
ე) წარმოადგინოს ინდივიდუალური მომხმარებელი მომსახურე კომპანიასთან დავაში;
ვ) მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე.
2. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს შესაბამისი სპეციალობის თანაშემწეები.
3. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში გადახდილი რეგულირების საფასურიდან და აისახება ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.
4. საზოგადოებრივი დამცველის ხელფასი განისაზღვრება საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო პირობებით.
5. საზოგადოებრივ დამცველს და მის თანაშემწეებს არა აქვთ უფლება, მომხმარებელთაგან მიიღონ რაიმე ანაზღაურება.
6. საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობა საქმისწარმოებაში არ ზღუდავს სხვა მხარეებს, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ მომხმარებლებს.
7. ეს თავი არ ზღუდავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსა და მისი აპარატის უფლება-მოვალეობას, დაიცვან მომხმარებლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.164
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №15
- ვებგვერდი,.1
.2013
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 13.09.2002).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 151. საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებანი 1. საზოგადოებრივ დამცველს უფლება აქვს: ა) დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები; ბ) შეაფასოს მომხმარებლებზე სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებათა გავლენის შედეგები; გ) ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ; დ) გაეცნოს ყველა დოკუმენტსა და მასალას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ გასაცნობად; ე) წარმოადგინოს ინდივიდუალური მომხმარებელი მომსახურე კომპანიასთან დავაში; ვ) მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე. 2. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს შესაბამისი სპეციალობის თანაშემწეები. 3. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში გადახდილი რეგულირების საფასურიდან და აისახება ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში. 4. საზოგადოებრივი დამცველის ხელფასი განისაზღვრება საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო პირობებით. 5. საზოგადოებრივ დამცველს და მის თანაშემწეებს არა აქვთ უფლება, მომხმარებელთაგან მიიღონ რაიმე ანაზღაურება. 6. საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობა საქმისწარმოებაში არ ზღუდავს სხვა მხარეებს, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ მომხმარებლებს. 7. ეს თავი არ ზღუდავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსა და მისი აპარატის უფლება-მოვალეობას, დაიცვან მომხმარებლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.164 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ..2013
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 30/09/2002.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება