მუხლი 16. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სხდომები. ინფორმაციის კონფიდენციალობა
თავი III — საჯაროობა
1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სხდომები საჯაროა, გარდა შესაბამისი კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით.
2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომების ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია არანაკლებ 7 წლით. კომისიის წევრსა და დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად მიიღონ შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ყველა ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი.
3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ყველა გადაწყვეტილება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს ეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15
84 - ვებგვერდი,03 .1 2 .2013
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (13.09.2002).
წინა რედაქცია (30.09.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს სხდომები. ინფორმაციის კონფიდენციალობა 1. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს სხდომები საჯაროა, გარდა შესაბამისი კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით. 2. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომების ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია არანაკლებ 7 წლით. კომისიონის წევრსა და დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად მიიღონ შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ყველა ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია. 3. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ყველა გადაწყვეტილება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. დამეროვნუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს ეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ბს-589(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
…პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიის მიერ განხორციელდა სხდომის აუდიოჩაწერა, თუმცა არ მომხდარა აუდიოჩანაწერის შენახვა და მისი გაცემა დაინტერესებულ პირზე იმ საფუძვლით, რომ აუდიოჩანაწერი იყო შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტი. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომების ოქმები და სხვა სათანადო…