1. ამ კანონის მიზანია, შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.
2. ეს კანონი აწესებს: საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელყოს მათი დამოუკიდებლობა; კონკრეტული სფეროს სრულყოფილი რეგულირების განხორციელების უფლებამოსილებას; პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურის გამჭვირვალობისა და საიმედოობის უზრუნველყოფისათვის; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზების ძირითად პრინციპებს.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I, № 38 ,15 .0 7 .200 5 წ., მუხ. 259
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15
84 - ვებგვერდი,03 .1 2 .2013
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (13.09.2002).
წინა რედაქცია (30.09.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის მიზნები 1. ამ კანონის მიზანია, შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება. 2. ეს კანონი აწესებს: საქართველოში მოქმედი დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელყოს მათი დამოუკიდებლობა; კონკრეტული სფეროს სრულყოფილი რეგულირების განხორციელების უფლებამოსილებას; პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურის გამჭვირვალობისა და საიმედოობის უზრუნველყოფისათვის; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზების ძირითად პრინციპებს. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I, № 38 , 15 .0 7 .200 5 წ., მუხ. 259 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ბს-767(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2022
…საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და…
…უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან. 2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს კანონის მიზნებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია,…
…და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი. ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. 7.3. სასამართლო მიუთითებს ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, შექმნას მყარი სამართლებრივი…
…კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. 6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს კანონის მიზნებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია,…