გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.08.2019
საქმის ნომერი
330310018002270647
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/440-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

 

მოსარჩელე - შა-–---------–-–---–ი

წარმომადგენელი - მა------–--–-----ძე

 

მოსარჩელე - თ--------------ე

მოსარჩელე - კ-----------

მოსარჩელე - გ--------–---–--ა

 

მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენლები - ირ---–------------–--ე, გ-----------ე, ნუ-------------ე, მალ-----------–---–ი, ლი---------ა, ნი----–-----–----–--ე

 

მესამე პირი - სს ,,----–--ი“

წარმომადგენელი - კ---------------–---–-

 

მესამე პირი - სს ,,ენ----------------------ა“

წარმომადგენელი - შა-–-------------

 

დავის საგანი - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N48 დადგენილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N49 დადგენილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარჩელზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია:

3.1. მესამე პირის - სს ,,----–--ის“ წარმომადგენელი დაეთანხმა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3.2. მესამე პირის - სს ,,ენ----------------------ას“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, არ დაეთანხმა სარჩელს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 2017 წლის 04 აგვისტოს, სს ,,----–--მა“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის შესახებ N-------- (რეგისტრაციის N--------) განაცხადით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა საქართველოს მთავრობას, სს ,,სა----------------------ს“, ღ-ს ,,ინ------------“, სს ,,----–--ს“, შპს ,,მ---------------------ს“, სს ,,ხ-------- - 1“-ს და სს ,,ხ---------2“-ს შორის ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ადრე მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის შესახებ მემორანდუმის 2.3.2 და 2.3.4 მუხლების საფუძველზე, სს ,,----–--ის“ მოქმედი ტარიფების გადახედვა. განაცხადში მიეთითა, რომ მას თან ერთვოდა: საწარმოს რეკვიზიტები; ინფორმაცია საწარმოს შესახებ; ფინანსური მონაცემები (საბუღალტრო ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება, აქტივების ბაზა); ინვესტიციები; ტექნიკური მონაცემები; სატარიფო განაცხადზე თანდართული დოკუმენტები სემეკის 2016 წლის 13 ივლისის------- გადაწყვეტილების შესაბამისად.

ამავე განაცხადით მოთხოვნილი იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე, სატარიფო განაცხადზე თანდართული შემდეგი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა: ფინანსური ანგარიშები (მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, საინვესტიციო გეგმა, აქტივების ბაზა) მ.შ. სატარიფო განაცხადის ფორმებში; სატარიფო განაცხადით წარმოდგენილი, სატესტო წლის ფაქტობრივი საწარმოო დანახარჯების (როგორც კაპიტალური, ასევე მიმდინარე საოპერაციო) მიხედვით განხორციელებული შესყიდვების (საქონელი, მომსახურება) სასაქონლო ზედნადებები და დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების RS რეესტრები; საბანკო ამონაწერები განხორციელებული ოპერაციების შესახებ; მოქმედი საშტატო განრიგი შესაბამისი სახელფასო განაკვეთებით; ხელშეკრულებები საკონსულტაციო, აუდიტორულ, იურიდიულ და სანოტარო მომსახურებებზე, იჯარაზე, საწარმოს დაცვაზე და საწარმოო ქონების დაზღვევაზე (სადაზღვევო სერთიფიკატები, პოლისები); სასესხო ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; საგადასახადო ორგანოებში წარდგენილი საშემოსავლო, დღგ-ს საბაჟო დეკლარაციები; საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა; საწარმოს სამივლინებო ნორმების წესი; მივლინებების რეესტრი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; საქონლის, მომსახურეობის და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების განხორციელების წესი; ელექტროენერგიის შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებები; ხელშეკრულებების რეესტრები.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2017 წლის 04 აგვისტოს განაცხადი N-------- (რეგისტრაციის N--------) ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის შესახებ (ტ.17, ს.ფ. 334-336);

 

4.2. სს ,,----–--ის“ 2017 წლის 04 აგვისტოს N-------- განაცხადში (რეგისტრაციის N--------) მითითებული საკითხები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განხილული იქნა 2017 წლის 18 აგვისტოს საჯარო სხდომაზე, რის შესახებაც ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო კომისიის ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.gnerc.org .

 

აღნიშნულ საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილებები N64/1 და N64/2.

 

2017 წლის 18 აგვისტოს N64/1 გადაწყვეტილების თანახმად, ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ამავე გადაწყვეტილებით, ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბერი, ხოლო ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 18 სექტემბერი, 18:00 საათი, რის შესახებაც ცნობა გამოქვეყნებული იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.gnerc.org .

 

2017 წლის 18 აგვისტოს N64/2 გადაწყვეტილების თანახმად, სს ,,----–--ის“ მოთხოვნა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,----–--ის“ მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს N-------- წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტები: (1) სატარიფო განაცხადით წარმოდგენილი, სატესტო წლის ფაქტობრივი საწარმოო დანახარჯების (როგორც კაპიტალური, ასევე მიმდინარე საოპერაციო) მიხედვით განხორციელებული შესყიდვების (საქონელი, მომსახურება) სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების (RS) რეესტრები; (2) საბანკო ამონაწერები განხორციელებული ოპერაციების შესახებ; (3) მოქმედი საშტატო განრიგი შესაბამისი სახელფასო განაკვეთებით თანამდებობრივი სარგოების ნაწილში; (4) სასესხო ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; (5) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო, ქონების, დღგ-ის და საბაჟო დეკლარაციები; (6) მივლინებების რეესტრი პერსონალური ინფორმაციის ნაწილში - მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,----–--ის“ მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს N-------- წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია: ფინანსური ანგარიშები (მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, საინვესტიციო გეგმა, აქტივების ბაზა) მ.შ. სატარიფო განაცხადის ფორმებში; ხელშეკრულებები საკონსულტაციო, აუდიტორულ, იურიდიულ და სანოტარო მომსახურებაზე, იჯარაზე, საწარმოს დაცვასა და საწარმოო ქონების დაზღვევაზე (სადაზღვევო სერთიფიკატები, პოლისები); საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა; საწარმოს სამივლინებო ნორმების წესი; მივლინებების რეესტრი პერსონალური ინფორმაციის გარდა; საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების განხორციელების წესი; ელექტროენერგიის შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებები; ხელშეკრულებების რეესტრი; მოქმედი საშტატო განრიგი შესაბამისი სახელფასო განაკვეთებით თანამდებობრივი სარგოების მითითების გარეშე - მიჩნეული იქნა ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ, თუ სს ,,----–--მა“ აღნიშნულ ვადაში სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს N64/1 გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 118-121);

-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს N64/2 გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 67-73);

-ამონაწერები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებ. გვერდიდან www.gnerc.org . (ტ.1, ს.ფ. 112-117);

 

4.3. სს ,,----–--ის“ 2017 წლის 04 აგვისტოს N-------- (რეგისტრაციის N--------) განაცხადით წარდგენილი მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტაცია შესწავლილი იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ, რომელმაც ჩატარებული კვლევის შედეგები ასახა 2017 წლის 27 დეკემბრის განმარტებით ბარათში და შედგენილი იქნა დადგენილების პროექტი ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. აღნიშნული პროექტი განხილული იქნა 2017 წლის 27 დეკემბერს, საჯარო სხდომაზე, რის შესახებაც ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო კომისიის ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.gnerc.org .

 

2017 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული იქნა დადგენილება N48, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175 მუხ.1791, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„1. სს „თე-–---ს“ მიერ გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გატარების ტარიფები:

ა) 220/380 ვოლტი - 6.472 თეთრი/კვტსთ;

ბ)3,3-6-10 კილოვოლტი - 2.712 თეთრი/კვტსთ;

გ) 35-110 კილოვოლტი - 2.058 თეთრი/კვტსთ;.“

 

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სს „თე-–---ს” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები

ა) 220/380 ვოლტი - 6.472 თეთრი/კვტსთ;

ბ) 3,3-6-10 კილოვოლტი - 2.712 თეთრი/კვტსთ;

გ) 35-110 კილოვოლტი - 2.058 თეთრი/კვტსთ;.“.

 

3. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“–„ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

 

„ა) 220/380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) -18.067 თეთრი/კვტსთ;

ბ) 3,3-6-10 კილოვოლტი - 14.307 თეთრი/კვტსთ;“;

 

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

 

„გ) 35-110 კილოვოლტი - 13.653 თეთრი/კვტსთ.“;

 

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, სს „თე-–---ს“ აბონენტებისათვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით - 12.325 თეთრი/კვტსთ;

ბ)101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 15.725 თეთრი/კვტსთ;

გ) 301 კვტსთ-დან და მეტი - 19.525 თეთრი/კვტსთ.".

 

ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა, რომ დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრამდე. ასევე, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის N1187-IIს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ1“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს მიღებული N48 დადგენილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნა კომისიის ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.gnerc.org .

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N48 დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 15-16);

-განმარტებითი ბარათი (ტ.16, ს.ფ. 111-159);

-ამონაწერები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებ. გვერდიდან www.gnerc.org . (ტ.1, ს.ფ. 122, 126);

 

4.4. 2017 წლის 24 აგვისტოს, სს ,,ენ----------------------ამ“ N------- (რეგისტრაციის N--------) განაცხადით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენა. განაცხადში მიეთითა, რომ მას თან ერთვოდა: 1) შევსებული სატარიფო განაცხადი; 2) გრძელვადიანი ძირითადი მატერიალური და არამატერიალური რეგულირებადი აქტივების რეესტრი; 3) 2016 წლის სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების შემოსავლების სამსახურის (RS) რეესტრები; 4) 2017 წლის საბანკო ამონაწერები, ცნობა დავალიანების შესახებ და აღებული სესხების დაფარვის გრაფიკები; 5) ხელშეკრულებები საკონსულტაციო, აუდიტორულ, იჯარაზე, საწარმოს დაცვაზე. საწარმოო ქონების ადგილობრივი სადაზღვევო პოლისი; 6) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2016 წლის ქონების, მოგების, საშემოსავლო, დამატებული ღირებულების გადასახადების დეკლარაციები; 7) სამეწარმეო და ქონების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; 8) ელექტროენერგის შესყიდვის, მიღება-ჩაბარების აქტების დოკუმენტების ასლები; 9) სს ,,ენ----------------------ას“ შესყიდვებისა და გაყიდვების მოთხოვნები დამუშავების, დადასტურების, დოკუმენტების წარმოებისა და ანგარიშგების წესი; 10) რეალიზებული ძირითადი საშუალებების რეესტრი; 11) ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეესტრი.

 

ამავე განაცხადით, სს ,,ენ----------------------ამ“ მოითხოვა განაცხადის მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-11 პუნქტში მოცემული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის, ასევე მე-5 პუნქტის იმ დოკუმენტების, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ცნობილია კონფიდენციალურად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე, კომპანიის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა.

2017 წლის 30 აგვისტოს, სს ,,ენ----------------------ამ“ N2------ (რეგისტრაციის N1-------) განაცხადით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და დამატებით წარუდგინა: 1) კომპანიის საშტატო; 2) მივლინებების რეესტრი; 3) მოქმედი ხელშეკრულებების რეესტრი; 4) სასესხო ხელშეკრულებები. ამავე განაცხადით მოთხოვნილი იქნა მე-3 და მე-4 პუნქტებში მოცემული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე, კომპანიის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა, ხოლო პირველ და მე-2 პუნქტებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ამ პუნქტებში მოცემული ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც კომისიას ეთხოვა მათი დაცვის უზრუნველყოფა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2017 წლის 24 აგვისტოს განაცხადი N------- (რეგისტრაციის N--------) (ტ.16, ს.ფ. 72-73);

-2017 წლის 30 აგვისტოს განაცხადი N2------ (რეგისტრაციის N1-------) (ტ.16, ს.ფ. 99);

 

4.5. 2017 წლის 07 სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება N66/138, რომლის თანახმად, ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ამავე გადაწყვეტილებით, ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბერი, ხოლო ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 5 ოქტომბერი, 18:00 საათი.

 

2017 წლის 07 სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული იქნა ასევე გადაწყვეტილება N66/139, რომლის თანახმად, სს ,,ენ----------------------ას“ მოთხოვნა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,ენ----------------------ას“ მიერ 2017 წლის 24 აგვისტოს N------- წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი: 2016 წლის სასაქონლო ზედნადებების და დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების შემოსავლების სამსახურის (RS) რეესტრები (1); 2016-2017 წლების საბანკო ამონაწერები, ცნობა დავალიანების შესახებ და აღებული სესხების დაფარვის გრაფიკები (2); საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2016 წლის ქონების, მოგების, საშემოსავლო, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები (3); ელექტროენერგიის შესყიდვის თაობაზე იმ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც წარმოებული ელექტოენერგიის რეალიზაციას ახორციელებენ თავისუფალი (დერეგულირებული) ფასით (4); კომპანიის საშტატო განრიგი შესაბამისი სახელფასო განაკვეთებით თანამდებობრივი სარგოების ნაწილში (5); მივლინების რეესტრი პერსონალური ინფორმაციის ნაწილში (6); სასესხო ხელშეკრულებები (7) - მიჩნეული იქნა კომერციულ საიდუმლოებად. ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,ენ----------------------ას“ მიერ 2017 წლის 24 აგვისტოს N------- წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია: ელექტროენერგიის შესყიდვის თაობაზე იმ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი დადგენილია ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებით; ხელშეკრულებები საკონსულტაციო, აუდიტორულ, იჯარაზე, საწარმოს დაცვაზე, საწარმოს ქონების ადგილობრივი სადაზღვევო პოლისები; ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეესტრი; ასევე, სს ,,ენ----------------------ას“ მიერ 2017 წლის 30 აგვისტოს N2------ წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია: კომპანიის საშტატო განრიგი შესაბამისი სახელფასო განაკვეთებით თანამდებობრივი სარგოების მითითების გარეშე; მივლინების რეესტრი პერსონალური ინფორმაციის გარდა; მოქმედი ხელშეკრულებების რეესტრი - მიჩნეული იქნა ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ, თუ სს ,,ენ----------------------ამ“ აღნიშნულ ვადაში სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 07 სექტემბრის N66/138 გადაწყვეტილება (ტ.3, ს.ფ. 2-5);

-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 07 სექტემბრის N66/139 გადაწყვეტილება (ტ.3, ს.ფ. 6-11);

 

4.6. სს ,,ენ----------------------ას“ 2017 წლის წლის 24 აგვისტოს N------- (რეგისტრაციის N--------) და 30 აგვისტოს N2------ (რეგისტრაციის N1-------) განაცხადებით წარდგენილი მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტაცია შესწავლილი იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ, რომელმაც ჩატარებული კვლევის შედეგები ასახა 2017 წლის 27 დეკემბრის განმარტებით ბარათში და შედგენილი იქნა დადგენილების პროექტი ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. აღნიშნული პროექტი განხილული იქნა 2017 წლის 27 დეკემბერს, საჯარო სხდომაზე, რის შესახებაც ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო კომისიის ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.gnerc.org .

 

2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული იქნა დადგენილება N49, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 8.12.2008 №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„2. სს „ენერგო–პრო ჯორჯიას” მიერ გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გატარების ტარიფები:

ა) 220/380 ვოლტი - 7.332 თეთრი/კვტსთ;

ბ) 3,3-6-10 კილოვოლტი - 3.237 თეთრი/კვტსთ;

გ) 35-110 კილოვოლტი - 2.058 თეთრი/კვტსთ;“

 

2. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნა.

 

3. 91 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91. სს „ენ----------------------ას” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები

ა) 220/380 ვოლტი - 7.332 თეთრი/კვტსთ;

ბ) 3,3-6-10 კილოვოლტი - 3.237 თეთრი/კვტსთ;

გ) 35-110 კილოვოლტი - 2.058 თეთრი/კვტსთ;.“

 

4. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნა.

 

5. 111 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“–„ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„ა) 220/380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) - 17.867 თეთრი/კვტსთ;

ბ) 3,3-6-10 კილოვოლტი - 13.772 თეთრი/კვტსთ;“

 

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„გ) 35-110 კილოვოლტი - 12.593 თეთრი/კვტსთ.”

 

ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს „ენ----------------------ას“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით - 12.065 თეთრი/კვტსთ;

ბ) 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 15.435 თეთრი/კვტსთ;

გ) 301 კვტსთ-დან და მეტი - 19.265 თეთრი/კვტსთ.“.

 

ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა, რომ დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე–5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრამდე. ასევე, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე–5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის N1187-IIს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ლ1“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს მიღებული N49 დადგენილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნა კომისიის ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.gnerc.org .

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N49 დადგენილება (ტ.2, ს.ფ. 16-17);

-განმარტებითი ბარათი (ტ.3, ს.ფ. 12-84);

-ამონაწერები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებ. გვერდიდან www.gnerc.org . (ტ.1, ს.ფ. 122, 126).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი; „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილება ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

 

,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს სამართლებრივი ხასიათის ზოგადსავალდებულო ქცევის წესები (ნორმატიული აქტები) თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N48 და N49 დადგენილებები აკმაყოფილებენ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ისინი წარმოადგენენ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს, ხოლო მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.

 

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე, ხოლო კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა და მოხმარების, ბაზრის ოპერატორის მომსახურების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების, სასმელი წყლის მიწოდების და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის ტარიფების, აგრეთვე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ამ კანონის, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

 

,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ დამტკიცებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტები გამოცემულია სწორედ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ საფუძველზე. შესაბამისად, ისინი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე მიღებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მოთხოვნებს.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, კომისია საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება ტარიფები (მათ შორის, ზღვრული). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და ბაზრის ოპერატორისათვის.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ამავე კანონის აღ-რულების მიზნით მიენიჭა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება, მათ შორის, ტარიფების დადგენის უფლებამოსილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით მმართველობის ორგანოების აღჭურვის მიზანია, ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოს ეფექტურობას. ამასთან, სპეციფიკური და წვრილმანი საკითხების მოწესრიგებისაგან კანონმდებლის გამოთავისუფლება მას შესაძლებლობას აძლევს, სრულყოფილად მოაწესრიგოს ქვეყნის საშინაო ცხოვრებისა და საგარეო ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საკითხები. სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ამ ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც უნდა განხორციელდეს ამგვარი უფლებამოსილების რეალიზაციისას კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის აუცილებლობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული იქნა დადგენილებები N48 და N49, რომლითაც ცვლილებები შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში და სს „თე-–---სა“ და სს ,,ენ----------------------ას“ მიმართ დადგენილი იქნა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები, 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოების წესებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავი.

 

აღნიშნული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები, ხოლო 12 ნაწილის მიხედვით, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიმართ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო, აგრეთვე მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე წერილობითია და წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

ამავე კოდექსის 1062 მუხლის თანახმად, 1) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გამოქვეყნდეს ამ კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ან კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე; 2) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ; 3) ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში აღინიშნება: ა) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ვადა; გ) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მისამართი, რომელშიც შესაძლებელია მოსაზრებების წარდგენა; დ) მოსაზრებების წარდგენის ვადა; 1064 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით, ხოლო 1065 მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და მიღების ვადა განისაზღვრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, ხოლო ამავე კოდექსის 121-ე მუხლის თანახმად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სადავო დადგენილებები მიღებული იქნა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით. კერძოდ, მოსარჩელე შა-–---------–-–---–ი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოქვეყნებულა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, ასევე, არ გამოქვეყნებულა ცნობა ზეპირი მოსმენის ჩატარების დროის, ადგილისა და დაინტერესებული მხარეების დასწრების შესაძლებლობის შესახებ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ამონაწერებზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფიციალური ვებ. გვერდიდან www.gnerc.org , რომლითაც დასტურდება, რომ სს ,,----–--ისა“ და სს ,,ენ----------------------ას“ განაცხადების საფუძველზე, ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განხილული იქნა საჯარო სხდომებზე და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ, ზეპირი მოსმენის ჩატარების დროისა და ადგილის, ასევე, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენისა და აქტების გამოცემის საბოლოო ვადის განსაზღვრის შესახებ, ცნობები გამოქვეყნებული იყო კომისიის ოფიციალურ ვებ. გვერდზე www.gnerc.org . აღნიშნული ამონაწერებით ასევე დგინდება, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (2017 წლის 27 დეკემბრის N48 და N49 დადგენილებები) მიღებული იქნა საჯარო სხდომებზე, რის შესახებაც ინფორმაცია ასევე გამოქვეყნებული იყო კომისიის ვებ.გვერდზე, ხოლო აღნიშნული აქტების მიღების შემდგომ, ისინი განმარტებით ბარათებთან ერთად ასევე განთავსებული იქნა კომისიის ოფიციალურ ვებ. გვერდზე www.gnerc.org .

 

ამდენად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის თაობაზე, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის არგუმენტები ამ ნაწილში მხოლოდ მის ზეპირსიტყვიერ განმარტებებს ეფუძნება და არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, მაშინ როცა საქმის მასალებში წარმოდგენილი კომისიის ოფიციალური ვებ. გვერდის ამონაწერები ცალსახად ადასტურებენ ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე სს ,,----–--ისა“ და სს ,,ენ----------------------ას“ განაცხადების საფუძველზე, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციისა და გადაწყვეტილებების კომისიის ოფიციალურ ვებ. გვერდზე www.gnerc.org , საჯაროდ გამოქვეყნების ფაქტებს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დარღვეული გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმები. ამდენად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

7.6. სასამართლო მიუთითებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიას აქვს პროდუქციისა და მომსახურების ტარიფების, ფასების, ვადებისა და პირობების დადგენის შესახებ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და დამტკიცების, მოდიფიკაციის ან უარყოფის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, კომისია ვალდებულია, ამ კანონის 43-ე მუხლში აღნიშნული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკულ და წყალმომარაგების სექტორებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, არსებული წესით დაადგინოს ტარიფები ან/და შეიტანოს ცვლილებები მოქმედ ტარიფებში. კომისია ასევე უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგებები და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

 

ამავე კანონის 43-ე მუხლი ადგენს ტარიფის დადგენის პრინციპებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ფასები და ტარიფები: ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან; ბ) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ბაზრის ოპერატორსა და მიმწოდებლებს, უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციის უკუგება გონივრულ ვადებში, დაფარონ თავიანთი მიმდინარე ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურებს და სხვა დანახარჯებს. ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს), რომელიც საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად; გ) ხელს უწყობს ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის ან მიმწოდებლის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ბაზრის ოპერატორი ან მიმწოდებელი აკმაყოფილებს კანონმდებლობის ან/და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე; დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში მოკლე- და გრძელვადიანი ზღვრული ფასების დადგენით და ფასთა დინამიკის პროგნოზირებით, ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო სიჭარბის ან უკმარისობის გათვალისწინებით; ვ) ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა კატეგორიების პრიორიტეტების მიმართ, ამასთანავე, არ ზღუდავს ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის ან მიმწოდებლის უფლებას, მოსთხოვოს მომხმარებელს თავისი მომსახურების საფასურის გადახდა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეწყვიტოს მომსახურების გაწევა; ზ) ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის, მიმწოდებლის ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე; თ) ასახავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას.

 

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 432-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია წყალმომარაგების ტარიფს ადგენს ამ კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრული ტარიფის დადგენის პრინციპების შესაბამისად, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ზ“ პუნქტის მიხედვით, ტარიფების მეთოდოლოგია მტკიცდება კომისიის მიერ მიღებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით – დადგენილებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ დამტკიცებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით.

 

აღნიშნული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის თანახმად, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის (შემდგომში – მეთოდოლოგია) მიზანია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის წესისა და პრინციპების განსაზღვრა. ამ მეთოდოლოგიით ტარიფების გაანგარიშებისას გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების (ზღვრული შემოსავლების რეგულირება) პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას.

 

,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ტარიფები: ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან; ბ) სტიმულს აძლევს საწარმოს, გაზარდოს ეფექტიანობა საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაციის საფუძველზე იმ პირობით, რომ არ მოხდეს საწარმოს მომსახურების ხარისხისა და ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება; გ) ხელს უწყობს საწარმოს ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით; დ) ხელს უწყობს საწარმოს სტაბილურ და საიმედო ფუნქციონირებას; ე) უზრუნველყოფს საწარმოსათვის გამჭვირვალე, სტაბილური და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, 2017 წლის 27 დეკემბრის N48 და N49 დადგენილებებით, სს ,,----–--ისა“ და სს ,,ენ----------------------ას“ მიმართ ახალი სატარიფო განაკვეთების დადგენა განხორციელდა არა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“, არამედ, 2013 წელს, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, რომლითაც წინასწარ განსაზღვრულია გაზრდილი ტარიფები 2025 წლამდე. აღნიშნული პოზიცია სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა მოსარჩელე - შა-–---------–-–---–ის მიერ წარმოდგენილმა სპეციალისტმა - ლ-------------–-–--ლმა (მისი განმარტებით, იგი არის განათლებით ელექტროინჟინერი, მუშაობდა სს ,,----–--ში“, გენერალური დირექტორის აპარატის ენერგოზედამხედველობის სამსახურის უფროსად. ამჟამად, არის ელექტროენერგეტიკის სფეროში შესაბამისობის შეფასების აკრედიტებული სპეციალისტი), რომელმაც ყურადღება გაამახვილა სს ,,----–--ის“ 2017 წლის 04 აგვისტოს N-------- (რეგისტრაციის N--------) განაცხადზე, სადაც აღნიშნულია, რომ სს ,,----–--ი“ ითხოვდა მოქმედი ტარიფების გადახედვას სწორედ საქართველოს მთავრობას, სს ,,სა----------------------ს“, ღ-ს ,,ინ------------“, სს ,,----–--ს“, შპს ,,მ---------------------ს“, სს ,,ხ-------- - 1“-ს და სს ,,ხ---------2“-ს შორის ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ადრე მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის შესახებ მემორანდუმის 2.3.2 და 2.3.4 მუხლების საფუძველზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ სს ,,----–--ის“ მიერ მხოლოდ განაცხადში დაფიქსირებული მოთხოვნა მოქმედი ტარიფების მემორანდუმის საფუძველზე კორექტირების თაობაზე, არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ახალი ტარიფების დადგენა სწორედ აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა, მაშინ როცა კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N48 და N49 დადგენილებების განმარტებით ბარათებში ცალსახად არის მითითებული, რომ სს ,,----–--ისა“ და სს ,,ენ----------------------ასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი და ,,ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, სს ,,----–--ის“ 75% წილის მფლობელი კომპანია, ორ საერთაშორისო არბიტრაჟში აწარმოებს დავას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, იმ მიზეზით, რომ კომისიამ არ გაითვალისწინა მემორანდუმით განსაზღვრული პირობები და სს ,,----–--ის“ ტარიფები დაადგინა მხოლოდ სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. ამდენად, მოსარჩელე მხარის აპელირება სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი ტარიფების 2013 წლის მემორანდუმის საფუძველზე გადაანგარიშების თაობაზე, სრულიად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

7.7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის სტრუქტურის განსაზღვრისას გამოიყენება „სამშენებლო ბლოკების“ მიდგომის მეთოდი. ამ მეთოდით განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ა) კაპიტალური დანახარჯები; ბ) კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები; გ) არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები; დ) საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯი; ე) კორექტირების კომპონენტი; ვ) დანახარჯები ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების შესავსებად, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და გატარების მომსახურება ითვალისწინებს ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგის შევსების ვალდებულებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კაპიტალური დანახარჯების და არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების, აგრეთვე კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების საპროგნოზო ნაწილის (spOpex, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაანგარიშება ხორციელდება საბაზისო წლის აუდირებული მონაცემებისა და რეგულირების პერიოდისათვის საპროგნოზო დანახარჯების გათვალისწინებით, რომლის კორექტირება ხორციელდება „დანახარჯები პლუს“ მეთოდით, წინამდებარე მეთოდოლოგიით განსაზღვრული კორექტირების პრინციპების შესაბამისად, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, საბაზისო წლის აუდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრულ კონტროლირებად საოპერაციო დანახარჯებთან მიმართებაში გამოიყენება „წამახალისებელი რეგულირების“ მექანიზმები, რაც გულისხმობს საწარმოსათვის დანახარჯების ოპტიმიზაციის მიზნით გარკვეული სტიმულების დაწესებას, წინამდებარე მეთოდოლოგიით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,----–--ისა“ და სს ,,ენ----------------------ას“ მიერ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სატარიფო განაცხადებთან ერთად წარდგენილი იქნა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილი ანგარიშები, რომლის წარდგენაც აუცილებელია რეგულირებადი საწარმოსთვის სატარიფო განაცხადის წარდგენის დროს.

 

მოსარჩელის პოზიციით, კომისიას არ გადაუმოწმებია წარდგენილ აუდიტის ანგარიშებში მითითებული მონაცემები და ისე მოახდინა ტარიფების გადაანგარიშება. მეორე მხრივ, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილმა სპეციალისტმა - ლ-------------–-–--ლმა განმარტა, რომ იგი ე.წ. ,,დიდ ოთხეულში“ შემავალი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების კომპეტენციას ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სს ,,----–--ი“ აუდიტორულ კომპანიებთან მოლაპარაკებისას დიდ თანხებს უხდის მათ, რათა აუდიტის ანგარიშში აისახოს მხოლოდ ის საკითხები, რასაც კომპანია დაავალებს. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სპეციალისტს სს ,,ენ----------------------ასთან“ დაკავშირებით, ამგვარი განმარტება არ გაუკეთებია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის ზემოაღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ მხოლოდ სპეციალისტის ზეპირსიტყვიერი განმარტებები არ წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ შედგენილ ანგარიშში ასახული მონაცემების სანდოობის გამაქარწყლებელ მტკიცებულებას, მით უფრო იმ პირობებში, როცა სპეციალისტმა თავად მიუთითა, რომ იგი აუდიტორული კომპანიების კომპეტენციას ეჭვქვეშ არ აყენებს. რაც შეეხება სპეციალისტის აპელირებას, დიდი თანხის სანაცვლოდ აუდიტის ანგარიშში მხოლოდ სს ,,----–--ის“ მიერ მითითებული საკითხების ასახვის შესახებ, ასევე ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, სპეციალისტის ზეპირსიტყვიერი განმარტება კი მხოლოდ იმის გამო, რომ იგი სს ,,----–--ის“ ყოფილი თანამშრომელია, ამგვარი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილმა სპეციალისტმა - გი----------–------მა (მისი განმარტებით, იგი არის კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის კაპიტალური დანახარჯების აუდიტის სამმართველოს უფროსი) განმარტა, რომ სატარიფო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისას, სამსახური ამოწმებს კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების სიზუსტესა და მიზანშეწონილობას, წარდგენილი დოკუმენტაციის სიღრმისეულად შესწავლის გზით, რაც ასახულია გასაჩივრებული დადგენილებების განმარტებით ბარათებში. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ კომისიის მიერ შესწავლილი იქნა არამხოლოდ საწარმოების წინა - 2016 წლის ანგარიში, არამედ ყველა წლის ანგარიში კომპანიების დაარსების დღიდან, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ყოველმხრივ და სიღრმისეულად გამოკვლევაზე მიუთითებს. ამდენად, მოსარჩელის არგუმენტი წარდგენილ აუდიტორულ ანგარიშებში მითითებული მონაცემების გადამოწმებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

7.8. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინვესტიციების მოზიდვა და განხორციელება ელექტროენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ინვესტიციების გათვალისწინება კი თავის მხრივ იწვევს ელექტროენერგიის როგორც გადაცემის, ისე განაწილების ტარიფების ზრდას, რაც საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს სამომხმარებლო ტარიფის ზრდაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N48 და N49 დადგენილებებით განსაზღვრული სატარიფო განაკვეთების ზრდის ერთ-ერთ საფუძველს სწორედ ინვესტიციები წარმოადგენდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით მოწვეული პირის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლის - გი----------–------ის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაზე, სადაც სპეციალისტმა მიუთითა იმ ძირითად საინვესტიციო მიმართულებებზე, რა მიმართულებითაც ხორციელდება ინვესტიციები ელექტროენერგეტიკის სფეროში. ეს ძირითადი მიმართულებებია: მიწოდების უსაფრთხოების და საიმედოობის გაზრდა; სისტემის მდგრადობის გაუმჯობესება; ქსელში დანაკარგების შემცირება; ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება; N-1 კრიტერიუმის დაკმაყოფილება; განახლებადი ენერგიის ქსელში ინტეგრაცია; ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთება და სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

 

მოსარჩელე - შა-–---------–-–---–ის პოზიციით, კომისიის მხრიდან ადგილი აქვს საინვესტიციო მიმართულებების ხელოვნურად გაორებას, ვინაიდან რამდენიმე მიმართულება ერთმანეთს მოიცავს. საინვესტიციო მიმართულებების ხელოვნურად გაზრდით კი იზრდება ინვესტიციების რაოდენობაც.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ სპეციალისტის მიერ არასამართლებრივი, სპეციფიკური საკითხების მხარეებისა და სასამართლოსთვის თვალსაჩინო ფორმით წარმოდგენის მიზნით შემუშავებული პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი ძირითადი საინვესტიციო მიმართულებები ბუნებრივია არ გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული ინვესტიცია აუცილებლად მხოლოდ ერთი მიმართულებით უნდა განხორციელდეს, ან პირიქით. სპეციალისტმა თავად აღნიშნა, რომ შესაძლებელია ერთი ინვესტიცია რამდენიმე მიმართულებით იქნას განხორციელებული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საინვესტიციო მიმართულებების კონკრეტული ჩამონათვალი კანონმდებლის მიერ ცალკე განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, შესაძლებელია აღნიშნული მიმართულებების გაზრდა, შემცირება ან სხვაგვარი ფორმულირებით ჩამოყალიბება, კონკრეტული პირის მიერ მისი შეხედულებით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზის საფუძველზე. საინვესტიციო მიმართულებების რაოდენობის ცვლილება კი ცხადია გავლენას ვერ იქონიებს ინვესტიციების რაოდენობის ხელოვნურად ზრდაზე, ვინაიდან კონკრეტული საინვესტიციო პროექტი კომისიის მიერ განიხილება დამოუკიდებლად, მისი მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და არა ერთი პროექტის მხოლოდ ერთი საინვესტიციო მიმართულებით განხორციელების წინასწარ დადგენილი წესით. ამდენად, მოსარჩელის არგუმენტი სპეციალისტის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო მიმართულებების რაოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

რაც შეეხება, ტარიფების გადაანგარიშებისას სამომავლო ინვესტიციების გათვალისწინების საკითხს, სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ახალი ტარიფების დადგენისას კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნა როგორც უკვე განხორციელებული, ისე სამომავლო ინვესტიციები. მოსარჩელის პოზიციით, ტარიფში სამომავლო ინვესტიციების ასახვა ეწინააღმდეგება ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, სადაც მითითებულია, რომ კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ფასები და ტარიფები შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ბაზრის ოპერატორსა და მიმწოდებლებს, უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციის უკუგება გონივრულ ვადებში, დაფარონ თავიანთი მიმდინარე ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურებს და სხვა დანახარჯებს. ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს), რომელიც საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად. ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები იფარება მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისაგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების პროპორციულად. ამდენად, ვინაიდან აღნიშნულ ნორმებში მითითებულია ლიცენზიატების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებსა და გაწეულ დანახარჯებზე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ უკვე განხორციელებული ინვესტიციები და არა ლიცენზიატის მიერ მომავალში განსახორციელებელი ინვესტიციები, რომლებიც მისივე განმარტებით, შეიძლება არც კი განხორციელდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმებში ლიცენზიატების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებსა და გაწეულ დანახარჯებზე მითითება არ გულისხმობს იმას, რომ ტარიფის გაანგარიშებისას მხოლოდ უკვე განხორციელებული ინვესტიციები უნდა იქნას გათვალისწინებული და სამომავლო ინვესტიციების გათვალისწინება ეწინააღმდეგება ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. სასამართლო მიუთითებს, რომ ინვესტიციების განსაზღვრისთვის შეფასებული უნდა იქნეს აღნიშნული კანონის ცალკეული ნორმები არა მათი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის, არამედ ერთობლიობაში, კანონის მიზნიდან გამომდინარე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და განმარტავს, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით კომისია უფლებამოსილია დაადგინოს გრძელვადიანი ტარიფები. გრძელვადიანი ტარიფების დადგენა კი გულისხმობს საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინების აუცილებლობას ტარიფში, მათ შორის, თითოეული სატარიფო წლისთვის წლიური ცვეთის და ამონაგების გათვალისწინებას იმ ინვესტიციებზე, რომლებიც განხორციელდება შესაბამის სატარიფო წელს. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, რეგულირებადი აქტივების ბაზის ფორმირებაში მონაწილეობს როგორც საწარმოს არსებული (მოქმედი) აქტივები, ასევე კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული (დაგეგმილი) აქტივები, ხოლო ამავე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი (t+i) სატარიფო წლის დასაწყისისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: (3),სადაც:

i – სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n);

RAB t+i – რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლის დასაწყისში (ლარი);

TA t-1 – მატერიალური აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება საბაზისო წლის ბოლოს (ლარი);

IA t-1 – არამატერიალური აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება საბაზისო წლის ბოლოს (ლარი);

TP t-1 – მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება საბაზისო წლის ბოლოს (ლარი);

IL t-1 – გაუფასურების ზარალის ღირებულება საბაზისო წლისთვის (ლარი);

RA t+j – ტარიფის გაანგარიშების და სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ექსპლუატაციიდან გასასვლელი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება (ლარი);

pINV t+j – კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული (დაგეგმილი) აქტივების ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი);

D t+j – წლიური ცვეთა/ამორტიზაცია სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის, რომელიც ერიცხება არსებულ და დაგეგმილ მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს (ლარი);

pTP t+j – მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი);

pDTP t+j – მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილ აქტივებზე დარიცხული წლიური ცვეთა/ამორტიზაცია სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი).

 

ამდენად, ტარიფში გასათვალისწინებელი წლიური ამონაგების განსაზღვრისათვის ხდება ამონაგების პროცენტის მიყენება არა წლის დასაწყისისთვის არსებულ რეგულირებადი აქტივების ბაზის საწყის ღირებულებაზე, არამედ წლის ბოლოს მდგომარეობით საპროგნოზო ნაცვეთ (შესაბამისი სატარიფო წლის ცვეთით შემცირებულ) ღირებულებაზე. აღნიშნული კი სრულ შესაბამისობაშია ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან“, რომელიც ითვალისწინებს ტარიფში რეგულირებად საქმიანობაში ჩართულ აქტივებზე უკუგების ასახვას, ვინაიდან წლის განმავლობაში შესაქმნელი აქტივი წლის ბოლოსთვის უკვე შესული იქნება ექსპლუატაციაში.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის სატარიფო წელს არ განხორციელდება დაგეგმილი ინვესტიცია, ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ IV თავი ითვალისწინებს ტარიფების კორექტირების მექანიზმს, საწამოს მიერ გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების შესაბამისად. აღნიშნული კი გულისხმობს საწარმოს მიერ შეუსრულებელ საინვესტიციო პროექტებზე ტარიფით მიღებული შემოსავლების უკან დაბრუნებას მომხმარებლის სასარგებლოდ, დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით, შესაბამისად, ინვესტორი საბოლოოდ უკუგებას იღებს ფაქტობრივად განხორციელებული დანახარჯების გათვალისწინებით, რაც სრულად შეესაბამება ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ფასები და ტარიფები ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ბაზრის ოპერატორსა და მიმწოდებლებს, აძლევს შესაძლებლობას უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციის უკუგება გონივრულ ვადებში.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით მოწვეული პირის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლის - გი----------–------ის განმარტებაზე, სადაც სპეციალისტმა მიუთითა, რომ ტარიფების დადგენისას სამომავლო ინვესტიციების ტარიფში ასახვა არ ნიშნავს იმას, რომ დადგენილი ტარიფით ხდება ინვესტიციის სრული მოცულობის ამოღება ინვესტიციის განხორციელების წელს. მან აღნიშნა, რომ გრძელვადიან აქტივებში განხორციელებული ინვესტიციის ამოღება საწარმოს მიერ ხორციელდება შესაბამისი გრძელვადიანი აქტივის სიცოცხლის ხანგრძლივობის განმავლობაში. ამდენად, ტარიფის დადგენისას მასში სამომავლოდ განსახორციელებელი ინვესტიციების ასახვა მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საწარმოს მიერ ცვეთისა და ამონაგებისგან შემდგარი უკუგების მიღება იწყება ინვესტიციების განხორციელების წელს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ტარიფების გადაანგარიშებისას, მასში საწარმოს მიერ სამომავლოდ განსახორციელებელი ინვესტიციების ასახვა არ ეწინააღმდეგება ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ტარიფში სამომავლო ინვესტიციების ასახვას ასევე ითვალისწინებდა კომისიის 2011 წლის 8 ივნისის N8 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია“ (ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით), რომლის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგულირებადი აქტივის ბაზაში განსახორციელებელი (დაგეგმილი) ინვესტიციების წინასწარ ასახვა შესაძლებელია დასაბუთებული საინვესტიციო პროგრამის (ბიზნესგეგმა, დაფინანსების წყაროები, ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრები და სხვა ინფორმაცია) კომისიასთან წინასწარ შეთანხმების შემდეგ, ხოლო საინვესტიციო ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება ტარიფის კორექტირება ამ მეთოდოლოგიის პირობების შესაბამისად. ამდენად, ტარიფების გაანგარიშებისას სამომავლო ინვესტიციების გათვალისწინება არ წარმოდგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით“ დადგენილ ახალ პრინციპს. აღ-ანიშნავია ის გარემოებაც, რომ სატარიფო მეთოდოლოგია ნორმატიულ აქტს წარმოადგენს და იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე მხარე არ ეთანხმებოდა მას, შეეძლო გაესაჩივრებინა იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა მისი მხრიდან აღნიშნული აქტის გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ დღემდე მოქმედ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, რომლითაც ხელმძღვანელობს კომისია ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების საკითხის განხილვისას. სწორედ აღნიშნული აქტი უდევს საფუძვლად, კომისიის მიერ სადავო 2017 წლის 27 დეკემბრის N48 და N49 დადგენილებების გამოცემას.

 

7.9. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი მოიცავს ელექტროენერგიის შესყიდვასა და განაწილებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს. ამავე მეთოდოლოგიის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ტარიფების გაანგარიშებისას კომისია ხელმძღვანელობს საწარმოს მიერ საბაზისო წელს შესყიდული და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობების ფაქტობრივი მონაცემებით, სექტორში მოხმარების დინამიკის გათვალისწინებით ან/და ტარიფის გაანგარიშების წელს სატარიფო რეგულირების პერიოდის პირველი სატარიფო წლისთვის დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსებით, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის განსაზღვრისათვის საწარმო ვალდებულია კომისიას წარუდგინოს სატარიფო რეგულირების პერიოდის პირველი სატარიფო წლისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ელექტროენერგიის კონკრეტული წყაროებიდან შესყიდვის სავარაუდო რაოდენობა და ფასი, აგრეთვე ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა საპროგნოზო დანახარჯები, როგორიცაა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის მომსახურებასა და გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯები. წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით კომისია ადგენს საწარმოს მიერ სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასს.

 

აღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი ორი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება, ესენია: ელექტროენერგიის შესყიდვასა და განაწილებასთან დაკავშირებული დანახარჯები. თავის მხრივ, ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი (ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი) მოიცავს ენერგიის საშუალო შეწონილ ფასს, დისპეტჩერეზაციისა და გადაცემის ტარიფებს და გარანტირებული სიმძლავრის საფასურს, რომელთა დადგენაც კომისიის მიერ ხდება შესაბამისი პერიოდისათვის. ზემოაღნიშნული ყველა კომპონენტის ტარიფის ერთობლიობა კი საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს სამომხმარებლო ტარიფში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2017 წლის 27 დეკემბრის N48 და N49 დადგენილებების საფუძველზე, სს ,,----–--ისა“ და სს ,,ენ----------------------ასთვის“ ტარიფების დადგენამდე, კომისიის მიერ 2017 წლის განმავლობაში დადგენილი იქნა სხვადასხვა ტარიფები და საფასურები. მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები, გარანტირებული სიმძლავრის საფასურები, დისპეტჩერიზაციის ტარიფი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფები 3 ლიცენზიატისათვის, რომლებიც ცხადია კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნა გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა, შესაბამისად, მხარე ეთანხმება ყველა იმ აქტს, რომლითაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა სხვადასხვა სატარიფო განაკვეთები და საფასურები იმ ძირითადი კომპონენტებისათვის, რაც საბოლოოდ აისახება ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფში და რომელთა გათვალისწინების გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სს ,,----–--ისა“ და სს ,,ენ----------------------ასთვის“ ახალი ტარიფების დადგენა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული კომპონენტებიდან, გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე დადგენილი ტარიფების ზრდის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდა ენერგიის კომპონენტის ზრდა. მოპასუხის განმარტებით, ენერგიის კომპონენტის ზრდა გამოწვეული იყო ერთი მხრივ, ელექტროენერგიის მოხმარების, ხოლო მეორე მხრივ, ჰესების ტარიფების ზრდით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილმა სპეციალისტმა - გი----------–------მა განმარტა, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა იწვევს ძვირადღირებული ელექტროენერგიის წილის ზრდას ელექტროენერგიის მთლიან ღირებულებაში. ამდენად, გენერაციასა და მოხმარებას შორის დეფიციტის დაფარვა ხდება იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე, რომელიც ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურებიდან მიღებულ ენერგიაზე ძვირადღირებულ ენერგიას წარმოადგენს, ვინაიდან მასზე გავლენას ახდენს ვალუტის კურსის ცვალებადობა. მეორე მხრივ კი, ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების ზრდა გამოწვეული იქნა მათ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ინვესტიციებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტის - ლ-------------–-–--ლის განმარტებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ნამდვილად აქვს ადგილი, თუმცა მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ენერგიის მოხმარების ზრდა გადაფარულია იმპორტით, რომლის მაჩვენებელიც წინა წელთან შედარებით 213%-ით არის გაზრდილი, თანაც იმ წელს, როცა ლარის კურსი გაუფასურდა. აღნიშნული გარემოებები კი სპეციალისტის პოზიციით, იწვევს ეჭვს, რომ ხდება ენერგიის გაყიდვა და შემდგომ მისი უკან შესყიდვა გაზრდილი ოდენობის ტარიფით, რაც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს ახსენებს. მანვე აღნიშნა, რომ სემეკის მონაცემებში ბალანსი დაცულია და გაყიდული ენერგიის ხელმეორედ, უფრო ძვირ ფასად შესყიდვასთან დაკავშირებით პოზიცია, მხოლოდ მის ვარაუდს წარმოადგენს და იგი არაფერს ამტკიცებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარემოებები, რომლებიც არ არის დადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებებით, ვერ გახდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხრიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი ტარიფების მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა დარღვევით გადაანგარიშების დამადასტურებელი მტკიცებულება, მაშინ როცა სპეციალისტი თავად მიუთითებს სემეკის მონაცემებში დაცულ ბალანსსა და შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით მხოლოდ მისი ვარაუდის შესახებ. ამდენად, მოსარჩელე მხარისა და მის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტის არგუმენტები ენერგიის მოხმარების კომპონენტის ზრდასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

რაც შეეხება, ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის ტარიფში გათვალისწინებას, სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების განმარტებითი ბარათებისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების, ასევე სპეციალისტის განმარტების თანახმად, დადგენილი ტარიფების ზრდის გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენდა ისეთი შემთხვევების ტარიფში ასახვა, რომლის დროსაც ახალი აბონენტის მიერ გადახდილი მიერთების საფასური ნაკლები იყო მიერთებისათვის კომპანიის მიერ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯზე, რის გამოც კომპანიას უწევდა დამატებითი ხარჯების გადახდა. ამასთან, მათივე განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევებს მხოლოდ ფიქსირებული საფასურის გადახდის შემთხვევაში შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, აბონენტის მიერ მიერთებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი აბონენტი სრულად ფარავს ფაქტობრივ დანახარჯებს.

 

მოსარჩელის პოზიციით, ახალი აბონენტების მიერ მიერთებისთვის გადახდილი ფიქსირებული საფასური არამხოლოდ სრულად ფარავს კომპანიის მიერ მიერთებისთვის ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს, არამედ აჭარბებს კიდეც მას, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებული დადგენილებების განმარტებითი ბარათების თანახმად, 2016 წელს განხორციელებული მიერთებებიდან რიგ შემთხვევებში, კომპანიისთვის მომხმარებლებისაგან მიერთების საფასურით მიღებული შემოსავალი აღემატებოდა მიერთების ხარჯს, რაც კომისიის მიერ გამოკლებული იქნა საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზიდან, ხოლო რიგ შემთხვევებში კომპანიას უწევდა დამატებითი ხარჯების გაწევა. ამდენად, ცალსახაა, რომ ახალი აბონენტის მიერ გადახდილი მიერთების საფასური ყველა შემთხვევაში არ აჭარბებდა კომპანიის მიერ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯს, რაც კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნა ტარიფების გადაანგარიშებისას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ ახალი აბონენტის მიერ გადახდილი მიერთების საფასური ყველა შემთხვევაში ფარავს და აჭარბებს კიდეც საწარმოს მიერ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს, დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

ამასთან, ახალი აბონენტის მიერთების საფასურთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილმა სპეციალისტმა - ლ-------------–-–--ლმა განმარტა, რომ ახალი აბონენტი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ფიქსირებულ საფასურს - 400 ლარს და ასევე, საწარმო, რომელსაც მეტი სიმძლავრის ენერგიის მიწოდება სურს და იხდის გაცილებით მეტ ფიქსირებულ თანხას. სპეციალისტის პოზიციით, იმ შემთხვევაში, თუკი ფიზიკური პირის ახალ აბონენტად მიერთებისთვის კომპანიის მიერ ფაქტობრივად გაწეული იქნება გადახდილ საფასურზე მეტი ოდენობის ხარჯი, მისი დაფარვა ხდება საწარმოს მიერ გადახდილი ფიქსირებული თანხიდან, რომელიც გაცილებით მეტია ფიზიკური პირისთვის დადგენილ საფასურზე. ამდენად, სპეციალისტის განმარტებით, ფიზიკური პირისა და საწარმოს მიერ გადახდილი მიერთების ფიქსირებული საფასურები სრულად ფარავენ ერთმანეთს. სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი აბონენტის მიერთების საფასურის ტარიფში განსაზღვრა არასწორია, ვინაიდან ახალი აბონენტის მიერთება და მოხმარებული ელექტროენერგია სხვადასხვა პროდუქტებია, მათთვის ცალ-ცალკე ტარიფებია დადგენილი და ამ ტარიფების ერთმანეთში არევა არ უნდა ხდებოდეს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომლის დანართი N4 და დანართი N7-ის თანახმად, მიერთების ფიქსირებული საფასურები დადგენილია მხოლოდ დაბალი და საშუალო ძაბვის მომხმარებლებისათვის, ხოლო ამავე წესების 261 მუხლის მე-10 პუნქტი ადგენს, რომ თუ ადგილი აქვს 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას გამანაწილებელ ქსელზე ან ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიანტსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით. ამდენად, 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების მიერთების შემთხვევაში, არ არსებობს მიერთების ფიქსირებული საფასური, შესაბამისად, იგი ვერ გადაფარავს ფიზიკური პირების მიერ დაბალი ძაბვის მიერთების მოთხოვნით გადახდილი საფასურის დროს, კომპანიის მიერ ფაქტობრივი დანახარჯების შესაძლო მეტობის შემთხვევაში, გაწეულ დამატებით ხარჯს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ვერ იქნება გათვალისწინებული ტარიფის გაანგარიშების დროსაც. ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შეამციროს საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახული აქტივების და რეგულირებად საქმიანობაში დასაქმებული ადამიანური რესურსების სხვა (რეგულირებად ან არარეგულირებად) საქმიანობაში გამოყენებიდან და ექსპლუატაციიდან გასული აქტივის რეალიზაციიდან მიღებული მოგებით, საწარმოს ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებიდან მიღებულ შემოსავალსა და მიერთებაზე გაწეულ დანახარჯებს შორის დადებითი სხვაობით, აგრეთვე მესამე მხარისაგან საწარმოს მიერ საოპერაციო დანახარჯების დაფინანსების მიზნით მიღებული სახსრებით (სრულად ან ნაწილობრივ). ამასთან, ექსპლუატაციიდან გასული, სრულად გაცვეთილი რეგულირებადი აქტივების რეალიზაციის შემთხვევაში, კომისია საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზას შეამცირებს აღნიშნული რეგულირებადი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული მოგების 50%-ით.

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და განმარტავს, რომ მიერთებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოგების 50%, რომელსაც იღებს განაწილების ლიცენზიატი, აკლდება მათ რეგულირებადი დანახარჯების ბაზას. შესაბამისად, ასეთი მიერთებების შემთხვევაში მომხმარებელი არათუ არ იხდის არაფერს, არამედ პირიქით, მიერთების შედეგად მიღებული მოგების 50%-ით მცირდება განაწილების ლიცენზიატის მიერ სატარიფო წელს მისაღები შემოსავალი, რომლის დაფინანსებაც უნდა უზრუნველყოს ტარიფმა. აღნიშნული მითითებულია გასაჩივრებული დადგენილებების განმარტებით ბარათებშიც.

 

რაც შეეხება, სპეციალისტის პოზიციას ახალი აბონენტის მიერთებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფების არევის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ მართალია აღნიშნული პროდუქტებისთვის ცალ-ცალკე ტარიფია დადგენილი, თუმცა უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ახალი აბონენტის მიერთების ტარიფები, გარდა მაღალი ძაბვის (35 კვ. და უფრო მეტი) აბონენტებისა, ფიქსირებულია, რაც რიგ შემთხვევებში ფარავს კომპანიის მიერ მიერთებისთვის ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს, რიგ შემთხვევებში კი არა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ახალი აბონენტების მიერთებით კომპანიას წარმოექმნება როგორც შემოსავალი, ისე დამატებითი ხარჯები, რაც უდავოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული საწარმოს რეგულირებადი აქტივებისა და დანახარჯების ბაზის განსაზღვრისას. ეს უკანასკნელი კი, ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

 

7.10. სასამართლო მიუთითებს ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაზე (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, სს „თე-–---ს“ აბონენტებისათვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში). ამავე დადგენილების მე-111 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს „ენ----------------------ას“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს ქსელში მიღებული და ქსელიდან გაცემული ენერგიის აღრიცხვის ტექნოლოგიური ციკლის ხარვეზებზე, სინქრონულობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ქსელში ფაქტობრივი დანაკარგების მაღალი სიზუსტით განსაზღვრისათვის აუცილებელია ქსელში მიღებისა და გაცემის მრიცხველების ერთდროულად წაკითხვა, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ძაბვის ყველა საფეხურზე მიღება-გაცემის წერტილებში აღრიცხვის ავტომატიზირებულ სისტემაში ჩართული აღრიცხვის ხელსაწყოების არსებობას, ანუ მთელი ქსელის ე.წ. ,,ჭკვიანი აღრიცხვის“ სისტემით აღჭურვას.

 

დადგენილია, რომ ე.წ. ,,ჭკვიანი აღრიცხვის“ სისტემა ამ ეტაპზე საქართველოში შემოღებული არ არის, თუმცა მოპასუხის განმარტებით, ამჟამად, ,,Twinning”-ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კომისია აქტიურად მუშაობს ,,ჭკვიანი აღრიცხვის“ სისტემის შემოღების ეროვნული სტრატეგიის დასამუშავებლად. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს, რომ ლიცენზიატების მიერ დადგენილი პრაქტიკით, სს ,,ენ----------------------ა“ მრიცხველებს კითხულობს საანგარიშსწორებო თვის ბოლო სამ და მომდევნო თვის პირველი სამი დღის განმავლობაში, ერთი და იგივე შემოვლის მარშრუტით, ხოლო სს ,,----–--ი“ ასევე ერთი და იგივე შემოვლის მარშრუტით მრიცხველებს კითხულობს ე.წ. ,,ბლოკური“ პრინციპით, თვის სამუშაო დღეებში, თანამშრომლების დატვირთულობის თანაბრად გადანაწილებით. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ვიზუალური წაკითხვის როგორც ერთი, ასევე, მეორე პრინციპის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ქსელში მიღება-გაცემის ერთდროულად დაფიქსირების საშუალებას, იქედან გამომდინარე, რომ ქსელში მიღების დაფიქსირება სრულდება საანგარიშსწორებო თვის 00:00 საათზე, ხოლო გაცემის ფიქსირება გრძელდება გარკვეული დღეების განმავლობაში, თუმცა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომხმარებელზე დარიცხვა ხდება მასზე მიმაგრებული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს ე.წ. ,,ძველი“ და ,,ახალი“ ჩვენებების საშუალებით, 30 კალენდარულ დღეზე. აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, სრულად შეესაბამება ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებით დადგენილ მოთხოვნას, რომლითაც ტარიფები განსაზღვრულია 30 კალენდარულ დღეში მოხმარებულ ენერგიაზე. ამასთან, იმ პირობებში, როცა ამ ეტაპზე საქართველოში არ მოქმედებს ე.წ. ,,ჭკვიანი აღრიცხვის“ სისტემა, რაც მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს და ხდება ქსელში დანაკარგების წარმოქმნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ქსელში დანარგების შემცირების ტენდენციას, რაც მისასალმებელია. აღ-ანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქსელში ფაქტობრივი დანაკარგების მაღალი სიზუსტით განსაზღვრისთვის აუცილებელი მექანიზმის არარსებობის პირობებში, მოსარჩელე მხარის ზეპირსიტყვიერი აპელირება ასეთი დანაკარგების გაზრდილი ოდენობის გამო, ტარიფის გაზრდის თაობაზე, დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

7.11. სასამართლო მიუთითებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ფასები და ტარიფები ხელს უწყობს ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის ან მიმწოდებლის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ბაზრის ოპერატორი ან მიმწოდებელი აკმაყოფილებს კანონმდებლობის ან/და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ლიცენზიატებს (სს ,,----–--ი“ და სს ,,ენ----------------------ა“) გააჩნიათ თავიანთი საქმიანობის ეფექტურად მართვის ვალდებულება, რაც მათ მიერ არ ხორციელდება. შესაბამისად, არაეფექტურად მართვის გამო კომპანია ვერ იღებს საკმარის შემოსავალს, რის გამოც ითხოვს ტარიფების ზრდას. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილმა სპეციალისტმა მიუთითა, რომ სს ,,----–--ს“ გააჩნდა დებიტორული დავალიანებები, რომელთა ჩამოწერაც განახორციელა სემეკმა, დავალიანებების ხანდაზმულობის მოტივით. ამდენად, არაეფექტურად მართვის გამო, სს ,,----–--მა“ ვერ მიიღო ის თანხები, რაც უნდა მიეღო, მათი დროულად ვერამოღებისა და ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო, შესაბამისად, მხარის პოზიციით, აღნიშნულმა განაპირობა კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდის მოთხოვნის დაყენება. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, სს ,,----–--ს“ არაერთი სამართლებრივი დავა აქვს წაგებული და სასამართლოს მხრიდან დაკისრებული აქვს გარკვეული ოდენობის თანხები, შესაბამისად, კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებები, რომლებსაც არ ანაზღაურებს და რომლებიც, მხარის პოზიციით, ასევე ასახული იქნა ტარიფში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მე-5 მუხლიდან გამომდინარე, ტარიფში გაითვალისწინება საოპერაციო დანახარჯები, კაპიტალური დანახარჯები, ნორმატიული დანაკარგების ღირებულება, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საპროცენტო ხარჯი და კორექტირების კომპონენტი. ამდენად, სატარიფო მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ტარიფის დადგენისას, მასში კომპანიის დებიტორული დავალიანებებისა და მომხმარებელზე დარიცხული თანხების ხანდაზმულობის გამო ჩამოწერის შედეგად, ვერმიღებული შემოსავლის გათვალისწინებას. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების განმარტებით ბარათებში არსად არ არის მითითებული, რომ სემეკის მიერ ტარიფების დადგენისას გათვალისწინებული იქნა სს ,,----–--ის“ დებიტორული დავალიანებები ან ვერმიღებული შემოსავლები (ჩამოწერილი დავალიანებები). ამდენად, მოსარჩელე მხარის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

7.12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნების ერთ-ერთ არგუმენტად ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-7 და 39-ე მუხლებს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლს და 25-ე მუხლის პირველ პუნქტს და ასევე, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს.

 

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ყოველი სახელმწიფო ვალდებულია არსებული რესურსების ფარგლებში მოსახლეობის სოციალური უფლებების დასაცავად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავდეს, რათა ამ უფლებათა დაცვის, სულ მცირე, მინიმალურად აუცილებელი დონე მაინც რომ უზრუნველყოს. სხვანაირად, აზრი ეკარგება სახელმწიფოთა საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მოქმედებანი ამ მიმართულებით სტაბილურ, ევოლუციურ ხასიათს უნდა ატარებდეს და დადებითი დინამიკით გამოირჩეოდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N48 და N49 დადგენილებები სრულად შეესაბამება იმ საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს, რომლის შესასრულებლადაც იქნა ისინი მიღებული. კერძოდ, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მოთხოვნებს. ამასთან, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კონსტიტუციურობის შეფასება არ წარმოადგენს მოცემული დავის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს. მოსარჩელეს უფლება აქვს სადავო გახადოს გასაჩივრებული დადგენილებებისა და მათ საფუძვლად არსებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის გზით.

 

რაც შეეხება, მოსარჩელე მხარის აპელირებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული სამართალწარმოების ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილული იქნა კონკრეტული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კონსტიტუციურობის საკითხი. შესაბამისად, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები ავტომატურად არ მიუთითებენ გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არაკონსტიტუციურობაზეც. ამდენად, მოსარჩელის აპელირება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

7.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება არ არის აბსოლუტური და იგი მოსარჩელეს არ ათავისუფლებს მტკიცების ტვირთისაგან იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტული მტკიცებულებებით ადასტურებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობას. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების გაქარწყლების და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი მოსარჩელეზე გადადის.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ზემოთ მითითებულ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი წარმოების მასალებით, ხოლო მოსარჩელის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც საფუძვლიანად გააქარწყლებდა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტის - ლ-------------–-–--ლის ზეპირსიტყვიერი განმარტებები მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სს ,,----–--ის“ ყოფილი თანამშრომელია, არ წარმოადგენს გასაჩივრებული დადგენილებების ბათილად ცნობის საფუძველს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სპეციალისტი საუბრობდა მხოლოდ სს ,,----–--თან“ დაკავშირებით და სს ,,ენ----------------------ას“ მიმართ კონკრეტული საკითხები არ განუხილია. ზოგად საკითხებთან დაკავშირებით კი, სპეციალისტის ზეპირსიტყვიერი განმარტებები, მაშინ როცა იგი თავადვე აღნიშნავდა, რომ იგი არაფერს ამტკიცებდა, არ წარმოადგენს გასაჩივრებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებსა და განმარტებით ბარათებში მითითებული გარემოებების გამაქარწყლებელ მტკიცებულებას.

 

7.14. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N48 და N49 დადგენილებები არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, გასაჩივრებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 300 (სამასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: მერი გულუაშვილი