მუხლი 120. ზეპირი მოსმენა. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
თავი IX — საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
1. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც გამოიყენება ამ კოდექსის 110-ე–112-ე მუხლების დებულებები. ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში.
2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გადადების შესაძლებლობა, ადმინისტრაციული ორგანო წინასწარ აცხადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გადადების შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
მთავარი მონაცემები
ვადა10 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
…უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც გამოიყენება ამ კოდექსის 110-ე–112-ე მუხლების დებულებები. ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში ( ზაკ-ის 120.1 მუხლი). თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის…
…წარმოების დაწყების შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ “...”, აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა ზეპირი მოსმენა და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, რომლის…
მე-13, 95-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების, 96-ე მუხლის 1-ელი ნაწილის, 971-ე მუხლის 1-ელი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტების, 110-ე, 112-ე, 115-ე, 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე და 120-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორი შეფასება მისცა…
…დეკლარაციის მე-17 მუხლით. მოსარჩელის მითითებით, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დადგენილება დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უკანონოა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120.1, 110-ე, 112-ე, 95.2, 96.1, 11.4 მუხლების მოთხოვნები, რამდენადაც თ. ლ-ია, როგორც დაინტერესებული მხარე არ იყო მიწვეული სხდომაზე. სადავო აქტით გაუარესდა მოსარჩელის…
…ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით კომისიამ დაარღვია როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ერთთვიანი ვადა, ასევე ამავე კოდექსის მე-13, 110-ე, 111-ე და 120-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან 2006 წლის 19 ოქტომბერს გამართული საჯარო სხდომის დღის წესრიგს წარმოადგენდა შპს,,...” ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიაში…