მუხლი 119. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის წარდგენა
თავი IX — საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში მოამზადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
მთავარი მონაცემები
ვადაერთი თვის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
…მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში მოამზადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ( ზაკ-ის 119-ე მუხლი). საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც გამოიყენება ამ კოდექსის 110-ე–112-ე მუხლების დებულებები.…
მე-4, მე-13, 95-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების, 96-ე მუხლის 1-ელი ნაწილის, 971-ე მუხლის 1-ელი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტების, 110-ე, 112-ე, 115-ე, 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე და 120-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორი შეფასება…
…_ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა თავისი უმოქმედობით დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი, 96-ე მუხლის I ნაწილი, 97-ე მუხლი, მე-100 მუხლის I ნაწილი, 101-ე და 119-ე მუხლები. ნ. ო-ძემ 2008 წლის 16 ოქტომბერს წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მიუთითა, რომ მის მიერ 2008 წლის 15 მაისს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე ქ. თბილისის…
…მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საჯარო ადმინისტრაციული წამროების მიმდინარეობიასას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ. ამავე კოდექსის 119-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია…