მუხლი 113. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
თავი VIII — ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება
1. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 დღის ვადაში.
2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
მთავარი მონაცემები
ვადა5 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-825(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
…ქალაქის ფარგლებში სხვა მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის ფართობის ზღვრული ოდენობა, რაც ქალაქის ფარგლებში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისთვის შეიძლებოდა გადასცემოდა პირს, განსაზღვრული იყო საქართველოს სსრ მიწის კოდექსით. კერძოდ, 113-ე მუხლის მიხედვით, საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს, აგრეთვე მოქალაქეებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთები ეძლეოდათ…
საქმე №ბს-724(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
…მონაწილეობის მიღების, ზეპირი მოსმენის ჩატარების შემდეგ ე.ზ-ს გააჩნდა კანონიერი მოლოდინი იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. სზაკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გამართვა უქმნის ადმინისტრაციულ ორგანოს ზეპირი მოსმენის გამართვიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში ინდივიდუალური…
…მონაწილეობის მიღების, ზეპირი მოსმენის ჩატარების შემდეგ შპს „…“ გააჩნდა კანონიერი მოლოდინი იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. სზაკ-ის 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 113-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ზეპირი მოსმენის გამართვა უქმნის ადმინისტრაციულ ორგანოს ზეპირი მოსმენის გამართვიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში ინდივიდუალური…
…გამოიცა საბჭოს 2007 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე, იგი დათარიღებულ იქნა 2007 წლის 19 ნოემბრით, რითაც ფაქტობრივად აკრედიტაციის საბჭოს მიერ ერთ საკითხზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორი სხვადასხვა რიცხვით. სზაკ-ის 113-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს: «თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ზეპირი მოსმენის…
…ნაკვეთის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით დავის თაობაზე, რომლის განხილვის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად ცნობა, საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 21 მარტის ზეპირი მოსმენის ¹ა/წ-22 სხდომის ოქმის თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 113-ე მუხლის შესაბამისად უნდა იქნეს გამოცემული ადმინისტრაციული აქტი 2004 წლის 21 იანვრის გეგმა-ნახაზის ბათილად ცნობის…