მუხლი 108. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში
თავი VIII — ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება
1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარის უარი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღებაზე არ აჩერებს ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებას.
3. დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(163)
საქმე №ბს-1237(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
…საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული…
საქმე №ბს-32(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
…ნორმით გათვალისწინებული (მე-3 მუხლის 2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი) თუნდაც ერთ-ერთი გარემოების არსებობა გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას. კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 107-ე, 108-ე მუხლებზე. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სადავო აქტების კანონიერების დასაბუთება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ…
საქმე №ბს-560(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
…დანარჩენ ნაწილში -სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლის მიხედვით არ განსაზღვრულა საკითხის გადაწყვეტით დაინტერესებულ პირი და ის არ ყოფილა მიწვეული საქმის განხილვაზე. სააპელაციო…
საქმე №ბს-662(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
…ეყრდნობა უტყუარად დადასტურებულ მტკიცებულებებს, რაც კონსტიტუციით დაცული სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფის საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, 107-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 108-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 95-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებსა და 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით პალატამ…
საქმე №ბს-105(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
…პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო…
საქმე №ბს-208(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.09.2023
საქმე №ბს-96(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2022
საქმე №ბს-574(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.12.2022
საქმე №ბს-868(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2022
საქმე №ბს-71(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
საქმე №ბს-280(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
საქმე №ბს-1026(3კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
საქმე №ბს-632(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021