განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.06.2019
საქმის ნომერი
340310015741111
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340310015741111

საქმე № 3ბ/1499-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

სხდომის მდივანი - დ---ა გოხაძე

 

აპელანტები - გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულო, გ----------ს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისია, გ----------ს მუნიციპალიტეტის მერია, გ----------ს მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისია;

 

მოწი--აღმდეგე მხარეები - მ--- ლ--------–---–ი, შ--–-ა ბ------–---–ი, მ-----ა ლ------–---–ი, ი----------–-–---–ი

 

მესამე პირები - ა-----ნ ა-–------–---–ი, დ----- ნ-----–-–---–ი, დ---ა რ-----–---–ი, გ--------------–-–---–ი, ვ--------------–---–ი, გი---------------–---–ი, ე-–---------------ე, ელ---------–---–ი, თე-------------–---–ი, გუ---------–-–---–ი, გ---------------–---–ი, ირ---–---------–---–ი, მი----–-------–---–ი, ლ--–----------–---–ი, მ--- უ----–---–ი, გე-–--------–---–ი, მერი ოსოშვილი, ნი---------–---–ი, ვ-–---------------–--–---–ი, ხ------------–--–---–ი, ნ-------------–---–ი, ქე----------------–---–ი, დ---ა უ----–---–ი, ლ-----------–---–ი, ივ-----------–---–ი, გი--------------–-–---–ი, გ---------------–-–---–ი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გ----------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა

 

გ----------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, მ--- ლ--------–---–ის, შ--–-ა ბ------–---–ის, მ-----ა ლ------–---–ის და ი----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გ----------ს მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონსურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 02 თებერვლის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, მოსარჩელეების მ--- ლ--------–---–ის, შ--–-ა ბ------–---–ის, მ-----ა ლ------–---–ის და ი----------–-–---–ის წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი გ----------ს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 07 თებერვლის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები მოსარჩელეების მ-----ა ლ------–---–ისა და ი----------–-–---–ის განცხადებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გ----------ს მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონსურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 08 თებერვლის №10 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, მოსარჩელეების მ--- ლ--------–---–ისა და შ--–-ა ბ------–---–ის წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში; წი--მდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-4 პუნქტების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ბათილად იქნა ცნობილი გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის შემდეგი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები: 2015 წლის 10 თებერვლის №138 ბრძანება ლ--–----------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 10 თებერვლის №139 ბრძანება მი----–-------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;. 2015 წლის 10 თებერვლის №200 ბრძანება ი-----–ი ა------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურში შიდა აუდიტის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 10 თებერვლის №201 ბრძანება თე-------------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურში შიდა აუდიტის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 10 თებერვლის №202 ბრძანება გუ---------–-–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურში შიდა აუდიტის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 10 თებერვლის №154 ბრძანება დ----- ნ-----–-–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის განყოფილებაში გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 10 თებერვლის №204 ბრძანება გ---------------–-–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის განყოფილებაში მშენებლობის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 10 თებერვლის №206 ბრძანება გ--------------–-–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის განყოფილებაში გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 10 თებერვლის №175 ბრძანება გ------------------–ვილის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების განყოფილების (დღევანდელი სახელწოდებით - ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდი--ციის განყოფილება) უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 10 თებერვლის №198 ბრძანება გი--------------–-–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში არქიტექტურული დაგეგმარებისა და მშენებლობის ნორმების კონტროლის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 10 თებერვლის №199 ბრძანება ივ-----------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში არქიტექტურული დაგეგმარებისა და მშენებლობის ნორმების კონტროლის საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები: 2015 წლის 11 თებერვლის №9 ბრძანება ლ-----------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 11 თებერვლის №10 ბრძანება ნი---------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 11 თებერვლის №11 ბრძანება ვ-–---------------–--–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 11 თებერვლის №12 ბრძანება ხ------------–--–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანება ნ-------------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 11 თებერვლის №15 ბრძანება დ---ა უ----–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; 2015 წლის 11 თებერვლის №16 ბრძანება ქე----ო ჯ-------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; მოპასუხე გ----------ს მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონსურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა სასამართლოს წი--მდებარე გადაწყვეტილების კანონერ ძალაში შესვლის დღიდან, კანონით დადგენილ ვადაში, ხელახლა ჩაატროს გ----------ს მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის გასაუბრების ეტაპი და სადავო საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; ამავე გადაწყვეტილებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მოსარჩელეთა მოთხოვნებზე გ----------ს მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 28 დეკემბრის №6 და 2014 წლის 30 დეკემბრის №8 სხდომის ოქმების მოსარჩელეთა ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ; დანარჩენ ნაწილში მ--- ლ--------–---–ის, შ--–-ა ბ------–---–ის, მ-----ა ლ------–---–ის და ი----------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტრივი გარემოებები:

 

მ--- ლ--------–---–ი გამგებლის 2009 წლის 12 ივნისის №636 ბრძანებით დაინიშნა გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

მ-----ა ლ------–---–ი გამგებლის 2009 წლის 24 ივნისის №673 ბრძანებით დაინიშნა გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

შ--–-ა ბ------–---–ი გამგებლის 2011 წლის 17 თებერვლის №178 ბრძანებით დაინიშნა არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურედ;

 

ი----------–-–---–ს გამგებლის 2014 წლის 31 ოქტომბრის №2009 ბრძანებით იმავე წლის 01 იანვრამდე გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის - სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

შ--–-ა ბ------–---–ს შრომითი ხელშეკრულება გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე გამგებლის 2014 წლის 30 ივნისის №778 ბრძანებით გაუგრძელდა 2014 წლის 01 ივლისიდან 01 აგვისტომდე, 2014 წლის 01 გვისტოს №1242 ბრძანებით გაუგრძელდა იმავე წლის 01 ნოემბრამდე, ხოლო 2014 წლის 31 აგვისტოს №1987 ბრძანებით კი გაუგრძელდა 2015 წლის 01 იანვრამდე;

 

გამგებლის 2014 წლის 08 აგვისტოს №1424 ბრძანებით მ--- ლ--------–---–ი 09 აგვისტოდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების გამო, ხოლო იმავე წლის 04 სექტემბრის №1716 ბრძანებით კი იგი მიღებულ იქნა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდი--ციის განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურედ - სპეციალისტად სოფელ ჩუმლაყის და სოფელ ყიტაანის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერობის საკითხებში. მოსარჩელე თანმდებობაზე დაინიშნა 2014 წლის 04 სექტემბრიდან 01 ნოემბრამდე. იმავე წლის 31 ოქტომბრის გამგებლის №2071 ბრძანებით მოსარჩელეს ხელშეკრულება გაუგრძელდა 2015 წლის 01 იანვრამდე;

 

გამგებლის 2014 წლის 01 აგვისტოს №1207 ბრძანებით მ-----ა ლ------–---–ი განთავისუფლდა გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობიდან. გამგებლის 2014 წლის 01 აგვისტოს №1243 ბრძანებით მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იმავე წლის 01 ნოემბრამდე მიღებულ იქნა გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის - სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო გამგებლის 2014 წლის 31 ოქტომბრის №1989 ბრძანებით მას გაუგრძელდა გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის - სპეციალისტის შრომითი ხელშეკრულება 2015 წლის 01 იანვრამდე;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოპასუხეები და მესამე პირები შესაგებლებსა თუ ახსნა- განმარტებებში სადავოდ არ ხდ--- იმ ფაქტს, მოსარჩელეები 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მუშაობდნენ გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე;

 

გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით მ--- ლ--------–---–ი (ბრძანება

№2461), მ-----ა ლ------–---–ი (ბრძანება №2463), შ--–-ა ბ------–---–ი (ბრძანება №2464), და ი----------–-–---–ი (ბრძანება №2476) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო განთავისუფლდნენ სამსახურიდან;

 

გამგებელმა 2014 წლის 23 ივლისს №3921 წერილობით მიმართ საკრებულოს რიგ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე, მათ შორის, გამგეობის დებულებასა და გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულებაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე;

 

იმავე წლის 30 ივლისს №4056 წერილით გამგებელმა საკრებულოს გადაუგზავნა ნორმატიული აქტის პროექტი გამგეობის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე. 2014 წლის 31 ივლისის №71 განკარგულებით საკრებულომ დაამტკიცა აღნიშნული პროქტი და ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის შემადგენლობა განისაზღვრა 9 საშტატო ერთეულით. მანამდე კი მოქმედებდა საკრებული თავმჯდომარის 2013 წლის 18 იანვრის №15 ბრძანება, რომლის მიხედვითაც იმავე გამგეობის სამსახურში გათვალისწინებული იყო 11 საშტატო ერთეული;

 

2015 წლის 10 თებერვალს გამგეობიდან სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსისადმი გაგზავნილ №638 წერილით, 2014 წლის 05 დეკემბერს გამოცხადდა კონკურსი მუნიციპალიტეტის ორგანოებში საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. იმავე წრილიდან ირკვევა, რომ გამგეობასა და საკრებულოში გათვალისწინებული იყო 152 ვაკანტური თანამდებობა, დარეგისტრირდა 425 კონკურსანტის 1179 განაცხადი, განცხადებების გადარჩევა მოხდა 2014 წლის 16 დეკემბერს, ტესტირება განხორციელდა 2014 წლის 21,22 და 23 დეკემბერს, ხოლო გასაუბრება - 28, 29 და 30 დეკემბერს, საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2015 წლის 02 და 07 თებერვლის სხდომებზე, კონკურსის შედეგად შეივსო 127 ვაკანსია, ხოლო 25 კი დარჩა შეუვსებელი;

 

საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №80 განკარგულებით საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა გამგებელი გივი გერგიძე, ხოლო კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 23 ოქტომბრის №2 ბრძანებით კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ზაქრო ქ---–-–---–- (თავმჯდომარის მოადგილე); ელგუჯა გიორგაძე; ლევან ხაზიური; ბექა მაისურაძე; ალექსანდრე ყვირალაშვილი და ჯილდა ნიბლაძე (სულ 7 წევრი);

 

საკონკურსო კომისიის 2014 წლის 04 დეკემბრის №1 სხდომის ოქმით დადგინდა, რომ გ----------ს მუნიციპალიტეტის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურის ჩატარდება სამ ეტაპად (განცხადებების გადარჩევა; ტესტირება და გასაუბრება). 3.1.10 პუნქტში მითითებული წერილიდან ირკვევა, რომ განცხადებების გადარჩევა ჩატარდა 2014 წლის 16 დეკემბერს, ტესტირება - 2014 წლის

21, 22 და 23 დეკემებერს, ხოლო გასაუბრება - 2014 წლის 28, 29 და 30 დეკემბერს;

 

საკონკურსო კომისიის 2014 წლის 28 დეკემბრის №6 და იმავე წლის №8 სხდომის ოქმებით, კომისიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა გადალახეს კონკურისის პირველი და მეორე ეტაპები და ისინი დაშვებულ იქნენ მესამე ეტაპზე (გასაუბრება). იმავე კომისიის

2014 წლის 25 დეკემბრის №4 სხდომის ოქმით, მ--- ლ--------–---–ს ტესტირებაზე მიღებული ჰქონდა 50 ქულა; შ--–-ა ბ------–---–ს - 44; ი----------–-–---–ს კი - 50. საკონკურსო კომისიის 2014 წლის 16 დეკემბრის №2 სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ მ-----ა ლ------–---–ს ტესტირება გავლილი ჰქონდა გორის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ კონკურსის ფარგლებში და მან მიიღო 53 ქულა;

 

საკონკურსო კომისიის 2014 წლის 28 დეკემბრის №6 ოქმით დასტურდება, რომ მ--- ლ--------–---–მა, შ--–-ა ბ------–---–მა და ი-- გ------–-–---–მა გასაუბრება გაიარეს სწორედ ამ დღეს, ხოლო იმავე წლის 30 დეკემბრის №8 ოქმით დასტურდება, რომ ამ დღეს გასაუბრება გაიარა მ-----ა ლ------–---–მა;

 

მ--- ლ--------–---–ს განაცხადი გაკეთებული ჰქონდა შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე: გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი (საკონკურსო იყო 3 ვაკანსია, კონკურისის შედეგად შეივსო ყველა); გამგეობის შიდა აუდიტის (თანამდებობის დასახელება შემოკლებულია) სამსახურის უფროსი სპეციალისტი (საკონკურსო იყო 5 ვაკანსია, შეივსო 5); საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი (საკონკუროს იყო 1 ვაკანსია, რომელიც შეივსო); საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე (საკონკუროს იყო 1 ვაკანსია, რომელიც შეივსო); საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტი (საკონკურსო იყო 8 ვაკანსია, რომელთაგან შეივსო 6);

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, გამგეობის 2015 წლის 24 თებერვლის №1000 წერილით, მ--- ლ--------–---–ის კანდიდატურა განიხილებოდა 5 ვაკანტურ თანამდებობასთან მიმართებით. საბოლოო გადაწყვეტილება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა 2015 წლის 02 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9). მან ხმები მიიღო მხოლოდ ორი ვაკანტური თანამდებობის ნაწილში, კერძოდ: საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე - ერთი ხმა; საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე - ორი ხმა; დანარჩენ თანამდებობებზე - არცერთი; შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნენ სხვა პირები ან აღნიშნული თანამდებობები დარჩა შეუვსებელი;

 

მ-----ა ლ------–---–ს განაცხადი გაკეთებული ჰქონდა შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე: გამგეობის ქონების მართვის (თანამდებობის დასახდელება შემოკლებულია) განყოფილების უფროსი (საკონკურსო იყო 1 ვაკანსია, რომელიც ვერ შეივსო); იმავე განყოფილებაში უფროსი სპეციალისტი (საკონკურსო იყო 3 ვაკანსია, რომელთაგან შეივსო მხოლოდ 2, ხოლო 1 - არა); იმავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი (საკონკურსო იყო 1 ვაკანსია, რომელიც შეივსო); გამგებლის თანაშემწე (საკონკურსო იყო 2 ვაკანსია, რომლებიც შეივსო); გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის (თანამდებობის დასახელება შემოკლებული) განყოფილების უფროსი (საკონკურსო იყო 1 ვაკანსია, რომელიც შეივსო);

 

სასამართლოს მითითებით, გამგეობის 2015 წლის 23 თებერვლის №970 წერილით, მ-----ა ლ------–---–ის კანდიდატურა განიხილებოდა 5 ვაკანტურ თანამდებობასთან მიმართებით. საბოლოო გადაწყვეტილება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა 2015 წლის 02 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9). მან ხმები მიიღო მხოლოდ ერთ ვაკანტურის თანამდებობის ნაწილში, კერძოდ: გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის განყოფილების უფროსის პოზიციაზე - სამი ხმა; დანარჩენ თანამდებობებზე - არცერთი; შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნენ სხვა პირები ან აღნიშნული თანამდებობები დარჩა შეუვსებელი;

 

შ--–-ა ბ------–---–ს განაცხადი გაკეთებული ჰქონდა შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე: გამგეობის ქონების მართვის (თანამდებობის დასახდელება შემოკლებულია) მთავარი სპეციალისტი (საკონკუროს იყო 1 ვაკანსია, რომელიც შეივსო); იმავე განყოფილების უფროსი სპეციალისტი (საკონკურსო იყო 3 ვაკანსია, რომელთაგან შეივსო მხოლოდ 2, ხოლო 1 - არა); იმავე განყოფილების უფროსი სპეციალისტი (საკონკუროს იყო 2 ვაკანსია, რომლებიც შეივსო); გამგებლის თანაშემწე (საკონკურსო იყო 2 ვაკანსია, რომლებიც შეივსო);

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, გამგეობის 2015 წლის 23 თებერვლის №973 წერილით, შ--–-ა ბ------–---–ის კანდიდატურა განიხილებოდა 4 ვაკანტურ თანამდებობასთან მიმართებით. საბოლოო გადაწყვეტილება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა 2015 წლის 02 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9). მან ხმები მიიღო მხოლოდ ერთ ვაკანტურის თანამდებობის ნაწილში, კერძოდ: გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე - სამი ხმა; დანარჩენ თანამდებობებზე - არცერთი; შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნენ სხვა პირები ან აღნიშნული თანამდებობები დარჩა შეუვსებელი;

 

ი----------–-–---–ს განაცხადი გაკეთებული ჰქონდა შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე: გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი (საკონკურსო იყო 3 ვაკანსია, რომელბიც შეივსო); გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (საკონკურსო იყო 1 ვაკანსია, რომელიც შეივსო); იმავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი (საკონკსუროს იყო 1 ვაკანსია, რომელიც შეივსო); საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი (საკონკუროს იყო 1 ვაკანსია, რომელიც შეივსო);

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ გამგეობის 2015 წლის 23 თებერვლის №967 წერილით, ი----------–-–---–ის კანდიდატურა განიხილებოდა 3 ვაკანტურ თანამდებობასთან მიმართებით. საბოლოო გადაწყვეტილება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა 2015 წლის 02 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9). მან ხმები ვერცერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების თაობაზე მიიღო;

 

2015 წლის 04 თებერვალს მ-----ა ლ------–---–მა და ი----------–-–---–მა საჩივრები წარადგინეს საპრეტენზიო კომისიაში. მათ გაასაჩივრეს საკონკურსო კომისიის 2015 წლის 02 თებერვლის №9 ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილება მათ დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. 2015 წლის 07 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №2) კომისიამ იმსჯელა საჩივრებზე და უარი თქვა მათ დაკმაყოფილებაზე. კომისიამ ვერ გამოავლი-- დარღევები;

 

2015 წლის 04 თებერვალს საპრეტენზიო კომისიას საჩივრებით მიმართეს ასევე შ--–-ა ბ------–---–მა და მ--- ლ--------–---–ებმა. მათაც გაასაჩივრეს საკონკურსო კომისიის 2015 წლის 02 თებერვლის №9 ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილება მათ დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. 2015 წლის 07 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №2) კომისიამ იმსჯელა საჩივრებზე და დააკმაყოფილა ისინი. კომისიამ ვერ გამოავლი-- დარღვევები;

 

საკონკურსო კომისიამ 2015 წლის 08 თებერვლის სხდომაზე (ოქმი№10) ხელახლა განიხილა საკითხი შ--–-ა ბ------–---–ისა და მ--- ლ--------–---–ის კანდიდატურების დასანიშნად წარდგენის თაობაზე და ორივესთან დაკავშირებით მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. კომისიის წევრებმა ეჭვქვეშ დააყენეს მ--- ლ--------–---–ის, როგორც იურისტის, კომპეტენციას, ვი--იდან მან მოითხოვა სხვა კონკურსანტების ქულების გასაჯაროვება;

2015 წლის 10 თებერვლის №138 ბრძანებით ლ--–----------–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 10 თებერვლის №139 ბრძანებით მი----–-------–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 10 თებერვლის №200 ბრძანებით ირ---–---------–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურში შიდა აუდიტის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 10 თებერვლის №201 ბრძანებით თე-------------–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურში შიდა აუდიტის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 10 თებერვლის №202 ბრძანებით გუ---------–-–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურში შიდა აუდიტის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 10 თებერვლის №154 ბრძანებით დ----- ნ-----–-–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის განყოფილებაში გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 10 თებერვლის №204 ბრძანებით გ---------------–-–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის განყოფილებაში მშენებლობის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 10 თებერვლის №206 ბრძანებით გ--------------–-–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის განყოფილებაში გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების განყოფილების (დღევანდელი სახელწოდებით - ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდი--ციის განყოფილება) უფროსის თანამდებობაზე;

2015 წლის 10 თებერვლის №198 ბრძანებით გი--------------–-–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში არქიტექტურული დაგეგმარებისა და მშენებლობის ნორმების კონტროლის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 10 თებერვლის №199 ბრძანებით ივ-----------–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში არქიტექტურული დაგეგმარებისა და მშენებლობის ნორმების კონტროლის საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 11 თებერვლის №9 ბრძანებით ლ-----------–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 11 თებერვლის №10 ბრძანებით ნ--ო ბ----–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 11 თებერვლის №11 ბრძანებით ვ-–---------------–--–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 11 თებერვლის №12 ბრძანებით ხ------------–--–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანებით ნ-------------–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 11 თებერვლის №15 ბრძანებით დ---ა უ----–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე;

2015 წლის 11 თებერვლის №16 ბრძანებით ქე----------------–---–ი დაინიშნა გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

სასამართლოს მითითებით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირის კანდიდატურა საკონკურსო კომისიამ დასანიშნად წარუდგი-- შესაბამისად, გამგეობასა და საკრებულოს და ისინი დღემდე მუშაობენ ამ თანამდებობებზე;

 

პირები, რომელთა კანდიდატურებიც საკონკურსო კომისიამ 2015 წლის 02 თებერვლის №9 ოქმის შესაბამისად წარადგი-- მუნიციპალიტეტის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად და ვინც დღეისათვის ამ თანამდებობაზე არ მუშაობს (განთავისუფლდა თანმდებობიდან ან გადაყვანილ იქნა სხვა თანამდებოობაზე/სამსახურში):

 

ა) მ--- ლ--------–---–თან მიმართებით

 

· გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა - მ--- უ----–---–ი (დაინიშნა გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №137 ბრძანებით);

· გამგეობის შიდა აუდიტის (თანამდებობის დასახელება შემოკლებულია) სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა - გ---------------–---–ი (დაინიშნა გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №210 ბრძანებით), გე-–--------–---–ი (დაინიშნა გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №203 ბრძანებით);

· საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობა - მე---------–---–ი (დაინიშნა საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 11 თებერვლის №20 ბრძანებით);

ბ) მ-----ა ლ------–---–თან მიმართებით

 

· გამგეობის ქონების მართვის (თანამდებობის დასახდელება შემოკლებულია) განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის თანამდებობა - ვ--------------–---–ი (დაინიშნა გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №208 ბრძანებით);

· იმავე განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა - ა-----ნ ა-–------–---–ი (დაინიშნა გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №205 ბრძანებით);

· გამგებლის თანაშემწის თანამდებობა - ელ---------–---–ი (დაინიშნა გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №178 ბრძანებით) და ელგუჯა ქათამაძე (დაინიშნა გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №177 ბრძანებით);

გ) შ--–-ა ბ------–---–თან მიმართებით

 

· გამგეობის ქონების მართვის (თანამდებობის დასახდელება შემოკლებულია) მთავარი სპეციალისტის თანამდებობა - ა-----ნ ა-–------–---–ი;

· იმავე განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობა - ვ--------------–---–ი (დაინიშნა გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №208 ბრძანებით);

· იმავე განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობა - დ---ა რ-----–---–ი (დაინიშნა გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №207 ბრძანებით);

· გამგებლის თანაშემწის თანამდებობა - ელ---------–---–ი (დაინიშნაა გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №178 ბრძანებით) და ე-–---------------ე (დაინიშნა გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №177 ბრძანებით);

დ) ი----------–-–---–თან მიმართებით

 

· გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა - მ--- უ----–---–ი (დაინიშნა გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №137 ბრძანებით);

საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 01 ივნისის №66 ბრძანებით მე---------–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე;

 

გამგებლის 2016 წლის 14 ივნისის №759 ბრძანებით გე-–--------–---–ი იმავე დღიდან განთავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან პირადი ინიციატივით;

 

გამგებლის 2015 წლის 02 მარტის №336 ბრძანებით გ---------------–---–ი იმავე დღიდან გადაყვანილ იქნა სამხედრო აღრიცხვის სამსახურში (თანამდებობის დასახელება შემოკლებულია) უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

გამგებლის 2016 წლის 07 აპრილის №428 ბრძანებით იმავე წლის 02 მაისიდან მ--- უ----–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან პირადი ინიციატივით;

 

გამგებლის 2017 წლის 23 ივნისის №861 ბრძანებით ელ---------–---–ი გადაყვანილ იქნა საფი--სო-საბიუჯეტო განყოფილებაში (თანამდებობის დასახელება შემოკლებულია) მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

გამგებლის 2015 წლის 30 ოქტომბრის №1747 ბრძანებით ა-----ნ ა-–------–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან პირადი ინიციატივით;

 

გამგებლის 2015 წლის 24 აგვისტოს №1385 ბრძანებით იმავე წლის 01 სექტემბრიდან ვ--------------–---–ი გადაყვანილ იქნა გამგებლის წარმომადგენლად სოფელ ჩუმლაყში;

 

გამგებლის 2015 წლის 08 ოქტომბრის №1644 ბრძანებით დ---ა რ-----–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან საკუთარი ინიციატივით და იმავე დღიდან დაინიშნა იმავე განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

რაც შეეხება ე-–---------------ეს, მართალია, საქმეში არ არის წარმოდგენილი მისი გადაყვანის/გათავისუფლების შესახებ რამე წერილობითი მტკიცებულება, მაგრამ მხარეები თანხმდებიან, რომ იგი დღეისათვის აღარ მუშაობს იმ თანამდებობა, რომელზეც სადავო კონკურსის შედეგად იქნა გამწესებული;

 

გამგეობის ქონების მართვის (სამსახურის დასახელება შემოკლებულია) განყოფილების უფროსის თანამდებობა 2014 წლის 05 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგად დარჩა ვაკანტური, თუმცა ამ კონკურსის შემდეგ გამოცხადდა სხვა კონკურსი, რის შედეგადაც ეს თანამდებობა შეივსო და იგი დაიკავა თეიმურაზ ბ------–---–მა გამგებლის 2015 წლის 21 აპრილის №537 ბრძანებით; იმავე განყოფილების უფროსი სპეციალისტის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე იმავე კონკურსის შედეგად დანიშნული 2 კანდიდატიდან ერთი - ვ--------------–---–ი, როგორც ზემოთ აღინიშნა გამგებლის შესაბამისი ბრძანებით გადაყვანილ იქნა სხვა თანამდებობაზე, ხოლო ამ თანამდებობაზე სხვა კონკურსის შედეგად შეირჩა ალექსანდრე სულხანიშვილი, რომელიც თანამდებობაზე გამწესდა გამგებლის 2015 წლის 31 დეკემბრის №2070 ბრძანებით. აღნიშნული პირი გამგებლის 2016 წლის 13 ივლისის №926 ბრძანებით განთავისუფლდა ამ თანამდებობიდან და მის ნაცვლად გამგებლის 2017 წლის 01 მარტის №329 ბრძანებით დაინიშნა სხვა კონკურსის შედეგად გამოვლენილი კონკურსანტი - მარი გოგი--შვილი; ამასთან, ერთი ვაკანტური თანამდებობა გაუქმდა საკრებულოს 2015 წლის 02 მარტის №35 განკარგულებით; გამგეობის ქონების მართვის (სამსახურის დასახელება შემოკლებულია) განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა ამ კონკურსის შედეგად დანიშნული ა-----ნ ა-–------–---–ის გათავისუფლების შემდეგ ახალი კონკურსით დაინიშნა დ---ა რ-----–---–ი გამგებლის 2015 წლის 31 დეკემბრის №2069 ბრძანებით და მუშაობს დღემდე; გამგებლის თანაშემწის 2 თანამდებობა საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის №54 განკარგულებით გაუქმებულია; გამგეობის იურიდიული სამსახურიდან გათვისუფლებული მ--- უ----–---–ის ნაცვლად ახალი კონკურსის შედეგად 2017 წლის 01 მარტიდან გამგებლის №330 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ვახტანგ კირვალიძე; გამგეობის შიდა აუდიტის (სამსახურის დასახელება შემოკლებულია) სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან სხვა თანამდებობაზე გადაყვანილი გ---------------–---–ის ნაცვლად იმავე თანამდებობაზე სხვა კონკურსის შედეგად გამგებლის 2015 წლის 21 აპრილის №534 ბრძანებით მიღებულ იქნა გიორგი ბიბილაშვილი, რომელიც გამგებლის 2016 წლის 14 იანვრის №48 ბრძანებით დაინიშნა იმავე სამსახურის უფროსად, ხოლო მის ნაცვლად უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გამგებლის 2016 წლის 14 იანვრის №47 ბრძანებით გადმოყვანილ იქნა თორნიკე წინწალაშვილი; გე-–--------–---–ის გათავისუფლების შემდეგ საკრებულოს 2016 წლის 05 სექტემბრის №163 განკარგულებით ეს შტატი გაუქმდა; საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობიდან მე---------–---–ის გათვაისუფლების შემდეგ მისი თანამდებობა საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 03 ივნისის №67 ბრძანებით დაიკავა მედეა გოგლიაშვილმა; საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის ვაკანტურად დარჩენილი 2 თანამდებობა შეივსო სხვა კონკურსის შედეგად და მათზე დანიშნენ თამარ ცისკარაშვილი (საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 23 აპრილის №39 ბრძანება) და ირმა გაბუნია (საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 23 აპრილის №38 ბრძანება); თანამდებობიდან გათავსუფლებული დ---ა რ-----–---–ის ნაცვლად ახალი კონკურსის შედეგად დაინიშნა ლია კობიაშვილი (გამგებლის 2015 წლის 31 დეკემბრის №2060 ბრძანება);

 

საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის №54 განკარგულებით დამტკიცდა გამგეობის მოხელეთა საშტატო ნუსხა, ამასთან ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოს 2014 წლის 04 დეკემბრის №107 განკარგულებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა;

 

ძალადაკარგული ნუსხის მიხედვით, გამგეობაში ჯამში იყო 171 საშტატო თანამდებობა, კერძოდ: გამგებლის თანაშემწე - 2; ადმინისტრაციულ სამსახურში - 72; საფი--სო-საბიუჯეტო (სამსახურის დასახელება შემოკლებულია) სამსახურში - 17; ქონების მართვის (სამსახურის დასახელება შემოკლებულია) სამსახურში - 15; შიდა აუდიტის სამსახურში - 6; ზედამხედველობის სამსახურში - 7; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში - 12; - 26; კულტურის (სამსახურის დასახელება შემოკლებულია) სამსახურში - 10; ხოლო იურიდიულ სამსახურში - 4;

 

ახალი საშტატო ნუსხით თანამდებობების რაოდენობა განისაზღვრა 141-ით, კერძოდ: ადმინისტრაციულ სამსახურში - 74; საფი--სო-საბიუჯეტო (სამსახურის დასახელება შემოკლებულია) სამსახურში - 18; ქონების მართვის (სამსახურის დასახელება შემოკლებულია) სამსახურში - 15; კულტურის (სამსახურის დასახელება შემოკლებულია) სამსახურში - 10; ზედამხედველობის სამსახურში - 7; შიდა აუდიტის სამსახურში - 5; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში - 12; ხოლო იურიდიულ სამსახურში - 4 (ამ ნუსხაში აღარ არის გამგებლის თანაშემწის 2 შტატი [ის გარდაიქმნა შრომის ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად] და სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური);

 

საკრებულოში თანამდებობათა საშტატო ნუსხა ასევე შემცირდა, კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 28 ივნისის №48 ბრძანებით 2017 წლის 01 ივლისიდან საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის შტატი გარდაიქმნება შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად;

 

საკონკურსო კომისიის მხრიდან 2014 წლის 05 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსის გასაუბრების (მესამე) ეტაპის ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა არ განხორციელებულა;

 

საკონკურსო კომისიის წევრი ელგუჯა გიორგაძე მას შემდეგ, რაც გასაუბრებისას მ-----ა ლ------–---–ს კომისიის ერთ-ერთმა სხვა წევრმა პირველი კითხვა დაუსვა, გავიდა ოთახიდან, რადგან მას დაურეკა ტელეფონმა;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ - საკონკურსო კომისიამ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ალექსანდრე ყვირალაშვილი ესწრებოდა მ-----ა ლ------–---–თან კომისიის მხრიდან გასაუბრების მთელ პროცესს. საქმე ისაა, რომ აღნიშნული გარემოება პირდაპირ კავშირშია საკონკურსო კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მხედველობაშია 2015 წლის 02 თებერვლის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები, მოსარჩელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერებასთან, ამიტომ ამ პროცედურაზეც სრულად ვრცელდება სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული მტკიცების ტვირთი. მეორე მოწმემ (ელგუჯა გიორგაძე) ცალსახად არ გამორიცხა საკონკურსო კომისიის წევრთა მხრიდან გასაუბრების პროცესის დროებითი მიტოვების შესაძლებლობა, რადგან თავად ასე მოიქცა კონკრეტულ შემთხევაში (ეს ბუნებრივიცაა, რადგან გარდა ტელეფონზე პასუხისა და სხვა საქმიანი საკითხების გადაწყვეტისა, არსებობს ადამიანური ფაქტორები, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ კომისიის წევრები ამა თუ იმ დროით დატოვებდნენ კონკურსანტებთან გასაუბრებითვის განკუთვნილ სივრცეს). მოწმე ალექსანდრე ყვირალაშვილმა ვერ გაიხსენა, თუ რა კითხვა დაუსვა მ-----ა ლ------–---–ს, როგორ უპასუხა მან დასმულ შეკითხვებს, ასევე თუ რა რეაქცია მოჰყვა გასაუბრების ფი--ლაში კომისიის სხვა წევრების მხრიდან კონკურსანტის პასუხებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უდავოდ ადგილი ჰქონდა რამე რეაქციას ან კონკურსანტმა ყველა კითხვას გასცა ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი, თუმცა ეჭვის ქვეშ კი აყენებს მოპასუხისა და მოწმის პოზიციების დამაჯერებლობას;

 

მოსარჩელეთა წარმომადგენლის (ოლღა შერმადინის) მიერ დაფიქსირებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ გასაუბრების დროს არ მიმდი--რეობდა იმის ფიქსაციაც კი, თუ საკონკურსო კომისიის წევრი როდის და რა ხანგრძლივობით არ ესწრებოდა გასაუბრებას ყოველ კონკრეტულ კონკურსანტთან მიმართებით, სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად, რომ ალექსანდრე ყვირალაშვილი სრულად თუ არა, გარკვეულ მონაკვეთში მაინც ესწრებოდა მ-----ა ლ------–---–თან გასაუბრებას;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გაიზიარა მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისიის რომელიმე წევრი არ ესწრება კონკრეტულ კონკურსანტთან გასაუბრების მნიშვნელოვან მონაკვეთს (მთელი ქრონომეტრაჟის ნახევარს მაინც) მას არ შეიძლება ჩამოუყალიბდეს სრულყოფილი წარმოდგენა მისი [კონკურსანტი] პროფესიული შესაძლებლობების თაობაზე, მით უფრო, რომ კომისია (მისი ყოველი წევრი) ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კონკურსის ყველა ეტაპი, როგორიცაა განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია, ტესტირების შედეგები და გასაუბრებაზე მიღებული შთაბეჭდილებები. ამიტომ, კომისიის წევრი, რომელიც არ ესწრება კონკურსანტთან გასაუბრების ნახევერზე მეტს, არ უნდა იღებდეს კენჭისყრაში მონაწილეობას. მხარეებს ახსოვთ, რომ მ-----ა ლ------–---–მა საკონკურსო კომისიისაგან მიიღო 3 დადებითი და 4 უარყოფითი ხმა (კომისიის სრული შემადგენლობა უდრის 7 წევრს). თუ ელგუჯა გიორგაძე და ალექსანდრე ყვირალაშვილი ზემოაღნიშნული მიზეზების გამო არ მიიღებდენენ კენჭისყრაში მონაწილეობას, ხმათა კონფიგურაცია შესაძლოა სხვანაირი ყოფილიყო;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ცალკე პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული კითხვარის (მისი შედგენის მეთოდოლოგიის) არარსებობაც. მოპასუხემ ვერ წარმოადგი-- მტკიცებულება, თუ რა კითხვარები ჰქონდათ საკონკურსო კომისიის წევრებს კონკრეტული ვაკანტური პოზიციების მიმართ. ლოგიკურია, რომ სხვადასვა თანამდებობების მიმართ არსებობს სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციები, კანდიდატებსაც სხვადასხვა უნარ-ჩვებები მოეთხოვებათ. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო შედგენილი შესაბამისი კითხვარებიც. ასეთის გარეშე სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება კონკურსის პრინციპების აბსოლუტური უმრავლესობა, როგორიცაა: კანონიერება; სამართლიანობა; გამჭვირვალობა; არადისკრიმი--ციულობა; ობიექტურობა; მიუკერძოებლობა;

 

მოპასუხემ ვერ წარმოდგი-- რამე მტკიცებულება იმისა, რომ საკონკურსო კომისიას შემუშავებული ჰქონდა ასეთი კითხვარები კონკრეტული და მეთოდური სახით. მოპასუხე აპელირებდა მხოლოდ იმაზე, რომ კანონმდებლობით გაწერილია ის საკითხები, რასაც უნდა შეხებოდნენ კომისიის წევრები. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით დადგენილია ზოგადი სტანდარტი, სფერო, თუ რა ფარგლებში უნდა მოქმდებდეს საკონკურსო კომისია, თუმცა კონკრეტული თემატიკა ამ სფეროებიდან გამომდნარე უნდა იყოს ასახული სწორედ იმ კითხვარებში, რასაც უნდა ადგენდეს საკონკურსო კომიასია და რისი ვალდებლებაც ზედმიწვნით ჰქონდა გაწერილი მოპასუხე საკონკურსო კომისიას;

 

მოსარჩელეები ასევე აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ მათ მიმართ განხორციელდა დისკრიმი--ცია, კერძოდ, საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილებები მიიღო მეგობრული, ნათესაური და პოლიტიკური ნიშნით, ანუ თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატები შეარჩია სუბიქტური გადაწყვეტილებების საფუძველზე. სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა არ ხორციელდებოდა კონკურსის გასაუბრების ეტაპის სტენოგრაფირება (ვიდეო ან აუდიო ფიქსაცია), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს, თუ რა მოტივებით ხელმძღვანელობდენენ საკონკურსო კომისიის წევრები (2015 წლის 02 თებერვლის №9 სხდომის ოქმისა და 2015 წლის 08 თებერვლის №10 სხდომის ოქმის შედგენის დროს), ოქმებს არ ახლავს დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმით მოხდა თითოეული კონკურსანტის, მათ შორის, მოსარჩელეების შეფასება, კერძოდ, რა მონაცემებზე დაყრდნობით მიენიჭა იმ კონკურსანტებს უპირატეობა, რომლებიც კომისიამ წარადგი-- გამგეობასა და საკრებულოში ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად (მხედველობაშია ის თანამდებობები, რომლებზეც ინტერესი გამოხატული ჰქონდათ ასევე მოსარჩელეებსაც). ამიტომ, დისკრიმაციის თაობაზე ეჭვის არსებობას აქვს თავისი გამართლება და ვი--იდან საკონკურსო კომისიამ ვერ დაადასტურა საწი--აღმდეგო (ანუ ვერ დაასაბუთა მოსარჩელეებთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილების მართებულობა და მიზანშეწონილობა), მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ საკონკურსო კომისიას არ უხელმძღვანელია კანონიერების; სამართლიანობის; გამჭვირვალობის; არადისკრიმი--ციულობის; ობიექტურობის; მიუკერძოებლობის პრინციპებით, - ყოველ შემთხვევაში სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამის გამაბათილებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. საკონკურსო კომისიის წარმომადგენელი, მართალია, ეცადა მოეძებნა ლოგიკური გამართლება კომისიის გადაწყვეტილებებისათვის, თუმცა ის შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი განმარტებებით, გარდა ამისა, აღნიშნა, რომ კომისიის სხდომის ოქმები და მისი გადაწყვეტილებები შეესაბამება კანონის მაღალ სტანდარტს. სასამართლოს სურს შენიშნოს, რომ მაღალი სტანდარტის არსებობა დადასტურდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებული გადაწყვეტილებები იქნებოდა დასაბუთებული, ანუ მასში ზედმიწევნით იქნებოდა გადმოცემული საკონკურსო კომისიის არგუმენტაცია (მოტივაცია) კანდიდატების ერთი ნაწილის სასარგებლოდ და მეორე ნაწილის საწი--აღმდეგოდ;

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანცის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები მათთან დაკავშირებით არის კანონსაწი--აღმდეგო. შესაბამისად, სამართლებრივი შედეგის მიხედვით კანონსაწი--აღმდეგოა გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ის გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც გამგეობისა და საკრებულოს შესაბამის თანამდებობებზე გამწესდნენ მესამე პირები; სასამართლოს კვლევის საგანი სწორედ ის საკითხია, დაირღვა თუ არა კანონი სადავო გადაწყვეტილებების გამოცემით. და თუკი დაირღვა, საკუთრივ, რომელი კანონი ან კანონით გათვალისიწნებული რომელი წესის დარღვევასთან/უგულებელყოფასთან გვაქვს საქმე, ასევე რა შედეგს იწვევს აღნიშნული წესის დარღვევა/უგულებელყოფა;

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საკონკურსო კომისიის ფუნქცია, გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენასთან ერთად, კონკურსი მონაწილე პირების ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენაცაა, ამასთან, კომისიის გადაწყვეტილება, როგორც ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, სრულად უნდა ეფუძნებოდეს სზაკ-ის მოთხოვნებს. იმის გათვალისიწნებით, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც თავის ასახვას კომისიის სხდომის ოქმში ჰპოვებს, არის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მას გააჩნდეს დასაბუთება, როცა ამ გადაწყვეტილებიდან უდავოდ ნათელი იქნება, თუ რომელმა კანდიდატმა დააკმაყოფილა კონკრეტული ვაკანსიისათვის კანონითა და დაწესებულების მიერ წაყენებული კრიტერიუმები - შესაბამისად, ცალსახა იქნება ისიც, თუ რატომ იქნა დაწუნებული სხვა კანდიდატი/კანდიდატები;

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, გასაუბრების მიმდი--რეობის რამე ტიპის ჩანაწერის (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არსებობის სავალდებულობა დადგენილებით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ დადგენილების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების ერთ- ერთი პრინციპია გამჭვირვალობა. სასამართლოს აზრით, ადმინისტრაციული ორგანო - საკონკურსო კომისია ვალდებულია, გასაუბრების ეტაპის ამსახველი რამე დოკუმენტი შეადგინოს, რათა სასამართლოს ჰქონდეს შეფასების საშუალება, რამდენად დაცულია აღნიშნულლი დადგენილებით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები. კონკურსის პრინციპების დაცულობის შეფასებისათვის, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს კონკურსის მიმდი--რეობის პროცესის შემოწმების შესაძლებლობა. იმ პირობებში როდესაც არც სხდომის ოქმი და არც გასაუბრების მიმდი--რეობის რამე ტიპის ჩანაწერი (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არ არსებობს, შემოწმების შესაძლებლობაც არ არსებობს. ამრიგად, კონკურსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი - გამჭირვალობა, დარღვეულია. გამჭირვალობის დარღვევა თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს ყველა დანარჩენ პრინციპის დაცულობას კომისიის მხრიდან, რადგან ობიექტურ დამკვირვებელს არ აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს და შეაფასოს გასაუბრების მიმდი--რეობა;

 

სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია, რომ საკონკურსო კომისიას თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჰქონდა, რომ გასაუბრება უნდა წარემართა კითხვარების მეშვეობით. გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შესაძლებელია ჩაითვალოს საკმაოდ სუბიექტურად, რადგან ის ეფუძნება მხოლოდ შემფასებლის მოსაზრებას და შეხედულებას. იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა, აუცილებელია, გარკვეული საერთო მიდგომების წი--სწარ შემუშავება. ისეთ პირობებში კი, როდესაც გასაუბრების მსვლელობის ამსახველი რამე დოკუმენტი არ არსებობს, სასამართლოს საერთოდ არ აქვს საშუალება, შეაფასოს გასაუბრების პროცესის შედეგად კონკურსანტებისათვის მინიჭებული ქულები ობიექტურობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით. დასაბუთების სტანდარტი ასევე ეხება საპერეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებასაც, რამეთუ იგი დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე ახდებს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებათა რევიზიას და ამიტომ მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს ცალსახა, დამაჯერებელი, ობიქტური და მიკერძოებისაგან თავისუფალი;

 

ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას, რაც მიიღწევა ფაქტების შეფასებით, იმის დადგენით, თუ რა არის საჯარო და რა კერძო ინტერესი. აღნიშნული კონცეფცია ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ნებისმიერ შემთხვევაში იყოს დასაბუთებული. ამდენად, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას ერთმანეთთან უნდა შეწონასწორდეს დასახული მიზანი (დასარეგულირებელი საკითხი) და მისი მიღწევის სამართლებრივად ვარგისი გზები (მეთოდები), ანუ რომელი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ყველაზე ეფექტურად შედეგის მიღწევას, ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვის პირობებში. საქართველოს უზენაესი სასამართლო უთითებს, რომ [...] საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს;

 

სასამართლოს მითითებით, ამ შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილება ვერ დაკმაყოფილდება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ კომისიებს გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვით აქვთ მიღებული. კომისიებს უნდა გაეანალიზები-- გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტები. სასამართლომ განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოისლება იცავს ”მომხმარებელს” (როგორც გარე, ისე შიდა დონეზე) კულუარული და თვითნებობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და თუ ქმედებებისაგან. მით უფრო გაუგებარია საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მოსარჩელე წარუდგენლობის შესახებ, როცა მათ გააჩნიათ მუნიციპალიტეტის ორგანოებში მუშაობის არაერთი წლის გამოცდილება, განაცხადისა და საბუთების გადარჩევის ეტაპი დაძლიეს წარმატებით და ტესტირებაზეც საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს. პასუხგაუცემელი რჩება საკითხი, თუ რა მოხდა გასაუბრების დროს, რატომ ვერ დაძლიეს მათ ეს საფი--ლო ეტაპი, რატომ ვერ „მოაწონეს“ კომისიის წევრთა უმრავლეობას თავი. გასაუბრების ამსახველი მტკიცებულება გააქარწყლებდა ყოველგვარ ეჭვს ამასთან დაკავშირებით. საწი--აღმდეგოს დამტკიცების არარსებობის პირობებში შეიძლება ითქვას, რომ დაირღვა კონკურსის ჩატარების თითქმის ყველა პრინციპი, ასევე შეუსრულებელი დარჩა კონკურსის ამოცანები.

 

გამომდი--რე იქიდან, რომ კომისიების გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს არ გააჩნიათ დასაბუთება და სხდომოს ოქმები არ შეიცავს გასაუბრების მიმდი--რეობის ამსახველ რამე ხელშესახებ დადასტურებას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს, რომ კომისიის წევრი ალექსანდრე ყვირალაშვილი ესწრებოდა მ-----ა ლ------–---–თან გასაუბრების მიდი--რეობას სრულად ან მისი მნიშვნელოვან ნაწილს. სხვათა შორის, ეს გარემოებაც უნდა დაედასტურები-- მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რასაც მან თავი ვერ გაართვა. სზაკ-ი პირდაპირ ავალდებულებს კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დროს, თუკი რომელიმე საკითხის განხილვაში ამ ორგანოს წევრს არ მიუღია მონაწილეობა, მან გადაწყვეტილების შემუშავებასა და გამოტანაში მონაწილოება არ უნდა მიიღოს - ეს არის კანონის იმპერატიული მოთხოვნა;

 

სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისიწნებით, რომ განსახილველი საკითხი შედის კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში, ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. მოპასუხე საკონკურსო კომისიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიუბრუნდეს გასაუბრების ეტაპს და ჩაატაროს იგი ყველა პრინციპის დაცვით, რათა განხორციელდეს კონკურსის ამოცანები, კერძოდ, შეირჩეს ყველაზე ღირსეული კანდიდატი ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად. ამასთან, კომისიამ უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მიუხედავად შედეგისა, რათა პირველ რიგში კონკურსანტებმა იცოდნენ, თუ რატომ ვერ მოხდა მათი შერჩევა და წარდგენა, ხოლო დავის შემთხვევაში - სასამართლომ შეამოწმოს დისკრეციული უფლებამოსილების ლეგიტიმურობა და დასაბუთება;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, კონკურსის გასაუბრების ეტაპის ჩატარება შეუძლებელი იქნება, თუკი არ მოხდება იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძელზეც მოხდა ვაკანტური თანამდებობების შევსება საკრებულოსა და გამგეობაში (მხედველობაში ის თანამდებობები, რომლებზეც მოსარჩელეები აცხადებდნენ პრეტენზიას). ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლო ვერ გააბათილებს ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსანტთა დანიშვნის თაობაზე იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც მიღებულ იქნა ახალი კონკურსების ჩატარების შედეგად, რადგან მოსარჩელეებს სადავოდ აქვთ გამხდარი კონკრეტული კონკურსი, გამოცხადებული 2014 წლის 05 დეკემბერს და მათ იურიდიულ ინტერესს შეადგენს მხოლოდ ამ კონკურსის სამართლებრივი შედეგები;

 

ამიტომაც, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ--- ლ--------–---–ის, შ--–-ა ბ------–---–ის, მ-----ა ლ------–---–ის და ი----------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო კომისიის 2015 წლის 02 და 08 თებერვლის გადაწყვეტილებები მოსარჩელეებთან დაკავშირებით ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 07 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №2) მიღებული გადაწყვეტილებები მ-----ა ლ------–---–ისა და ი----------–-–---–ის განცხადებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ასევე ბათილად იქნა ცნობილი გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდიალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები ლ--–- ჩ-------–---–-ს; მ-----– უ----–---–ის; ირ---–---------–---–ის; თ------ ქ------–---–ის; გ------ ქ---–-–---–-ს; დ----- ნ-----–-–---–ის; გ---------------–-–---–ის; გი---------------–---–ის; გი--------------–-–---–ის; ივ-----------–---–ის; ასევე გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები: ლ-----------–---–ის; ნი---------–---–ის; ვ-–---------------–--–---–ის; ხ------------–--–---–ის; ნ-------------–---–ის; დ---ა უ----–---–ის; ქე----------------–---–ის მიმართ; რაც შეეხება საკონკურსო კომისიის 2014 წლის 28 დეკემბრის №6 და 2014 წლის 30 დეკემბრის №8 სხდომის ოქმების ბათილობის საკითხს, პირველი ინსტაციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ სხოდმებზე არ მომხადარა გადაწყვეტილებების მიღება მოსარჩელეებთან მიმართებით. ამ სხდომებზე მოხდა მოსარჩელეებთან და სხვა კონკურსანტებთან გასაუბრება. აღნიშნული ოქმები ადასტურებენ მხოლოდ მოსარჩელეების (სხვა კონკურსანტებთან ერთად) ყოფნის ფაქტს. ამიტომ, ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეთა სარჩელზე წარმოება შეწყდა.

 

3.1. გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა მდგომარეობს შემდეგში: გადაწყვეტილება არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, როდესაც გადაწყვეტილებაში აღნიშნულია (პუნქტი 5.1.1, 5.1.2.), რომ -„კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ხოლო გაეროს დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავის ქვეყნის სამსახურში." აპელანტის მითითებით, რატომღაც ყურადღების მიღმა რჩება იმ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები ვისი სამსახურში დანიშვნის ბრძანების ბათილად ცნობაზეც არის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.

 

სააპელაციო საჩოვრის ავტორის მითითებით, გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის N9 N10; N11: N12: N13; N14 და N15 ბრძანებები კანონმდებლობის სრული დაცვით არის მიღებული და არ არსებობს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 61-ე მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის არცერთი საფუძველი, და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები არიან პროფესიული ნიშნით შერჩეულები და 2014 წლიდან დღემდე თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ ჯეროვნად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად.

 

3.2. გ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენები-- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომაზე ოქმის შედგენის წესს. კომისია კი სწორედაც წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს. 106-ე მუხლის თანახმად, ,,კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვი--ობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება.“ საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმებში (საკონკურსო-საატესტაციო კომისიების N9, N10 და საპრეტენზიო კომისიის N2 ოქმების დარღვეული არ არის ამ მუხლის მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მუხლი არ მიუთითებს გადაწყვეტილების დასაბუთების ოქმში ასახვის ვალდებულებაზე, ბათილად ცნობილი N9 ოქმი მაინც მოიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე მოხდა კანდიდატების შერჩვა. კონკრეტულად თუ რა გახდა მოსარჩელე კონკურსანტებთან შედარებით სხვა კონკურსანტებისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი, ვლინდება N9 ოქმში არსებული ჩანაწერიდან, რომ კონკურსანტების შეფასება თითოეული ვაკანტურ თანამდებობასთან მიმართებით განხორციელდა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა არა მხოლოდ გასაუბრების შედეგის გათვალისწინებით, არამედ კონკურსის სამივე ეტაპის შედეგების გათვალისწინებით. რაც ნიშნავს, რომ კომისიამ გაითვალისწი-- თითოეული კონკურსანტის რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია კვალიფიკაციის შესახებ, (კონკურსანტი პროფესიით და სამუშაო გამოცდილებით რამდენად შეესაბამებოდა დასაკავებელ თანამდებობას, რა იყო მათი მოტივაცია) პროფესია და სამუშაო გამოცდილება, აგრეთვე ტესტირების შედეგები და ბოლოს გასაუბრების შედეგები. ე. ი. სხდომის ოქმით დასტურდება, რომ კომისიამ გამოიკვლია გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა საკითხი, თითოეული კონკურსანტის შედეგები კონკურსის სამივე ეტაპზე და არ დარჩენია გამოსაკვლევი ისეთი საკითხი, რომლის გამოკვლევის შედეგად შესაძლოა მიღებული ყოფილიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება. ოქმში ასახულია, რომ თითოეულ ვაკანსიასთან მიმართებით კომისიამ განიხილა ყველა იმ კონკურსანტის კანდიდატურა, რომელთაც განაცხადი ჰქონდათ გაკეთებული ამ ვაკანსიაზე და კენჭისყრის შედეგად მიღებული იქნა საბოლოო გადაწყვეტილება. ოქმში ასახულია აგრეთვე კენჭისყრის შედეგები, რის საფუძველზედაც მიღებულია გადაწყვეტილებები, რაც წარმოადგენს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას. ამრიგად, აპელანტის მოსაზრებით, კომისიის სხდომის ოქმები შედგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 106-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სააპელაციო საჩივრის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის დასაბუთება საკონკურსო კომისიის ოქმებთან მიმართებით, არ უნდა იქნას განმარტებული იმგვარად, რომ კომისიას დაეკისროს ვალდებულება ოქმში ასახოს თითოეული კონკურსანტის რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია - მათი კავალიფიკაცია, აგრეთვე სამივე ეტაპზე გამოკვლეული სხვა ინფორმაცია და ოქმში ასახოს აგრეთვე, ერთი შერჩეული კანდიდატის უპირატესობა სხვა ყველა დანარჩენ კონკურსანტთან შედარებთ. აპელანტი განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლი ადგენს კომისიის საქმიანობს წესს, რომლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით და არ მოიცავს ზემოაღნიშნული ინფორმაციის დაოქმების ვალდებულებას. ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს სამართლებრივ უსწორობას, რადგან სასამართლომ მართალია გამოიყენა აღნიშნული დადგენილება და მითითებული ნორმა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, შესაბამისად მიიჩნია რა, რომ კომისიის ოქმებში მოცემული დასაბუთება არ არის საკმარისი, შეაფასა ისინი, როგორც დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტები. საპრეტენზიო კომისიის N2 ოქმის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ საპრეტენზიო კომისიამ განიხილა მ. ლ------–---–ისა და ი. გ------–-–---–ის განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ მათ განცხადებებში არანაირი კონკრეტული დარღვევის ფაქტი არ იყო მითითებული, ოქმში დასაბუთებულია თუ რატომ არ იქნა მ. ლ------–---–ისა და ი. გ------–-–---–ის განცხადებები დაკმაყოფილებული, რაც არ იქნა გათვალისიწნებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. აგრეთვე, დასაბუთებას მოიცავს საკონკურსო კომისიის N10 ოქმი, მ. ლ--------–---–თან მიმართებაში. აპელანტის მითითებით, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საპრეტენზიო კომისიამ ყოველგვარი დარღვევის გამოვლენის გარეშე მიმართა საკონკურსო კომისიას ხელახლა განეხილათ მ. ლ--------–---–ისა და შ. ბ------–---–ის კანდიდატურები, რაც ხელახლა განხილვისა და მსჯელობის საფუძველს არც წარმოადგენდა.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, სამართლებრივ უსწორობას ადგილი აქვს გადაწყვეტილების 5.1.51. პუნქტში, კერძოდ სასამართლომ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილება, თუმცა არასწორად განმარტა იგი. 5.1.51. პუნქტში სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია კონკურსის გამჭირვალობის პრინციპი, რაც ეჭქვეშ აყენებს ყველა დანარჩენი პრინციპის დაცულობას კომისიის მხრიდან. გამჭირვალობის დარღვევად კი მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გასაუბრების ჩაწერა არ განხორციელებულა. მით უფრო არასრულია სასამართლოს დასაბუთება, რომ ერთის მხრივ სასამართლო იმავე პუნქტში თავადვე მიუთითებს, რომ "მართალია გასაუბრების მიმდი--რეობის რამე ტიპის ჩანაწერის (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არსებობის სავალდებულობა დადგენილებით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის", მაგრამ იმავდროულად მიიჩნევს, რომ გასაუბრების ჩაწერა მაინც უნდა განხორციელებულიყო. ამგვარი მსჯელობით კი სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დარღვეულია გამჭირვალობის პრინციპიც და სხვა პრინციპებიც. აპელანტი განმარტავს, რომ კომისიას მოქმედი კანონმდებლობით გასაუბრების (კითხვა-პასუხის) ჩაწერის ვალდებულება არ ეკისრებოდა და ვი--იდან დარღვევას წარმოადგენს მხოლოდ კანონით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, შესაბამისად, ჩაწერის განუხორციელებლობა არ შეიძლება შეფასებული იქნეს დარღვევად.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, კომისიის სხდომების უმეტესობას ესწრებოდა ა/ო ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი თი--თინ სიბაშვილი, მათ შორის იმ სხდომებს, რომლებიც გასაჩივრებულია. გარდა ამ ორგანიზაციისა, კომისიის სხდომებზე დასწრების სურვილი არ გამოუთქვამს არცერთ ა/ო-ს ან/და ფიზიკურ პირს და არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ კომისიის სხდომაზე დასწრების რომელიმე მსურველს უარი ეთქვა კომისიის მხრიდან. აპელანტის მითითებით, სამართლებრივ უსწორობას ადგილი აქვს გადაწყვეტილების 5.1.52 პუნქტში. ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება არასრულია. სასამართლო მიუთითებს გასაუბრების კითხვარების მეთოდით წარმართვაზე, ზოგადად გასაუბრები მეთოდის სუბიექტურობაზე, გასაუბრების საერთო მიდგომების წი--სწარ შემუშავებაზე, ეჭქვეშ აყენებს გასაუბრების პროცესის შედეგად ქულების მინიჭების ობიექტურობას და ა.შ. მაშინ, როდესაც: 1. გ----------ს მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიას N1 ოქმით ჰქონდა წი--სწარ დამტკიცებული კითხვარები და გასაუბრების ოქმებითაც დასტურდება და მოწმეთა ჩვენებებითაც, რომ გასაუბრება მიმდი--რეობდა სწორედ ამ კითხვარების გამოყენებით. 2. რაც შეეხება გასაუბრების მეთოდის გამოყენებას, აპელანტის განმარტებით, ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეთოდია და ამ მეთოდის გამოყენება არ უნდა გახდეს კომისიის საქმიანობის სუბიექტურად შეფასების საფუძველი.

 

3.3. გ----------ს მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიისა და გ----------ს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც თავის ასახვას კომისიის სხდომის ოქმში ჰპოვებს, არის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მას გააჩნდეს დასაბუთება, როცა ამ გადაწყვეტილებიდან უდავოდ ნათელი იქნება, თუ რომელმა კანდიდატმა დააკმაყოფილა კონკრეტული ვაკანსიისთავის კანონითა და დაწესებულების მიერ წაყენებული კრიტერიუმები - შესაბამისად, ცალსახა იქნება ისიც, თუ რატომ იქნა დაწუნებული სხვა კანდიდატი, კანდიდატები;“ აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენები-- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომაზე ოქმის შედგენის წესს, კომისია კი სწორედაც წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს. 106-ე მუხლის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვი--ობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვტილება.

 

საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმებში (საკონკურსო-საატესტაციო კომისიების N9, N10 და საპრეტენზიო კომისიის N2 ოქმები) დარღვეული არ არის ამ მუხლის მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მუხლი არ მიუთითებს გადაწყვეტილების დასაბუთების ოქმში ასახვის ვალდებულებაზე, ბათილად ცნობილი N9 ოქმი მაინც მოიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე მოხდა კანდიდატების შერჩევა. კონკრეტულად თუ რა გახდა მოსარჩელე კონკურსანტებთან შედარებით სხვა კონკურსანტებისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი, ვლინდება N9 ოქმში არსებული ჩანაწერიდან, რომ კონკურსანტების შეფასება თითოეული ვაკანტურ თანამდებობასთან მიმართებაში განხორციელდა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა არა მხოლოდ გასაუბრების შედეგის გათვალისწინებით, არამედ კონკურსის სამივე ეტაპის შედეგების გათვალისწინებით. რაც ნიშნავს, რომ კომისიამ გაითვალისწი-- თითოეული კონკურსანტის რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია კვალიფიკაციის შესახებ, (კონკურსანტი პროფესიით და სამუშაო გამოცდილებით რამდენად შეესაბამებოდა დასაკავებელ თანამდებობას, რა იყო მათი მოტივაცია) პროფესია და სამუშაო გამოცდილება, აგრეთვე ტესტირების შედეგები და ბოლოს გასაუბრების შედეგები. ე. ი. სხდომის ოქმით დასტურდება, რომ კომისიამ გამოიკვლია გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა საკითხი, თითოეული კონკურსანტის შედეგები კონკურსის სამივე ეტაპზე და არ დარჩენია გამოსაკვლევი ისეთი საკითხი, რომლის გამოკვლევის შედეგად შესაძლოა მიღებული ყოფილიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება. ოქმში ასახულია, რომ თითოეულ ვაკანსიასთან მიმართებაში კომისიამ განიხილა ყველა იმ კონკურსანტის კანდიდატურა, რომელთაც განაცხადი ჰქონდათ გაკეთებული ამ ვაკანსიაზე და კენჭისყრის შედეგად მიღებული იქნა საბოლოო გადაწყვეტილება. ოქმში ასახულია აგრეთვე კენჭისყრის შედეგები, რის საფუძველზედაც მიღებულია გადაწყვეტილებები, რაც წარმოადგენს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას. ამრიგად, აპელანტს მიაჩნია რომ კომისიის სხდომის ოქმები შედგენილი იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 106-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სააპელაციო საჩივრების თანახმად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლი ადგენს კომისიის საქმიანობს წესს, რომლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით და არ მოიცავს ზემოაღნიშნული ინფორმაციის დაოქმების ვალდებულებას. ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს სამართლებრივ უსწორობას, რადგან სასამართლომ მართალია გამოიყენა აღნიშნული დადგენილება და მითითებული ნორმა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, შესაბამისად მიიჩნია რა, რომ კომისიის ოქმებში მოცემული დასაბუთება არ არის საკმარისი, შეაფასა ისინი, როგორც დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტები.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სააპელაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

სააპელაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ აპელანტების მიერ გ----------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რაც ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელეთა მოსაზრებაზე რომლის თანახმადაც, საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები მათთან დაკავშირებით არის კანონსაწი--აღმდეგო. შესაბამისად, სამართლებრივი შედეგის მიხედვით კანონსაწი--აღმდეგოა გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ის გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც გამგეობისა და საკრებულოს შესაბამის თანამდებობებზე გამწესდნენ მესამე პირები; ამდენად, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს საქმეში არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ადასტურებს, თუ არა სადავო გადაწყვეტილებების მიღებით კანონის დარღვევის ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საერთაშორისო სამართლის კანონმდებლობაზე მითითებას, მათ საფუძველზე მოყვანილ განმარტებებს და თავის მხრივ აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის კონკურსსა და ატესტირებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადეგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსის პროცესში ფასდება მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაცია, პროფესიული დონე, ცოდნა, პიროვნული თვისებები, მოტივაცია და უნარ- ჩვევები.

 

დადგენილების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტების „ა“-„დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: (ა) განცხადების გადარჩევა; (ბ) წერითი დავალება; (გ) ტესტირება და (დ) გასაუბრება;

 

საკონკურსო კომისიის 2014 წლის 04 დეკემბრის №1 სხდომის ოქმით დადგინდა, რომ გ----------ს მუნიციპალიტეტის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურის ჩატარდება სამ ეტაპად (განცხადებების გადარჩევა; ტესტირება და გასაუბრება). 3.1.10 პუნქტში მითითებული წერილიდან ირკვევა, რომ განცხადებების გადარჩევა ჩატარდა 2014 წლის 16 დეკემბერს, ტესტირება - 2014 წლის 21, 22 და 23 დეკემბერს, ხოლო გასაუბრება - 2014 წლის 28, 29 და 30 დეკემბერს;

 

საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №80 განკარგულებით საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა გამგებელი გივი გერგიძე, ხოლო კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 23 ოქტომბრის №2 ბრძანებით კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ზაქრო ქ---–-–---–- (თავმჯდომარის მოადგილე); ელგუჯა გიორგაძე; ლევან ხაზიური; ბექა მაისურაძე; ალექსანდრე ყვირალაშვილი და ჯილდა ნიბლაძე (სულ 7 წევრი);

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს, უნდა შეძლოს მოტივირებული და დასაბუთებული პოზიციით გააქარწყლოს დაინტერესებული მხარის პრეტენზიები, რაც, მოცემულ შემთხვევაში ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით, აპელანტებმა ვერ შეძლეს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საჭიროა განხილულ იქნეს ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეცვა ობიექტური და გამჭვირვალე კონკურსის ჩასატარებლად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდა: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა; ტესტირება და გასაუბრება. აგრეთვე დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები წარმატებით გაიარეს, ხოლო გასაუბრების ეტაპზე სპეციალიზებული კომისიის წევრებმა მოსარჩელეებს არადამაკმაყოფილებელი შეფასება მისცეს.

 

ვი--იდან დავა შეეხება გასაუბრების ეტაპის ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შესაძლებელია ჩაითვალოს საკმაოდ სუბიექტურად, რადგან ის ეფუძნება მხოლოდ შემფასებლის მოსაზრებას და შეხედულებას. იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა იგი უნდა ჩატარდეს წი--სწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წი--სწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი. აღნიშნული წარმოადგენს პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წი--პირობას, აღნიშნული ხდება ნდობის საფუძველი, რომ კონკურსანტის მიმართ მიიღება კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება. შეფასების კრიტერიუმების არ არსებობის პირობებში, კი ჩნდება ისეთი დასკვნის საფუძველი, რომ კონკურსი ჩატარდა შემფასებელთა სუბიექტური შეხედულებების გათვალისწინებით, უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ----------ს მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 04 დეკემბრის N1 სხდომის ოქმით დამტკიცებულ იქნა მოხელეთა გასაუბრებისას გამოსაყენებელი კითხვარი 04 (ოთხი) შემდეგი ში--არსის შეკითხვით: 1. კონკურსანტის მოტივაცია, მზაობა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; 2. კონკურსანტის მიერ საკუთარი გამოცდილების შეფასება, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები; 3. ზოგადი უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს დასაკავებელი თანამდებობაზე სამუშაოდ; 4. გ----------ს მუნიციპალიტეტის მიერ კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ გაკეთებულ განაცხადში მითითებული საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა პოზიციას, რომ აღნიშნული 4 ზოგადი ხასიათის შეკითხვა წარმოადგენდა სწორედ იმ წი--სწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც საკონკურსო კომისია უნდა დაეყრდნობოდა ვაკანტურ თანამდებობზე კანდიდატების შესაბამისობის დასადგენისას, ვი--იდან სააპელაციო პალატის მოსაზრებით გ----------ს მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 04 დეკემბრის N1 სხდომის ოქმით დადგენილი ,,კითხვარი“ წარმოადგენდა მხოლოდ იმ საბაზისო თემების ნუსხას, რომლის საფუძველზეც უნდა შემუშავებულიყო გასაუბრებისას გამოსაყენებელი კითხვარი, რადგან თავად ამ 4 კითხვაზე პასუხის მიხედვით შეუძლებელი იყო დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასება და ამ თვალსაზრისით მათი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების ობიექტურად განსაზღვრა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დასაკავებელი თანამდებობების სპეციფიკის გათვალისწინებით წი--სწარ შემუშავებული კითხვებისა და ამ კითხვებზე გაცემული პასუხების სისწორის საფუძველზე. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში საკონკურსო კომისიას კანდიდატთა შეფასებისას წი--სწარ დადგენილი თემატური კითხვარით არ უხელმძღვანელია და კონკურსანტთა შერჩევა განახორციელა ზოგადი ხასიათის კრიტერიუმებით უპირატესობის მინიჭების საფუძველზე, სააპელაციო პალატა თვლის რომ უდავოდ სახეზეა მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვა, ვი--იდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეებს გააჩნიათ მუნიციპალიტეტის ორგანოებში მუშაობის არაერთი წლის გამოცდილება, მათ განაცხადისა და საბუთების გადარჩევის ეტაპი დაძლიეს წარმატებით და ტესტირებაშიც მაღალი შედეგები აჩვენეს, განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანოები ვერ ასაბუთებენ კონკრეტულად რა გარემოებები გახდა საკონკურსო კომისიის მიერ მოსარჩელეთა მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი. საქმეში არსებული მასალებით კი, შეუძლებელია იმის შემოწმება თუ რამდენად იყო დაცული კონკურსის პრინციპები და ამოცანები.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-3 მუხლის თანახმად, კონკურსის პრინციპებია ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმი--ციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა.

 

ამავე წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი-მე-5 ნაწილების თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება;

 

ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-1655-1627(კ-11)

 

განსახილველ შემთხვევაში საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიანიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა, რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი თითოეული იმ კანდიდატისთვის, რომელმაც გადალახა კონკურსის ბოლო ეტაპი და ასევე, რომელმაც ვერ გადალახა.

 

საკონკურსო-საატესტაციო კომისია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსანტების შეფასების, ამა თუ იმ კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადების ან პირიქით, დაწუნების თაობაზე. კონკურსის პირობებში საკონკურსო კომისია ვალდებულია, კონკურსანტთა შორის არჩევანის გაკეთების გზით გამოავლინოს გამარჯვებული კონკურსანტები. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება გულისხმობს, პირველ რიგში თითოეული კონკურსანტის შეფასების დასაბუთებას უშუალოდ ამ კონკურსანტთან დაკავშირებით არსებულ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მითითებით. კონკურსანტი უფლებამოსილია, მოითხოვოს არამარტო თავისი უარის, არამედ სხვა კანდიდატთა გამარჯვებულად გამოცხადების მოტივაცია, კონკურსანტი უფლებამოსილია, იცოდეს, რა მიზეზით არ აირჩია იგი საკონკურსო კომისიამ. დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ კონკურენტთა საკონკურსო მონაცემებისა და მათთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობა. გასაჩივრებული აქტები აღნიშნული თვალსაზრისით რაიმე სახის დასაბუთებას არ შეიცავს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, გასაუბრების მიმდი--რეობის რაიმე ტიპის ჩანაწერის (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არსებობის სავალდებულობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ დადგენილების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების ერთ-ერთი პრინციპია გამჭვირვალობა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო - საკონკურსო კომისია ვალდებულია, გასაუბრების ეტაპის ამსახველი რაიმე დოკუმენტი შეადგინოს, რათა სასამართლოს ჰქონდეს შეფასების საშუალება, რამდენად დაცულია N412 დადგენილებით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები.

 

პალატა მიუთითებს, რომ კონკურსის პრინციპების დაცულობის შეფასებისათვის, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს კონკურსის მიმდი--რეობის პროცესის შემოწმების შესაძლებლობა. იმ პირობებში როდესაც არც სხდომის ოქმი და არც გასაუბრების მიმდი--რეობის რაიმე ტიპის ჩანაწერი (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არ არსებობს, შემოწმების შესაძლებლობა სასამართლოს არ გააჩნია. ამრიგად, კონკურსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი - გამჭირვალობა, დარღვეულია. გამჭირვალობის დარღვევა თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს ყველა დანარჩენ პრინციპის დაცულობას კომისიის მხრიდან, რადგან ობიექტურ დამკვირვებელს არ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს და შეაფასოს გასაუბრების მიმდი--რეობა. შეუძლებელია სრულყოფილად შესწავლა თუ რა ვითარებაში მიმდი--რეობდა გასაუბრების პროცესი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რომელი წევრი ესწრებოდა ცალკეული კონკურსანტთან გასაუბრების პროცესს, როგორი სახის შეკითხვები დაესვათ კონკურსანტებს, რა პასუხები გასცეს მათ და რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებით. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეთა განმარტებების თანახმად, გასაუბრების ეტაპზე მათ კომისიას დამაკმაყოფილებელი პასუხები გასცეს და გაურკვეველია თუ რატომ ვერ გადალახეს ეს ეტაპი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდი--რე სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საკონკურსო კომისიის 2015 წლის 02 და 08 თებერვლის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელეებთან დაკავშირებით ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში და მ-----ა ლ------–---–ისა და ი----------–-–---–ის განცხადებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 07 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №2) მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ლ--–- ჩ-------–---–-ს, მ-----– უ----–---–ის, ირ---–---------–---–ის, თ------ ქ------–---–ის, გ------ ქ---–-–---–-ს, დ----- ნ-----–-–---–ის, გ---------------–-–---–ის, გ--------------–-–---–ის, გი---------------–---–ის, გი--------------–-–---–ის, ივ-----------–---–ის მიმართ, ასევე გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ლ-----------–---–ის, ნი---------–---–ის, ვ-–---------------–--–---–ის, ხ------------–--–---–ის, ნ-------------–---–ის, დ---ა უ----–---–ის, ქე----------------–---–ის მიმართ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვტილებას აღნიშნულ ნაწილში და ყურადღებას მიაქცევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 06 ივნისის სხდომაზე აპელანტთა მიერ წარმოდგენილ გ----------ს მუნიციპალიტეტის მერისა და გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებების ში--არსზე, რომლითაც დასტურდება, რომ მესამე პირები თ------ ქ------–---–ი, გ------ ქ---–-–---–-, დ----- ნ-----–-–---–ი, გ---------------–-–---–ი, გი---------------–---–ი და ივ-----------–---–ი, ვ-–---------------–--–---–ი, ქე----------------–---–ი პირადი განცხადებებით განთავისუფლდნენ და ამჟამინდელი მდგომარეობით აღარ იკავებენ გ----------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობს. ამდენად, ვი--იდან აღნიშნული პირები აღარ წარმოადგენენ გ----------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულ პირებს, აღარ არსებობს კონკრეტულ თანამდებობაზე მათი დანიშვნის შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

რაც შეეხება იმ მესამე პირთა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გამოცემული აქტების ბათილად ცნობის საკითხს, რომლებიც ამჟამადაც იკავებენ სადავო თანამდებობებს, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ----------ს მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებები გაუქმდა მხოლოდ მოსარჩელეთა ნაწილში. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მთლიანი შედეგები დანარჩენ ნაწილში არ გასაჩივრებულა და ძალაშია, ამასთანავე სააპელაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობდა აღდგენაზე. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი ში--არსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, იმ განსხვავებით, რომ მოქმედ რეგულაციაში მოწესრიგებულია საკითხი ისეთი შემთხვევის არსებობისას, როდესაც იმავე თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია (არარსებობის ან სხვა პირის მიერ ამ თანამდებობის დაკავების გამო). მითითებული ნორმის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვი--იდან მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი გამორიცხავს გათავისუფლებული პირის აღდგენით იმ პირთა უფლებების შელახვას, რომლებიც ლეგიტიმურად იკავებენ თანამდებობას. (იხ.სუსგ საქმე Nას-450-429-2015, Nბს-376-376 (2კ-18)) მოხელის სამუშაოზე აღდგენა არ შეიძლება მოიაზრებდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ხოლო თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვი--იდან სადავო საკითხთან დაკავშირებით ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება უნდა წარიმართოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც გამორიცხავს მოხელის უფლებებში აღდგენის შესაძლებლობას იმ მოხელეთა გათავისუფლების ხარჯზე, რომლებიც კანონიერად იკავებენ თანამდებობებს, არ არსებობს მესამე პირთა მიმართ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვი--იდან განსახილველი დავა გამომდი--რეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. გ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის, გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გ----------ს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის და გ----------ს მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გ----------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. მ--- ლ--------–---–ის, შ--–-ა ბ------–---–ის, მ-----ა ლ------–---–ის და ი-- გ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. არ დაკმაყოფილდეს სარჩელი გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის შემდეგი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე:

4.1. 2015 წლის 10 თებერვლის №138 ბრძანება ლ--–----------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

4.2. 2015 წლის 10 თებერვლის №139 ბრძანება მი----–-------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

4.3. 2015 წლის 10 თებერვლის №200 ბრძანება ი-----–ი ა------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურში შიდა აუდიტის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

4.4. 2015 წლის 10 თებერვლის №201 ბრძანება თე-------------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურში შიდა აუდიტის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

4.5. 2015 წლის 10 თებერვლის №202 ბრძანება გუ---------–-–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურში შიდა აუდიტის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

4.6. 2015 წლის 10 თებერვლის №154 ბრძანება დ----- ნ-----–-–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის განყოფილებაში გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

4.7. 2015 წლის 10 თებერვლის №204 ბრძანება გ---------------–-–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის განყოფილებაში მშენებლობის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

4.8. 2015 წლის 10 თებერვლის №206 ბრძანება გ--------------–-–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის განყოფილებაში გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

4.9. 2015 წლის 10 თებერვლის №175 ბრძანება გ------------------–ვილის

გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების განყოფილების (დღევანდელი სახელწოდებით - ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდი--ციის განყოფილება) უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

4.10. 2015 წლის 10 თებერვლის №198 ბრძანება გი--------------–-–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში არქიტექტურული დაგეგმარებისა და მშენებლობის ნორმების კონტროლის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

4.11. 2015 წლის 10 თებერვლის №199 ბრძანება ივ-----------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში არქიტექტურული დაგეგმარებისა და მშენებლობის ნორმების კონტროლის საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

5. არ დაკმაყოფილდეს სარჩელი გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე:

 

5.1. 2015 წლის 11 თებერვლის №9 ბრძანება ლ-----------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

5.2. 2015 წლის 11 თებერვლის №10 ბრძანება ნი---------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

5.3. 2015 წლის 11 თებერვლის №11 ბრძანება ვ-–---------------–--–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

5.4. 2015 წლის 11 თებერვლის №12 ბრძანება ხ------------–--–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

5.5. 2015 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანება ნ-------------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

5.6. 2015 წლის 11 თებერვლის №15 ბრძანება დ---ა უ----–---–ის გ----------ს

მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

5.7. 2015 წლის 11 თებერვლის №16 ბრძანება ქე----ო ჯ-------–---–ის გ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

6. დანარჩენ ნაწილში უცვლ--–-დ დარჩეს გ----------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე : გიორგი გოგიაშვილი