მუხლი 106. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი
თავი VII — ადმინისტრაციული წარმოება კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში
1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვტილება.
2. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, აგრეთვე მდივანი, თუ ის მონაწილეობდა ოქმის შედგენაშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ბს-589(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
…მათ შორის აუდიო ვერსია, რომელიც თავის მრივ სხდომის ოქმის საფუძველია, შესაბამისად, მისი შენახვის ვალდებულება ეკისრება კომისიას, ხოლო დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გაცნობა. კასატორები აღნიშნავენ, რომ სზაკ-ის 106-ე, 112-ე მუხლები არ ადგენენ ოქმის წერილობითი ფორმის სავალდებულოობას. აღნიშნული მუხლებით დადგენილია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე ოქმის შედგენის…
…2011 წლის 18 თებერვალს და მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი. განცხადების საფუძველზე წარმოება დაიწყო და სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 18 თებერვლის სხდომა ჩატარდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, 77-ე, 78-ე, 10 3-ე, 104-ე, 105-ე, 106-ე მუხლების შესაბამისად. მოსარჩელეს ტელეფონით ეცნობა, რომ ტარდებოდა სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც განიხილავდა მის პირად განცხადებას ხელშეკრულების…
…და არ შეუძენია იურიდიული ძალა. ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სსრ 1953 წლის სამოქალაქო კოდექსის 182-ე, 1821-ე, 1822-ე, 189-ე მუხლები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52.1, 53.5, 105-ე, 106-ე მუხლები, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ შეაფასა ისინი. კასატორის მითითებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ დ.…
…სხვადასხვა რიცხვით. სზაკ-ის 113-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს: «თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 დღის ვადაში». პალატის მოსაზრებით, სზაკ-ის 106-ე მუხლით დადგენილია სწორედ “სხვა რამ», კერძოდ, განისაზღვრა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომაზე ოქმის შედგენის სავალდებულობა და ამ ოქმის შედგენის…
საქმე №ბს-36-36(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2009
…პირველ ნაწილშიც მითითებულია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით. ხსენებული კოდექსის 106-ე მუხლით რეგლამენტირებულია კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული…
საქმე №ბს-200-352-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2003