გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.10.2018
საქმის ნომერი
330310018002383261
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2049-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „------–----–--------------------------

წარმომადგენელი - დ------------–---–ი, ა---------------------ე, ლ--------------–ი

 

მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - პ---–-------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–-------- გადაწყვეტილება, მისი ძალაში შესვლის დღიდან.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N-- სხდომის ოქმი (2018 წლის 0------------–ი) და 2018 წლის 16 მარტის წერილი 0-------- კომისიის სხდომის ოქმის შესწორების თაობაზე, პასუხი 2018 წლის 15 მარტის 0------- წერილზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 0--------–---------- გადაწყვეტილებით შპს ,-------–----–----------------------------ს მიეცა გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციის’’ მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 0--------–---------- გადაწყვეტილება - ს/ფ 116-120.

 

3.1.2. 2018 წლის 24 იანვარს აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა კ---------------------ემ სამსახურებრივი ბარათით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს და მოახსენა (რეგისტრაციის Nშ----------), რომ 2017 წლის 15 დეკემბერს შპს „------–----–---------------------------ის ეთერში განთავსებულ პროგრამაში „დ--–---–----------------------–---“ ფარგლებში სამჯერ განთავსდა სიუჟეტი მაღაზიათა ქსელიდან „ს----–-“ (0-------, 0----------------- სთ.), სადაც ჟურნალისტმა მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია წინასაახალწლო ფასდაკლებების, აქციებისა და სხვადასხვა საჩუქრების შესახებ, ხოლო კომპანიის დირექტორმა დაწვრილებით განმარტა რას მოიცავს წინასაახალწლო აქცია „მ-------------–-----------–-–---------“. აქციის ფარგლებში მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს სთავაზობდა წვრილ და მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას დაუჯერებელ და სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად 100 ლარიანი ღირებულების საქონლის შეძენის შემთხვევაში („ვ---–-------–----–--------------------–----------------–------------–----------------–---- „ს----––-“). ვიდეო-რგოლში ყურადღება მახვილდება ცალკეულ პროდუქტებზე, მათ ტექნიკურ მახასიათებლებზე, განხორციელდა მაცივრის (ი----–--------------------------ი“), სარეცხი მანქანის (ი----–--------------------------ი“) და ტელევიზორების დემონსტრირება. სიუჟეტებში დასახელებულ იქნა ქალაქები, სადაც „ს----–-ს“ ცამეტი მაღაზიაა წარმოდგენილი და აღნიშნული იქნა, რომ აქცია ყველა მათგანში ვრცელდებოდა. ამასთან, ხაზი გაესვა მაღაზიათა ქსელ „ს----––-“ მოქმედ სამი ნულის ტიპის განვადებას, რომლის დროსაც წინასწარი შენატანის, დამტკიცების საკომისიოს და თავად განვადების პროცენტი ნულია. სიუჟეტის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა მაღაზიათა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე (დ--–-------------------------------------------ე) და განსაკუთრებულ შეთავაზებებზე. სიუჟეტის განმავლობაში ეკრანზე რამოდენიმეჯერ ამონათდა კომპანიის სახელი, მისამართები, ტელეფონები და ვებ-გვერდის მისამართი, ასევე სიუჟეტის დასაწყისში და დასრულებისას ამონათდა წარწერა ,,რეკლამა’’.

 

ამავე სამსახურებრივი ბარათით აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა კ---------------------ემ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს განუმარტა, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს (1---- სთ.) შპს „------–----–---------------------------ის გადაცემა „ს----–----------ში განხორციელდა შოკოლადი „-–--------- და შუშხუნა ღვინო „ბ--------------------ს“ დემონსტრირება. გადაცემის წამყვანებმა გადაცემის მსვლელობისას განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს შოკოლადის სასარგებლო და უნიკალური თვისებების შესახებ, მომხმარებელს მიაწოდეს მოკლე ინფორმაცია შოკოლადის „-–--------- წარმოების ისტორიის თაობაზე. ასევე, ჩამოთვალეს „-–--------- შოკოლადის სახეობები (რ-----------–--------–-------------–--–----–------–----). წამყვანებმა აღნიშნეს, რომ „ლ-------“ არის ელიტარულ წრეში ყველაზე გაყიდვადი შოკოლადი, რომელიც არის ჯამრთელობისთვის სასარგებლო, ვინაიდან არის ნამდვილი შვეიცარული შოკოლადი, რომელიც მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან მზადება. ასევე, ყურადღება გამახვილდა „-–--------- 70%, 85% და 99%-იან შოკოლადებზე, რომლებიც ხელს უწყობენ წონაში კლებას და რომლის ერთი პატარა ნატეხიც კი განაყრებს. სტუდიაში განხორციელდა შოკოლადის დაგემოვნება. ამასთან, ყურადღება გამახვილდა „ბ--------------------ს“ შამპანიურების დიდ არჩევანზე (ნახევრად ტკბილი, ნახევრად მშრალი, ბრუტი, როზე), აღინიშნა მისი გემო და ხარისხი, დამზადების ტექნოლოგია, რომ შამპანიური მზადდება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, საკუთარი ვენახებიდან, კახეთის მიკროზონიდან, მხოლოდ ქართული ვაზის ჯიშის გამოყენებით. წამყვანებმა გამოიყენეს გამოთქმები „მ----------------------------------------------–-–------–--------------------------------–--------------------------“ და ა.შ. სტუდიაში განხორციელდა აღნიშნული ცქრიალა ღვინის გახსნა და დაგემოვნება.

 

ამავე სამსახურებრივი ბარათით აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა კ---------------------ემ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს განუმარტა, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს (1-------), გადაცემა „ს----–----------ში კომპანია „ქ---------“ წარმომადგენლებმა პირდაპირ ეთერში განახორციელა რ---–--------------------------–------–-----ა, რა დროსაც გადაცემის წამყვანები პირდაპირი ეთერის დროს გამოხატავდნენ აღტაცებას კომპანიის მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიმართ. გამოყენებულ იქნა გამონათქვამები: „ი----–--------------------------------------------------–---–------------------–------------------------------------–-----–--------------–----------------------------------------------------------------–-------–------- და ა.შ. გადაცემაში საუბარია კომპანიის მომსახურების მრავალფეროვნებაზე (ე--------------–------–--------------------–----–-------–--–----------–-------------------------------- და ა.შ.). სტუდიაში მოწვეულმა კომპანიის წარმომადგენელმა, ვრცლად ისაუბრა კომპანიის სერვისებზე და სიახლეებზე. აქვე დასახელდა ფასდაკლებების შესახებ, რაც წამყვანების ერთგვარი ხაზგასმის საგანი იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–-------- გადაწყვეტილება - ს/ფ 20-27.

- ამონაწერი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–ის N-- სხდომის ოქმიდან - ს/ფ 39-63.

- აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის სამსახურებრივი ბარათი - ს/ფ 112-115.

3.1.3. 2018 წლის 24 იანვარს აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა კ---------------------ემ სამსახურებრივი ბარათით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს და მოახსენა (რეგისტრაციის Nშ----------), რომ 2017 წლის 18 დეკემბერს შპს „ს-----–----–-------------------------’’-ის ეთერში განთავსდა სასპონსორო მითითებები:

ა) „გადაცემის ს--------------------’’ - ს------------------------------------------–--------------------–------------------------------------------------------’’ (2-------------------------------------).

ბ) ,,გადაცემის სპონსორია ს-----------------------–---------ი’’. ,,ს----–----------–--------------------------------------------------------------–ი (2-------------------------------------).

გ) ,,საახალწლო ეთერის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენთ ,,ე------------------------------------------------------------–-----–--------------------–-----–------–------------------------–-----------------დ’’.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–-------- გადაწყვეტილება - ს/ფ 20-27.

- ამონაწერი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–ის N-- სხდომის ოქმიდან - ს/ფ 39-63.

- აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის სამსახურებრივი ბარათი - ს/ფ 112-115.

3.1.4. ამონაწერით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–ის N-- სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით შპს „------–----–---------------------------ს დაეკისრა ჯარიმა 31,683.2-----–-------------------------------------–---------–-----------–-----------------ი) ლარი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კაწონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–ის N-- სხდომის ოქმიდან - ს/ფ 39-63.

 

3.1.5. 2018 წლის 15 მარტს შპს ,-------–----–----------------------------მა N----------- წერილით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–ის N-- სხდომის ოქმში არსებული შენიშვნებზე და განუმარტა, რომ სხდომის ოქმის იმ ნაწილში, რომელიც ეხება ,-----------------ს საკითხის განხილვას, ერთ-ერთ მონაკვეთში არ არის მითითებული კომისიის თავმჯდომარის - კ------------ის მოსაზრება/პოზიცია და ასევე არ არის მითითებული აღნიშნულზე შეპასუხება/მოსაზრება.

კერძოდ, სხდომის ოქმის მე-13 გვერდზე, ,,კითხვა-პასუხის’’ ნაწილში სადაც არის წარდგენილი თ---------------–---–ისა და პ--------ს მსჯელობები მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით (მე-13 გვერდის ბოლო ნაწილი, რომლიც შემდეგ გადადის მე-14 გვერდზე) არ არის დაფიქსირებული კ------------ის მოსაზრება, რომელიც მან დააფიქსირა უშუალოდ თ---------------–---–სა და პ---–-------ას შორის მომხმარებელთა დაცვის მიზნობრიობის თემაზე საუბრის შედეგ, კონკრეტულად ბატონმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიზნობრიობა არის არა მხოლოდ მომხმარებლის უფლებების დაცვა, არამედ ის, რომ არ მოხდეს რეკლამის ფასების აღრევა. აღნიშნულის შემდეგ შპს „ს-----–----–----------------------------ის წარმომადგენელმა გააკეთა შეპასუხება და დააფიქსირა მოსაზრება, რომ კომისიის ფუნქციაში არ შედიოდა რეკლამის ფასების რეგულირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა სხდომის ოქმში შესაბამისი შესწორების შეტანა და ზემოხსენებული გამოტოვებული მოსაზრებების უცვლელი სახით ასახულიყო სხდომის ოქმში და/ან განხორციელებულიყო შპს „ს-----–----–----------------------------ის წარმომადგენის მიერ მითითებული შენიშვნების დადასტურება შესაბამისი ფორმით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,-------–----–----------------------------ის 2018 წლის 15 მარტის N----------- წერილი - ს/ფ 66-67.

 

3.1.6. შპს ,-------–----–----------------------------ის 2018 წლის 15 მარტის N----------- წერილზე პასუხად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 მარტის N0-------- წერილით შპს ,-------–----–----------------------------ის მთავარ იურისტს ეცნობა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–ის N-- სხდომის ოქმი შედგენილი იყო ზედმიწევნით სიზუსტით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 მარტის N0-------- წერილი - ს/ფ 69.

 

3.1.7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–ის N6---- გადაწყვეტილებით შპს „------–----–---------------------------ს დაეკისრა ჯარიმა 31,683.2-----–-------------------------------------–---------–-----------–-----------------ი) ლარი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კაწონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–ის N6---- გადაწყვეტილება - ს/ფ 20-27.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,-------–----–----------------------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაცია’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას. კომისია არ არის სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება) ან საჯარო სამართლის კორპორაცია. კომისიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით, ხოლო მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

 

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს გამჭვირვალეობასა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჰ17“ პუნქტის თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით, ხოლო ამავე მუხლის „ჰ9“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით.

 

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა. ამავე კანონის მე-70 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

 

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 691-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს შპს „------–----–---------------------------ის ეთერში განთავსებულ პროგრამაში „დ--–---–----------------------–---“ ფარგლებში სამჯერ განთავსდა სიუჟეტი მაღაზიათა ქსელიდან „ს----–-“ (0-------, 0----------------- სთ.), სადაც ჟურნალისტმა მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია წინასაახალწლო ფასდაკლებების, აქციებისა და სხვადასხვა საჩუქრების შესახებ, ხოლო კომპანიის დირექტორმა დაწვრილებით განმარტა რას მოიცავს წინასაახალწლო აქცია „მ-------------–-----------–-–---------“. აქციის ფარგლებში მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს სთავაზობდა წვრილ და მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას დაუჯერებელ და სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად 100 ლარიანი ღირებულების საქონლის შეძენის შემთხვევაში („ვ---–-------–----–--------------------–----------------–------------–----------------–---- „ს----––-“). ვიდეო-რგოლში ყურადღება მახვილდება ცალკეულ პროდუქტებზე, მათ ტექნიკურ მახასიათებლებზე, განხორციელდა მაცივრის (ი----–--------------------------ი“), სარეცხი მანქანის (ი----–--------------------------ი“) და ტელევიზორების დემონსტრირება. სიუჟეტებში დასახელებულ იქნა ქალაქები, სადაც „ს----–-ს“ ცამეტი მაღაზიაა წარმოდგენილი და აღნიშნული იქნა, რომ აქცია ყველა მათგანში ვრცელდებოდა. ამასთან, ხაზი გაესვა მაღაზიათა ქსელ „ს----––-“ მოქმედ სამი ნულის ტიპის განვადებას, რომლის დროსაც წინასწარი შენატანის, დამტკიცების საკომისიოს და თავად განვადების პროცენტი ნულია. სიუჟეტის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა მაღაზიათა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე (დ--–-------------------------------------------ე) და განსაკუთრებულ შეთავაზებებზე. სიუჟეტის განმავლობაში ეკრანზე რამოდენიმეჯერ ამონათდა კომპანიის სახელი, მისამართები, ტელეფონები და ვებ-გვერდის მისამართი, ასევე სიუჟეტის დასაწყისში და დასრულებისას ამონათდა წარწერა ,,რეკლამა’’. ასევე 2017 წლის 21 დეკემბერს (1---- სთ.) შპს „------–----–---------------------------ის გადაცემა „ს----–----------ში განხორციელდა შოკოლადი „-–--------- და შუშხუნა ღვინო „ბ--------------------ს“ დემონსტრირება. გადაცემის წამყვანებმა გადაცემის მსვლელობისას განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს შოკოლადის სასარგებლო და უნიკალური თვისებების შესახებ, მომხმარებელს მიაწოდეს მოკლე ინფორმაცია შოკოლადის „-–--------- წარმოების ისტორიის თაობაზე. ასევე, ჩამოთვალეს „-–--------- შოკოლადის სახეობები (რ-----------–--------–-------------–--–----–------–----). წამყვანებმა აღნიშნეს, რომ „ლ-------“ არის ელიტარულ წრეში ყველაზე გაყიდვადი შოკოლადი, რომელიც არის ჯამრთელობისთვის სასარგებლო, ვინაიდან არის ნამდვილი შვეიცარული შოკოლადი, რომელიც მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან მზადება. ასევე, ყურადღება გამახვილდა „-–--------- 70%, 85% და 99%-იან შოკოლადებზე, რომლებიც ხელს უწყობენ წონაში კლებას და რომლის ერთი პატარა ნატეხიც კი განაყრებს. სტუდიაში განხორციელდა შოკოლადის დაგემოვნება. ამასთან, ყურადღება გამახვილდა „ბ--------------------ს“ შამპანიურების დიდ არჩევანზე (ნახევრად ტკბილი, ნახევრად მშრალი, ბრუტი, როზე), აღინიშნა მისი გემო და ხარისხი, დამზადების ტექნოლოგია, რომ შამპანიური მზადდება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, საკუთარი ვენახებიდან, კახეთის მიკროზონიდან, მხოლოდ ქართული ვაზის ჯიშის გამოყენებით. წამყვანებმა გამოიყენეს გამოთქმები „მ----------------------------------------------–-–------–--------------------------------–--------------------------“ და ა.შ. სტუდიაში განხორციელდა აღნიშნული ცქრიალა ღვინის გახსნა და დაგემოვნება. ასევე 2017 წლის 21 დეკემბერს (1-------), გადაცემა „ს----–----------ში კომპანია „ქ---------“ წარმომადგენლებმა პირდაპირ ეთერში განახორციელა რ---–--------------------------–------–-----ა, რა დროსაც გადაცემის წამყვანები პირდაპირი ეთერის დროს გამოხატავდნენ აღტაცებას კომპანიის მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიმართ. გამოყენებულ იქნა გამონათქვამები: „ი----–--------------------------------------------------–---–------------------–------------------------------------–-----–--------------–----------------------------------------------------------------–-------–------- და ა.შ. გადაცემაში საუბარია კომპანიის მომსახურების მრავალფეროვნებაზე (ე--------------–------–--------------------–----–-------–--–----------–-------------------------------- და ა.შ.). სტუდიაში მოწვეულმა კომპანიის წარმომადგენელმა, ვრცლად ისაუბრა კომპანიის სერვისებზე და სიახლეებზე. აქვე დასახელდა ფასდაკლებების შესახებ, რაც წამყვანების ერთგვარი ხაზგასმის საგანი იყო.

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „------–----–---------------------------ის სამაუწყებლო ბადეში, 2017 წლის 15 და 21 დეკემბერს განთავსებული გადაცემების - „----–---–----------------------–--- და „-----–---------- სიუჟეტებში განთავსებულ პროდუქტებს მიენიჭათ გადაჭარბებული მნიშვნელობა, სიუჟეტები შეიცავენ პროდუქტების შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებებს და გავლენას ახდენენ პროგრამის შინაარსზე, რითაც შპს „------–----–---------------------------ის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნები.

 

"მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული იქნა „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები“. ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულია სახელმძღვანელო რეკომენდაციების მიღების ნორმატიული საფუძველი და მიზანი. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები (შემდგომში „რეკომენდაციები“) შემუშავებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 33-ე პუნქტის საფუძველზე. მე-2 პუნქტის შესაბამისად კი რეკომენდაციების მიღების მიზანს წარმოადგენს აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით დადგინდეს მაუწყებლის მიერ სპონსორზე მითითების ერთიანი სახელმძღვანელო რეკომენდაციები.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულია სპონსორობის პრინციპები. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ა) სპონსორობა იდენტიფიცირებული და რეკლამისგან, ტელეშოპინგისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებიგან (Product Placement) გამიჯნული იყოს; ბ) სპონსორის გზავნილები გაიმიჯნოს პროგრამის შინაარსისგან, შენარჩუნდეს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ მოხდეს პროგრამების შინაარსზე სპონსორის ზეგავლენა მიღებული სარგებლის სანაცვლოდ, ხოლო დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორზე მითითებისას მაუწყებელს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ტერმინები, მაგალითად: „დაფინანსებულია ... მიერ“; „...-თან ერთობლივად“; „...წარმოგიდგენთ...“ და ა.შ. ამავე დროს, მაუწყებლის მიერ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ორაზროვანი განცხადებები, რომელმაც შეიძლება დააბნიოს ან შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია. ამასთან, მაუწყებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სპონსორზე გადაჭარბებული მითითება იმ აკრძალვების გათვალისწინებით, რაც მოცემულია წინამდებარე რეკომენდაციებში, კომისიის მიერ შესაძლებელია შეფასებულ იქნეს როგორც რეკლამა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებებს. მე-6 პუნქტის თანახმად კი სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს შპს „ს-----–----–-------------------------’’-ის ეთერში განთავსდა სასპონსორო მითითებები: ა) „გადაცემის ს--------------------’’ - ს------------------------------------------–--------------------–------------------------------------------------------’’. (2-------------------------------------). ბ) ,,გადაცემის სპონსორია ს-----------------------–---------ი’’. ,,ს----–----------–--------------------------------------------------------------–ი.(2-------------------------------------). გ) ,,საახალწლო ეთერის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენთ ,,ე------------------------------------------------------------–-----–--------------------–-----–------–------------------------–-----------------დ’’.

სასამართლო იზიარებს მოპასუხე - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ს-----–----–-------------------------’’-ის სამაუწყებლო ბადეში, 2017 წლის 18 დეკემბერს გ------------–-------------------------–--------------------------------------------------------“ სასპონსორო ვიდეო-რგოლებში, სასპონსორო მითითებებისას ადგილი ჰქონდა საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ მოწოდებას და წაქეზებას ამ პროდუქტებზე სპეციალური მითითებებით, როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით, ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავდნენ სარეკლამო შეტყობინებებს.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 0--------–---------- გადაწყვეტილებით შპს ,-------–----–----------------------------ს მიეცა გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციის’’ მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო.

 

ასევე დადგენილია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კაწონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–ის N6---- გადაწყვეტილებით შპს „------–----–---------------------------ს დაეკისრა ჯარიმა წლიური შემოსავლის 0,1% - 31,683.2-----–-------------------------------------–---------–-----------–-----------------ი) ლარი, რაც სასამართლოს კანონშესაბამისად მიაჩნია.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106-ე მუხლით განსაზღვრულია თუ რას უნდა შეიცავდეს კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმი. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, აგრეთვე მდივანი, თუ ის მონაწილეობდა ოქმის შედგენაში.

 

ამავე კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, სხდომის დროს იწარმოება ოქმი. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს: ა) ადმინისტრაციული წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა მოსმენა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება; გ) განხილვის დრო და ადგილი; დ) სხდომის თავმჯდომარის, ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის, ექსპერტის, მოწმის ვინაობა; ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა; ვ) მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების მოკლე აღწერა; ზ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგის აღწერა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ადმინისტრაციული ორგანო ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 15 მარტს შპს ,-------–----–----------------------------მა N----------- წერილით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–ის N-- სხდომის ოქმში არსებული შენიშვნებზე და განუმარტა, რომ სხდომის ოქმის იმ ნაწილში, რომელიც ეხება ,-----------------ს საკითხის განხილვას, ერთ-ერთ მონაკვეთში არ არის მითითებული კომისიის თავმჯდომარის - კ------------ის მოსაზრება/პოზიცია და ასევე არ არის მითითებული თ---------------–---–ის შეპასუხება/მოსაზრება. კერძოდ, სხდომის ოქმის მე-13 გვერდზე, ,,კითხვა-პასუხის’’ ნაწილში სადაც არის წარდგენილი თ---------------–---–ის და პ--------ს მსჯელობები მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით (მე-13 გვერდის ბოლო ნაწილი, რომლიც შემდეგ გადადის მე-14 გვერდზე) არ არის დაფიქსირებული კ------------ის მოსაზრება, რომელიც მან დააფიქსირა უშუალოდ თ---------------–---–სა და პ---–-------ას შორის მომხმარებელთა დაცვის მიზნობრიობის თემაზე საუბრის შედეგ, კონკრეტულად ბატონმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიზნობრიობა არის არა მხოლოდ მომხმარებლის უფლებების დაცვა, არამედ ის, რომ არ მოხდეს რეკლამის ფასების აღრევა. აღნიშნულის შემდეგ შპს „ს-----–----–----------------------------ის წარმომადგენელმა გააკეთა შეპასუხება და დააფიქსირა მოსაზრება, რომ კომისიის ფუნქციაში არ შედიოდა რეკლამის ფასების რეგულირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა სხდომის ოქმში შესაბამისი შესწორების შეტანა და ზემოხსენებული გამოტოვებული მოსაზრებების უცვლელი სახით ასახულიყო სხდომის ოქმში და/ან განხორციელებულიყო შპს „ს-----–----–----------------------------ის წარმომადგენის მიერ მითითებული შენიშვნების დადასტურება შესაბამისი ფორმით.

ასევე დადგენილია, რომ შპს ,-------–----–----------------------------ის 2018 წლის 15 მარტის N----------- წერილზე პასუხად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 მარტის N0-------- წერილით შპს ,-------–----–----------------------------ის მთავარ იურისტს ეცნობა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 0-----------–ის N-- სხდომის ოქმი შედგენილი იყო ზედმიწევნით სიზუსტით. ამასთან სხდომის ოქმის აუდიო/ვიდეო ჩანაწერი წარმოდგენილი იქნა სასამართლოში და გადაეცა მოსარჩელე მხარეს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 მარტის N0-------- წერილი კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, სასამართლო სხდომის ოქმი სრულყოფილად იქნა გამოკვლეული მხარეთა მიერ, სასამართლო სხდომაზე.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „------–----–---------------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი