განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 270310018002416020
საქმე N3/ბ-83-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი – გ-------------------ე
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ--–------------ა
მესამე პირი – ს-------------------ა
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ჯ--–------------ას სარჩელის სრულად უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2018 წლის 25 აპრილს ჯ--–------------ამ სარჩელით მიმართა წალენჯიხის მაგისტრატ სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი:
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის №- საოქმო გადაწყვეტილება;
- ჯ--–------------ას მოთხოვნის უარყოფის ნაწილში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №- საოქმო გადაწყვეტილება;
- სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №--1---- ბრძანება;
ამავე სარჩელით ჯ--–------------ამ მოითხოვა ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხისათვის თანამდებობრივი სარგოს - შრომითი გასამჯელოს (ხელფასის) ოდენობით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 06.08.2013 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და მოპასუხის მხრიდან მის (ჯ--–------------ას) მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა;
მოსარჩელის აღნიშვნით, 2007 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის ქ--------- ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2013 წელს ჩატარებულ იქნა საჯარო მოხელეთა ატესტაცია ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მან (ჯ----------- ) მიიღო 70 ქულა, ხოლო 2013 წლის 25 მაისს ჩატარებული გასაუბრების შედეგად მოპასუხე მხარის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოსარჩელე ჯ--–------------ა არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას და 2013 წლის 06 აგვისტოს N----- ბრძანებით ჯ--–------------ა განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ზემოაღნიშნული ბრძანება ჯ--–------------ას მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ--–------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მის (ჯ-----------) მიერ გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ--–------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 06 აგვისტოს N----- ბრძანება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წალანჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 31 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მის (ჯ--–------------ას) მიმართ მიიღო N----- ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჯ--–------------ას მოთხოვნა ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის- მუნიციპალიტეტის რწმუნებულის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული ბრძანება ჯ--–------------ას მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. სასამართლოს 201- წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, ჯ----------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 27 ოქტომბრის N- ოქმი (საოქმო გადაწყვეტილება) და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 ოქტომბრის N----- ბრძანება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასების შემდგომ დატოვებული იქნა უცვლელად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 05 აპრილის განჩინებით შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 05 აპრილის განჩინების საფუძველზე, ატესტაციის შედეგად ჯ--–------------ას სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა-გამოკვლევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 26 ივლისის №--1---- ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და შეიქმნა კომისიის შემადგენლობა. 2016 წლის 01 სექტემბერს კომისიამ ზეპირი მოსმენის შედეგად მიიღო №- საოქმო გადაწყვეტილება ჯ----------- თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო 2016 წლის 16 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ №--1---- ბრძანების გამოცემას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჯ--–------------ას მოთხოვნა ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკაშირებით. ზემოაღნიშნული ბრძანება მოსარჩელე ჯ--–------------ას მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლო წესით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ--–------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ--–------------ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 01 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილება და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის №--1---- ბრძანება. ამავე გადაწყვეტილებით დაევალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში ჯ--–------------ას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გამგეობის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 29 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზეპირი მოსმენის საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი (ჯ-----------) განცხადება სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით ხელახლა გამოცხადდა ღია კონკურსი ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე. ზემოაღნიშნული ოქმის მიმართ გაკეთებულ იქნა შენიშვნები, რაც არ იქნა გაზიარებული და 2018 წლის 11 აპრილს გამოცემულ იქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის N2-1---- ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაინტერესებული მხარის ჯ--–------------ას განცხადება სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით ადმინისტრაციული წარმოებისას არ მომხდარა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. არ მომხდარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება, ასევე გადაწყვეტილების თანახმად უნდა ჩატარებულიყო ხელახალი გასაუბრება, რომლის შედეგადაც უნდა მომხდარიყო მოსარჩელე ჯ-----------, როგორც მოხელის ცოდნის დონისა და პროფესიული ჩვევების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან, ასევე უნდა მომხდარიყო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი შესწავლა და შეფასება, რაც არ შესრულებულა. სადაო ბრძანებაში მითითებულ იქნა, რომ - ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიზანშეწონილად ჩაითვალა ჩატარებული ზეპირი მოსმენა, რადგან უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება ,,ატესტაციის მიზნებისთვის“ ჯ--–------------ასთან ხელახალი გასაუბრების ჩატარების თაობაზე შეუძლებელი იყო’’.
მოსარჩელის განმარტებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა ს-------------------ამ, ჯ-------------------------------–-------–--–-----------–--------------------------- საატესტაციო კომისიაზე მიიღეს უარყოფითი შეფასებები და 2013 წლის 25 მაისის N-9 გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნენ დაკავებული თანამდებობის შეუსაბამოდ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დაინიშნენ შესაბამის თანამდებობებზე, რაც წარმოადგენს მასზე (ჯ------------ე) განხორციელებულ დისკრიმინაციის ფაქტს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ს-------------------ა.
მოპასუხე - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა და მესამე პირმა - ს-------------------ამ სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ--–------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის №- საოქმო გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №--1---- ბრძანება მოსარჩელისათვის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ; ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელე ჯ--–------------ა აღდგენილ იქნა ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე;
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს - შრომითი გასამჯელოს (ხელფასის) ოდენობით სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან - 06.08.2013 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დარჩენილ ნაწილში ჯ--–------------ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. ჯ--–------------ა 2007 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის - ქ. ჯ------ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
2.1.2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მიერ 2013 წლის 22 აპრილს გაცემული დახასიათებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ქ--------–-, ჯ--–------------ა არის დადებითი პიროვნება, გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, არის დავალების შემსრულებელი, მან დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამოიჩინა თავი მინდობილი საქმისადმი ერთგულებით, პროფესიონალიზმით და გულისხმიერებით. იგი წამოჭრილ საკითხებზე იღებდა ობიექტურ გადაწყვეტილებებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ის სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტით. თავისი საქმიანობით ის მისაბაძი პიროვნებაა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ჯ--–------------ას ახასიათებს დადებითად.
2.1.3. 2013 წელს არსებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია შედგებოდა 06 წევრისაგან, ესენი იყვნენ: დ---------–------------------------------------–-----------–--–--------------–----–-----------------–------------------–-------------–-------------------–-------------------------ა. კომისიის მიერ 2013 წელს ჩატარებული იქნა საჯარო მოხელეთა ატესტაცია ორ ეტაპად: ტესტირების ეტაპი და გასაუბრების ეტაპი. 2013 წლის 18 მაისს ჩატარებული იქნა ტესტირება, რა ეტაპზეც ჯ--–------------ამ მიიღო 70 ქულა და გადავიდა მეორე - გასაუბრების ეტაზე.
2.1.4. 2013 წლის 25 მაისს ჩატარდა გასაუბრება, რის შედეგადაც მიღებულ იქნა N-9 გადაწყვეტილება, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედმა კომისიამ შეაფასა ატესტაციის შედეგები და გადაწყვიტა, რომ ჯ--–------------ა არ შეესაბამებოდა დაკავებულ - ქ. ჯ------ რწმუნებულის თანამდებობას.
2.1.5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2013 წლის 06 აგვისტოს მიღებულ იქნა N----- ბრძანება, რომლითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ჯ--–------------ა გათავისუფლდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის - ქ. ჯ------ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
2.1.6. ჯ--–------------ას მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის N----- ბრძანება ბათილად ცნობის მოთხოვნით გასაჩივრებული იქნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, თუმცა სასამართლოს 10.10.2013 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1.7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ--–------------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 06 აგვისტოს N----- ბრძანება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,იმ პირობებში, როცა არსებობს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის ატესტაციამდელ პერიოდში საქმიანობის დადებითი დახასიათება, ატესტაციის პირველი ეტაპი - ტესტირება გავილილია წარმატებით, საკონკურსო საატესტაციო კომისიის დასკვნა მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის შესახებ ეფუძნება მხოლოდ გასაუბრების შედეგებს, დაწესებულების ხელმძღვანელმა ატესტაციის შედეგების საფუძველზე მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჯ--–------------ასთან თანაბარ მდგომარეობაში მყოფი სხვა მოხელეები, რომლებიც კომისიამ ასევე მიიჩნია დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამოდ, დაწესებულებამ დაასაქმა სხვა თანამდებობებზე, როგორც ეს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა განმარტეს. ამ თვალსაზრისით პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო წესით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2014 წლის გადაწყვეტილება.
2.1.8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 14 აპრილის N------- ბრძანებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N-5 დადგენილების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 201- წლის 19 მარტის N-60 გადაწყვეტილების საფუძველზე, ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა ს-------------------ა.
2.1.9. 2014 წლის 29 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებულ იქნა N----- ბრძანება, რომლითაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება დაინტერესებული მხარის ჯ--–------------ას მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2013 წლის 06 აგვისტოს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოსაცემად. ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის თარიღად დადგინდა 2014 წლის 27 ოქტომბერი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე პირებად განისაზღვრა: ა) გ---------–--------- - მუნიციპალიტეტის გამგებელი; ბ) ლ-–---------- - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი; გ) კ-------–--------–---–-- - საფინანსოსაბიუჯეტო სამსახურის უფროსი; დ) ნ----------–---–-- - იურიდიული განყოფილების უფროსი; ე) რ----------------–---–-- - წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.
2.1.10. 2014 წლის 27 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა ზეპირი მოსმენა. დაინტერესებული მხარის, მოსარჩელე ჯ--–------------ას მიმართ მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესი წარიმართა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევისა და მათი შეფასების გარეშე, რადგან 2014 წლის 27 ოქტომბრის სხდომის ოქმიდან კონკრეტულად არ ირკვევა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის და დაინტერესებული მხარის პოზიციები სადავო საკითხთან მიმართებაში, რა თანამდებობები (უფროსი და უმცროსი) იქნა შეთავაზებული ჯ--–------------ასათვის, რა მოითხოვა და რა თანამდებობაზე განაცხადა მან უარი. ამის მიუხედავად, ზეპირ მოსმენაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რაც ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,დაინტერესებული მხარის მოთხოვნა მისი სამსახურში, ტერიტორიულ ორგანოში რწმუნებულად დანიშვნის თაობაზე დაკმაყოფილებული არ იქნა, რადგანაც ჯ--–------------ა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 მაისის N-9 გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანმდებობიდან. ვინაიდან მან უარი განაცხადა ზემოთ ხსენებულ ალტერნატიულ შეთავაზებაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დაქვემდებარებასთან დაკავშირებით, მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, რადგან საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად გაუქმდა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობა’’.
2.1.11. საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოცემული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 ოქტომბრის N----- ბრძანება ჯ--–------------ას მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. ზემოთ მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტები მიღებული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის გარეშე, რაც ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონით დაცულ ინტერესს, რის გამოც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 19.06.201- წლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 27 ოქტომბრის N- ოქმი (საოქმო გადაწყვეტილება) და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 ოქტომბრის N----- ბრძანება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასების შემდგომ დატოვებულია უცვლელად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 05 აპრილის განჩინებით შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 05 აპრილის განჩინების საფუძველზე, ატესტაციის შედეგად ჯ--–------------ას სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა-გამოკვლევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობლის 2016 წლის 26 ივლისის №--1---- ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და შეიქმნა კომისიის შემადგენლობა.
2.1.12. 2016 წის 01 სექტემბერს კომისიამ ზეპირი მოსმენის შედეგად მიიღო №- საოქმო გადაწყვეტილება ჯ------------ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო 2016 წლის 16 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ №--1---- ბრძანების გამოცემას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჯ--–------------ას მოთხოვნა ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკაშირებით. აღნიშნული აქტები სასამართლოში გაასაჩივრა ჯ--–------------ამ, თუმცა ჯ--–------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტლებით.
2.1.13. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა ჯ--–------------ას მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ--–------------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 01 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილება და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის №--1---- ბრძანება. დაევალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუვლად დაუდო ის გარემოება, რომ ,,ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული არც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 26 ივლისის №--1---- ბრძანებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებთან მიმართებით არ არის გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დასკვნები, მითითებები და განმარტებები - არ არის ჩატარებული ხელახალი გასაუბრების ეტაპი, რომლის შედეგადაც უნდა მომხდარიყო მოხელის ცოდნის დონისა და პროფესიული ჩვევების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან’’.
2.1.14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო წესით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017 წლის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.01.2018 წელის განჩინებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რა მიზნითაც 2018 წლის 29 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 29 მარტს გაიმართა კოლეგიური სხდომა და შედგა №- სხდომის ოქმი, რის შედეგადაც მიღებულ იქნა №- საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაინტერესებული მხარის - ჯ--–------------ას განცხადება სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. ხელახლა გამოცხადდა ღია კონკურსი ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე.
მსგავსი შინაარსის №--1---- ბრძანება მიღებული იქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 11 აპრილს.
2.1.1-. №- საოქმო გადაწყვეტილებას და №--1---- ბრძანებას მოპასუხემ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ვერ აღასრულებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.01.2018 წელის განჩინებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2017 წლის გადაწყვეტილებას სამართლებრივი რეჟიმის შეცვლის გამო, კერძოდ, მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი არ იცნობდა ატესტაციის ცნებას და ამიტომ დაინტერესებული პირის - ჯ--–------------ას მიმართ ვერ ჩატარდებოდა ატესტაციის მიზნებისათვის გასაუბრება...’’.
2.1.16. ჯ--–------------ამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №- სხდომის ოქმთან დაკავშირებით 4 პუნქტად ჩამოყალიბებული შენიშვნები შემდეგი შინაარსით:
,,1. მოსმენის სხდომის ოქმი არ ასახავს სხდომის თანმიმდევრობასა და რეალურ სურათს, ოქმში ასახული არ არის სხდომის თავმჯდომარის აცილების საკითხთან დაკავშირებული დისკუსიები, მხარის პოზიციები, შესვენების გამოცხადება, შემდეგი დისკუსიები , კომისიის წევრთა, ასევე ჩემი და ჩემი წარმომადგენლების პოზიციები, საბოლოო შეთანხმება აცილების საკითხთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის მიმართ და სხდომის გაგრძელებაზე.
2. ოქმში ასახული არ არის სახალხო დამცველის მონაწილეობა და მისი სტატუსი, მისი მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის და სხდომის წევრების პასუხები, ასევე ოქმში დეტალურად ასახული არ არის ჩემი და ჩემი წარმომადგენლების გამოთქმული მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საერთოდ ასახული არ არის თუ რა საკითხი დააყენა ჩემმა წარმომადგენელმა გული ქარცხიამ და ვახტანგი გაბედავამ და კომისიის თავმჯდომარის პასუხები;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით საკითხი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება დაევალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს (საქმე 3/ბ59-2017წ), თუმცა სხდომაზე სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მას დაავალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა მერის წერილობითი გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით; სხდომის თავმჯდომარის განცხადებით მას დაავალა მერმა, რაც ოქმში ასახული არ არის;
4. ოქმში ასახული არ არის სხდომის მიმდინარეობისას კონფლიქტური სიტუაციები ჩემსა და სხდომის თავმჯომარეს შორის, სხდომის თავმჯდომარესა და ჩემს წარმომადგენელ ვახტანგ გაბედავას შორის, რა მოტივით ითხოვდა სხდომიდან მის გაძევებასა და სხდომის დატოვებას, ჩემსა და სახალხო დამცველის მიმართ სხდომის მიმდინარეობის აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით, ამაზე თვითონ სხდომის თავმჯდომარის პოზიცია, ჩემი და სახალხო დამცველის პოზიცია’’.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში კოლეგიურად გამართული სხდომის შედეგად 2018 წლის 11 აპრილის მიღებული იქნა №- საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ--–------------ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, შენიშვნებიდან გაზიარებულ იქნა მხოლოდ პირველ პუნქტად ჩამოყალიბებული საკითხი, ხოლო დანარჩენი უარყოფილ იქნა.
დადგენილია, რომ ჯ--–------------ამ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2018 წლის 25 აპრილს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განვრცობილი სახითაა რეგლამენტირებული ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლში, რომელთა თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტი, გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო მოეძებნა სამართლებრივი გზა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსარულებლად. მართალია დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ატესტაციის ინსტიტუტს და შესაბამისად მოპასუხე მოსარჩელეს ვერ ჩაუტარებდა გასაუბრებას, თუმცა მოპასუხეს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებით აღიარებულია მოსარჩელის კანონით დადგენილი წესის დარღვევით გათავისუფლება - გაუქმებულია მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - 2013 წლის 06 აგვისტოს №--6-- ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ასეთ ვითარებაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა სწორედაც მოქმედი კანონმდებლობით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ კანონის საფუძველზე. ამ მიმართულებით, ყურადსაღებია ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლი, რომლითაც რეგულირდება სადავო ურთიერთობა. სახელდობრ, მითითებული ნორმის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე... სწორედ ეს ნორმა წარმოადგენდა სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის №- საოქმო გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №--1---- ბრძანება მოსარჩელისათვის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ და მოსარჩელე ჯ--–------------ა აღდგენილი უნდა ყოფილიყო ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე, ხოლო 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მიცემოდა განაცდური თანამდებობრივი სარგოს - შრომითი გასამჯელოს (ხელფასის) ოდენობით სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან - 06.08.2013 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2.2.1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგებოდა საქარტველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, შესაბამისად მოთხოვნა ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა.
2.2.3. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ, რა მიმართებით სასმართლომ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი განხილებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV დადგენილი წესით.
მითითებული კოდექსის 3633 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.
რამდენადაც მოსარჩელე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებას, რის შესახებაც ჯ--–------------ასათვის ცნობილი იყო 2014 წელს, სასამართლომ ჩათვალა, მოთხოვა, რომელიც დაყენებული იყო 2018 წლის 25 აპრილს წარმოდგენილი სარჩელით, იყო ხანდაზმული.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯ--–------------ას არ გაუსაჩივრებია. გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ჯ--–------------ა სარჩელის სრულად უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, 201- წლის 27 ოქტომბერს მიღებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი ამოქმედდა 2017 წლის 01 ივლისიდან. ამ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დაევალა საჯარო დაწესებულებებს 2017 წლის 01 ივლისამდე უზრუნველეყოთ მათ დაწესებულებაში არსეული თანამდებობების იერარქიულ რანგებში გადანაწილება, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პროფესიულ მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნცქიებისა და უფლება-მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება. ამდენად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 ივნისის N------- ბრძანებით შეიქმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების იერარქიულ რანგებში განაწილების მიზნით კომისია, რომელსაც დაევალა უზრუნველეყო ,,პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N21- დადგენილებით განსაზღვრული წესით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების იერარქიულ რანგებში განაწილების, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პროფესიულ მოხელეებად გარდაქმნის ან შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადების შესახებ წინადადებების შემუშავება;
3.1.2. აპელანტის მოსაზრებით, მიღებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, კომისიის 2017 წლის 20 ივნისის N- სხდომის ოქმისა და ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობის შრომითი ხელშეკრულებებით დაკავებულ პოზიციად განსაზღვრის შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლი 20 ივნისის N------- ბრძანების შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის საშტატო თანამდებობა 2017 წლის 01 ივლისიდან გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად, ამდენად ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის N-7 დადგენილების შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ ტები - ბრძანებები და წარმომადგენლებთან გაფორმდა შესაბამისი ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები 2017 წლის 31 დეკემბრამდე ვადით;
3.1.3. აპელანტის განმარტებით, ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N-- დადგენილებით მერიის საშტატო ნუსხას დაემატა 14 საშტატო ერთეული - მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე. ვინაიდან მერის წარმომადგენლის შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო შეუწყდათ შრომითი ურთიერთობა და ამ პერიოდისთვის ჯ--–------------ა თუნდაც რომ ყოფილიყო დანიშნული ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე, მის მიმართაც იგივე რეგულაციები გავრცელდებოდა, რაც დანარჩენი 13 მერის წარმომადგენელზე და შესაბაისად სურვილის შემთხვევაში გამოცხადებულ ღია კონკურსზე მიიღებდა მონაწილეობას;
3.1.4. აპელანტის განმარტებით, დღეს მოქედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი არ იცნობს ,,ატესტაციის’’ ცნებას და ამიტომაც დაინტერესებული პირის ჯ--–------------ას მიმართ ვერ ჩატარდება ატესტაციის მიზნებისთვის გასაუბრება, მაგრამ კონკურსის გზით მას ისევ მიეცა საშუალება მიეღო მონაწილეობა აღნიშნულში და გაევლო გასაუბრების ეტაპი;
3.1.5. აპელანტის მითითებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 იანვრის N------- ბრძანების საფუძველზე არსებულ 14 კონკურსის წესით შესავსებ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციულ ვებ.გვერდზე მათ შორის ვაკანსია N----- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - ჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე, რომელიც აღნიშულ პოზიციაზე არსებული დავის გამო, საქმის გარემოებათა იდენტურობის გათვალისწინებით, რომელიმე მხარისათვის კანონით გაუთვალისწინებელი უპირატესობა რომ არ ყოფილიყო მინიჭებული ან რომელიმე მხარისათვის დისკრიმინაციული ზომები და სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 თებერვლის N------- ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ღია კონკურსის შეწყვეტის თაობაზე, რათა დაინტერესებული მხარის ინტერესებიდან გამომდინარე სადავო პოზიციაზე კონკურსი განხორციელებულიყო კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და სხვა არადისკიმინაციულობის დაცვით;
3.1.6. აპელანტის განმარტებით, რაიონული სასამართლოს მითითება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კაონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის იმ მონაკვეთზე, სადაც საუბარია ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისულების შესახებ გადაწყვეტიოლების გაუქმების შემთხვევაში საჯარაო დაწესებულების ვალდებულებაზე მოხელის დაუყონებლივ იმავე თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება და არ ასახავს სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შინაარს, რამდენადაც ის პოზიცია რომელსაც იკავებდა კ.იზორია განთავისუფლების პირობებში, ამჟამად არ არსებობს და სამართლებრივად და ფუნცქიურად განსხვავდება ზემოთ აღნიშნულისაგან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რწმუნებულის პოზიცია შეიცვალა წარმომადგენლის საშტატო ერთეულებით და დებულებით განესაზღვრა შესაბამისი ფუნქციები, მოცემულ პირობებში კი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად - ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში’’, აღნიშნულის გათვალისწინებით არაერთხელ იქნა შეთავაზებული ჯ--–------------ასთვის ტოლფასი თანამდებობა, რაზედაც მან უარი განაცხადა, ასევე როგორც ზემოთ აღინიშნა მისთვის გასაუბრების გავლის შესაძლებლობის მიცემის მიზნით ეცნობა მერიის წარმომადგენლის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის თაობაზე, რაზედაც ასევე განაცხადა უარი და პრაქტიკულად მერიას სხვა რესურსი აღარ დარჩა კონკრეტური ქმედების განსახორციელებლად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯ--–------------ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ჯ--–------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ჯ--–------------ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგოს საშემოსავლო დაქვითვის გათვალისწინებით) სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2013 წლის 06 აგვისტოდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; ჯ--–------------ას სარჩელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის N- საოქმო გადაწყვეტილების, 2018 წლის 11 აპრილის N2-1---- ბრძანების ბათილად ცნობის და ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც პალატაც იზიარებს და ეთანხმება, თუმცა ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად გასაჩივრებულ ნაწილში მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ამდენად მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას, რაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო აქტის 30-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №-/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №-/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №-/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის (ამჟამად მოქმედი რედაქციით 25-ე მუხლი) მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №-/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №-/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 17 მაისის №-/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №-/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 25-ე მუხლით დაცული საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, პალატა მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები. ერთ-ერთი მათგანია შსო-ს N-58 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინების გონივრული საფუძვლის ცნებას. კონვენციის მიხედვით, „გონივრულობის“ პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში.
პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთა სულისკვეთებით და გათვალისწინებით სახელმწიფოში უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები; სამოხელეო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს და შესაბამისად სრულად იზიარებს კანონიერების პრინციპის მნიშვნელობას საჯარო-შრომით ურთიერთობებში უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული პრინციპი ბოჭავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეებს (მათ შორის თანამდებობის პირებს) მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით. ამავე კანონის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებულია საჯარო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვა. საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი.
ასევე აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო-სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე, მისი გათავისუფლების საკითხიც.
უპირველეს ყოვლისა პალატა ყურადღებას ამახვილებს კანონიერ ძალში შესულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ჯ--–------------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 06 აგვისტოს N----- ბრძანება, რომლითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ჯ--–------------ა გათავისუფლდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის - ჯ------ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან. ამავე გადაწყვეტილებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო გადაწყვეტილება არ შეუსრულებია, რაც დადგენილია მხარეთა შორის არსებული დავის ფარგლებში მიღებული არაერთი სასამართლო გადაწყვეტილებით, მათ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით. საბოლოოდ კი ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ძალაში შესული ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი არ იცნობდა ატესტაციის ცნებას და ამიტომ დაინტერესებული პირის - ჯ--–------------ას მიმართ ვერ ჩატარდებოდა ატესტაციის მიზნებისათვის გასაუბრება.
ამდენად შეიძლება დავასკვნათ, რომ სასამართლოს კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით უკანონოდაა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის - ჯ------ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან ჯ--–------------ას გათავისუფლება, რა მიმართებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას.
პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო, აგრეთვე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ--–------------ას მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე 201- წელს საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე დაინიშნა ს-------------------ა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია, ამასთან არც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და არც სასამართლოში დავის განხილვისას პრევენციული დაცვის ღონისძიების გამოყენების უფლებით არ უსარგებლია.
ისიც უდავოა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წლის 30 ივნისს მიღებული იქნა №-7 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე’’, რომელიც გავრცელდა 2017 წლის 01 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამ დადგენილების მიხედვით, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №-1- დადგენილების შესაბამისად ჯ--–------------ას გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა გარდაიქმნა სამოქალაქო საშტატო ერთეულად (იხ. დადგენილების 81-ე პუნქტი) და ამ ადგილზე მომუშავე მესამე პირს - ს-------------------ას გაუფორმდა შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ამდენად ცალსახაა, რომ მოსარჩელე ჯ--–------------აც მითითებულ თანამდებობაზე საქმიანობის პირობებში მოექცეოდა იმ რეგულაციაში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტებით იქნა დადგენილი.
2018 წლის 18 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა №- დადგენილება ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე’’, რომელიც გავრცელდა 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამ დადგენილების მიხედვით, ჯ--–------------ას გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა კვლავ გარდაიქმნა საჯარო საშტატო ერთეულად (იხ.დადგენილების მე-11 პუნქტი).
მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული №- დადგენილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობებზე (მათ შორის ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში) ჩატარდა კონკურსი და დაინიშნა მესამე პირი ს-------------------ა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია.
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით (მოხელის გადაყვანა და მობილობა) გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ სამართლებრივად და ფაქტობრივად შეუძლებელია ჯ--–------------ას მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციის გავრცელება, რადგანაც მას ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობა არ მიუღია, ამასთან კონკურსის შედეგად ამ თანამდებობაზე განწესდა მესამე პირი, შესაბამისად პალატა თვლის, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის N- საოქმო გადაწყვეტილება და 2018 წლის 11 აპრილის N2-1---- ბრძანება აღნიშნულ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ადმინის ტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან მიეცა შეთავაზება დაკავებული ტანამდებობის ტოლფას დანამდებობაზე დასაქმების თაობაზე, რაზედაც უარი განაცხადა (იხ.სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.1.2. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის მოთხოვნის თაობაზე სარჩელის საფუძვლიანობას, პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
როგორც უკვე აღინიშა, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია აპელანტის დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისულფების ფაქტი, ასევე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეცვლის გამო მის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა მიეცეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი თანხა.
რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ოდენობის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ იძულებითი განაცდური ეს არის მიუღებელი ყოველთვიური ფულადი სარგო, რასაც უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე საჯარო საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების პირობებში მიიღებდა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ჯ--–------------ას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2013 წლის 06 აგვისტოდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ იმ პერიოდამდე, როდესაც გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე მუშაობის პირობებში დასრულდებოდა სამოქალაქო შრომითი ხელშეკრულება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაწილობრივ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯ--–------------ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მირებული იქნას ახალი აგდაწყვეტილება, რომლითაც ჯ--–------------ას სარჩელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის N- საოქმო გადაწყვეტილების, 2018 წლის 11 აპრილის N2-1---- ბრძანების ბათილად ცნობის და ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდება, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალება ჯ--–------------ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგოს საშემოსავლო დაქვითვის გათვალისწინებით) სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2013 წლის 06 აგვისტოდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯ--–------------ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჯ--–------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
– წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ჯ--–------------ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგოს საშემოსავლო დაქვითვის გათვალისწინებით) სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2013 წლის 06 აგვისტოდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
– ჯ--–------------ას სარჩელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის N- საოქმო გადაწყვეტილების, 2018 წლის 11 აპრილის N2-1---- ბრძანების ბათილად ცნობის და ჯ------ ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №-2), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№-2).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე