მუხლი 101. განმცხადებლის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის შემთხვევაში
თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ:
ა) უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ;
ბ) ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ განმცხადებელს უკვე წარდგენილი აქვს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესს. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიუთითოს, თუ რა გადაუდებელი გარემოება არსებობს.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(19)
საქმე №ბს-514(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…რომლის შინაარსსაც თავადვე არ იცნობდა. ამასთან, განმცხადებელს არ მიეცა წარმოდგენილი ინფორმაციის უარყოფის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უფლება გარანტირებულია მათ შორის, ადგილობრივი სამართლის მიხედვითაც, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით,…
საქმე №ბს-81(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.11.2022
…შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის,,ა" და,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიღებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 101-ე მუხლების მოთხოვნები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტის საფუძვლად მითითებული კონტრდაზვერვის წერილი არ შეიცავს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის…
საქმე №ბს-475(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
…ჩანაწერიდან არ იკვეთება წარმოებაში დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობა. საქმეში მატერიალური სახით დაცულ 11.05.2017წ. ოქმში ასევე შეუვსებელია გრაფა, რომელშიც სტატუსის მაძიებლის მონაცემები უნდა იყოს მითითებული. სზაკ-ის 101.1 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილი აქვს განმცხადებლის მოთხოვნის…
საქმე №ბს-649(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2020
…გადაუდებელი შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებას შეეძლო არსებითი ზიანი მიეყენებინა საჯარო ინტერესისათვის“. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის იპერატიული დანათქმის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური…
…გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე აქტის გამოცემას.,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონის მე-101 მუხლის, იუსტიციის მინსიტრის 12.11.04წ. ¹1398 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ პირის რეგისტრაციიდან…
…დღგ-ის გადამხდელს. საქონლის შეძენა ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე თურქეთიდან და ჩინეთიდან იმპორტის გზით. შემოწმების პროცესში წარდგენილია, ასევე საბანკო ამონაწერები.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 101-ე მუხლის მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა…
…განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 53-ე, 185-ე, 186- ე, 96-ე, 101-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა უხეშად დაარღვია კანონით დადგენილი პროცედურები და გადაწყვეტილება მიიღო საკითხის შესწავლის გარეშე და ზეპირ…
…შეძენილი საქონლის ღირებულების 75%, ადგილობრივი შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სსიპ-გან მიღებული მომსახურებები და სხვა. განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და სსკ-ის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა. გადაწყვეტილება საბჭო მიიჩნევს, რომ…