განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2018
საქმის ნომერი
330310017001785712
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001785712

საქმე №3ბ/630-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ-------------ძე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ-----–ა მ------–-ა;

წარმომადგენელი- მ---------–-–---–ი;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ნ-----–ა მ------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. დადგენილია, რომ ნ-----–ა მ------–-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მასზე გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, ო-------ე, სოფელი ახალი კ------ი. დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ნ----–-----ი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35.

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით ნ-----–ა მ------–-ა დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, მისამართზე - ქ. თბილისი, გ-–----ი- ნ----–-----ის რაიონი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35. ნ-----–ა მ------–-ას მოქმედი სარეიტინგო ქულაა - 28230.

 

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ გაცემული საპენსიო მოწმობის მიხედვით, ნ-----–ა მ------–-ა, როგორც მეორე ჯ-----ის ინვალიდი, 1992 წლის 7 დეკემბრიდან იღებს პენსიას 10 (ათი) ლარის ოდენობით.

 

2.1.2. 2015 წლის 30 აპრილს შედგენილი „ს--–---–-------------------ის“ ცხრილის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ა (6----------) დამისამართებულია: ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35 (კერძო 0--------), ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35. ს--–---–-------------------ია - შემოსავლის მაჩვენებელი - 1, ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1; სიღარიბის მაჩვენებელი - 3; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი II ჯ-----ი - 2; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1; საბოლოო ქულა - 8.

 

2.1.3. ნ-----–ა მ------–-ას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის (დანართი N3) შესაბამისად, ნ-----–ა მ------–-ას (6----------) ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ქ. თბილისი, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35. ნ-----–ა მ------–-ა არის დასაოჯახებელი, მარტოხელა პენსიონერი, ჰყავს 3 ძმა და ორი და, რომლებიც არიან დაოჯახებულები. ნ-----–ა მ------–-ას უძრავი, მოძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია. მისი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს: პენსია -150 ლარი, დევნილთა შემწეობა - 28 ლარი, სოციალური შემწეობა - 60 ლარი. ნ-----–ა მ------–-ას საცხოვრებელ სტატუსს წარმოადგენს - კერძო სექტორი. მოსარჩელე 3 წელზე მეტია ცხოვრობს დისშვილის ბინაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ შეუცვლია საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

 

2.1.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 21 აგვისტოს მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის (ქ. თბილისი, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35.) მესაკუთრედ მითითებულია ნ-----–ა მ------–-ას დისშვილი - ც-–-- ც-------–--ლი. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან ცხოვრობს ხსენებულ მისამართზე, დისშვილის ბინაში, ქირის გარეშე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 21 აგვისტოს მონიტორინგის ფორმის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ქ. თბილისში, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ში გამოცხადებისას დახვდათ თავად ნ-----–ა მ------–-ა. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ას თვიურ შემოსავლად მითითებულია 210 ლარი (პენსია 150 ლარი, სოციალური შემწეობა 60 ლარი).

 

2.1.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 26 ივლისის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35. აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ მითითებულია ნ-----–ა მ------–-ას დისშვილი - ც----- ც-------–--ლი და აღნიშნულია, რომ ც----- ც-------–--ლი იმყოფება თ--------–ი. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან ცხოვრობს ხსენებულ მისამართზე, დისშვილის ბინაში, ქირის გარეშე. მონიტორინგის ფორმის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ქ. თბილისში, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ში გამოცხადებისას დახვდათ თავად ნ-----–ა მ------–-ა. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ას თვიურ შემოსავლად მითითებულია 240 ლარი (პენსია 180 ლარი, სოციალური შემწეობა 60 ლარი).

 

2.1.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი: 13.09.2016წ.) ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ლ-----ა ც-------–--ლი.

 

2.1.7. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №--- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანების შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ,,ჰ----–--- ჯ-----ი’’-სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე ნ-----–ა მ------–-ას ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება, რომ ამ ეტაპზე განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.

 

2.1.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ნ-----–ა მ------–-ას პ/ნ 6---------- ოჯახს, ამ ეტაპზე განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

2.1.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 27 დეკემბრის №01-0---------- წერილით, ნ-----–ა მ------–-ას განემარტა, რომ წინასწარი შეფასებით მიღებული 8 ქულა 7 ქულამდე შეუმცირდა სოციალურ კრიტერიუმში 1 ქულის გაუქმების გამო, რაც განაპირობა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მინიჭებული ქულის შემცირებამ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანებას ნ-----–ა მ------–-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

2.2.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლის ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

2.2.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და კერძო სექტორში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული

„საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „ს--–---–-------------------ის“ №5 დანართის შესაბამისად.

 

2.2.4. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოსაზრებით, მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროება მოპასუხემ არასწორად შეაფასა, მიიჩნია, რომ ნ-----–ა მ------–-ა არ საჭიროებს ამ ეტაპზე გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რადგან იგი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით, რომელიც არ წარმოადგენს ნგრევად და საცხოვრებლად საშიშ ობიექტს. ამავდროულად, სამინისტროს განმარტებით, მოსარჩელეს წინასწარი შეფასებით მიღებული 8 ქულა 7 ქულამდე შეუმცირდა სოციალურ კრიტერიუმში 1 ქულის გაუქმების გამო, რაც განაპირობა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მინიჭებული ქულის შემცირებამ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს

№--- ბრძანებით დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი, რომლითაც საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარით გათვალისწინებულია და შეიცავს მთელი რიგ კრიტერიუმებს, რომელთა შეფასებაც ხდება შესაბამისი კომისიის მიერ და აღნიშნული შეფასება წარმოადგენს დევნილის გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის წინაპირობას და შესაბამისად, სამინისტროს დეპარტამენტების მხრიდან აღნიშნული პროცედურების დაცვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ შემდგომ კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს უკანონო გადაწყვეტილების მიღებას და განმცხადებლის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვასა თუ დარღვევას.

 

სასამართლომ მიუთითა წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: შესაძლებლობისა და საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დევნილებისაგან; ასევე, მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლის შემთხვევაში, დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. მე-11 პუნქტის თანახმად, დამუშავებული მასალები გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით მოცემული პროექტის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს. ხოლო, მე-12 პუნქტის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ამდენად, კანონქვემდებარე აქტით დეტალურად არის გაწერილი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია და იძლევა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ამავე წესით (მე-2 მუხლის მე-8, მე-9 და მე-11 პუნქტები) განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოითხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე, ხოლო სამინისტროს საქმიანობა ემყარებოდეს ამ სფეროში შემუშავებული და მიღებული სამართლებრივი დოკუმენტების დებულებებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს დევნილ პირს, რომელიც არის II ჯ-----ის ინვალიდი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას.

 

სასამართლომ ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 30 აპრილს შედგენილი „ს--–---–-------------------ის“ ცხრილის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ა (6----------) დამისამართებულია: ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35 (კერძო 0--------), ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35. სოციალური კრიტერიუმია - შემოსავლის მაჩვენებელი - 1, ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1; სიღარიბის მაჩვენებელი - 3; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი II ჯ-----ი - 2; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1; საბოლოო ქულა - 8.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნებიან იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანი განსახლებისას. სამინისტრო, როგორც აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ინდივიდუალურად შეაფასოს კონკრეტული ოჯახის საჭიროებები და ამგვარად საკითხის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №--- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანების შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ,,ჰ----–--- ჯ-----ი’’-სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინებით დაკმაყოფილებაზე ნ-----–ა მ------–-ას ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება, რომ ამ ეტაპზე განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ნ-----–ა მ------–-ას (პ/ნ 6----------) ოჯახს, ამ ეტაპზე განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 21 აგვისტოს მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის (ქ. თბილისი, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35.) მესაკუთრედ მითითებულია ნ-----–ა მ------–-ას დისშვილი - ც-–-- ც-------–--ლი. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან ცხოვრობს ხსენებულ მისამართზე, დისშვილის ბინაში, ქირის გარეშე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 21 აგვისტოს მონიტორინგის ფორმის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ქ. თბილისში, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ში გამოცხადებისას დახვდათ თავად ნ-----–ა მ------–-ა. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ას თვიურ შემოსავლად მითითებულია 210 ლარი (პენსია 150 ლარი, სოციალური შემწეობა 60 ლარი). რაც შეეხება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 26 ივლისის მონიტორინგის ფორმას, აღნიშნული ფორმის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35. აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ მითითებულია ნ-----–ა მ------–-ას დისშვილი - ც----- ც-------–--ლი და აღნიშნულია, რომ ც----- ც-------–--ლი იმყოფება თ--------–ი. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან ცხოვრობს ხსენებულ მისამართზე, დისშვილის ბინაში, ქირის გარეშე. მონიტორინგის ფორმის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ქ. თბილისში, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ში გამოცხადებისას დახვდათ თავად ნ-----–ა მ------–-ა. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ას თვიურ შემოსავლად მითითებულია 240 ლარი (პენსია 180 ლარი, სოციალური შემწეობა 60 ლარი). სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მონიტორინგის განხორციელებით სამინისტრომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ქ. თბილისში, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ში ცხოვრობდა ნათესავის ბინაში, ქირის გარეშე. ამავდროულად მოსაჩელეს 2015 წლის 21 აგვისტოს მონიტორინგის ფორმაში შემოსავლის ოდენობად მითითებული ჰქონდა 210 ლარი, თუმცა, 2016 წლის 26 ივლისის მონიტორინგის ფორმაში ნ-----–ა მ------–-ას ყოველთვიულ შემოსავლად დაფიქსირდა 240 ლარი. ამდენად, სამინისტრომ განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო არ დააკმაყოფილა ნ-----–ა მ------–-ას განცხადება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონიტორინგის ფორმებში ქ. თბილისი, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ის მესაკუთრედ მითითებულია ნ-----–ა მ------–-ას დისშვილი - ც----- ც-------–--ლი. ხოლო, საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი: 13.09.2016წ.), ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ლ-----ა ც-------–--ლი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობდა ნათესავის ბინაში, ქირის გარეშე, თუმცა, ვითარება შეიცვალა ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის ცვლილებით. სამინისტროს 2016 წლის 26 ივლისის მონიტორინგის ფორმაში ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ის მესაკუთრედ მითითებულია ნ-----–ა მ------–-ას დისშვილი - ც----- ც-------–--ლი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ ფართში, სწორედ მისი დისშვილის დახმარებით ცხოვრობდა, თუმცა, ბინის მესაკუთრის ცვლილების გამო, აღნიშნულ ფართში მისი ცხოვრება შეუძლებელი გახდა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ ის დევნილები, რომელთა კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულა შეადგენდა 7, 6 და 5 ქულას. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-----–ა მ------–-ას სარეიტინგო ქულა აკმაყოფილებდა მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაკმაყოფილებაზე მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა, ვინაიდან იგი ცხოვრობდა ნათესავის ბინაში ქირის გარეშე და ამავდროულად, მოსარჩელეს წინასწარი შეფასებით მიღებული 8 ქულა 7 ქულამდე შეუმცირდა სოციალურ კრიტერიუმში 1 ქულის გაუქმების გამო, რაც განპირობებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მინიჭებული ქულის შემცირებით, უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით განმარტა, რომ მოსარჩელის შემოსავლის ოდენობის ცვლილება, განპირობებული იყო სახელმწიფო პენსიის ოდენობის ცვლილებით. სასამართლომ განმარტა, რომ პენსია არის პირისათვის ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 21 აგვისტოს მონიტორინგის ფორმის შევსების დროს, სახელმწიფო პენსიის ოდენობა შეადგენდა 150 ლარს და სოციალური შემწეობის ჩათვლით მოსარჩელის შემოსავლის ოდენობა შეადგენდა 210 ლარს. ხოლო, 2016 წლის 26 ივლისის მონიტორინგის ფორმაში ნ-----–ა მ------–-ას ყოველთვიურ შემოსავლად დაფიქსირდა 240 ლარი, რაც სწორედ სახელმწიფო პენსიის ოდენობის ცვლილებამ განაპირობა.

 

ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს დევნილ პირს, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე II ჯ-----ის ინვალიდი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ გარკვეული სახის სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას. ნ-----–ა მ------–-ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. არ არის დაოჯახებული და დღეს არსებული მდგომარეობით, აღარ ჰყავს ახლო ნათესავი, რომლის დახმარებითაც შეძლებს საცხოვრებელი ფართში, ქირის გარეშე ცხოვრებას. მის საკუთრებაში არ ირიცხება უძრავი და მოძრავი ქონება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე მიეკუთვნება ისეთ მოწყვლად ჯ-----ს, რომლის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობის ვალდებულების ხარისხი, კიდევ უფრო მაღალია.

 

2.2.5. სასამართლომ განმარტა, რომ დევნილი პირის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების საფუძვლით, წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას, რაც დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნებით. ამასთან, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ-----–ა მ------–-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის პროცესში არ მოხდა საქმის ჯეროვნად და ყოველმხრივ გამოკვლევა. დადგენილია, რომ ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ში, სადაც მოსარჩელე წლების განმავლობაში ცხოვრობდა, აღარ ეკუთვნის იმ პირს, რომელიც თანახმა იყო ნ-----–ა მ------–-ას ეცხოვრა აღნიშნულ ფართში. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დადასტურებულია, რომ ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელის დისშვილის შვილი - ლ-----ა ც-------–--ლი, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, ბინის წინა მესაკუთრისგან განსხვავებით, არ არის თანახმა ნ-----–ა მ------–-ამ იცხოვროს მის საკუთრებაში არსებულ ფართში. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ნ-----–ა მ------–-ას საცხოვრებელი პირობები, ჯეროვნად არ შეაფასა მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის ცვლილებით გამოწვეული მდგომარეობა. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან ცხოვრობდა ნათესავის ბინაში, ქირის გარეშე, თუმცა, არ გასაუბრებია უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეს, არ ჩაუტარებია მოკვლევა აღნიშნულ გარემობასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ გარემოებას და დაეფუძნა მხოლოდ მოსარჩელის გადამოწმების მიზნით შედგენილ მონიტორინგის მასალებს, რომელიც არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში არ უნდა მოხდეს, დაინტერესებული პირის კანონით დაცული უფლებების და ინტერესების არამართლზომიერად შეზღუდვა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე, რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ყურადსაღებია ის მეტად მნიშვნელოვანი მოვალეობა, რომელიც აკისრია ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს. იგი მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელება. აღნიშნული პრინციპი არის სწორედ ის რეალური გარანტია, რომელიც ადამიანის უფლების ჯეროვან დაცვას უზრუნველყოფს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, გარდა სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებისა, უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმებით. ხსენებული საკანონმდებლო აქტის 101-ე მუხლის პირველი მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით. როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სამოქმედო გეგმა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დევნილი პირის ინფორმირებული მონაწილეობით, კონკრეტულ საკითხზე შესაძლო უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეულ გარემოებაზე დევნილის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხზე წარედგინა მოსაზრებები, არსებობის შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან მიმართებით. ამასთან, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის სხვა რაიმე საფუძველი ადმინისტრაციული ორგანოს არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ დაუსაბუთებია.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–ა მ------–-ასთვის მუდმივი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეციალური კანონით განსაზღვრული და კანონქვემდებარე აქტით დამტკიცებული კრიტერიუმის შეფასებისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჰქონდა სრული შესაძლებლობები და ბერკეტი იმისათვის, რომ ეფქტიანად განეხორციელებინა თავისი საქმიანობა, რომლის უფლებამოსილებაც მას კანონით აქვს მინიჭებული. ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება ნ-----–ა მ------–-ას სოციალური, ფიზიკური და ეკონომიური მდგომარეობის თვალსაზრისით უნდა განხორციელებულიყო, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა იმის განსაზღვრის შესაძლებლობას მიეკუთვნებოდა თუ არა ნ-----–ა მ------–-ა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა განსაკუთრებით გაჭირვებულ ჯ-----ს, რომლის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტა პრიორიტეტულია სახელმწიფოსათვის. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კონკრეტულად შექმნილი სიტუაციის ადეკვატური და, შესაბამისად კანონიერი უნდა იყოს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსარჩელის მდგომარეობის განსაზღვრისას უნდა ეხელმძღვანელა ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ნ-----–ა მ------–-ა, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, წარმოადგენს საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ პირს. თუმცა, სათანადო არგუმენტაციის გარეშე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილების მიღების პერიოდში საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლები. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოება არ არის საკმარისი მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

ზემოთ მითითებული ნორმების გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და თავად სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული უფლებამოსილებისა და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი დევნილთა გრძელვადიან განსახლების პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ობიექტურად და სამართლიანად.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, სასამართლოს კონტროლის პირობებში ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობას.

 

2.2.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ დროისათვის გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინები, რომელთა დევნილთათვის გადაცემის მიზნითაც ნ-----–ა მ------–-ამ შეავსო განაცხადი სამინისტროს მიერ განაწილებულია პროცესში მონაწილე სხვა დევნილ ოჯახებზე. როგორც უკვე აღინიშნა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია სამოქმედო გეგმა, დევნილთა საცხოვრებლით (გრძელვადიანი, დროებითი) უზრუნველყოფის წესს ითვალისწინებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანება. ამდენად, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს, რომელიც უნდა გადაწყდეს დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შერჩეული პროექტის გათვალისწინებით. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ამასთან, სასამართლოში დავის განხილვისას დადგინდა, რომ მოსარჩელის ყოველთვიური შემოსავლის ოდენობის ცვლილება განაპირობა სახელმწიფო პენსიის ოდენობის გაზრდამ. ამავდროულად, შეიცვალა ნ-----–ა მ------–-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე. აღნიშნული გარემოება, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული და შეფასებული.

 

ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ცნობილიყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი პროცედურული წესის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ-----–ა მ------–-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართი დაკმაყოფილებაზე, იმ მიზეზით, რომ ის ამ ეტაპზე არ საჭიროებს დაუყოვნებლივ განსახლებას და მას გააჩნია თავშესაფარი. მოცემულ შემთხვავში, სარჩელში მითითებული არ არის, სადაოდ გამხდარი აქტი (ან მისი ნაწილი) მოსარჩელის რომელ კანონიერ უფლებას ან ინტერესს აყენებს უშუალო ზიანს ან მის რომელ უფლებას ზღუდავს უკანონოდ.

 

3.1.2. აპელანტს მიაჩნია, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან და წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ მასში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს, შესაბამისად, მითითება, რომ სამინისტროს უარი არის დაუსაბუთებელი _ არ შეესაბამება რეალობას. ამასთანავე, მოსარჩელე ვერ უთითებს ვერცერთი გარემოების შესახებ, რომელიც დაადასტურებდა სამინისტროს მიერ აქტის მომზადების ან გამოცემის დროს კანონმდებლობის იმგვარ დარღვევას, რაც "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 60(პრიმა)-ე მუხლით არის გათვალისწინებული.

 

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად, ამიტომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. დადგენილია, რომ ნ-----–ა მ------–-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მასზე გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, ო-------ე, სოფელი ახალი კ------ი. დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ნ----–-----ი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35.

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით ნ-----–ა მ------–-ა დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, მისამართზე - ქ. თბილისი, გ-–----ი- ნ----–-----ის რაიონი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35. ნ-----–ა მ------–-ას მოქმედი სარეიტინგო ქულაა - 28230.

 

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ გაცემული საპენსიო მოწმობის მიხედვით, ნ-----–ა მ------–-ა, როგორც მეორე ჯ-----ის ინვალიდი, 1992 წლის 7 დეკემბრიდან იღებს პენსიას 10 (ათი) ლარის ოდენობით.

 

4.1.2. 2015 წლის 30 აპრილს შედგენილი „ს--–---–-------------------ის“ ცხრილის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ა (6----------) დამისამართებულია: ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35 (კერძო 0--------), ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35. ს--–---–-------------------ია - შემოსავლის მაჩვენებელი - 1, ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1; სიღარიბის მაჩვენებელი - 3; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი II ჯ-----ი - 2; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1; საბოლოო ქულა - 8.

 

4.1.3. ნ-----–ა მ------–-ას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის (დანართი N3) შესაბამისად, ნ-----–ა მ------–-ას (6----------) ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ქ. თბილისი, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35. ნ-----–ა მ------–-ა არის დასაოჯახებელი, მარტოხელა პენსიონერი, ჰყავს 3 ძმა და ორი და, რომლებიც არიან დაოჯახებულები. ნ-----–ა მ------–-ას უძრავი, მოძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია. მისი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს: პენსია -150 ლარი, დევნილთა შემწეობა - 28 ლარი, სოციალური შემწეობა - 60 ლარი. ნ-----–ა მ------–-ას საცხოვრებელ სტატუსს წარმოადგენს - კერძო სექტორი. მოსარჩელე 3 წელზე მეტია ცხოვრობს დისშვილის ბინაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ შეუცვლია საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

 

4.1.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 21 აგვისტოს მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის (ქ. თბილისი, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35.) მესაკუთრედ მითითებულია ნ-----–ა მ------–-ას დისშვილი - ც-–-- ც-------–--ლი. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან ცხოვრობს ხსენებულ მისამართზე, დისშვილის ბინაში, ქირის გარეშე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 21 აგვისტოს მონიტორინგის ფორმის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ქ. თბილისში, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ში გამოცხადებისას დახვდათ თავად ნ-----–ა მ------–-ა. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ას თვიურ შემოსავლად მითითებულია 210 ლარი (პენსია 150 ლარი, სოციალური შემწეობა 60 ლარი).

 

4.1.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 26 ივლისის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35. აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ მითითებულია ნ-----–ა მ------–-ას დისშვილი - ც----- ც-------–--ლი და აღნიშნულია, რომ ც----- ც-------–--ლი იმყოფება თ--------–ი. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან ცხოვრობს ხსენებულ მისამართზე, დისშვილის ბინაში, ქირის გარეშე. მონიტორინგის ფორმის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ქ. თბილისში, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ში გამოცხადებისას დახვდათ თავად ნ-----–ა მ------–-ა. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ-----–ა მ------–-ას თვიურ შემოსავლად მითითებულია 240 ლარი (პენსია 180 ლარი, სოციალური შემწეობა 60 ლარი).

 

4.1.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი: 13.09.2016წ.) ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ლ-----ა ც-------–--ლი.

 

4.1.7. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №--- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანების შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ,,ჰ----–--- ჯ-----ი’’-სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე ნ-----–ა მ------–-ას ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება, რომ ამ ეტაპზე განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.

 

4.1.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ნ-----–ა მ------–-ას პ/ნ 6---------- ოჯახს, ამ ეტაპზე განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

4.1.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 27 დეკემბრის №01-0---------- წერილით, ნ-----–ა მ------–-ას განემარტა, რომ წინასწარი შეფასებით მიღებული 8 ქულა 7 ქულამდე შეუმცირდა სოციალურ კრიტერიუმში 1 ქულის გაუქმების გამო, რაც განაპირობა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მინიჭებული ქულის შემცირებამ.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ ამ ნ-----–ა მ------–-ა ეტაპზე არ საჭიროებს დაუყოვნებლივ განსახლებას და მას გააჩნია თავშესაფარი. ასევე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სამინისტროს უარი არის დაუსაბუთებელი არ შეესაბამება რეალობას.

 

პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და კერძო სექტორში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „ს--–---–-------------------ის“ №5 დანართის შესაბამისად.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონიტორინგის ფორმებში ქ. თბილისი, გ-–----ი-ნ----–-----ის რაიონი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ის მესაკუთრედ მითითებულია ნ-----–ა მ------–-ას დისშვილი - ც----- ც-------–--ლი. ხოლო, საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი: 13.09.2016წ.), ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ლ-----ა ც-------–--ლი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობდა ნათესავის ბინაში, ქირის გარეშე, თუმცა, ვითარება შეიცვალა ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის ცვლილებით. სამინისტროს 2016 წლის 26 ივლისის მონიტორინგის ფორმაში ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ის მესაკუთრედ მითითებულია ნ-----–ა მ------–-ას დისშვილი - ც----- ც-------–--ლი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ ფართში, სწორედ მისი დისშვილის დახმარებით ცხოვრობდა, თუმცა, ბინის მესაკუთრის ცვლილების გამო, აღნიშნულ ფართში მისი ცხოვრება შეუძლებელი გახდა.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–ა მ------–-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის პროცესში არ მოხდა საქმის ჯეროვნად და ყოველმხრივ გამოკვლევა. დადასტურებულია, რომ ქ. თბილისი, თ---ა XI მ/რ, II კვ. კორპუსი 22, ბინა 35-ის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელის დისშვილის შვილი - ლ-----ა ც-------–--ლი, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, ბინის წინა მესაკუთრისგან განსხვავებით, არ არის თანახმა ნ-----–ა მ------–-ამ იცხოვროს მის საკუთრებაში არსებულ ფართში. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ნ-----–ა მ------–-ას საცხოვრებელი პირობები, ჯეროვნად არ შეაფასა მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის ცვლილებით გამოწვეული მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ გარემოებას და დაეფუძნა მხოლოდ ნ-----–ა მ------–-ას გადამოწმების მიზნით შედგენილ მონიტორინგის მასალებს, რომელიც არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლის პირველი მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით.

 

ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ ის დევნილები, რომელთა კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულა შეადგენდა 7, 6 და 5 ქულას. პალატა არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-----–ა მ------–-ას სარეიტინგო ქულა აკმაყოფილებდა მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაკმაყოფილებაზე მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა, ვინაიდან იგი ცხოვრობდა ნათესავის ბინაში ქირის გარეშე და ამავდროულად, მოსარჩელეს წინასწარი შეფასებით მიღებული 8 ქულა 7 ქულამდე შეუმცირდა სოციალურ კრიტერიუმში 1 ქულის გაუქმების გამო, რაც განპირობებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მინიჭებული ქულის შემცირებით, უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

განსახილველ საქმზე დადგენილია, რომ მოსარჩელის ყოველთვიური შემოსავლის ოდენობის ცვლილება განაპირობა სახელმწიფო პენსიის ოდენობის გაზრდამ. ამავდროულად, შეიცვალა ნ-----–ა მ------–-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე. აღნიშნული გარემოება, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული და შეფასებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულია არ არის სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკამყოფილებაზ უარის თქმის საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა