გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.07.2019
საქმის ნომერი
120310019003021753
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1930-1753 -3/092-19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.07.2019წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე -ლ-------------------ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - ი-----–----------–---–ი,მოპასუხე -ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი-მ--ა კ------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოც--ის დავალდებულება;

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20---–-–------------–-ს N3 განკარგულების 1.8--უნქტი ლ-------------------ისათვის ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფ. ც--–ი 6-- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ნაწილში.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–----- ოქმის მე-12 პუნქტი ლ-------------------ისათვის ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფ.ც--–ი 6-- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ნაწილში.

 

1.3. მოპასუხეს დაევალოს დააკმაყოფილოს ლ-------------------ის განცხადებით მოთხოვნილი მის მფლობელობაში არსებული ბ----------- მუნიციპლიტეტის სოფ.ც--–ი 6-- კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადება(საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.03.2019 წლის მომართვა N92921)

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2018 წელს საკუთარი ძალებით შემოღობა საკუთრების უფლების აღიარებაზე მითითებული მიწის ნაკვეთი (ნაწილობრივ ბეტონის საძირკვლის მქონე ხის მესრით და ნაწილობრივ მართულბადით). მის მიერ თვითნებურად დაკავებულმა მიწის ფართობმა შეადგინა 6-- კვ.მ. დარგო ხეხილი (კაკლის და კომშის ხეები), რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წლისაა. ნაკვეთს მუდმივად უვლის და პატრონობს. 2003 წელს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთარი სახსრებით ააგო 28.82 კვ.მ მყარი საცხოვრებელი ნაგებობა (6.55 X 4.40 მ), რომელიც აგებულია ბეტონის საძირკვლით, პემზა ბეტონის ბლოკით, მწვანე ფერის შიფერით, რისთვისაც გამოყენებულია ხე-მასალა, შენობის სიმაღლე სახურავის გათვალისწინებით შეადგენს 4.90 მეტრს.

2019 წლის 06 თებერვალს მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (საჯარო რეესტრის მეშვეობით) ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების თხოვნით.

2----–-–------------–ს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში შედგა ადმინისტრაციული განხილვა მისი განცხადების, რომელზეც არ მიიწვიეს, უსაფუძვლოდ და უკანონოდ უარი მითხრეს განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც შეატყობინეს 2019 წლის 01 მაისს გამოც--ული წერილით.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2019 წლის 06 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ლ-------------------მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ----------- რაიონი სოფელ ც--ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ლ-------------------ის განცხადება(იხ.სფ.26-27).

 

3.2. 2019 წლის 15 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს მიერ ბ----------- მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაც--ების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მეცხრე მუხლის შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაგზავნილი იქნა ლ-------------------ის მიერ სსიპ. ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" წარდგენილი, აგრეთვე სსიპ. ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს" მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ----------- რაიონი სოფელ ც--ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს მიმართვა(იხ.სფ.158)

 

3.3. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება სკ. 6--2-.0-.1--. 01/5--, მდებარე ბ----------- რაიონი სოფელ ც--ი, 303 არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს თანასაკუთრებას, ხოლო საცხოვრებელი ფართი 31.45 ლ-------------------ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.163)

 

3.4. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება სკ. 6--2-.0-.1--. 1--; 700კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე ბ----------- რაიონი სოფელ ც--ი წარმოადგენს გ---–----ი დ-----------ს და ლ-------------------ის თანასაკუთრებას. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობა. მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N0---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.166-167)

 

3.5. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება სკ. 6--2-.0-.1--. 1--; 1443კვმ არასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე ბ----------- რაიონი სოფელ ც--ი წარმოადგენს გ---–----ი დ-----------ს და ლ-------------------ის თანასაკუთრებას. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.173-174)

 

3.6. ლ-------------------ის მიერ წარდგენილი იქნა გ-------------------სა და ქ-----------–--ის მიერ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომ ლ-------------------ი 2005 წლიდან ფლობას, სარგებლობს და უვლის 6-- კვმ. მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას (მდებარე ბ----------- რაიონი სოფელ ც--ი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გ-------------------სა და ქ-----------–--ის მიერ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები(იხ.სფ.178-180)

 

3.7. დადგენილია, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კაპიტალურად ნაშენი შენობა-ნაგებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

ფოტო სურათები(იხ.სფ.88-95).

- მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ომის Cd. დისკი)

-ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 12 ივლისის დასკვნა(იხ.სფ.79-96)

 

3.8. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–ის ოქმი N1-ით უარი ეთქვა ლ-------------------ს ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფელ ც--–ი 6-- კვმ. სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ელექტრონული რუკების საშუალებით გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი ლ-------------------ს არ უდასტურდება. მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–ის ოქმი N1(იხ.სფ.21-23).

 

3.9. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20---–-–------------–-ს გ----------–-------- დადგენილია, რომ ლ-------------------ს უარი ეთქვა 6--კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებაზე ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფელ ც--–ი, რადგან მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის განსაზღვრულ პირობებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20---–-–------------–-ს განკარგულება N3(იხ.სფ.18-20).

 

3.10. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 12 ივლისის დასკვნით დადგენილია, რომ ბ----------- რაიონის სოფელ ც--–ი მდებარე 2018 წლის 21 აგვისტოს შპს ,---------------------"-ს მიერ მომზადებულ 6-- კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული შენობა N01/1 ფიქსირდება საჯარო რეესტრში დაცულ, როგორც 2006 წლის ორთოფოტოზე, ასევე 2016 წლის ორთოფოტზეც. შესაბამისად აღნიშნული შენობა-ნაგებობა 2006 წლამდე ან მიმდინარე პერიოდში არის აშენებული. ამასთან აღსაღნიშნავია, რომ ზემოთხსენებული 6-- მიწის ნაკვეთის ,,E" და ,,F" მონაკვეთში არსებული ფიქსირებული საზღვარი (ღობე) ასევე ფიქსირდება 2006 წლის ორთოფოტოზე. შესაბამისად ხსენებულ მონაკვეთში არსებული ღობე 2006 წლამდე ან მიმდინარე პერიოდში არის მოწყოვილი, ხოლო რაც შეეხება სხვა მონაკვეთში არსებულ ფიქსირებულ საზღვრებს (ღობეს), ორთოფოტოს უხარისხობივსა და გამწვანების (ხეების) გამო მისი არსებობის დადგენა ვერ ხერხდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 12 ივლისის დასკვნა(იხ.სფ.79-96)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20---–-–------------–-ს N3 განკარგულების 1.8--უნქტი და ამავე კომისიის 2----–-–------------–----- ოქმის მე-12 პუნქტი ლ-------------------ისათვის ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფ.ც--–ი 6-- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ნაწილში.

 

ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს ლ-------------------ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი; ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” 2007 წლის 15 სექტემბრის №52- ბრძანებულება;

 

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოც--ული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოც--ული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20---–-–------------–-ს N3 განკარგულების 1.8--უნქტი და ამავე კომისიის 2----–-–------------–----- ოქმის მე-12 პუნქტი ლ-------------------ისათვის ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფ.ც--–ი 6-- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ნაწილში წარმოადგენს ინდივიდულურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლის შესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს კანონმდებლობის მიმართებაში.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

ამავე კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

 

მოც--ულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-------------------ს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ეცნობა განცხადების განხილვის დრო და ადგილი კანონით გათალისწინებული წესით და არ იქნა მიწვეული კომიისის სხდომაზე მისი განცხადების განხილვის დროს, განცხადების გამოქვეყნების თარიღი გამოქვეყნებული იქნა მხოლოდ გაზეთ ,,ბორჯომში".

 

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის თანახმად ,,თუ დაინტერესებულ მხარეთა რიცხვი აღემატება 50-ს, მაშინ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული მხარეები ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ცნობის გამოქვეყნების მეშვეობით. ცნობაში უნდა მიეთითოს საკითხი, რომლის თაობაზედაც უნდა მოეწყოს ზეპირი მოსმენა, ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელიც აწყობს მოსმენას, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, ზეპირი მოსმენის დრო და ადგილი", რაზეც სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული განცხადების განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირთა ოდენობა უნდა აღემატებოდეს 50-ს და ისე ვერ მოხდება მუხლის განმარტება, რომ თუ 50 -ზე სხვადასხვა პირების განცხადება თუ იხილება მაშინ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია საჯარო შეტყობინების გზით აცნობოს მხარეს, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის ,,დ" პუნქტის თანახმად დაინტერესებული მხარე – ,,ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოც--ულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება" და სხვა განცხადების ავტორები, არ წარმოადგენენ ლ-------------------ის განცხადების კომისიის მიერ განხილვისას დაინტერესებულ პირებს, რადგან ლ-------------------ი განცხადების გამო კომისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხებია და ვერც შეეხება მათ კანონიერ ინტერესს, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-------------------ს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა კომიისის სხდომის დრო და ადგილი, მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში" და ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოც--ამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა.

 

6.3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც „ -თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა"

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 06 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ლ-------------------მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ----------- რაიონი სოფელ ც--ი.

 

- 2019 წლის 15 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბ----------- მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაც--ების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მეცხრე მუხლის შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაგზავნილი იქნა ლ-------------------ის მიერ სსიპ. ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" წარდგენილი, აგრეთვე სსიპ. ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს" მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ----------- რაიონი სოფელ ც--ი.

 

-ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება სკ. 6--2-.0-.1--. 01/5--, მდებარე ბ----------- რაიონი სოფელ ც--ი, 303 არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს თანასაკუთრებას, ხოლო საცხოვრებელი ფართი 31.45 ლ-------------------ის საკუთრებას.

 

- დადგენილია, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კაპიტალურად ნაშენი შენობა-ნაგებობა.

 

- ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–ის ოქმი N1-ით უარი ეთქვა ლ-------------------ს ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფელ ც--–ი 6-- კვმ. სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეტის საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ელექტრონული რუკების საშუალებით გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი ლ-------------------ს არ უდასტურდება. მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20---–-–------------–-ს გ----------–-------- დადგენილია, რომ ლ-------------------ს უარი ეთქვა 6--კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებაზე ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფელ ც--–ი, რადგან მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის განსაზღვრულ პირობებს.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ" პუნქტის თანახმად ,,თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ხოლო ამავე მუხლის ,,ვ" პუნქტის თანახმად შენობაა – ,,სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა" და მოც--ულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ლ-------------------ის საკუთრებაში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ, ასევე სადავო მოწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალურად ნაშენი შენობა-ნაგებობა, რაც დადასტურებულია ფოტო-სურათებით და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 12 ივლისის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ბ----------- რაიონის სოფელ ც--–ი მდებარე 2018 წლის 21 აგვისტოს შპს ,---------------------"-ს მიერ მომზადებულ 6-- კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული შენობა N01/1 ფიქსირდება საჯარო რეესტრში დაცულ, როგორც 2006 წლის ორთოფოტოზე, ასევე 2016 წლის ორთოფოტზეც. შესაბამისად აღნიშნული შენობა-ნაგებობა 2006 წლამდე ან მიმდინარე პერიოდში არის აშენებული. ამასთან აღსაღნიშნავია, რომ ზემოთხსენებული 6-- მიწის ნაკვეთის ,,E" და ,,F" მონაკვეთში არსებული ფიქსირებული საზღვარი (ღობე) ასევე ფიქსირდება 2006 წლის ორთოფოტოზე. შესაბამისად ხსენებულ მონაკვეთში არსებული ღობე 2006 წლამდე ან მიმდინარე პერიოდში არის მოწყობილი.

 

6.4. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შესაბამისად იმისათვის, რომ სახეზე იყოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, აუცილებელ პირობას წარმოადგენს დაინტერესებული პირი არა მხოლოდ კანონის ამოქმედებამდე (2007წელი), არამედ შემდეგაც უწყვეტად უნდა ფლობდეს სადავო მიწის ნაკვეთს.

 

ამასთან ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ლ-------------------ის განცხადების განხილვისას ადმინისტრაციული წარმოებისას არ დაუდგენია საქმისთვის არცერთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომელ წლიდან ფლობდა სადავო უძრავ ქონებას და ხომ არ მომხდარა მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების ფლობელობის/თვითნებურად დაკავების შეწყვეტა, როდის აშენდა უძრავი ქონება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე, არ დაუდგენია გარმოება, რომ განმცხადებელი ითხოვს მიწის ნაკვეთის აღიარებას იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, თუ მასზედ განთავსებულია შენობა-ნაგებობა და აღნიშნული საფუძვლით, არ მიუცია შეფასება ლ-------------------ის მიერ წარდგენილი გ-------------------სა და ქ-----------–--ის მიერ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ, ლ-------------------ი 2005 წლიდან ფლობას, სარგებლობს და უვლის 6-- კვმ. მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას (მდებარე ბ----------- რაიონი სოფელ ც--ი) და არ წარმოუდგენია აღნიშნულ გარემოებათა საწინააღმდეგო მტკიცებულება, მათ შორის არ მოუხდენია ადგილის დათვალიერება, იქ მაცხოვრებელთა გამოკითხვა და აშშ. ფაქტობრივად არ უწარმოებია ადმინისტრაციული წარმოება, რასაც მათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისუხლი 51-ე მუხლის მეორე ნაწილის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოც--ას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოც--ის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოც--ის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოც--ა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოც--ულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოც--ულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალების თანახმად ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ისე გამოსცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომ არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ფაქტობრივად ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, ამასთან საკითხის განხილვის დროს არ მიუწვევია განმცხადებელი, ამასთან სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოც--ულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოც--ისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოც--ისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე ეთქვა უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოც--ულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20---–-–------------–-ს N3 განკარგულების 1.8--უნქტი და ამავე კომისიის 2----–-–------------–----- ოქმის მე-12 პუნქტი ლ-------------------ისათვის ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფ.ც--–ი 6-- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე გამოც--ულია საქმის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, განცხადების განხილვაში არ მიქნა მიწვეული კომისის მიერ განმცხადებელი, რითაც არ მიეცა კომისიის სხდომაზე თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, რითაც არსებითად დაირღვა მისი უფლებები, ამიტომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20---–-–------------–-ს N3 განკარგულების 1.8--უნქტი და ამავე კომისიის 2----–-–------------–----- ოქმის მე-12 პუნქტი ლ-------------------ისათვის ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფ.ც--–ი 6-- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ნაწილში და ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ლ-------------------ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ-------------------ის მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოც--ული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოც--ულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია”-ს უნდა დაეკისროს ლ-------------------ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10. მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2-7-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20---–-–------------–-ს N3 განკარგულების 1.8--უნქტი ლ-------------------ისათვის ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფ.ც--–ი 6-- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ნაწილში.

 

1.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–----- ოქმის მე-12 პუნქტი ლ-------------------ისათვის ბ----------- მუნიციპალიტეტის სოფ.ც--–ი 6-- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ნაწილში.

 

1.3. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ლ-------------------ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

2. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისროს მოსარჩელე ლ-------------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაც--იდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე გია ბერაია