თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
4. თუ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რაოდენობა 50-ს აღემატება, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია თითოეული მათგანის ინფორმირების ნაცვლად ოფიციალურად გამოაქვეყნოს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
5. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა უნდა შეიცავდეს:
ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;
ბ) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღს;
გ) ადმინისტრაციული წარმოების საგნის მოკლე აღწერას;
დ) წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა ვინაობას;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
6. გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დაუცველად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(597)
- საქმე №ბს-410(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
…ნაწილში, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-19 მუხლებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველ მუხლს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-4, მე-12, 53-ე, 95-ე, 96-ე მუხლებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 247-253-ე მუხლებს და განმარტავს, რომ სარეგისტრაციოდ განკუთვნილ ქონებაზე დღესაც განთავსებულია შენობა -…
- საქმე №ბს-289(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…ჩატარების პროექტი, გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-13 მუხლსა და 95-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო აქტის საფუძველზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირდაპირი გავლენა ექნებოდა მოსარჩელის…
- საქმე №ბს-937(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2025
…მიუთითა წარმოებისას დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობის უფლებაზე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) მე-13 და 95-ე მუხლებით. პალატამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ პირი ობიექტურად არ იყო ინფორმირებული მიმდინარე წარმოებისა და მისი შედეგების შესახებ, აღნიშნული მიუთითებს მის…
- საქმე №ბს-283(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2025
…საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. სასამართლოს მოსაზრებით კი, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად არ განხორციელებულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული…
- საქმე №ბს-835(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2025
…შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული…
- საქმე №ბს-29(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
- საქმე №ბს-698(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
- საქმე №ბს-1386(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2025
- საქმე №ბს-1055(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2025
- საქმე №ბს-1237(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
- საქმე №ბს-1143(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2025
- საქმე №ბს-181(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
- საქმე №ბს-696(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ბს-712(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ბს-176(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2024
- საქმე №ბს-756(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2024
- საქმე №ბს-906(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ბს-32(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ბს-131(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2024
- საქმე №ბს-231(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ბს-134(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2023
- საქმე №ბს-1160(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.11.2023
- საქმე №ბს-1323(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.10.2023
- საქმე №ბს-660(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ბს-663(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-662(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-1471(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-465(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
- საქმე №ბს-208(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.09.2023
- საქმე №ბს-1260(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2023
- საქმე №ბს-18(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №ბს-852(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2023
- საქმე №ბს-362(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-569(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-477(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ბს-1085(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-960(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
- საქმე №ბს-180(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2023
- საქმე №ბს-1105(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2023
- საქმე №ბს-91(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 597-დან.