ქ. ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, არსებულ ცალკეულ ქუჩათა ქსელისათვის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ს
ბრძანება №3/271
2011 წ ლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ. ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებულ ცალკეულ ქუჩათა ქსელისათვის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე ,52-ე, 53-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე, 61-ე და 95-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი – (ქალაქმშენებლობის-ურბანული) – ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების №1 დანართში მითითებულ ქ. ახალციხის ისტორიული ნაწილის (რაბათის უბანი) ქუჩათა ქსელს (№2 დანართში მითითებულ ფარგლებში).
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტრამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, დანართში მითითებული ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს, წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნები ამ დანართში მითითებული ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანებაშეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7) ან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით სარაჯიშვილის ქუჩა №1ა)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდ. ცხადაძე
დანართი №2
ახალციხე
რაბათის უბანი
ათონელის ქუჩა სრული ნუმერაციით
გოგებაშვილის ქუჩა სრული ნუმერაციით
გურამიშვილის ქუჩა სრული ნუმერაციით
ხმალაძის ქუჩა სრული ნუმერაციით
ყაზბეგის ქუჩა სრული ნუმერაციით
ციხისძირის ქუჩა სრული ნუმერაციით
ხარისჭირაშვილის ქუჩა სრული ნუმერაციით

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, არსებულ ცალკეულ ქუჩათა ქსელისათვის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსის მინიჭების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ქ. ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, არსებულ ცალკეულ ქუჩათა ქსელისათვის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსის მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.10.2011.
- როდის იქნა მიღებული „ქ. ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, არსებულ ცალკეულ ქუჩათა ქსელისათვის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსის მინიჭების თაობაზე“?
- „ქ. ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, არსებულ ცალკეულ ქუჩათა ქსელისათვის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსის მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 28.10.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/271.
- სად არის „ქ. ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, არსებულ ცალკეულ ქუჩათა ქსელისათვის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსის მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ქ. ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, არსებულ ცალკეულ ქუჩათა ქსელისათვის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსის მინიჭების თაობაზე“, №3/271, 28.10.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500152/