მუხლი 89. წარმომადგენლის სავალდებულო დანიშვნა განმცხადებლის მიერ
თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. თუ განცხადება წარადგინა 25-ზე მეტმა პირმა, განცხადებაზე ხელმომწერი პირები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში ნიშნავენ ერთ წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
2. წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ფიზიკური პირი.
3. წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებლებს ადმინისტრაციული ორგანო აძლევს ვადას ახალი წარმომადგენლის დასანიშნა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
…- საქართველოს ადვოკატთა ჯგუფმა“. №1279 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე და 45-ე მუხლები და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე…
საქმე №ბს-825(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
…სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიწა სარგებლობისათვის შეიძლება მისცემოდა სხვა ორგანიზაციებსა და პირებსაც. ამავე კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქის მიწებს მიეკუთვნებოდა ქალაქის ფარგლებში არსებული მიწები. მიწა ქალაქის ფარგლებში მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს…
საქმე №ბს-705-610-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2004
…და მოითხოვა არქიტექტურული გეგმარების გაცემა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მანსარდის დაშენებისათვის გეგმარის გაცემა მოხდება სახლთმფლობელის ნოტარიულად დამოწმებული თახმობის წარდგენის შემთხვევაში. მოსარჩელის მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის განმცხადებლისაგან მოითხოვოს სხვა რაიმე დამატებითი დოკუმენტი ან…