თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით.
2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
3. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს დაინტერესებულ მხარეს წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევის
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(19)
საქმე №ბს-1237(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
…რომ მის მაზლს საკუთრების აღიარებისთვის უკვე მიმართული ჰქონდა კომისიისთვის. ამდენად, აღიარების კომისიას ნ.გ-ის განცხადებების შესწავლის შედეგად მარტივად შეეძლო დაედგინა განმცხადებლის მოთხოვნის მსგავსება ი.გ-ის მოთხოვნასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, ამავე…
საქმე №ბს-178(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
…დაინტერესებული პირი, რომელიც არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან…
საქმე №ბს-576(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
…ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. სააპელაციო პალატამ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.1, 87.1 მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე (განაცხადის წარდგენისას) ცნობილი იყო, რომ დ. დ-ეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი…
საქმე №ბს-375(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
…დამოწმება, რომლის დადების უფლებაც კ.შ-ეს არ გააჩნდა, ვინაიდან მისთვის მინიჭებული რწმუნებულება მას არ აძლევდა უძრავი ნივთის განკარგვის უფლებას. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა ემოქმედა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად და შსთვის მოეთხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამყიდველი მხარის წარმომადგენლობის დაადასტურებელი…
საქმე №ბს-897(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2021
…იყო და არ ქმნიდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების საფუძველს. მარეგისტრირებელი ორგანო, თავის მხრივ, ვალდებული იყო გამოევლინა აღნიშნული ხარვეზი, რაც მას არ განუხორციელებია. სადავო შემთხვევაში მას უნდა ემოქმედა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად და ა. ჰ-ასთვის მოეთხოვა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების ხელმოწერისათვის მხარის წარმომადგენლობის…
საქმე №ბს-797(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2020