მუხლი 84. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში
თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების 78-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის განმავლობაში განცხადების და მასზე დართული დოკუმენტების ასლი გაუგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს ან საზოგადოებრივ ექსპერტს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება.
2. თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ან/და საზოგადოებრივი ექსპერტი დასკვნას წარადგენს ორი კვირის ვადაში.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, განსაზღვრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს ან/და საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარდგენა არ დააბრკოლებს განცხადების განხილვას და მასში დასმული საკითხების გადაწყვეტას.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ
მთავარი მონაცემები
ვადა3 დღის განმავლობაში
ვადაორი კვირის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(10)
საქმე №ბს-674(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
…ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით (ცვლილებამდე ანალოგიური შინაარსის ნორმას შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და 84-ე მუხლები). კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება კი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების…
საქმე №ბს-1334(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2020
…საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. კასატორმა საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 3.43, 32.1, 37-ე, სზაკ-ის 84-ე და 78-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭო უნდა ჩართულიყო ჯ. ც-ის განცხადებაზე მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში, რადგან…
საქმე №ბს-1553(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2019
…მაისის #ი-260 ბრძანების ბათილად ცნობა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის #37068 გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ას“, ზ. წ-ისა და შ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლისა და 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დატოვებული იქნა განუხილველად. ამდენად, მოსარჩელეებმა შპს ე-ის 500 კვ. ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის…
…გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. კასატორების - ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.1, 84.1, 85.3 მუხლების დარღვევით. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა დავის საგანი, კერძოდ, ზაკ-ის 184-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე…
…ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. სამშენებლო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს, შესაბამისად მასზე ვრცელდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის…
…ისეთი დოკუმენტები, რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ლიცენზიის გაცემის საფუძველია. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და წარმოდგენის მიზნით ლიცენზიის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა ადმინისტრაციულ…