გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.06.2018
საქმის ნომერი
010310018002289443
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(3/55-2018)010310018002289443

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირაკლი შავაძე

სხდომის მდივანი ნ----- ზოიძე

მოსარჩელეები - შპს პ--------- ს----

წარმომადგენელი - ზ------ ი---–---–-; გ---- კ-----

მოპასუხეები - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მ-----

წარმომადგენელი - ნ----- ბ-------–-

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, აქტის გამოცემის დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „პ--------- ს----”-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის 201- წლის 29 დეკემბრის N------ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობა.

- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილის 2018 წლის 09 თებერვლის 2----- შეტყობინების ბათილად ცნობა

- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- თებერვლის N------- შეტყობინების ბათილად ცნობა

- დაევალოს ქ. ბათუმის მ-----ს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში ჟ---------ას ქუჩა 2--ში/მაზნიაშვილის ქუჩა N--ში მდებარე 450კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი 0-.1--2-.0-- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ შპს პ--------- ს----ს მიერ 201- წლის 07 ივლისს წარდგენილი განცხადების შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.

 

1.2. მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

შპს პ--------- ს----მ 201- წლის 07 ივლისს ქ. ბათუმის მ-----ს მიმართა განცხადებით, რომლითაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად მოითხოვა ქ. ბათუმში ჟ---------ას ქუჩა 2--ში მდებარე 450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 0-.2-.2-.0--) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება. განმცხადებლის მიერ განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რაც ზემოაღნიშნული მთავრობის დადგენილების 43-ე მუხლში არის მითითებული. მათ შორის წარდგენილი იქნა ინფორმაცია ქ. ბათუმში მაზნიაშვილის ქუჩა 1-/ ჟ---------ას ქუჩა 2--ში განთავსებული ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტორული კვლევა. წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ქ.ბათუმის მ-----ს არ დაუდგენია ხარვეზი და დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება.

 

201- წლის 19 ივლისს ქ. ბათუმის მერიის მიერ N2---/01 წერილით წარდგენილი დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნა სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ კულტურულ;ი მემკვიდრეობის საბჭოზე განსახილველად.

 

აჭარის არ კულტურულუ მემკვიდრეობის საბჭომ 201- წლის 24 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება N0--------, რომლის თანახმად შპს „პ--------- ს----“-ს თანხმობა მიეცა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ქ. ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა 2-/ჟ---------ას ქუჩა 1--ში სასტუმროს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე წარდგენილი გაბარიტებით.

 

2018 წლის 03 იანვარს შპს პ--------- ს----მ ქ. ბათუმის მერიიდან მიიღო შეტყობინება, რომლითაც აცნობეს, რომ არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაციის გამო შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაზარდა სამ თვემდე, თუმცა აღნიშნულ ვადაშიც მოპასუხის მიერ არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და ის უსაფუძვლოდ მიიჩნია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოპასუხე შესაგებელში უთითებს , რომ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, შესაგებელში ასევე მითითებულია, რომ მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს პ--------- ს----მ 201- წლის ივლისის თვეში ქ. ბათუმის მ-----ს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა, სასტუმროს მშენებლობის მიზნით ქ. ბათუმში ჟ---------ას ქუჩა 2--ში მდებარე 450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მიწის ნაკვეთის სამშენნებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფრპსის 201- წლის 19 ივლისის N2---/01 წერილი;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. განმცხადებლის მიერ განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილების 43-ე მუხლში არის მითითებული. მათ შორის წარდგენილი იქნა ინფორმაცია ქ. ბათუმში მაზნიაშვილის ქუჩა 1-/ ჟ---------ას ქუჩა 2--ში განთავსებული ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტორული კვლევა. წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ქ.ბათუმის მ-----ს არ დაუდგენია ხარვეზი და დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნა სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს“ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე განსახილველად. ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 03 თვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფრპსის 201- წლის 19 ივლისის N2---/01 წერილი;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.1.3. აჭარის არ კულტურულუ მემკვიდრეობის საბჭომ 201- წლის 24 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება N0--------, რომლის თანახმად შპს „პ--------- ს----“-ს თანხმობა მიეცა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, სასტუმროს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე წარდგენილი გაბარიტებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– აჭარის არ კულტურულუ მემკვიდრეობის საბჭომ 201- წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N0--------

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაგრძელებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა გავიდა 201- წლის ოქტომბრის თვეში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფრპსის 201- წლის 19 ივლისის N2---/01 წერილი;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. ადმინისტრაციული წარმოების ვადის გასვლის შემდეგ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა 201- წლის 29 დეკემბრის N------ წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაციის გამო, შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება სასტუმროს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა 201- წლის 29 დეკემბრის N------ წერილი

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილის 2018 წლის 09 თებერვლის N25/2673 წერილით მოსარჩელეს დამატებით ეცნობა, რომ არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაციის გამო, შეწყვეტილი იყო ადმინისტრაციული წარმოება ქ. ბათუმში მაზნიაშვილის ქ. N1-/ჟ---------ას ქუჩა N2--ში სასტუმროს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილის 2018 წლის 09 თებერვლის N25/2673 წერილი

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2- თებერვლის N------- წერილით მოსარჩელეს კიდევ ერთხელ ეცნობა, რომ არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაციის გამო, შეწყვეტილი იყო ადმინისტრაციული წარმოება ქ. ბათუმში მაზნიაშვილის ქ. N1-/ჟ---------ას ქუჩა N2--ში სასტუმროს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2- თებერვლის N------- წერილი

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა. მხარეები განსხვავებულად აფასებენ დავასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გარემოებებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს `პ--------- ს----“-ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილებით დამტკიცებული `მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები~.

_ `ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ~ საქართველოს კანონი.

_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

 

6.2. საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს `ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები“. კერძოდ, იგი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულია, ამავე დადგენილების პრინციპები:

მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით:

ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება;

ბ) უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;

გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება;

დ) საკუთრების უფლების დაცვა და რეალიზაცია;

ე) საჯაროობა;

ვ) ერთი სარკმლის პრინციპი;

ზ) დუმილი თანხმობის ნიშანია;

თ) პასუხისმგებლობის პრინციპი.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, გამარტივებულად გაცემის, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 37-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად:

I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა;

II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება;

III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

ნებართვის მაძიებელი თითოეული სტადიის შესაბამისად ნებართვის გამომცემ ორგანოს წარუდგენს დებულებით განსაზღვრულ ინფორმაციას და სავალდებულო დოკუმენტებს, სამშენებლო მიწის ნაკვეთისა და მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.

 

6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს პ--------- ს----მ 201- წლის ივლისის თვეში ქ. ბათუმის მ-----ს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა, სასტუმროს მშენებლობის მიზნით ქ. ბათუმში ჟ---------ას ქუჩა 2--ში მდებარე 450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მიწის ნაკვეთის სამშენნებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება. უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში ამომწურავად იქნა წარდგენილი ყველა ის ინფორმაცია, რაც აღნიშნული აქტის გამოცემისათვის იყო აუცილებელი, ადმინისტრაციულ ორგანოს განმცხადებლისათვის ხარვეზი არ დაუდგენია და დამატებით რაიმე სახის ინფორმაციის წარდგენა არ მოუთხოვია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლსა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე მითითებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელებული იქნა სამი თვით, რომელიც ამოიწურა 201- წლის ოქტომბრის თვეში.

 

6.4.,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" დადგენილების მე-4 მუხლით განისაზღვრება მშენებლობის სახეობები:

1. მშენებლობის სახეობებია:

ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);

ბ) რეკონსტრუქცია;

გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);

დ) დემონტაჟი;

ე) ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

2. შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად.

26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

 

6.5. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების" 25-ე მუხლი განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტებს:

ნებართვის მაძიებელი მის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილების 25-ე მუხლით დადგენილია ის შემთხვევაც, როდესაც ნებართვის გაცემაში გარდა ნებართვის გამცემი ორგანოსი, მონაწილეობს კანონით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოც, ამასთან, რეგლამენტირებულია მისი ამ პროცესში მონაწილეობის წესებიც:

ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება ხორციელდება ცალკე ადმინისტრაციული წარმოებით.

ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია არ წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ნებართვის გაცემის საფუძველია.

ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და წარმოდგენის მიზნით ნებართვის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურების წარმოდგენა ნებართვის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე.

სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 1- დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.

თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.

 

6.6. მოცემულ შემთხვევაში, შპს „პ--------- ს----“-ს მიერ ქ. ბათუმში ჟ---------ას ქუჩა 2--ში მდებარე 450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 0-.2-.2-.0--) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემის პროცესის პირველ სტადიაზე მონაწილეობას იღებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რამდენადაც სამშენებლო ტერიტორია შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში.

 

აჭარის არ კულტურულუ მემკვიდრეობის საბჭომ 201- წლის 24 ოქტომბერის N0-------- გადაწყვეტილებით, შპს „პ--------- ს----“-ს თანხმობა მიეცა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით სასტუმროს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე წარდგენილი გაბარიტებით.

 

6.7.სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილების 54-ე მუხლით დეტალურად არის რეგულირებული მშენებლობის ნებართვის გაცემის კონკრეტული წესი და ვადები:

1.მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2.მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

3.მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს.

4.თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.

 

ამდენად, მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხოლო ხარვეზის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

 

მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს.

 

ამავე წესის თანახმად, შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაზრდაც:

თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილების 54-ე მუხლის მე-7 პუნქტით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ პრინციპთაგან, რომელთა საფუძველზე ხორციელდება მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა, ერთ-ერთს წარმოდგენს პრინციპი - დუმილი თანხმობის ნიშანია, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ თუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო კანონით განსაზრვრულ ვადაში არ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ეს ნებართვის მაძიებლის მოთხოვნაზე თანხმობის გადაწყვეტილებად ჩაითვლება და მიიღება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.

კანონმდებელი ამ შემთხვევაში იმპერატიულად განსაზღვრავს, თუ დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი კი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.

 

6.8. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი და უდავოა ის გარემოება, რომ შპს „პ--------- ს----“-მ დირექტორმა 201- წლის ივლისის თვეში წარადგინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მ-----ში განცხადება და მოითხოვა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, 201- წლის 19 ივლისს ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 03 თვით, რომელიც ამოიწურა 201- წლის ოქტომბრის თვეში.

 

სასამართლოს მიერ ასევე უდავო ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება შპს „პ--------- ს----“-ს მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია რაიმე სახის ხარვეზი შპს „პ--------- ს----სათვის“, წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობებით“ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მხრივ.

 

6.9. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 201- წლის 29 დეკემბრის წერილით ეცნობა შპს „პ--------- ს----“-ს, რომ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის გამო. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის სამართლებრივ შეფასებას, რადგანაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა შპს „პ--------- ს----ს“ მიერ მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების კანონით განსაზღვრული ვადები, შესაბამისი აქტი გამოცემულად ითვლება და მოპასუხეს აღარ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, შეეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ, წერილში რომლითაც შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, ასევე შემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაგზავნილ დამატებით პასუხებში, ისევე, როგორც მოპასუხის შესაგებელში არ არის მითითებული, თუ რა სახის ინფორმაცია არ წარადგინა მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოში. თუკი ადმინისტრაციულ ორგანოს ესაჭიროებოდა რაიმე სახის ინფორმაცია, რატომ არ მოითხოვა კანონმდებლობით დაგენილი წესით.

 

6.10. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ პრინციპზე, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებული წესი სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ, გამოხატავს როგორც ნებართვის მაძიებლის კერძო სამართლებრივ ინტერესს, ისე საჯარო ინტერესსაც, რამდენადაც სამშენებლო კანონმდებლობის შესაბამისი მშენებლობის განხორციელება თვითონ მოიცავს და შეესაბამება როგორც მშენებლის, ისე სახელმწიფოს საჯარო ინტერესს.

კერძო ინტერესის მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის პრინციპს შეესაბამება, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობის ვალდებულება. ამ პრინციპის იგნორირების პირობებში ვერ იქნება დაცული ადმინისტრაციული სამართლის ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.

ამისი დადასტურებაა ის გარემოებაც, რომ `ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ~ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განისაზღვრება ნებართვის გამცემი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების მიუღებლობისათვის.

 

ამავე მიზანს შეესაბამება, საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილებით დამტკიცებული `მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ მე-2 მუხლით განსაზღვრული პრინციპები და მათ შორის ზ) პუნქტით დადგენილი დათქმა, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია;

 

6.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებისა:

1.წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

2.დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.

3.ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4.თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

5.ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

მართალია სამშენებლო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ეს მას არ ათავისუფლებს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის მოვალეობისა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საერთოდ არ არის გასაჩივრებულ აქტში მითითბული, კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია არ წარუდგინა მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს, თუკი ინფორმაცია სრულყოფილად არ იყო წარდგენილი, რატომ არ დაუდგინდა ხარვეზი განმცხადებელს.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს მოთხოვნებიც.

 

6.1-- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არც გასაჩივრებული აქტით არის დასაბუთებული და ვერც სასამართლო სხდომაზე დაასაბუთა მოპასუხე მხარემ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიებს კანონშესაბამისობა.

 

6.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

- ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გასაჩივრებული აქტები: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის 201- წლის 29 დეკემბრის N------ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ შეტყობინება;

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილის 2018 წლის 09 თებერვლის 2----- შეტყობინება და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- თებერვლის N------- შეტყობინება „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტს დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ N57 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ამ აქტის შედეგად მოსარჩელე მხარის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს მიადგა ზიანი, ხოლო ეს გარემოებები გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

 

6.14. სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ შპს „პ--------- ს----ს“ მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ვადების გასვლის გამო, შესაბამისი აქტი მიღებულად ითვლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე ქ. ბათუმის მ-----ს უნდა დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ შპს პრროგრეს ს----ს მიერ 201- წლის 07 ივლისს წარდგენილი განცხადების შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარცელის მიერ წინასწარ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 300 ლარი, ანუ ორასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად არის გადახდილი, ვინაიდან მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. მოსარჩელე შპს პ--------- ს----ს უკან უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 22 თებერვლას (საგადასახადო დავალება 1519288876) სს თიბისი ბანკში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 2--ე, 32-ე და 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ პ--------- ს----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

-ბათილად იქნას ცნობილი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის 201- წლის 29 დეკემბრის N------ შეტყობინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

-ბათილად იქნას ცნობილი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილის 2018 წლის 09 თებერვლის N2----- შეტყობინება.

 

-ბათილად იქნას ცნობილი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მერიის 2018 წლის 2- თებერვლის N------- შეტყობინება.

 

- დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მ-----ს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში ჟ---------ას ქუჩა 2--ში/მაზნიაშვილის ქუჩა N--ში მდებარე 450კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი; 0-.2-.2-.0-- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ შპს პ--------- ს----ს მიერ 201- წლის 07 ივლისს წარდგენილი განცხადების შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.

 

2.ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. მოსარჩელე შპს პ--------- ს----ს უკან უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 22 თებერვლას (საგადასახადო დავალება 1519288876) სს თიბისი ბანკში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ირაკლი შავაძე