თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნისას დაუშვებელია რაიმე მოსაზრების წარდგენა განცხადებაში დასმული საკითხების გადაწყვეტის შესახებ.
3. განცხადებისა და მასზე დართული საბუთების უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, 2 დღის განმავლობაში, წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
4. თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.
5. განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(176)
- საქმე №ბს-720(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
…თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ს.ც-იმა სცადა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება არაუფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვის გზით. სზაკ-ის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილის, სკ-ის 138-ე, 139-ე და 140-ე მუხლების საერთო შინაარსის შესაბამისად, კანონმდებელი მნიშვნელობას ანიჭებს კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის…
- საქმე №ბს-908(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2024
…განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებულ იქნა, რომ №დად-130-06 დადგენილება შპს „ხ...“-ს დირექტორს - მ. ხ-ის ჩაბარდა 2020 წლის 27 ივლისს და საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იყო გასაჩივრების ვადა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა…
- საქმე №ბს-879(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
…ორგანო. შესაბამისად, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული დოკუმენტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენს სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საჩივრის ავტორს 2023 წლის 9 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი…
- საქმე №ბს-766(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
…ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მოპასუხემ უნდა შეაფასოს, ხომ არ იდგა დღის წესრიგში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლზე დაყრდნობით, განცხადების მუნიციპალიტეტის მერთან არსებული საკუთრების აღიარების კომისიისთვის გადაგზავნის…
- საქმე №ბს-235(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
…ეცნობა, რომ ვინაიდან მის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადი იყო, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა მისი მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უკან უბრუნდებოდა 2020 წლის 06 ივლისის №19/01201882135-01 ადმინისტრაციული საჩივარი…
- საქმე №ბს-46(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2024
- საქმე №ბს-12(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ბს-1042(2კ-2კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ბს-537(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.02.2024
- საქმე №ბს-1307(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №ბს-1378(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ბს-455(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2023
- საქმე №ბს-77(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2023
- საქმე №ბს-883(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
- საქმე №ბს-1508(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2023
- საქმე №ბს-571(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №ბს-373(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №ბს-410(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2022
- საქმე №ბს-868(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2022
- საქმე №ბს-961(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
- საქმე №ბს-1084(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ბს-954(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
- საქმე №ბს-975(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2022
- საქმე №ას-671-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
- საქმე №ბს-481(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2021
- საქმე №ბს-1343(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
- საქმე №ბს-236(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2021
- საქმე №ბს-466(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2020
- საქმე №ბს-361(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2020
- საქმე №ბს-34(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ბს-183(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2020
- საქმე №ბს-41(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2020
- საქმე №ბს-849(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2020
- საქმე №ბს-1404(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2019
- საქმე №ბს-691-691(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2018
- საქმე №ბს-865(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2018
- საქმე №ბს-103-103(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2018
- საქმე №ბს-617-610(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2018
- საქმე №ბს-850-846(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2017
- საქმე №ბს-1062-1033(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.02.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 176-დან.