საქართველოს პარლამენტის 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის 2018 წლის ანგარიში

საქართველოს პარლამენტის 2018 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე

2018 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში შემოვიდა 305 განცხადება, მათ შორის, 97 განცხადება – საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (contact@parliament.ge).

განმცხადებლები იყვნენ: სამთავრობო დაწესებულებები (36 განცხადება), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი (2 განცხადება), მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (24 განცხადება), ფიზიკური პირები (154 განცხადება) და იურიდიული პირები (89 განცხადება). განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების, შესაბამისი განმარტებითი ბარათებისა და დასკვნების, პარლამენტის დროებითი და დროებითი საგამოძიებო კომისიების დასკვნების, პარლამენტის პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვის სტენოგრაფიული ჩანაწერების, სხვადასხვა ნორმატიული აქტის კენჭისყრის შედეგების, პარლამენტის მიერ მიღებული კანონებისა და დადგენილებების, რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმება, კონვენცია) შესახებ, აგრეთვე სხვა საკითხების თაობაზე.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტში შემოსულ განცხადებებზე მოხდა შემდეგი რეაგირება: 122 განცხადებაზე ოფიციალური პასუხები გაიგზავნა ფოსტით; 173 განცხადებაზე ოფიციალური პასუხები და შესაბამისი მასალა გაიგზავნა ელექტრონული ფოსტით; 4 განცხადებაზე დაინტერესებულ პირს მიეცა ზეპირი განმარტება; 3 განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; 1 განცხადებაზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა; 2 განცხადება დამუშავების პროცესშია.

საქართველოს პარლამენტის აპარატში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, რის შედეგადაც აღნიშნულ სისტემაში მონაცემთა ბაზები ავტომატურ რეჟიმში იქმნება. საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 134-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომიტეტის სხდომა საჯაროა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებულ იქნა 1 გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის ნაწილის დახურულად გამოცხადების თაობაზე, 1 გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის ნაწილის დახურულად გამოცხადების თაობაზე და 2 გადაწყვეტილება იმავე კომიტეტის სხდომის დახურულად გამოცხადების თაობაზე, აგრეთვე 2 გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის დახურულად გამოცხადების თაობაზე.

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ნდობის ჯგუფის სხდომები დახურულია. 2018 წელს გაიმართა აღნიშნული ჯგუფის 8 სხდომა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სასამართლოში, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლებს არ დაურღვევიათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და არ დასდებიათ შესაბამისი დისციპლინური სახდელი.

შოთა გოშაძე                                                                               საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი