გადაწყვეტილება №103348/1/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 24.08.2026
№ დოკუმენტი 103348/1/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№103348/1/2026

24 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:„--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,31.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „--------“-ის 13.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №103348/1/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.04.2026 წლის №27007/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის №001-92 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 59 462,98 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 40 492,14

ჯარიმა - 0,01

საურავი - 18 970,83

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის №001-298 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.03.2026 წლის №4907 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 23.04.2026 წლის 27007/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საბჭოს 23.04.2026 წლის №27007/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის შესაბამისად, ი/მ „--------“-ს შეუმცირდება დარიცხული ჯარიმა სრულად.

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.05.2026 წლის №001-92 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.

აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2026 წლის №„--------“ წერილის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნას, 19.05.2026 წლის №11103 ბრძანებას და 19.05.2026 წლის №001- 92 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 21.05.2026 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის №001-92 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის 30-ე დღე იყო 20.06.2026 წელი.

მომჩივნის მიერ 31.07.2026 წელს წარმოდგენილია №132287/01 დაზუსტებული საჩივარი სადაც აღნიშნავს, რომ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 19.06.2026 წელს. სარჩელი მოსამართლემ წარმოებაში არ მიიღო, რადგან სარჩელი ჯერ უნდა გასაჩივრებულიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ამდენად, გასაჩივრების ვადა შეწყდა 19.06.2026 წელს, როდესაც სარჩელით გამოხატა გასაჩივრების ნება. გასაჩივრების ვადები არ დაურღვევია, უდავოდ მიმართა სასამართოლოს არასწორად, რომელიც უნდა ჩაეთვალოს საპატიოდ. აღნიშნული განჩინება ჩაიბარა 24.06.2026 წელს.

№3/5228-26 საქმეზე სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 22.06.2026 წლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ 19.06.2026 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოჩივანის წარმომადგენელმა, სასარჩელო მოთხოვნა იყო გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის №001-92 საგადასახადო მოთხოვნა, გადამხდელი გათავისუფლდეს საგადასახადო მოთხოვნისგან. აღნიშნული განჩინებით მომჩივანს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

მომჩივნის მიერ 31.07.2026 წელს წარმოდგენილია (№132287/01) დაზუსტებული საჩივარი, სადაც მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.2026 წლის განჩინება მომჩივანის წარმომადგენელს ჩაბარდა 24.06.2026 წელს. ასევე, წარმოდგენილი გზავნილის (შტრიხკოდი „--------“) ადრესატზე ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის №001-92 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე საჩივარი (№103348/1/2026) შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 9.07.2026 წელს, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გამოიგზავნა 13.07.2026 წლის №649-21-04 წერილით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოსთვის მიმართვის პერიოდის (19.06.2026 წლიდან 24.06.2026 წლამდე) გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის №001-92 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია (შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის (9.07.2026 წლის №103348/1/2026) გათვალისწინებით) კანონით დადგენილი 30 დღის ვადის გასვლის შემდეგ, საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა არ არის დაცული.

ამგვარად, ვინაიდან გასულია აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის №001-92 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა,სპორტული ინვენტარის ადგილობრივ ბაზარზე ყიდვა და ონლაინ რეალიზაცია.

გადამხდელი შემოსავალს იღებს როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე საბანკო ჩარიცხვებით და სასაქონლო ზედნადებებით. დოკუმენტაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მომჩივანი, დღგ-ის გადამხდელად უნდა დარეგისტრირებულიყო 13.12.2022 წელს, ბოლო ჩარიცხვით 4 750 ლარი

2025 წლის 16 დეკემბერს,გადამხდელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოწმებით დადგენილი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება საგადასახადო კოდექსის 165(1) მუხლის შესაბამისად.

2024 წლის ოქტომბრის თვეში, ბოლო 12 თვის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 58 757 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე აღნიშნული მონაცემი 100 000 ლარიან ზღვარს არ ცდება. 1.11.2024 წელს გადამხდელს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. 2024 წლის ნოემბრის თვემდე, მის სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, გათვალისწინებული იქნა ჩასათვლელ თანხაში, რითიც შემცირდა დასარიცხი თანხა. შემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ 42 001 ლარი და დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 282-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301.