თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტების თუ სხვა სახის ინფორმაციის წარდგენის წესი, თუკი იგი დადგენილი არ არის კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით, განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დებულებით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(29)
საქმე №ბს-662(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
…რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი შეფასება მისცა მათ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12, 77.1 და 78.2 მუხლებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის „ე.ე.“ ქვეპუნქტზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს ზ. ჟ-ის წარმომადგენელმა…
საქმე №ბს-239(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
…ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სზაკ-ის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის…
…რომ კანონმდებლობა ვეტერანის სტატუსის მაძიებელს ანიჭებს ფართო შესაძლებლობას შესაბამისი სტატუსის მოპოვებისათვის და აძლევს შესაძლებლობას, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულებით დაადასტურონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლისა და 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს…
…ადმინისტრაციული საჩივრით განხილვას, რატომ უნდა განხორციელებულიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით განსაზღვრული წარმოება, მით უფრო მაშინ, როდესაც მხარის განცხადებაში პირდაპირ გაწერილია მოთხოვნის საფუძვლები: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლი. კასატორის მითითებით, არსებული მოცემულობა იყო არა ადმინისტრაციული საჩივრით განსაზღვრული წარმოება, არამედ…
…ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა, გარდა ამ დადგენილების 33-ე, 47-ე, 53-ე, 61-ე, 65-ე, 69-ე, 73-ე, 77-ე, 83-ე და 941 მუხლებისა. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და…
…ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ…
…ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ…