განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 060310017002078098 (3/ბ-178-18 წ)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) – ა---------– ტ----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილება
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ა---------– ტ----ის სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 17 აგვისტოს ა---------– ტ----ის წარმომადგენელმა ადვოკატმა ლ------ ყ-------აძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასეხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დავის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----------ს №0------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2-----–--ის №0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. მოსარჩელე მხარემ ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამტრედიის რაიონული განყოფილებას დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ა---------– ტ----ესთან მიმართებაში სახელმწიფო კომპენსაციის 2013 წლის 01 მაისიდან გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინებით ა---------– ტ----ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელის განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა---------– ტ----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტემანტს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ა---------– ტ----ესთან მიმართებაში გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
საქართველოს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 2015 წლის 18 თებერვალს გამოსცა ახალი ინდივიდუალუირი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა იგივე შინაარსით, რაც ა---------– ტ----ემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ა---------– ტ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტემანტს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა---------– ტ----ესთან მიმართებაში წელთა ნამსახურების გაანგარიშების თაობაზე ნ.ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდის (3 წელი, 9 თვე და 25 დღე) წელთა ნამსახურებაში ჩათვლის შესახებ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 01 ნოემბრის განჩინებით უცველად დატოვა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილებას საქართველოს შს სამინისტროდან წარდგინება კომპენსაციის დასანიშნად და კანონით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები წარედგინა 2017 წლის 0-------ს. სახელმწიფო კომპენსაცია ა---------– ტ----ეს დაენიშნა 2017 წლის 01 ივლისიდან.
2017 წლის 13 ივნისს ა---------– ტ----ემ მიმართა საქართველოს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს განცხადებით გაეცა დოკუმენტი სოციალური მომსახურების სამტრედიის სააგენტოსთვის კომპენსაციის 2013 წლის 12 აპრილიდან გაანგარიშების თაობაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ 2017 წლის 0-----------ს წერილით ა---------– ტ----ეს აცნობა, რომ 2013 წლის 01 მაისიდან - 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდში კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდათ. ამ წერილის საფუძვლად მითითებულია სსიპ სოციალური მომსახურების იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 2-----–--ის N0------- წერილი, რომელიც ა---------– ტ----ეს არ ჩაბარებია, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ უარი განაცხადა ამ წერილის ა.ტ----ისათვის ჩაბარებაზე.
მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ა---------– ტ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ა---------– ტ----ე 1--- წლის 1-----–--იდან (შსს ბრძანება №--- პ/შ 1---------წ) 2--- წლის 1----------დე (მცხეთა მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბრძანება №-- პ/შ 2--------- წ.) და 2----–-–---------------დან (შსს სსიპ დპდ ბრძანება №--- პ/შ 10.08.2005წ) 2----–-–------------ამდე (შსს სსიპ დპდ ბრძანება №--- პ/შ 0---------წ) - მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში.
ა---------– ტ----ემ 2013 წლის 12 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს წელთა ნამსახურების გაანგარიშების თხოვნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 2--------–ის №7----- წერილით ა---------– ტ----ეს ეცნობა, რომ ”სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-16 მუხლები არ იძლეოდა განცხადებაში წამოჭრილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
ა---------– ტ----ემ 2013 წლის 2------ს, განმეორებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს წელთა ნამსახურების გაანგარიშების თხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 0-------ის №1------ წერილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, ა---------– ტ----ის განცხადება დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/2319-13) ა---------– ტ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა გამოეცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ა---------– ტ----ესთან მიმართებაში, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 01 (ერთი) თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიეთითა, რომ მოსარჩელის წელთა ნამსახურების გაანგარიშების შესახებ იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეს ნამსახურების გაანგარიშებაში არ ჩაუთვლის სასწავლებელში სწავლის პერიოდს, აღნიშნული გარემოება დასაბუთებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, თუ რამ განაპირობა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის სწავლის პერიოდის ნამსახურების გაანგარიშებაში ჩათვლაზე უარის თქმა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ა---------– ტ----ის წელთა ნამსახურების ათვლა უნდა დაწყებულიყო სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით (საქმე №3/ბ-1513-13) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საქათველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით (საქმე №ბს-278-275 (2კ-14) ტ----ე ბს-278-275 (2კ-14) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გადაწყვეტილება წარედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, ამავე დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს 2015 წლის 1-----------–ის №3----- გადაწყვეტილებით ა---------– ტ----ეს უარი ეთქვა კომპენსაციის დანიშვნისთვის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაში ჩათვლაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის №3/3252-15 გადაწყვეტილებით საქართველოს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ა---------– ტ----ესთან მიმართებაში წელთა ნამსახურების გაანგარიშების თაობაზე, ნ.ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში 1----–-–---------------------------–-–-----------ამდე (03 წელი, 09 თვე და 25 დღე) სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობის ჩათვლის შესახებ.
2017 წლის 0-------ს საქართველს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ N1------ წერილით საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილებას გადაუგზავნა ა---------– ტ----ის საპენსიო მასალა.
2017 წლის 14 ივნისს ა---------– ტ----ემ განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, რომლითაც ითხოვა კომპენსაციის დანიშვნა 2013 წლის მაისის თვიდან, რაზეც საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----------ს N0------------ წერილით ეცნობა, რომ 2013 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდში, კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს აღძრას სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით ამ სახის სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს მოთხოვნილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგო უარის თქმა.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება 1) „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა: ა) 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული: ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 2 ლარზე; ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე; ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 10 ლარზე; ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 15 ლარზე;ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%. 2) „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისთვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა სახელმწიფო კომპენსაციებით უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2, მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, სადაც განმარტებულია, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამავე ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადებისა და შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს (სააგენტო) მიერ კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის მომდენო თვის პირველი რიცხვიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონის განმარტება უნდა ემყარებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, კანონის ნორმები წაკითხული უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კომპენსაციის დასანიშნად საჭირო წარდგინება და კანონით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაიგზავნა 2017 წლის 0-------ს. სახელმწიფო კომპენსაცია ა---------– ტ----ეს დაენიშნა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, 2017 წლის 01 ივლისიდან, რაც შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა---------– ტ----ის წარმომადგენელმა ადვოკატმა ლ------ ყ-------აძემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სამტრედიის რაიონულ სასამართლოსთვის დაუბრუნება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დადგენილ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება შედეგად მიიღო კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
აპელანტის განმარტებით, ა---------– ტ----ის დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე ორგზის იმსჯელა ქ.თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. ქ.თბილისის საქალაქო სასამართლომ (2013 წლის 19 სექტემბერს N3/2319-13 გადაწყვეტილება) დაადგინა, რომ ა.ტ----ემ 2013 წლის 12 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს წელთა ნამსახურების გაანგარიშების შესახებ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ჰქონდა კანონისმიერი ვალდებულება, მან არ დააკმაყოფილა ა.ტ----ის კანონიერი მოთხოვნა, არ გასცა წელთა ნამსახურების შესახებ კომპენსაციის მიღებისათვის სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც უნდა წარდგენოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ა.ტ----ემ მისი დარღვეული უფლების აღდგენის თხოვნით მიმართა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის N3/2319-13 გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის N3ბ/1513-13 განჩინებით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის N3/3252-15 გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის N3ბ/1173-16 განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის მიერ ა.ტ----ის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა მიჩნეულ იქნა მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევად და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.ტ----ესთან მიმართებით წელთა ნამსახურობაში გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდის (3 წელი 9 თვე და 25 დღე) ჩათვლის შესახებ.
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა.ტ----ის მიმართ წარდგინება და თანდართული მასალა გადააგზავნა 2017 წლის 6 ივლისს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----------ს 0-----08-1--- წერილით ა.ტ----ეს ეცნობა, რომ კომპენსაციის დანიშვნის პერიოდი 2017 წლის 1 ივლისიდან აითვლებოდა და არა 2013 წლის 1 მაისიდან, როგორც ითხოვდა ა.ტ----ე.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის დროს ა.ტ----ე ვარაუდობდა, რომ სასამართლო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური განხილვით სწორ სამართლებრივ შეფასებას მისცემდა ზემოთაღნიშნულ გარემოებებს, გაითვალისწინებდა ამგვარ დავებზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, რომელიც მოქმედ კანონმდებლობას ემყარება, სწორად განმარტავდა კანონს და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. სასამართლომ 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაში არასწორად განმარტა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესები“. ეს წესები განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი რიგი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს. რაიონული სასამართლო მოსამართლე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ციტირებას კი აკეთებს გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული ნორმატიული აქტებიდან, თუმცა ნორმების ფაქტობრივ გარემოებებთან შეფარდებისას ვერ ხედავს მათ შორის წინააღმდეგობას და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემისას კანონი არ დაურღვევია. თანაც ამ დასკვნას აკეთებს ისე, რომ არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მისცემია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 0-----------ს N0------------ წერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, თუმცა არ შეუმოწმებია და არ შეუფასებია ამ წერილის შესაბამისობა სზაკ-ით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან, რომ იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი, რომ იგი უნდა შეიცავდეს ყველა იმ რეკვიზიტს, რაც სზაკ-ის 52-ე მუხლით არის დადგენილი და რომ თუნდაც ერთ-ერთის არ არსებობა გამორიცხავს დოკუმენტის სრულყოფილად ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება და რატომ არის შეუსაბამო დაინტერესებული პირის პოზიცია კანონთან. ეს სასამართლოს გასარკვევი გარემოება იყო თუნდაც იმიტომ, რომ უფლებადარღვეულ პირს შესაძლებლობა მისცემოდა გარკვეულიყო მისი პოზიციის მართებულობასა თუ არამართებულობაში.
ის, რომ ა.ტ----ემ მოიპოვა უფლება იყოს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის“ სუბიექტი, დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ეს დავის საგანი არ არის.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარედგინება კომპეტენციურ ორგანოს.
კომპეტენტური ორგანოს ცნებას იძლევა დასახელებული კანონის მეოთხე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად ეს არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო სსიპ სოციალური უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც კომპენსაციას ნიშნავს შესაბამისი უწყების წარდგინებისა და სათანადო საბუთების საფუძველზე. ამ დოკუმენტების ნუსხა განსაზღვრულია ამავე კანონის 26-ე მუხლის მესამე პუნქტით. ცხადია, კომპეტენტური ორგანო ისე ვერ იმსჯელებდა ა.ტ----ისათვის კომპენსაციის დანიშვნია თაობაზე, თუ შესაბამისი უწყება არ წარუდგენდა საჭირო დოკუმენტაციას წარდგინებასთან ერთად.
აპელანტის განმარტებით, ა.ტ----ეს რომ მიეღწია მისი უფლების რეალიზებისათვის, ცხადია მას უნდა მიემართა იმ უწყებისათვის, სადაც მან იმსახურა და დააგროვა ამ უფლების მოპოვებისათვის სავალდებულო შრომითი სტაჟი, ამ უწყებას კი კანონისმიერი ვალდებულება ჰქონდა შეესრულებინა ა.ტ----ის კანონიერი მოთხოვნა. ა. ტ----ემ 2013 წლის 12 აპრილიდან - 2016 წლამდე, სასამართლოს ჩარევის მიუხედავად, ვერ მიაღწია. საბოლოოდ შესაბამისი უწყების წარდგინება 2017 წლის 6 ივნისს შევიდა კომპეტენტურ ორგანოში.
ა. ტ----ეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის კიდეც რომ მიემართა განცხადებით, ცხადია, მისი მოთხოვნა იქნებოდა უსაფუძვლო, იმიტომ, რომ მას არ გააჩნდა შესაბამისი უწყების წარდგინება, წელთა ნამსახურების გაანგარიშება, რომელიც უნდა გაეკეთებინა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს. ამიტომ მიმართა მან ამ უწყებას, რომელსაც თითქმის ოთხი წელი დასჭირდა, რომ შეესრულებინა ის, რისი ვალდებულებაც კანონიდან გამომდინარე. ამიტომ კომპენსაციის დანიშვნის დროისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა შეეფასებინა, რომ ა.ტ----ეს განცხადება 2013 წლის 12 აპრილს ჰქონდა წარდგენილი შესაბამის უწყებაში კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინებისა და წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების თაობაზე და ა. ტ----ისათვის კომპენსაციის მიღების უფლება აეთვალა 2013 წლის 1 მაისიდან და არა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში წარდგინების შესვლის დღიდან.
აპელანტის განმარტებით რაიონულმა სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ ერთი ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო მიზეზით დოკუმენტების დაგვიანებით გადაგზავნა კომპეტენტურ ორგანოში არ უნდა იწვევდეს მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევას.
სასამართლომ არ გამოიყენა სზაკ-ის მე-80 მუხლი, რომლის მეხუთე ნაწილი იცავს პირის უფლებას მაშინაც, თუ მან განცხადება არაუფლებამოსილ ორგანოში წარადგინა. ასეც რომ ყოფილიყო, მოქალაქეს ვადა დაცულად ეთვლება.
აპელანტის განმარტებით ა. ტ----ეს არაუფლებამოსილ ორგანოში არ შეუტანია განცხადება. მან იმ ორგანოს მიმართა რომლისთვისაც უნდა მიემართა, ორგზის დასჭირდა სასამართლოში დავა მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის რომ მიეღწია. სწორედ ეს გარემოება უნდა შეეფასებინა სასამართლოს ისე, როგორც კანონშია აღნიშნული, როგორც დამკვიდრებულია სასამართლო პრაქტიკაში.
სასამართლოს მხედველობიდან არ უნდა გამორჩენოდა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს აქვს პირდაპირის მოქმედების ძალა და თუნდაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულმა ადმინისტრაციულმა აქტმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამიტომ აპელანტი მხარე მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ გამოსცა ისეთი ადმინისტრაციული აქტი, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. 377.2 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სსკ-ის 385.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. სსკ 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. სსკ-ის 385.2 მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა სწორად, თუმცა სამართლებრივად არასწორი შეფასება მისცა მათ, რის გამოც დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით უმართებულოა და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის თანახმად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა: ა) 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული: ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 2 ლარზე; ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე; ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 10 ლარზე; ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 15 ლარზე; ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%. 8.2 მუხლით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისთვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა სახელმწიფო კომპენსაციებით უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2, 2.1 მუხლი, სადაც განმარტებულია, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამავე ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადებისა და შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს (სააგენტო) მიერ კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის მომდენო თვის პირველი რიცხვიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა ის საკითხი ა---------– ტ----ეს კომპენსაცია დაენიშნა სწორად - 2017 წლის 01 ივლისიდან, რაკი შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დოკუმენტაცია გადაიგზავნა 2017 წლის 0-------ს, - თუ კომპენსაცია მოსარჩელეს უნდა დანიშვნოდა 2013 წლის 01 მაისიდან, ვინაიდან მას 2013 წლის 12 აპრილს მიმართული ჰქონდა შესაბამისი უწყებისათვის კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინებისა და წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების თაობაზე, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ორჯერ გახდა სასამართლო წესით სადავო და ორივე შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ა---------– ტ----ის მოთხოვნის მართლზომიერება.
სააპელაციიო პალატის აზრით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი (კომპეტენტური ორგანოს (სააგენტო) მიერ კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის მომდენო თვის პირველი რიცხვიდან), რომელიც რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უარსაყოფად, მართალია, ადგენს კომპენსაციის დანიშვნას განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა შეეფასებია თუ რა დრო უნდა მიჩნეულიყო „განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის“ დროდ ა---------– ტ----ის შემთხვევაში, - იყო ეს 2013 წლის აპრილი, თუ 2017 წლის ივლისი.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეფასებისთვის მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ა---------– ტ----ის სარჩელით წარმოებული სასამართლო დავები და მათთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები. პირველ რიგში საყურადღებოა, რომ აღნიშნულ საქმეებში მონაწილეობდა (და მიღებულ გადაწყვეტილებებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში ასაჩივრებდა კიდეც) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რაც იმას მოწმობს, რომ აღნიშნული სამსახურისთვის (ამჟამინდელი მოპასუხისათვის) ცნობილი იყო ა---------– ტ----ის მიერ 2013 წელს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის მიმართვის და შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ, რაც მთავარია, მისთვის ცნობილი იყო, რომ წარდგინება კომპენსაციის დასანიშნად კომპეტენტურ ორგანოს არ წარედგინა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს (დაცვის პოლიციის დეპარტამენტის) უკანონო ქმედებების გამო.
,,სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26.3 მუხლის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გეცემის წესის’’ 15.1 მუხლის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნაზე განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის N3/2319-13 გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის N3ბ/1513-13 განჩინებით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის N3/3252-15 გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის N3ბ/1173-16 განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის მიერ ა.ტ----ის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა მიჩნეულ იქნა მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევად და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.ტ----ესთან მიმართებით წელთა ნამსახურობაში გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდის (3 წელი 9 თვე და 25 დღე) ჩათვლის შესახებ.
14.06.2017წ. ა---------– ტ----ემ განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, რომლითაც ითხოვა კომპენსაციის დანიშვნა 2013 წლის აპრილის თვიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----------ს N0------------ წერილით ა---------– ტ----ეს ეცნობა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის წინა პერიოდის თანხის ანაზღაურების შესახებ 2-----2017წ. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტიდან გადმოიგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოში, ხოლო სააგენტოდან 0-----2017წ. სათანადო რეაგირებისთვის გადმოეგზავნა განყოფილებას. ამავე წერილში მიეთითა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს (სააგენტო) მიერ კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. კომპენსაციის დასანიშნად საჭირო წარდგინება და კანონით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები, შინაგან საქმეთა სამინისტროდან სააგენტოში გადმოიგზავნა 2017 წლის 0-------ს, შესაბამისად სახელმწიფო კომპენსაცია ა---------– ტ----ეს დაენიშნა გასაცემლის დასანიშნად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, 2017 წლის 1 ივლისიდან. რაც შეეხება 2013 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდში კომპენსაციის თანხის ანაზღაურებას (ვინაიდან დიდი ოდენობის თანხის გაცემაზე იყო განაცხადი) კონსულტაციისთვის ა/წ. 10----–--ის N0----------- წერილით, მიმართეს სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტს, საიდანაც აცნობეს, რომ 2013 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდში, კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია (2-----2017წ N0-------).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-110-103 (2კ-13) განიმარტა: ,,საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება. არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათ გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული. საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს“.
საკასაციო სასამართლო, სხვა საქმეზე Nბს-213-211(კს-14) განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ, ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება, სამართლიანი განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ,,სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77.1 მუხლით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 78.2 მუხლით, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. 96.1 და 96.2 მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სზაკ-ის 208. 1 მუხლით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
„?????????? ????????????? ?? ?????????? ?????????? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ამ კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) სამართლიანობა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) მუდმივობა; დ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია. 1.1 მუხლით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. იგივე კანონი მიუთითებს, რომ კანონმდებლობა კომპენსაციისა (გარდა ერთჯერადი კომპენსაციებისა) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1-ლი ოქმის თანახმად, ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. სახელმწიფო კომპენსაციის, პენსიის მოთხოვნა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად. (იხ. Pravednaya v. Russia, application no. 69529/01, 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება) სახელმწიფო კომპენსაცია სოციალური უზრუნველყოფის განსხვავებული ტიპის ბენეფიტია, ის წარმოიშობა უფლების საფუძველზე, მიუხედავად პირის ქონებრივი მდგომარეობისა. საქართველოს კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებას, აღნიშნული უფლება და მისი გამოყენების მექანიზმები რეგულისრდება მოქმედი კანონმდებლობით, რომლითაც დეტალურად წესრიგდება კომპენსაციის გაცემის პროცედურები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტების საფუძველზე ა---------– ტ----ეს უნდა აუნაზღაურდეს კომპენსაციის თანხა მის მიერ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2013 წლის 01 მაისიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს იძენს კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის სარჩელით წარმოებულ დავებზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული და რომლებითაც დადასტურებულია კომპენსაციის დანიშვნის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო ქმედებები. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ისევე როგორც პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით, რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოებრივ სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება მეტი ხნით, რაც მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება, სათანადო სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------– ტ----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა---------– ტ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ა---------– ტ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 0-----------ს N0------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
- დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილებას ა---------– ტ----ის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2013 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდში;
4. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან;
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე