მუხლი 27. გადაწყვეტილება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე
თავი VIII — კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა
1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
2. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013
მთავარი მონაცემები
ვადა3 თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.03.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (28.12.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. გადაწყვეტილება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე 1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. 2. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდღევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება განცმ მუხადლის მებ-2 პუნქტით განს წაზღვრდგული წენსის დღშესაბამიდსანდ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(38)
საქმე №ბს-282(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.09.2025
…ორგანოს, რომელსაც ამავე კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს…
…სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლებზე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 27-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საგენტოს მისთვის პენსია არ უნდა შეეწყვიტა. შესაბამისად, დ. ბ-ემ სახელმწიფოს უკანონო, ბრალეული და…
საქმე №ბს-1204(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
…აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს…
საქმე №ბს-740(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
…და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, 23-ე, 26-ე და 27-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ზ. ხ-ეს 4 წელი, 4 თვე და 25 დღე ნამსახურები აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში. კანონმდებლობით…
საქმე №ბს-328(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2024
…განმარტებით, “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს, ამავე კანონის 27-ე მუხლის თანახმად, კომპენსაციის თაობაზე კომპეტენტური ორგანო განცხადებას განიხილავს განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, ხოლო…
საქმე №ბს-763(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
საქმე №ბს-1499(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
საქმე №ბს-821(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
საქმე №ბს-1318(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
საქმე №ბს-452(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
საქმე №ბს-395(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
საქმე №ბს-675(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
საქმე №ბს-524(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
საქმე №ბს-1209(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2023
საქმე №ბს-387(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
საქმე №ბს-56(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
საქმე №ბს-224(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.10.2021
საქმე №ბს-259(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2021
საქმე №ბს-1116(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2020
საქმე №ბს-800(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
საქმე №ბს-1195(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2018
საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, მუხლი 27, №2549, 27.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.001.002.128 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25432/muxli-27/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია