1. შეჩერებული კომპენსაციის/სტიპენდიის განახლება მოხდება: კომპენსაციის/სტიპენდიის მიმღები პირის მიერ ფონდში კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სტიპენდიის შეჩერების დღიდან.
2. შეწყვეტილი კომპენსაციის/სტიპენდიის აღდგენა (განახლება) მოხდება კომპენსაციის/სტიპენდიის განახლებისათვის საჭირო წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების ფონდში წარდგენის დღიდან, კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
3. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი კომპენსაციის/სტიპენდიის მიმღებს კომპენსაციის/სტიპენდიის შეწყვეტის შემდეგ წარმოეშობა კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ახალი საფუძველი, შესაძლებელია განხორციელდეს ადრე დანიშნული კომპენსაციის/სტიპენდიის აღდგენა ან ახლის დანიშვნა კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კომპენსაციის/სტიპენდიის მიღება ხორციელდება პირის არჩევანის საფუძველზე
სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2025
მუხლი 20. კომპენსაციის/სტიპენდიების აღდგენა-განახლება
თავი VI — კომპენსაციის/სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 32. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში
- მუხლი 29. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის წესი
- მუხლი 2. კანონმდებლობა კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ
- მუხლი 25. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღების უფლება-მოვალეობები
- მუხლი 33. კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება
- მუხლი 27. გადაწყვეტილება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის სოციალური დაცვა
- მუხლი 15. კომპენსაციის/სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
- მუხლი 16. კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ვადები
- მუხლი 17. კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემა
- მუხლი 18. კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემის შეჩერება
- მუხლი 19. კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემის შეწყვეტა
- მუხლი 21. კომპენსაციის/სტიპენდიის გადაანგარიშება
- მუხლი 22. გარდამავალი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 20, №46/ნ, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63028/muxli-20-2/