1. კომპენსაციას და სტიპენდიას, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს ფონდი. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.
2. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი (ფორმა №1).
ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს შესახებ ან ფულადი ატესტატი (ფორმა №1), სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი;
ა.ბ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი (ფორმა №1), გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით,მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე- ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ბ) პროკურატურის მუშაკებზე 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ;
ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი;
ბ.ბ) პროკურატურის მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში, შვილ(ებ)ზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – მშობლის (ან მეურვის) პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა;
გ) პარლამენტის წევ
რზე (ყოფილ წევრზე) კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა – უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს. ცნობა ხელფასის შესახებ, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
გ.ა) პარლამენტის წევრზე (ყოფილ წევრზე) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა ხელფასის შესახებ, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
გ.ბ) პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა. შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
დ) პარლამენტის აპარატის მოხელეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, შრომის საერთო სტაჟისა და მისი პარლამენ
ტში მინიმუმ 8-
წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა, იმა
ვე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ;
ე) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №93 „საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ” ბრძანების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა დათხოვნის მომენტისათვის მისი საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ხელფასის შესახებ;
ვ) საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, თუ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის დაკავშირებული სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლასთან ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციასთან – საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ.ა) საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ზ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი;
ზ.ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა.
თ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი;
თ.ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მეურვის პირადობის მოწმობა. ამასთან, დამატებით, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;
ი) სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, საიდანაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი, პირადი სურვილის ან შტატების შემცირების საფუძველზე გამოცემული დამსაქმებლის ბრძანება დანართი №1-ით გათვალისწინებულ რომელიმე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ასევე სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირადი სურვილით პირის გათავისუფლების შემთხვევაში, შრომის წიგნაკის ამონაწერიდან უნდა დასტურდებოდეს აგრეთვე, რომ პირს აქვს არანაკლებ 5 წლის სამუშაო სტაჟი იმ დაწესებულებაში, საიდანაც გათავისუფლდა